მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



შევსთხოვ უფალს, აჭარაში კვლავ გაიხსნას ტაძრები
სიტყვა კვირიკესა ყოველთა წმიდათასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოწყალე ფილარეტი


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მოწყალე ფილარეტი

მართლმორწმუნისათვის მრავალი გზა არსებობს, რომელსაც იგი სასუფგვლისაკენ მიჰყავს. ზოგი დიდი რწმენით, დიდი სულიერობით, დიდი ლოცვით აღწევს სიახლოვეს უფალთან, ზოგიც მოწყალებითა ღა ქველმოქმედებით. დღეს მინდა იმ წმინდანის შესახებ გესაუბროთ, რომელიც სწორედ მოწყალებით იყო ცნობილი. მოწყალე ფილარეტი, რომლის ხსენებასაც დღეს ვდღესასწაულობთ, მე-8 საუკუნეში ცხოვრობდა. თავად სახელი წმინდანისა - ფილარეტი ბერძნული სიტყვაა და ქართულად სიკეთის მოყვარულს ნიშნავს. საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ბავშვისთვის სახელის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, ის აუცილებლად უნდა შეირჩეს წმიდანთა სახელებიდან, რათა ბავშვს მფარველად თავისი მოსახელე წმინდანი ჰყავდეს და მეორეც, ხშირად იგი სახელის მატარებლის პიროვნულ თვისებასაც წარმოაჩენს. წმინდა მღვდელმთავრის, ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, სადიდებელ საგალობელში ვკითხულობთ: „როგორიცაა სახელი შენი, ისეთივეა ცხოვრება შენი", ნიკოლოზი ანუ ნიკოლაოს ქართულად ხალხის ძლევას ანუ დაპყრობას ნიშნავს, წმიდა ნიკოლოზმა მართლაც დაიპყრო მთელი მსოფლიო თავისი დიდი მოწყალებითა და სასწაულებით. მისი საოცარი კაცთმოყვარეობის გამო მას შემწეობას არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც კი სთხოვენ.

წმიდა ფილარეტი სასულიერო პირი არ ყოფილა, იგი შეძლებული ერისკაცი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი - ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. მის სიმდიდრეს მრავალრიცხოვანი საქონელი და ცხენების ჯოგები შეადგენდა. ამ სიმდიდრეს იგი გასაჭირში ჩავარდნილთა დასახმარებლად იყენებდა და იმდენად გულმოწყალე იყო, რომ გაჭირვებულ ადამიანებს თვითონ ეძებდა. მისი მსახურები პირველ რიგში არა თვითონ ფილარეტს, არამედ, ღარიბ-ღატაკებსა და სნეულებს ემსახურებოდნენ. ბოლოს იმ ქალაქს, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობდა, არაბები დაესხნენ თავს და გაძარცვეს, ფილარვტს მხოლოღ ორი ხარი, ერთი ძროხა, ერთი ცხენი და რამდენიმე ფუტკრის სკაღა შერჩა. ოჯახის წევრები ძალიან განიცდიდნენ ქონების დაკარგვას, ფილარეტი კი მათ ამშვიდებდა და ეუბნებოდა, რომ მისი სიმდიდრე, სულაც არაფერი რომ არ გაეკეთებინათ, ასი წელი კიდევ ეყოფოდათ. ცოლ-შვილი ფიქრობდა, რომ სიმდიდრე მას სადღაც ჰქონდა შენახული, სინამდვილეში კი ფილარეტი სულიერ საუნჯეს გულისხმობდა.

ამასობაში ერთ იქაურ კაცს ხარი მოუკვდა და ერთი ხარიღა დარჩა. რადგან ფილარეტის გულმოწყალების შესახებ ბევრი რამ ჰქონდა მოსმენილი, გადაწყვიტა მისთვის ეთხოვა ერთი ხარი. ფილარეტმა, როგორც ყოველთვის, არც ახლა გაუშვა მთხოვნელი ხელცარიელი. როცა მინდვრიდან შინ ერთი ხარით დაბრუნდა, ცოლ-შვილს სიმართლე დაუმალა, ხარი დავკარგეო. მაგრამ შვილმა არ დაუჯერა, საძებნად წავიდა და მათი ხარი ვიღაც გლეხის უღელში შებმული ნახა, რომელმაც აუხსნა, რომ იგი მამამისმა აჩუქა. განაწყენებული ცოლ-შვილი ფილარეტს მტრად გადაეკიდა, რამდენიმე დღის შემდეგ იმ გლეხმა ისევ მიაკითხა ფილარეტს, - შენმა ნაჩუქარმა ხარმა რაღაც შეჭამა და მომიკვდაო. მაინც არაფერში გამოგვადგებაო და ფილარეტმა დარჩენილი ერთი ხარიც აჩუქა. მისმა საქციელმა ცოლშვილს მოთმინება დააკარგვინა - შენ ჩვენი სიყვარული არ გქონია და სხვა როგორღა გეყვარებაო. ფილარეტმა სახარების სიბრძნით უპასუხა, ვინც ერთს გასცემს, სამაგიეროდ ასმაგს მოიგებსო. ერთი ხარს განა ასი ხარი არ გირჩევნიათო?

დარჩენილი ძროხაცა და ცხენიც რომ გააჩუქა, სწორედ მაშინ მოხდა სასწაული. ბიზანტიის დედოფალი ირინე უფლისწულისათვის საცოლეს ეძებდა. ეს პატივი ფილარეტის შვილიშვილს ერგო წილად და იგი იმპერიის დედოფალი გახდა. ფილარეტი ისე გამდიდრდა, რომ არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისი შვილებიც უხვად არიგებდნენ მოწყალებას.

ფილარეტის ცხოვრება ყოველი ქრისტიანისათვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ კი ძალიან ხშირად მიწიერი საუნჯის დაგროვებისათვის ვზრუნავთ და იფიქრობთ, რომ ეს სიბერეში გამოგვადგება, ეს დასამარხადო და ა.შ. ამ დროს მხოლოდ ღმერთმა იცის, რისთვის გროვდება ეს სიმდიდრე. ჩვენი საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ სუსტია ჩვენი როგორც რწმენა, ასევე სასოება ღვთისა, გულის და გონების თვალი დახშული გვაქვს და სხვის გასაჭირს ვერ ვხედავთ, ზოგჯერ კაცს მატერიალურ შემწეობაზე უფრო სჯლიერი შემწეობა - ტკბილი და გასამხნევებელი სიტყვა სჭირდება, ჩვენ კი - ისიც გვენანება მისთვის, მაშინ როცა ადამიანის ძირითადი დანიშნულება მოყვასის სიყვარული და მისთვის სიხარულის მინიჭებაა,

თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ დახმარების პროცესში ყველა ადამიანში შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს: ერთი ხმა დახმარებისაკენ, ხოლო მეორე თავშეკავებისაკენ მოგვიწოდებს. სწორედ ეს არის ადამიანის შინაგან სამყაროში ბოროტის და სიკეთის გამუდმებული ბრძოლის ერთ-ერთი გამოვლინება. ამიტომ პირველ ხმას უნდა დავუჯეროთ, რომელიც სხვისი შველისაკენ გვიხმობს,

ყოველი ქრისტიანი მოწყალე სამარიტელი უნდა იყოს და მტკიცედ ახსოვდეს უფლის სიტყვები: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ ისინი შეიწყალნენ". სწორედ მოწყალება და ქველმოქმედება აღებს სამოთხის კარებს მორწმუნე ადამიანებისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და მოწყალებითა და კეთილი საქმით გაგაძლიეროთ. ამინ.

14 დეკემბერი, 1986 წ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 908 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0