მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება დღესა ხარებისასა, თქმული ჩყჲზ წელსა ქუთაისს
მიძინება - მარიამობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს


უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია - ხსენება ყოველთა წმიდათა - და რადგანაც ყოველი ჩვენგანი რომელიმე წმინდანის სახელს ატარებს, ამიტომ ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღეცაა. ახლა, ვინ შედის ამ ყოველთა წმიდათა რიცხვში: უპირველეს ყოვლისა, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ქრისტეს შობამდე ცხოვრობდნენ და რომელნიც ღმერთმა გამოარჩია, რათა მისი განგება და ბრძანება ხალხისათვის ეუწყებინათ. დიდია წინასწარმეტყველთა რიცხვი, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მოსესა და აარონს, ილიასა და ელისეს, ანანიას, აზარიას, მიქაელსა და დანიელს, ესაიას, იერემიას, იეზეკიელს, სამუელსა და მელქისედეკს. ისინი ძირითადად იესო ქრისტეს მოსვლასა და მის მიერ კაცობრიობის ცოდვისაგან განთავისუფლებაზე წინასწარმეტყველებდნენ და ადამის მოდგმას ქრისტეს შობისათვის ამზადებდნენ. მრავალმა მათგანმა იესო ქრისტეს შესახებ ისე ზუსტად იწინასწარმეტყველა, თითქოს თვითონ ყოფილიყო უშუალო მომსწრე და მხილველი განკაცებული უფლის ცხოვრებისა და ჯვარცმისა.

წინასწარმეტყველების გვერდით დგანან მამათმთავარნი: აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, ნოე და მრავალი სხვა.

ყოველთა წმიდათას მეორე დასს მოციქულები შეადგენენ, უპირველეს ყოვლისა, 12 მოციქული, რომელიც თვითონ უფალმა იესო ქრისტემ ამოირჩია და შემდეგ 70 მოციქული. მოციქულებიც რჩეული ადამიანები იყვნენ, ოღონდ არა განათლებითა და ცოდნით, არამედ სიწმინდით, სისპეტაკითა და გულის სისუფთავით. 12 მოციქულიდან 11 გენესარეთის ტბის სანაპირო სოფლიდან, ხოლო მე-12, იუდა, ისკარიოტიდან იყო. ამ 12 მოციქულს უფალმა ავადმყოფთა განკურნების, მკვდართა აღდგენის, კეთროვანთა განწმენდის, ე.ი. სასწაულთა ჩადენის ძალა მისცა, რათა მთელი ქვეყანა სასწაულებით მოექციათ: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა (მათე 28,19). ეს იყო მათი მოვალეობა - მოქცევა ქვეყნისა. ერთის გარდა ყველამ დიდებულად აღასრულა თავისი მაღალი დანიშნულება. მოციქულებიდან მხოლოდ იუდა ისკარიოტელი წარიწყმიდა, რადგან სულიერებაზე უფრო მეტად მიწიერზე ზრუნავდა. ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევს, რომელ გზას დაადგეს - ცხოვნებისას თუ წარწყმედისას. სასწაულთა ჩადენის ძალა სხვა მოციქულებთან ერთად იუდა ისკარიოტელსაც მიეცა, მაგრამ მაინც დაიღუპა, რადგან მან გულის კარები ეშმაკს გაუღო და იგიც დაეუფლა. ეშმაკს კი გზა მან იმიტომ მისცა, რომ ფული უყვარდა; იუდა სწორედ ფულის, ვერცხლის სიყვარულმა დაღუპა.

შემდეგ დასს მღვდელმთავარნი წარმოადგენენ, პირველი მღვდელმთავარნი და ეპისკოპოსები თვითონ მოციქულები იყვნენ, მაგალითად, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი იაკობ მოციქული იყო, რომისა - პეტრე მოციქული, ქართველებისა - ანდრია მოციქული, ამიტომ ამ უძველეს ეკლესიებს, რომელნიც თვითონ მოციქულებმა დააარსეს, სამოციქულო ეკლესიები ეწოდებათ. მოციქულებმა აკურთხეს მღვდელმთავარნი, ეპისკოპოსნი; მღვდელმთავართა - კიდევ სხვანი და ღვთის წყალობით მადლი მღვდელმთავართა კურთხევისა დღემდე გრძელდება.

შემდეგი დასი მოწამეთა დასია, რომელიც განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია. როგორც იცით, ქრისტეს შობიდან პირველი სამი საუკუნის მანძილზე ეკლესია დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდა. ამ პერიოდში ქრისტესთვის მრავალი ათასი მორწმუნე ეწამა, მათ შორის მოციქულებიც. ქრისტიანთა წამებით თავი განსაკუთრებით რომმა გამოიჩინა. მრავალი მორწმუნე რომის კოლიზეუმში მხეცებს შეაჭმევინეს. განსაკუთრებით დიდია მოწამეთა რიცხვი საქართველოში. ჩვენი სულით ძლიერნი წინაპარნი ხშირად მოწამეობას თვითონვე ეძებდნენ. ჩვენმა სახელოვანმა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, ქრისტესათვის სიკვდილის ძებნა ქართველებს ანდერძად დაგვიტოვა. ასიათასზე მეტი მორწმუნე მარტო ჯალალ-ედ-დინის დროს ეწამა. მათ ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატების ფეხით გაქელვასა და რწმენის უარყოფას სიკვდილი არჩიეს და სასტიკი დამპყრობელი, რომელმაც სიონზე მოხდილი გუმბათის ნაცვლად ტახტი დაადგმევინა და იქიდან უყურებდა ამ სურათს, არ გაახარეს. მოწამეთა შორის ბრწყინავენ საქართველოს მფარველი წმიდა გიორგი, დავით და კონსტანტინე, არჩილი და ლუარსაბი, შუშანიკი, ქეთევანი და მრავალი სხვა. როცა არაადამიანურად ნაწამები წმიდა გიორგი საკანში შეაგდეს და სისხლისგან დაცლილს ძალიან გაუჭირდა, ამ დროს მოესმა ხმა უფლისა იესო ქრისტესი: ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარო.

შემდეგი დასი ღირსთა მამათა დასია. ამ დასში შედიან უდაბნოსა და მონასტრებში მოღვაწე ბერები, მათგან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ დამაარსებელნი ბერ-მონაზვნური ცხოვრებისა: ანტონი დიდი და თეოდოსი დიდი; საბა განწმენდილი, ათანასე დიდი, რომელმაც ათონის მთაზე ჩაუყარა საფუძველი მონასტრულ ცხოვრებას. სწორედ ათანასესთან მოღვაწეობდნენ ჩვენი მთაწმინდელი მამები იოანე, თორნიკე და სხვები, რომელთაც ათონის მთაზე ივერთა მონასტერი - ივირონი შექმნეს. ამ ღირსთა მამათა დასს მიეკუთვნებიან აგრეთვე იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, ანტონ მატყოფელი, დავით გარეჯელი, იოსებ ალავერდელი და სხვანი.

ყოველთა წმიდათაში აგრეთვე ერთი დასი შედის - დასი მკურნალთა. ამ წმინდანებიდან, რომელთაც უფალმა სნეულთა განკურნების მადლი მისცა, პირველ რიგში წმინდა პანტელეიმონი უნდა დავასახელოთ. გუშინ ჩვენ ლილოში ვაკურთხეთ ადგილი, სადაც აშენდება ტაძარი და მონასტერი წმიდა პანტელეიმონისა, რომლის შემწეობაც დღეს ასე დიდად გვესაჭიროება.

და ბოლოს, დასი ქრისტესთვის სალოსებისა. სალოსობა ყველაზე დიდი და მძიმე მოღვაწეობაა, რადგან ამ დროს თავს სულელად წარმოაჩენს ის, ვინც სინამდვილეში დიდი მოღვაწე და დიდი მამაა. მათ ხშირად დასცინოდნენ, დევინდნენ, მაგრამ ისინი ყოველივეს საოცარი მოთმინებითა და მორჩილებით იტანდნენ და მთელი კაცობრიობისათვის ლოცულობდნენ.

აი ძირითადად ის დასები, რომელნიც ყოველთა წმიდათაში შედიან და რომელთა მოსახსენიებელსაც დღეს ვზეიმობთ.

ათონის მთაზე მოღვაწეობდა ერთი ასეთი ღირსი მამა - სილუანი. როცა მას ჰკითხეს, როგორ წარმოედგინა ადამიანის მიწიერი ცხოვრება, მან იგი სამ ეტაპად დაჰყო. პირველი ნაბიჯები მოღვაწისა - ეს არის მადლის მოპოვება, მეორე ეტაპი - მისი დაკარგვა, როცა ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, მონასტერში ან ერში მოღვაწეობით მადლს მოიპოვებს და საკუთარი თავით აღფრთოვანებულს სულში ამპარტავნება შეეპარება. მას თავისი თავი უკვე სრულყოფილად წარმოუდგენია და შეიძლება პრეტენზია სასწაულების ჩადენაზეც კი განაცხადოს. სინამდვილეში კი სწორედ მაშინ, როცა ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მან რაღაცას მიაღწია, მისი დაცემა იწყება, რადგან ამპარტავნების უმძიმესი ცოდვისაგან განთავისუფლება ხშირად შეუძლებელი ხდება. როგორც წმიდა მამები ამბობენ - ადამიანის ამ ცოდვისაგან განთავისუფლება მხოლოდ ყოვლადწმიდა სამებას შეუძლია. დაცემის შემდეგ დგება მესამე ეტაპი; როცა ადამიანი მიხვდება, რომ ღვთისაგან მიცემული მადლი დაკარგა, ნათლად დაინახავს თავის ცოდვებს და ამ ცოდვების განცდის წყალობით თავმდაბლობას შეიძენს. სწორედ ამ თავმდაბლობისა და სინანულის წყალობით იგი დაკარგულ მადლს ისევ იბრუნებს და დაცემის მძიმე დღეების გადამტანს ამპარტავნების დაუფლების საშიშროება აღარ დაემუქრება. რა თქმა უნდა, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც არის შემთხვევა, როცა ადამიანი თავმდაბლობას ინარჩუნებს და მოპოვებულ მადლს ამპარტავნების წყალობით არ კარგავს.

ყოველ წმიდანს უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მიეცა; ზოგს - რწმენის გაძლიერებისა, ზოგს - სიყვარულის განმტკიცებისა, ზოგს - მტრებთან ბრძოლისა, ზოგს კიდევ - სწავლაში შემწეობისა, ზოგსაც - კურნებისა. წმინდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. სხვადასხვა სექტის მიმდევრები, რომელნიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, წმინდანთა მხრიდან შემწეობას უარყოფენ. ისინი თვლიან, რომ უფალი მათი შუამდგომლობის გარეშეც ეხმარება ყველას. მე ხშირად მიკითხავს მათთვის: თუკი თქვენ ერთმანეთისთვის ლოცულობთ, წმინდანს რატომღა არ შეუძლია ილოცოს თქვენთვის, მას ხომ მეტი მადლი აქვს მიცემული-მეთქი, რაზედაც პასუხი ვერ გაუციათ.

მორწმუნე ქრისტიანმა ხშირად უნდა მიმართოს წმინდანებს უფლის წინაშე შუამდგომელობისა და დახმარებისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ მათი ლოცვით.

ღმერთმა დალოცოს, დაიფაროს და დაამშვიდოს სრულიად საქართველოს, ამინ.

სიონი, 13 ივნისი, 1993 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/4
ნანახია: 879 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0