მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ღაღადი ქართველთა მიმართ
სიტყვა ხარებასა ზედა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ჩვენ ვერ ვხედავთ უფალს, მაგრამ ის ჩვენთანაა


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩვენ ვერ ვხედავთ უფალს, მაგრამ ის ჩვენთანაა

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,

დღეს არის უდიდესი დღესასწაული - ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ფერისცვალება უფლისა თაბორის მთაზე მოხდა. როგორც სახარება მოგვითხრობს, მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე მთაზე წაიყვანა. ლოცვის დროს მოწაფეებს ჩაეძინათ და როცა გაეღვიძათ, იხილეს განბრწყინვებგლი სახე და სამოსელი იესო ქრისტესი და მასთან მდგომარე ორი დიდი წინასწარმეტყველი - მოსე და ილია. პეტრე მოციქულმა უფალს უთხრა: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, გქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა (მათე 17,4). ლუკა მახარებელი კი გვეუბნება, რომ პეტრემ ეს სიტყვები იმიტომ თქვა, რომ აღარ იცოდა აღფრთოვანება რიაგორ გამოეხატა. ეს რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ ამავე დროს მოციქულის თხოვნა აღბეჭდილია უდიდესი სურვილით - ხილვა იესო ქრისტეს ბრწყინვალებისა და ორი დიდი წინასწარმეტყველისა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. როცა ადამიანი სიხარულსა და ნეტარებას განიცდის, უფლისაგან დროის გაგრძელებას ითხოვს; სწორედ ასე დაემართა პეტრე მოციქულსაც, რომელსაც ამ დიდების დაუსრულებლად ხილვა ენატრებოდა. ამიტომაც ითხოვა მან უფლისაგან მთაზე სამი კარვის გამართვა.

მოციქულებმა, რა თქმა უნდა, უფლის დიდება მხოლოდ ნაწილობრივ იხილეს, კერძოდ იმდენი, რამდენის ატანაც მათ მზერას შეეძლო. გავიხსენოთ მოსე წინასწარმეტყველი, რომელსაც უფალმა კაცობრიობის დასამოძღვრად ათი მცნება მისცა. როგორც ბიბლიიდან ვიცით, უფალი მოსეს სინას მთაზე გამოეცხადა, წინასწარმეტყველმა ვერ შეძლო თვალი გაესწორებინა ღვთის დიდებისათვის და კლდის ნაპრალში შევიდა, საიდანაც მის სიტყვებს ისმენდა. ერი ისრაელისა, რომელიც იმდენად სულმოკლე აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ოქროს კერპი გააკეთა და მას სცემდა თაყვანს, მოსეს მთის ძირში ელოდებოდა. აი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ უფალი წყალობს ერს, ერი კი გაურბის მის წყალობას. როცა მოსე სინას მთიდან ჩამოვიდა, მისი სახე ისე ანათებდა, რომ ხალხმა მზერა ვერ გაუსწორა, რის გამოც წინასწარმეტყველი იძულებული გახდა სახეზე ტილო აეფარებინა. თუ ღვთის სიახლოვემ ქმნილება ასე გააბრწყინვა, ადვილი წარმოსადგენია, საკუთრივ მისი დიდების ხილვა როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა მოციქულებზე. ნიშანდობლივია, რომ პეტრეს თავისი თავისა და დანარჩენი ორი მოციქულისათვის კარავი არ მოუთხოვია, რადგან იცოდა, რომ სადაც უფალია, იქ ადგილი ყველასთვის იქნება. დღეს, როცა ჩვენ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს ვზეიმობთ, აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ერის ფერისცვალებისთვისაც და პეტრე მოციქულის მსგავსად შევსთხოვთ უფალს: ვქმნეთ აქ სამ ტალავარ; ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა, რათა მუდამ იყო ჩვენთან. თუმცა უფალი უხილავად მუდამ ჩვენთანაა, რადგან როგორც თვითონვე ამბობს: იგი იქაა, სადაც მისი სახელით ორი ან სამი ადამიანი იკრიბება, ჩვენ კი მეტნი ვართ.

მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და ერთად აღავნილოს ლოცვა, რათა უფალმა ფერისცვალების ძალა მისცეს და მისი დიდების ხილვის ღირსი გახადოს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ!

19 აგვისტო, 1993 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 4.4/7
ნანახია: 757 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0