მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



რა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ერისა და ეკლესიის ურთიერთობა


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ერისა და ეკლესიის ურთიერთობა

ჩვენ ჩვენი წარსულით, წინაპართა მიღწევებითა და ტრადიციებით სიამაყე გვახასიათებს. ეს კარგიცაა, რადგან ჩვენი წარსული ჩვენი ფესვებია, რომელიც გვასაზრდოებს. მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ფიქრი ხვალინდელ დღეზეც, კერძოდ იმაზე, რას შევიტანთ იმ საგანძურში, რომელიც წინაპრებმა შექმნეს და მომავალ თაობებს რას დავახვედრებთ.

დღეს ერისა და ეკლესიის კავშირზე მინდა გესაუბროთ. თუ საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, თუ რა დიდი როლი აქვს შესრულებული ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიას. დღეს კი არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც ეკლესიამ თავისი მნიშვნელობა უკვე დაკარგა, რაც უდიდეს შეცდომას წარმოადგენს. მე ვიტყოდი, რომ შეიძლება ჩვენი წინაპრებისათვის ისე საჭირო არ ყოფილიყო ეკლესია, როგორც იგი დღეს თანამედროვე ამპარტავან ადამიანებს სჭირდება. რაც სულია სხეულისათვის, ეკლესია ისაა ერისათვის. როცა სული სხეულს შორდება, სხეული კვდება. ასევეა ერიც ეკლესიის გარეშე. ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, რომ ათეული წლების მანძილზე თაობებს რწმენისა და ეკლესიის უარყოფით ზრდიდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ადამიანი, რომელიც ეკლესიისა და რელიგიის ბორკილებისაგან განთავისუფლდება, უდიდეს სიმაღლეებს მიაღწევს. მაგრამ როგორც ვნახეთ, რწმენისა და ეკლესიისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო, ადამიანი ცოდვის ტყვეობაში ადმოჩნდა და დაღუპვის პირამდე მივიდა. მადლობა ღმერთს, რომ ამის დანახვის ძალა შეგვრჩა და ჩვენში საბოლოოდ არ წაიშალა ხატება ღვთისა.

როდესაც ქართული სულიერი კულტურის შედევრებზე ვფიქრობთ, რომელნიც ძირითადად შინაარსით ქრისტიანულია, გვიკვირს, როდის ასწრებდა ქართველი ერი მათ შექმნას, რადგან განუწყვეტლივ უხდებოდა ბრძოლა შემოსეული მტრებისაგან თავის დასაცავად. მაგრამ ის, რაც ჩვეულებრივად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ღვთის მადლით შესაძლებელია. ღმერთი აძლევდა ძალას ჩვენს ერს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედობრივი კალთა იფარავდა, და იქმნებოდა ეს კულტურა ჩვენთვის, ოღონდ არა იმიტომ, რომ გვეამაყა, არამედ იმიტომ, რომ გველოცა და სულიერად ავმაღლებულიყავით. იმიტომ კი არ შენდებოდა ტაძრები, რომ იქ თეატრები, მუზეუმები თუ სხვა დაწესებულებები გახსნილიყო, არამედ ღვთის სახლებად და სალოცავებად. ტაძარი უნდა ყოფილიყო კარიბჭე ცისა, რათა იქ მისულ ადამიანს ზეცა ეხილა და ღვთისთვის გული გადაეხსნა. ასეც იყო, სანამ რწმენას დავკარგავდით. რწმენის დაკარგვამ ადამიანის სულიერი ტაძრის ნგრევა გამოიწვია, რასაც შედეგად -არა მხოლოდ წინაპართა თავდადებული ღვაწლით ნაშენები ეკლესია-მონასტრების, არამედ საერთოდ ყველაფრის ნგრევა მოჰყვა.

ერთხელ კიდევ ვმადლობ უფალს, რომ მოგვცა ძალა შეჩერებისა, რათა ირგვლივ მიმოგვეხედა და დაგვენახა, რა საშინელი საფრთხის წინაშეც აღმოვჩნდით.

ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სხეულია უფლისა ჩაინისა იესო ქრისტესი და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომვლ საიდუმლოებას წარმოადგენს. როცა უფალმა ბრძანა, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისახი ვერ მოერეოდნენ მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას, ამ სიტყვებით საცნაურყო, რომ ეკლესიას ბრძოლა დასჭირდებოდა მის წინააღმდეგ ამხედრიბული ბნელი ძალებისაგან თავდასაცავად. ნუ იფიქრებთ, რომ ეკლესიას თავისი არსებობის მანძილზე რომელიმე პერიოდში მაინც უცხოვრია მშვიდად. მას მუდმივად უხდებოდა ბრძოლა ხან გარეშე, ხან კი შიგნით მოკალათებული მტრების წინააღმდეგ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესია ერთ-ერთ უძველეს ეკლესიას წარმოადგგნს და სამოციქულო ეწოდება, რადგან ჩვენთან ქრისტიანობა მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვებმა იქადაგეს.

როცა კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი რომიდან დაბა ბიზანტიონში გადმოიტანა და კონსტანტინეპოლი დააარსა, საქართველოში ქრისტიანობა უკვე სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. მირიან მეფემ დელეგაცია მიავლინა კონსტანტინე დიდთან, რომელმაც ქართლში სამღვდელოება გამოგზავნა და თან უდიდესი სიწმინდე - სამსჭვალი გამოატანა, რომლითაც უფალი ჩვენა იესო ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული.

V საუკუნემდე საქართველოს ეკლესია ანტიოქიის იურისდიქციაში შედიოდა, რომელიც პენტარხიის ერთ-ერთი წევრი იყო. ამ ხუთთა მმართველობაში, ანუ პენტარხიაში, გარდა ანტიოქიის ეკლესიისა, რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის ეკლესიები შედიოდნენ. მე-5 საუკუნეში საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალუოობა ანუ დამოუკიდებლობა მიიღო, რასაც ბიზანტიური წყაროებიც ადასტურებს. კერძოდ, თეოდორე ბალსამონი, რომელიც მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა, გვამცნობს, რომ ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა ანტიოქიაში უწმიდესი პეტრეს პატრიარქობის დროს მიიღოო. გასარკვევი გახდა, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი რომელი პეტრეს დროს მოხდა. პირველი პეტრე თავად პეტრე მოციქული იყო, რომელმაც ანტიოქიის ეკლესია დააარსა, მეორე პეტრე V საუკუნეში ედგა სათავეში ანტიოქიის ეკლესიას, ხოლო მესამე პეტრე - XI საუკუნეში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბალსამონი სწორედ პეტრე მესამეს გულისხმობდა და აქედან გამომდინარე თვლის, რომ ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა XI საუკუნეში მიიღო. მაგრამ საბედნიეროდ შემონახული გვაქვს ქართული წყაროებიც, კერძოდ, „ქართლის ცხოვრებაში" ნათქვამია, რომ ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში გაგზავნა დელეგაცია ანტიოქიაში, სადაც ქართლის კათალიკოსად პეტრე აკურთხეს, მე-11 საუკუნის ერთ ქართულ საბუთში კი საქართველოს ეკლესიის მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად იხსენიება, ე.ი. კათოლიკოსს უკვე პატრიარქის ტიტულიც მიემატა. ეს იმის შედეგად მოხდა, რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესია აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიას შეუერთდა და მცხეთა-თბილისის გამგებლობაში შევიდა. ამიტომ ერთიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესი და უნეტარესი ეწოდა. მსოფლიოში არ არსებობს პატრიარქი, გარდა საქართველოს პატრიარქისა, ორივე ტიტულს რომ ერთად ატარებდეს. ყოველი მათგანი ან უწმიდესია ან უნეტარესი.

წინა კვირას ჩვენთან სტუმრად კონსტანტინეპოლის დელეგაცია ბრძანდებოდა. ჩვენი საუბარი სწორედ ამ საკითხებს შეეხო. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აზრით, რომელიმე ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებას ან კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქს აქვს, რაც ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. ავტოკეფალიის მინიჭების უფლება ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას აქვს; ეს საერთოდ მიღებული კანონია. ყოველი ავტოკეფალური ეკლესია უფლებამოსილია, თავის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ავტოკეფალური ცხოვრებისათვის მომზადებულად თვლის, ავტოკეფალია მიანიჭოს. მაგალითად, მე-20 საუკუნეში რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალია მიანიჭა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის ეკლესიებს, ხოლო ამ ბოლო წლებში - ამერიკის ეკლესიას. სწორედ ამგვარ ქმედებას არ სცნობს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო კანონიერად. საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, თუკი, როგორც ბალსამონი გვამცნობს, ანტიოქიას ჰქონდა უფლება ავტოკეფალია მიენიჭებინა საქართველოსათვის, რატომ არ შეიძლება იმავე უფლებით სხვა ეკლესიაც სარგებლობდეს.

ასე რომ მაშინ, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა ყველა ეკლესიამ სცნო და ყველა პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მამამთავარს როგორც კათოლიკოს-პატრიარქს ისე მიმართავს, მხოლობით რიცხვში მხოლოდ კონსტანტინეპოლის ეკლესია აღმოჩნდა.

ჩვენ მასთან გვაქვს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ავტოკეფალურობა თვითონ კი არ მოგვანიჭოს, არამედ ცნოს, რომ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში მივიღეთ. გარდა ამისა, დგას საკითხიც ჩვენი ეკლესიის ადგილისა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის.

ამა წლის ივნისში რუსეთის ეკლესიის ათასწლისთავთან დაკავშირებით რუსეთში კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი უნდა ჩამობრძანდეს. ჩვენ დელეგაციას ვაცნობეთ, რომ მოხარული ვიქნებით, თუ მსოფლიო პატრიაქტი საქართველოსაც ეწვევა. გარდა ამისა, მომავალში დელეგაციის კონსტანტინეპოლში წარგზავნას ჩვენც ვაპირებთ. ასე რომ, საუბარი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის, მისი ადგილისა და მისი მამამთავრის წოდების გამო კვლავაც გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ღვთის შეწევნითა და მადლით კეთილად დასრულდება.

მინდა ისევ იმ საკითხს დავუბრუნდე, რითაც საუბარი დავიწყე და ერთხელ კიდევ შეგახსენოთ ეკლესიის მნიშვნელობა დღევანდელ პირობებში. ეს უდიდესი საუნჯე, რომელიც ადამიანს რწმენით, სიყვარულით, სათნოებითა და მშვიდობით ცხოვრებას ასწავლის, არ უნდა დავკარგოთ.

შევსთხოვ ღმერთს, რომ ჩვენი ერი სარწმუნოებითა და სათნოებით განამტკიცოს.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ.

16 თებერვალი, 1987 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 788 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0