სარწმუნოება - ფანატიზმს რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
ქრისტეშობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ფანატიზმს რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ფანატიზმს რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ქრისტე აღდგა!

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". მართლაც, ჯოჯოხეთი ეკლესიას მისი დაარსებიდან, ე.ი. პირველი საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე ებრძვის, მაგრამ ამაოდ. ბოროტი ძალა უძლურია მის წინაშე, რადგან ეკლესიის მეთაური თვით უფალი იესო ქრისტეა. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ საქართველოს ეკლესია, რომელიც მოციქულებმა დააარსეს. ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიაა, მე-4 საუკუნეში საქართველოში, ისვვე როგორც ბიზანტიაში, ქრისტიანობა სახელმწიფოებრივი რელიგია გახდა, ხოლო უკვე მე-5 საუკუნიდან ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა მოიპოვა. ყოველივე ამისათვის, ჩვენ ვმადლობთ უფალს; ვმადლობთ, რომ საქართველოს მისცა ქართული ეკლესია, რომელსაც არაერთხელ გადაურჩენია ჩვენი ერი დაშლისაგან და რომელიც მას დღესაც აერთიანებს. საქართველოს ისტორიაში ხშირად დამდგარა დრო, როცა მტერი ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას განადგურებით ემუქრებოდა, მაგრამ ღვთის წყალობითა და ჩვენი ეკლესიის დიდი სულიერი შემწეობით, ქართველი ერი ისევ იკრებდა ძალას და ისევ მთლიანდებოდა.

სწორედ ეს შურდათ საქართველოს მტრებს და შურთ ახლაც, რადგან ჩვენი ეკლესია აღორძინების გზას დაადგა და ხალხი ისევ შემობრუნდა მისკენ და ღვთისკენ.

თქვენ თვითონ მოგისმენიათ, როგორ უთქვამთ ამ ტაძარში სტუმრად მობრძანებულ მართლმადიდებელ პატრიარქებს, რომ ისეთი მტკიცე ეკლესია და ერთგული მრევლი, როგორიც საქართველოში ნახეს, მთელ მსოფლიოში არსად ჰყავდათ ხანახი. აი, ეს შეშურდა ეშმაკს და განხეთქილების შემოტანით ჩვენი ეკლესიის დაშლა და ჩვენი ერისათვის სულიერი ძალის წართმევა მოინდომა. მოხდა ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, რომლის შესახებაც ტელევიზიითაც გადაიცა და პრესაშიც გამოქვეყნდა: რამდენიმე ბერმა იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრია, პატრიარქთან და ეკლესიასთან ევქარისტიული, ე.ი. ზიარების კავშირის გაწყვეტა გამოაცხადა. ამ ნაბიჯის გადადგმით, ისინი, ნებსით თუ უნებლიედ, იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც საქართველოსა და ქართული ეკლესიის მტრებს სჭირდებათ. შესაძლებელია, თვითონ არც ესმით, რასაც სჩადიან და მტრის ხელში მხოლოდ ბრმა იარაღს წარმოადგენენ, მაგრამ პასუხი ღვთის წინაშე ხომ უნდა აგონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საბოლოოდ თავიანთ საქციელს მოინანიებენ, რადგან მჯერა, რომ ეშმაკი გონებას ბოლომდე ვერ დაუბნელებს, და თეთრისა და შავის გარჩევას შესძლებენ.

ახლა, რაც შეეხება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, ანუ ეკუმენიზმს, რომლითაც ხალხს ასე აშინებენ. ეკუმენიზმი ბერძნული სიტყვიდან არის წარმოშობილი და მსოფლიოს ნიშნავს, ამ წოდებას ატარებს კონსტანტინეპოლის პატრიარქი - „ეკუმენიკოს პატრიარხოს", რაც ქართულად მსოფლიო პატრიარქს ნიშნავს. ეკუმენური მოძრაობა ადრეც არსებობდა, მაგრამ იგი უფრო ამ საუკუნის 30-იან წლებში გააქტიურდა, როცა სხვადასხვა მიმდინარეობის ქრისტიანებმა დიალოგის გზით ერთმანეთთან დასაახლოებლად ეკლსიათა მსოფლიო საბჭოს შექმნა გადაწყვიტეს.

ამდენად, არ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ეკლესიათა საბჭო ეს იგივე ეკლესიაა, მასში ერთი მხრივ, მართლმადიდებელი ეკლესიები, ხოლო მეორე მხრივ პროტესტანტული მიმდინარეობანი, დენომინაციიბი შედიან, რომლებიც დროდადრო იკრიბებიან და ამის თაობაზე მსჯელობენ, როგორ დაუახლოვდნენ ქრისტიანები ერთმანითს. მართალია, საშიშროება არსებობს, მაგრამ ღმერთმა გონება იმიტომ მოგვცა, რომ განვსაჯოთ, ეს საშიშროება, კერძოდ, რაში მდგომარეობს. მაგალითად, ეკლესიათა საბჭოში შემოიტანეს წინადადება, რომ ქრისტიანებს აღდგომა ერთდროულად ეზეიმათ. მოგეხსენებათ, რომ დასავლეთში პროტესტანტები და კათოლიკები აღდგომას ჩვენზე ადრე ზეიმობენ, მაგალითად, წელს სამი კვირით ადრე იზეიმეს. მართლმადიდებლებმა უპასუხეს, რომ თანახმანი არიან, აღდგომა ერთდროულად იზეიმონ, მაგრამ იმ დროს, როცა ამას მართლმადიდებლური კალენდარი მოითხოვს, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. ასევე არსად არაა საჭირო ერთად ლოცვა, რომელიც აკრძალულია, მაგრამ შეხვედრები და საუბრები კი აუცილებელია. მაშ, როგორ გამოიარა ქართულმა ეკლესიამ ამდენი საუკუნე? ჩვენთან ხომ ებრალებიც ცხოვრობდნენ, მაჰმადიანებიც და კათოლიკებიც, რომლებთანაც ქართველ კაცს ყოველთვის ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა ჰქონდა. მეტსაც გეტგვათ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელი ეკლესიების ყოფნამ ბევრი სიკეთეც მოიტანა. მრავალი პროტესტანტი მართლმადიდებელი გახდა, ხოლო ევროპაში და ამერიკაში მართლმადიდებლური ეპარქიები გაჩნდა. ასე რომ, როგორც ვხედავთ, ამგვარი შეხვედრები და ქადაგებები საჭირო ყოფილა. ამ რამდენიმე ხნის წინათ, ჩვენთან სტუმრად იყო ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ადრე პროტესტანტი იყო, მერე მოინათლა, მართლმადიდებელი გახდა და დღეს თავისი რწმენით ბევრს სჯობია.

საბჭოთა იზოლაციის დროს ეკლესიათა საბჭოში ყოფნამ ქართულ ეკლესიას საშუალება მასცა, რომ იგი მსოფლიოს გაეცნო, როგორც დამოუკიდებელი ეკლესია. ასე, რომ ეკლესიათა საბჭოში მართლმადიდებელი ეკლესიების ყოფნა ერთგვარად მათი მისიონერული მოღვაწეობის გაგრძელებასაც წარმოადგენს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგან მართლმადიდებლები ძალიან ცოტანი არიან და საბჭოს წევრთაგან თითქმის 90 პროცენტი პროტესტანტია, ამიტომ საკითხი ჩვენი გამოსვლისა დგას. მე პირადად, გამოსვლას ვუჭერ მხარს, მაგრამ ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით ცალ-ცალკე გამოსვლა არ შეიძლება და თუ გამოსვლა აუცილებელი გახდა, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია - კონსტანტინეპოლისა, ალექსანდრიისა, ანტიოქიისა, რუსეთისა, სერბეთისა და ა.შ. ერთად უნდა გამოვიდეს.

ზემოხსენებული რამდენიმე ბერის ბრმა ფანატიზმი იქამდე მივიდა, რომ მათი განცხადებით ისინი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის, კონსტანტინეპოლის და საერთოდ, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან წყვეტენ ურთიერთობას, რომელიც კი ამ საბჭოში შედის. არ შეიძლება საქართველოს ეკლესია გამოეყოს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს, ერთიან მართლმადიდებლურ ეკლესიას. რადგან ჩვენ, როგორც ეს მრწამსში წერია, ერთი, წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია გვწამს. საქართველოს ეკლესია ამ ერთი კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის წევრია და მას ვერ გამოეყოფა, რადგან ამით ეკლესიის მთლიანობას დაარღვევს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების უკან სხვა არაეკლესიური, არამორწმუნე ძალები დგას. ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ გარეშე მტერი მუდამ პოულობდა საქართველოში საყრდენს, ქართველთა შორის მოღალატეებს. მინდა ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმედი მაქვს, ისინი ღვთის მადლითა და წყალობით, შეიგნებენ რა საშიშროებას უქმნიან საქართველოსა და ქართულ ეკლესიას, მიხვდებიან, რომ ეს აქცია მათი მხრიდან ერისა და ეკლესიის ღალატს ნიშნავს და გონს მოვლენ. მე გთხოვთ, ყოველმა თქვენგანმა განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვა და ღმერთს შეევედროს, მისცეს საქართველოს ერთსულოვნება და ჩვენი ერი და ეკლესია გაამთლიანოს.

კიდევ ერთხელ მინდა შევსთხოვო უფალს, რომ გონება გაუხსნას იმ ადამიანებს, რომელნიც გზასაცდენილნი არიან.

ღმერთმა დაგლოცოთ.

18 მაისი, 1997 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/6
ნანახია: 438 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0