მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება კვირაცხოვლობას
მოძღვრება სულის წმინდის მოფენის დღესა (თქმულ არს ჩყჲდ-სა წელსა)

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

თუ ახლა არა, მაშ როდის?


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

თუ ახლა არა, მაშ როდის?

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა,

ადამიანი უდიდესი საოცრებაა. იგი გვირგვინია ღვთის ქმნილებისა, ხატი და მსგავსებაა ღვთისა. ხატება ღვთისა ადამიანში წარუშლელია, ხოლო მსგავსებას ღვთის წყალობითა და შემწეობით თვითონ უნდა მიაღწიოს. ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს სულიერი ამაღლებისა და სრულყოფილებისათვის, რაც მას ღმერთს დაამსგავსებს. ძალით თავს მოხვევა ცხოვნების სურვილისა არ შეიძლება. მართალია, ცხოვნება წყალობაა ღვთისა, მაგრამ თავად ადამიანიც უნდა იყოს მზად ამ წყალობის მიღებისათვის.

ბევრი რამ თქმულა და დაწერილა ადამიანის შესახებ, მაგრამ იგი მაინც უდიდეს საიდუმლოებად რჩება, რადგან ვერასოდეს ვერავინ ახსნის იმას, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მე მინდა გავიხსენო ის სამი მოკლე წინადადება, რომელშიც ერთ-ერთ ებრაელს კაცობრივი ყოფის მთელი სიბრძნე ჩაუქსოვია. პირველი: მე თუ არ ვარ ჩემი თავისთვის, მაშ ვინ არის ჩემთვის. ადამიანი მართლად, უპირველეს ყოვლისა, თავისი თავისათვის უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ არა მხოლოდ სხეული, არამედ უპირველეს ყოვლისა, სული ვართ. ამიტომ საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ რიგში სულზე ზრუნვას ნიშნავს, რადგანაც იგი უკვდავია, ხოლო სხეული მიწას მიეცემა და მიწადვე იქცევა.

მეორე: თუ მე მხოლოდ ჩემთვის ვარ, მაშ რა ვარ მე, ე.ი. უკეთუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ სულზე ზრუნავს, რა არის იგი, მხოლოდ მკვდარი სხეული და მეტი არაფერი. საქმე იმაშია, რომ კაცი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავს, ვერც სხვას არგებს რამეს და ვერც თავის თავს. ამას ხომ ეგოიზმი ჰქვია. თავის „მე"-ში ჩაკეტილი და ნაჭუჭში მოქცეული კაცი საკუთარ სულსაც ივიწყებს, რადგანაც საკუთარ სულზე ზრუნვისათვის სწორედ სხვებზე ზრუნვაა საჭირო. შეუძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი სულისთვის იღწვის, სხვებზე არ ზრუნავდეს.

მესამე: თუ ახლა არა, მაშ როდის? ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც დღეს უნდა გაკეთდეს, ხვალისათვის არ უნდა გადავდოთ და არც სხვას უნდა მივანდოთ. თუ ახლავე, დღესვე არ ვიფიქრეთ სულზე, ჩვენი სამშობლოსა და ერის მომავალზე, მაშ როდისღა? ხშირად, სანამ კაცი ახალგაზრდაა, ფიქრობს, რომ დროს თავისუფლად გაატარებს და სულზე მერე იფიქრებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა უგუნურება და შეცდომა. არავინ იცის, როდის დაუდგება ის წამი, როცა ზღურბლზე გადაბიჯება მოუხდება და უფლის სამსჯავროს წინაშე წარდგება. ამიტომ ის, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი, დღესვე უნდა გაკეთდეს.

ხშირად ადამიანი აღსარების დროს გაორებულია. ერთი ხმა ეუბნება, რომ ყოველი შეცოდება გულწრფელად აღიაროს ღვთისა და მოძღვრის წინაშე და ცოდვის ტვირთისაგან განთავისუფლდეს, მეორე ხმა კი აჩერებს და ეუბნება: ნუ ეტყვი, სირცხვილია, რას იფიქრებს შენზე მოძღვარიო. პირველი ხმა კეთილ ანგელოზს ეკუთვნის, მეორე კი - ბოროტს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყოველ აღსარებაზე ისე უნდა მივდიოდეთ, თითქოს იგი ჩვენთვის უკანასკნელი იყოს. ვინც ასე იფიქრებს, რა თქმა უნდა, ცოდვებისაგან გათავისუფლებას მოინდომებს და ყველა ცოდვას გულწრფელად აღიარებს. ცენტრი ადამიანისა გულია. იქ ხდება ყველაფერი, ამიტომაც ევედრება უფალს დავით წინასწარმეტყველი: გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. გულია მთავარი, რადგან როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, გულიდან გამოდიან ზრახვანი ბოროტნი და კეთილნი; გულის კულტურა უდიდესი საიდუმლოა და სწორედ ის შეძლებს იყოს მსგავსი ღვთისა, ვინც მის განწმენდას მოახერხებს.

დღეს ეკლესია იხსენებს სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოღვაწეს, წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელს. იგი თესალონიკის პროკონსული იყო და მე-3 საუკუნის ბოლოსა და მე-4 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მართალია, მისი მამა რომის იმპერატორის კარზე მსახურობდა, მაგრამ ფარულად ქრისტიანი იყო. როცა იგი გარდაიცვალა, იმპერატორმა მისი ვაჟი, დიმიტრი, გამოიძახა, მოეწონა ახოვანი ჭაბუკი, გონიერებითა და სიბრძნით აღსავსე და მამამისის თანამდებობა უბოძა. როგორც რომის იმპერიის მოხელეს, დიმიტრის თესალონიკში ქრისტიანების დევნა და წამება ევალებოდა. იმპერატორის წინაშე მან საოცარი თავშეკავება გამოიჩინა, ხოლო როცა თესალონიკში დაბრუნდა, პირიქით მოიქცა, ყოველივეს აკეთებდა ქრისტიანობის გასავრცელებლად და განსამტკიცებლად, არ ეშინოდა არავისა და არაფრისა. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ მისი მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, ჯარით მივიდა თესალონიკში, წმიდა დიმიტრი შეიპყრო და სასტიკად აწამა; წამების შემდეგ იგი საკანში შეაგდეს და შუბით განგმირეს. წმიდა დიმიტრის მირონმდინარე ეწოდება, რადგან მისი ნეშტიდან, განსაკუთრებით კი თავის ქალიდან, დღესაც მდინარებს მირონი, რომლითაც მრავალი სნეული იკურნება. ეს სასწაული იმაზე მეტყველებს, რომ უფალმა იგი განწმენდილი და სიყვარულით აღსავსე გულისათვის დააჯილდოვა და მისცა ძალა, რომლითაც აგერ უკვე ჩვიდმეტი საუკუნეა გასაჭირში ჩავარდნილ მოყვასს შველის.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ სიტყვები: თუ ახლა არა, მაშ როდის? ზრუნვა ჩვენი სულიერი ამაღლებისათვის, ჩვენი ერის მოქცევისათვის, საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის დღესვე უნდა დავიწყოთ. ერის მოქცევა მხოლოდ სამღვდელოების საქმე როდია, იგი თითოეული მორწმუნის მოვალეობაცაა. შეხედეთ, როგორი გააფთრებით ებრძვის დღეს ბოროტება სიკეთეს. ამაზე დღეს ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სექტების არნახული გამრავლება და გაძლიერებაც მეტყველებს, ვის აღარ შეხვდებით საქართველოში: სტაროვერებს, ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს, იეღოველებს, კრიშნაიზმის მიმდევრებს. ამიტომ სიკეთის დაცვა ბოროტების შემოტევისაგან ჩვენ გვევალება, ჩვენ უნდა ავუხსნათ ერესის გზაზე დამდგარ კაცს, რა საფრთხეს უქმნის საკუთარ სულსაც და ქვეყანასაც და დავეხმაროთ ბოროტების ტყვეობისაგან განთავისუფლებაში.

ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი ამგვარი მოღვაწეობისათვის, წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ლოცვით ღმერთმა ინებოს ქართველი ერის მოქცევა, მისი მშვიდობა და კეთილდღეობა, ამინ.

8 ნოემბერი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 4.7/7
ნანახია: 777 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0