მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მეზვერისა და ფარისევლის კვირა
მოძღვრება წმიდა დავით აღმაშენებლის დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველოს წმიდათა წმიდა ადგილები. შობა იოანე ნათლისმცემლისა


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოს წმიდათა წმიდა ადგილები.
შობა იოანე ნათლისმცემლისა

წმიდა მეფეს, დავით წინასწარმეტყველს ეკუთვნის შესანიშნავი სიტყვები: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა". უპირველეს ყოვლისა, თვითონ ერი უნდა იყოს რჩეული, რათა ღმერთმა ამ ერისაგან რჩეული აღამაღლოს. ამაღლებულ რჩეულს უფალი განსაკუთრებული მისიას აკისრებს. სწორედ ასეთი რჩეული ბრძანდებოდა ნათლისმცემელი და წინამორბედი ქრისტესი იოანე. მას უდაბნოს გვრიტს უწოდებენ. მის სადიდებლად დაწერილ საგალობელში ნათქვამია: „გვრიტო უდაბნოსაო, ანგელოზო მიწისაო, კაცო ზეცისაო". ამიტომაც იგი ერთადერთია წმინდათა შორის, რომელიც ფრთებით იხატება. დიდმა სულიერობამ და სიწმინდემ იოანე ისე აღამაღლა, რომ ანგელოზებს დაემსგავსა - ანგელოზთა სწორად იქცა.

წმიდა იოანე ნათლისმცემელი იყო ძე ზაქარიასი და ელისაბედისა. წმიდა ზაქარია და ელისაბედი ღვთის მოშიშნი იყვნენ. ზაქარიას, რომელიც მღვდელმთავარი იყო, ერთ-ერთი მღვდელმსახურებისას ანგელოზი გამოეცხადა და წმიდა იოანე ნათლისმცემელის შობა აუწყა. ზეცამ უწოდა მას სახელი იოანე, რომელიც ებრაული სიტყვაა და ქართულად მოწყალე ღმერთს ნიშნავს. მოწყალე ღვთის ძალა მართლაც უხვად გადავიდა იოანეზე. იგი ექვსი თვით იყო უფროსი იესო ქრისტეზე. როცა იოანე შეეძინათ, ზაქარია და ელისაბედი უკვე მოხუცებულნი იყვნენ და შვილის შეძენას აღარ ელოდებოდნენ, სწორედ ამიტომ შეეპარა ზაქარიას ეჭვი ანგელოზის სიტყვების სიმართლეში, რის გამოც ღვთისაგან დაისაჯა და მეტყველება წაერთვა.

როცა ანგელოზის სიტყვები ახდა და ელისაბედს ვაჟი შეეძინა, მათ ოჯახში ნათესაობა შეიკრიბა ყრმისათვის სახელის დასარქმევად. ნათესავებს სურდათ ახალშობილისათვის ზაქარია დაერქმიათ, რადგან, ჯერ ერთი, ეს სახელი მამას ერქვა და, მეორეც, წინაპართა შორისაც ჰყავდათ ამ სახელის მქონე დიდებული ადამიანები. როცა თავად ზაქარიასაც ჰკითხეს, რა დაერქმიათ მისი შვილისათვის, მეტყველებაწართმეულმა ფიცარი მოითხოვა და მასზე დაწერა იოანე, ის სახელი, რომელიც ანგელოზისაგან მოისმინა. ამ დროს მას მეტყველებაც დაუბრუნდა და იწინასწარმეტყველა, რომ ყრმა ისრაელის წინასწარმეტყველი გახდებოდა. მართლაც ხელი ღვთისა იყო მას ზედა. იოანე ხშირად მიდიოდა უდაბნოში, სადაც განმარტოებით ლოცულობდა და მარხულობდა. როცა ოცდაათი წლისა გახდა, ქადაგება დაიწყო, პირველ რიგში იგი სინანულს ქადაგებდა: „მოინანიეთ, რამეთუ მოახლოებული არს სასუფეველი ცათა". მაგრამ სინანული რომ დაეუფლოს კაცს, იგი აუცილებლად მორწმუნე უნდა იყოს და სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა და თვისთა ცოდვათა განცდა უნდა ახასიათებდეს. როგორც ამას ეფრემ ასური ევედრება ღმერთს, „მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა". ადამიანი, რომელსაც სინანულის გრძნობა არა აქვს შესაბრალისია. სადაც სინანულია, იქ უკვე ღმერთი და ცოდვათა შენდობაა.

იოანე მდინარე იორდანეს ნაპირებზე ქადაგებდა და მრავალი მოწაფე ჰყავდა, მათ შორის პეტრე მოციქული და იოვანე ღვთისმეტყველი. როცა იესო ქრისტე გამოჩნდა, იოანემ თქვა: აჰა კრავი უფლისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა, რითაც დაამოწმა, რომ იესო იყო მესია, მხსნელი კაცობრიობისა, კურთხეული ზეციური კრავი, რომელიც თავის მხრებზე აიღებდა ცოდვათა სოფლისათა.

როცა იოვანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდეს, მან თავისი მოწაფეები გაგზავნა იესო ქრისტესთან, რათა ეკითხა მისთვის, ის იყო მესია თუ სხვას უნდა დალოდებოდნენ. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს იოვანე ნათლისმცემელს იესოს მიმართ ეჭვი გაუჩნდა, მაგრამ სინამდვილეში, გრძნობდა რა აღსასრულის მოახლოებას, სურდა მის მოწაფეებს თავად მოესმინათ და დარწმუნებულნი ყოფილიყვნვნ იმაში, რომ კაცობრიობის მხსნელი უკვე მოსული იყო.

დღეს, როცა ჩვენ ამ დიდი წმინდანის, იოვანე ნათლისმცემლის შობას ვდღესასწაულობთ, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ვინ ვართ, რისთვის ვცხოვრობთ და საით მივდივართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნად უმიზნოდ არავინ არ მოდის, ყველას თავისი საქმე აკისრია. ადამიანმა აუცილებლად უნდა დაუსვას კითხვა თავის თავს: ნახა თუ არა ცხოვრებაში თავისი ადგილი და რას ემსახურება: სულსა თუ ხორცს; რას აკეთებს თავისი თავისთვის ან სხვისთვის. საერთოდ ყოველი ადამიანი პირველ რიგში თავის თავზე ზრუნავს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ვინც თავის თავზე არ ზრუნავს, ის სხვისთვის როგორ იზრუნებს, ოღონდ გააჩნია, რისთვის ზრუნავს -  სულისთვის თუ ხორცისთვის. ვისაც სურს სხვას სიკეთე მოუტანოს, პირველ რიგში საკუთარი სულის განწმენდაზე უნდა იზრუნოს, რათა მის სულში სიყვარული, რწმენა და სასოება სუფევდეს. საოცარია მადლმოსილი ადამიანი. სულ რომ დუმდეს და სიტყვაც კი არ თქვას, მისი მადლი უხილავად მაინც გადავა სხვებზე. დიდი მადლი, რომელიც განწმენდილ ადამიანშია, სხვებსაც ეფინება და მასთან ურთიერთობა ყველას დიდ სიხარულს განაცდევინებს.

ამიტომ ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ჩვენ შეგვიძლია სხვას გავუკეთოთ, არის მათთვის სულიერი სიხარულისა და მშვიდობის მინიჭება.

ჩვენი ყველაზე დიდი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ჭეშმარიტების გზაზე დადგომაში დავეხმაროთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობისა და სიხარულის გზით გატაროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ.

7 ივლისი, 1987 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 982 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0