მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ღაღადი ქართველთა მიმართ
ეს ცხოვრება მხოლოდ მზადებაა იმ დიდი ცხოვრებისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

გიხაროდენ მიმადლებულო


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

გიხაროდენ მიმადლებულო

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ხარებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და შევთხოვ უფალს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას, სიხარული მიანიჭოს საქართველოსა და მთელ ქვეყანას. დღეს ჩვენ ყველაზე მეტად სიხარულის ნაკლებობას განვიცდით, სიხარული კი იმიტომ გვაკლია, რომ სიყვარული დავკარგეთ ღვთისა და ადამიანისა. ადამიანი გაბოროტდა და გაბოროტდა იმიტომ, რომ რწმენა დაკარგა. თქვენ იცით, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთი სიყვარულია. ასე რომ, თუ გვინდა დავიბრუნოთ სიხარული, უნდა დავიბრუნოთ ჭეშმარიტი რწმენა - მართლმადიდებლობა, მასზე დაყრდნობილი სიყვარული ღვთისა და კაცისა და სიხარულიც მოგვეცემა.

დღეს სწორედ სიხარულის დღესასწაულია - ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. ჩვენი წინაპრების დაკვირვებით, ამ დიდებულ დღესასწაულს ჩიტიც კი ზეიმობს და ბუდეს არ იკეთებს. ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ხომ დასაწყისია კაცობრიობის ცხოვნებისა, მისი გადარჩენისა. ამ დღეს სიხარულის მაცნემ გაბრიელ მთავარანგელოზმა მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს როდი ახარა  მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობა, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა იმედი ცოდვის ტყვეობისაგან გამოხსნისა და გადარჩენისა. გაბრიელ მთავარანგელოზმა ყოვლადწმიდა ქალწულს ამ სიტყვებით მიმართა: გიხაროდენ, მიმადლებულო. გიხაროდენ - ეს იყო ძველებრაული მისალება, მართლაც რა შეიძლება ადამიანს უსურვო სიხარულზე დიდი; სადაც სიხარულია, იქ ხომ აუცილებლად ღმერთიცაა, სადაც სიხარულია, იქ ჯანმრთელობაა, მშვიდობაა, ბედნიერებაა. გიხაროდენ, მიმადლებულო, ე.ი. მადლმოსილო. ეს მადლი ქალწულმა მარიამმა დიდი რწმენით, დიდი სიყვარულით, ჭეშმარიტი თავმდაბლობით შეიმოსა. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთი მადლს მხოლოდ თავმდაბალთ ანიჭებს, ხოლო ამპარტავნებს შემუსრავს. მე მინდა ერთხელ კიდევ გავუსვა ხაზი თავმდაბლობის სიდიადეს, რადგან ეს მომაკვდინებელი სენი - ამპარტავნება ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ჩვენს ხალხს. ყველა გასაჭირი და უბედურება, რაც კი განგვიცდია და რასაც დღეს განვიცდით, ჩვენი ურწმუნოებისა და ამპარტავნების შედეგია. უფალი ხომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვიბრუნებს იმ მადლს, რომლითაც ჩვენი დიდი წინაპრები იყვნენ შემოსილნი, თუ ამ საშინელ სენს დავძლევთ და შურის, ღვარძლისა და მტრობის ნაცვლად ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულს ვისწავლით.

ყოვლადწმიდა ქალწულმა მადლმოსილება დაიმსახურა, მაგრამ გაბრიელ მთავარანგელოზი კიდევ უფრო დიდ სიხარულს აუწყებს მას: უფალი შენთანა. ეს უკვე უმაღლესი სულიერი მდგომარეობაა, როცა ადამიანთან უფალია და ამდენად იგი თავის დანიშნულებას ასრულებს. ადამიანის დანიშნულება კი სწორედ ისაა, რომ იგი ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმიდისა იყოს. მე ხშირად მითქვამს თქვენთვის, რომ ადამიანის გული და მისი შინაგანი სამყარო ცარიელი არასოდეს არ რჩება. მისი დანიშნულება ისაა, რომ ტაძარი იყოს სული წმიდისა, მაგრამ როცა კაცს რწმენა და სიყვარული არა აქვს, მის გულში სული წმიდის ნაცვლად ბოროტი სული ისადგურებს.

მე იმედი მაქვს, რომ ღმერთი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვით აუცილებლად გადაარჩენს საქართველოს, რადგანაც ყოველი ბოროტი ძალა უძლურია მისი მფარველობის წინაშე. მინდა ასეთი მაგალითი გავიხსენო წმიდა მამათა ცხოვრებიდან. ღირსი მამა პალადი ალექსანდრიელი ასეთ სასწაულს იხსენებს: ერთ კარგ ქრისტიან ცოლ-ქმარს ერთი ქალიშვილი ჰყოლიათ. ერთხელაც ქმარი იძულებული გამხდარა, შორს გამგზავრებულიყო. გაცილებისას ცოლს უკითხავს მისთვის, ვისი იმედით ტოვებდა ოჯახს, რაზედაც ქმარს უპასუხია, რომ მათ თავს იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს აბარებდა. გამოხდა ხანი ოჯახის თავის წასვლიდან და ერთ-ერთმა ბოროტმა მსახურმა ბატონის ცოლ-შვილის ამოწყვეტა და ქონების მისაკუთრება განიზრახა. აიღო დანა და იმ ოთახში შეაბიჯა, სადაც დედა-შვილი ეგულებოდა; მაგრამ შევიდა თუ არა ოთახში, თვალთ დაუბნელდა და ვერაფერი დაინახა. თვალის სინათლის წართმევას იგი თითქოს ჭკუაზე უნდა მოეყვანა და საშინელ განზრახვაზე ხელი უნდა აეღებინებინა, მაგრამ მასში უკვე ბოროტი სული მკვიდრობდა და გონება იმდენად ჰქონდა დაბნელებული, რომ აღარ შეეძლო კეთილისა და ბოროტის გარჩევა. როცა დარწმუნდა, რომ თვითონ ვეღარ მივიდოდა, ბოროტმა მსახურმა ჯერ დედას სთხოვა მისულიყო მასთან და მერე მის ქალიშვილს, რათა დანა დაერტყა, რაზედაც, რა თქმა უნდა, უარი მიიღო. მაშინ ბოროტმა სულმა თვითონ მას მოაკვლევინა თავი. ასეა, ბოროტი სული ჯერ ბოროტებას ჩაადენინებს კაცს, ხოლო შემდეგ მასაც დაღუპავს.

ასე დაიცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მისთვის მიბარებული დედა-შვილის სიცოცხლე და ეს დალოცვილი ოჯახი დიდი უბედურებიდან იხსნა. აქვე უნდა გავიხსენოთ სასწაული, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულის სახელს უკავშირდება და რომელიც წმიდა ბასილი დიდის ცხოვრებაშია გადმოცემული. ავიდა თუ არა იმპერატორის ტახტზე, კონსტანტინე დიდის ნათესავმა იულიანემ წარმართული რელიგიის აღორძინების მიზნით სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანებს. განსაკუთრებით მკაცრად დევნიდა იგი იმ სასულიერო პირებს, რომელთაც მოძღვრებისა და ცხოვრების სიწმიდით ხალხზე დიდი გავლენა ჰქონდათ მოპოვებული. უსჯულო იმპერატორმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ როგორც კი სპარსეთის ომიდან დაბრუნდებოდა, ყველა ქრისტიანსა და პირველ რიგში კი ბასილი დიდს აუცილებლად მოსპობდა. წმიდა მამამ იცოდა მისი ამ განზრახვის შესახებ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს სთხოვა შემწეობა. ხატზე, რომლის წინაშეც იგი ლოცულობდა, ღვთისმშობელთან ერთად გამოსახული იყო წმიდა მოწამე მერკური. ბასილი დიდი სწორედ მათ ევედრებოდა, ეშუამდგომლათ ღვთის წინაშე, რათა იულიანესათვის არ მიეცა უფლება ქრისტიანების მოსპობისა და მოეშორებინა იგი ქვეყნისათვის. მართლაც, სპარსეთის ომის დროს, სრულიად მოულოდნელად, ისე რომ ვერავინ ვერაფერი დაინახა, იმპერატორი განგმირული დაეცა. სიკვდილისწინა წუთებში იულიანეს უფალი გამოეცხადა და მისი უკანასკნელი სიტყვებიც ეს იყო: შენ დამამარცხე, გალილეველო. ყოველი ადამიანი, რომელიც ეკლესიასა და სიწმინდეს ებრძვის, ისევე დამარცხდება, როგორც დამარცხდა იმპერატორი იულიანე. ყოვლადწმიდა ქალწულის მფარველობა უძლეველია. ღვთისმშობელი დედა მთელი კაცობრიობის ხსნისათვის ევედრება უფალს, მაგრამ იგი განსაკუთრებით იფარავს საქართველოს, რომელიც მის წილხვედრ ქვეყანას წარმოადგენს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი დედობრივი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს!

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ დაგიცვათ თქვენ და სრულიად საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან. ამინ.

7 აპრილი, 1992 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/4
ნანახია: 982 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0