მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმინდა ნინოობას
მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პარასკევს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

უმოქმედო ეკლესიების მოვლა-პატრონობა დღეს ღვთისათვის ყველაზე დიდი შესაწირია


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

უმოქმედო ეკლესიების მოვლა-პატრონობა
დღეს ღვთისათვის ყველაზე დიდი შესაწირია

წმიდა მეფე, დავით წინასწარმეტყველი 50-ე ფსალმუნში, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ, წერს „მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს". დღეს სწორედ ღვთისთვის შესაწირი მსხვერპლის შესახებ მინდა გესაუბროთ. ხშირად მორწმუნენი მოძღვრებს ეკითხებიან, რა შეუძლიათ შესწირონ ღმერთსა და ეკლესიას. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა იცოდეს რისთვისაა საჭირო ეს მსხვერპლი. კერძოდ ის, რომ ღმერთს ჩვენი შესაწირავი სრულიადაც არ სჭირდება. საღმრთო წერილში უფალი გვეუბნება, რომ მას ჩვენგან მიტანილი მსხვერპლი არ სჭირდება, რადგან ყოველივე ისედაც მისია, მისი გაჩენილია. მაშასადამე, რასაც ვწირავთ, ის არა უფლისათვის, არამედ ჩვენთვისაა საჭირო. ამასთან, ღმერთს უპირველესად გული უნდა შევსწიროთ, გული განწმენდილი და ცოდვების გამო სინანულით „შემუსვრილი და დამდაბლებული".

საერთოდ შესაწირავი ჩვენი სულიერი განწმენდისთვისაა დაწესებული. ჩვენი წინაპრების ტრადიცია ინერციით დღესაც გრძელდება. დღესაც მიდის ხალხი დღეობებზე და ცხვარს ან საქონელს სწირავს, მაგრამ სამწუხაროდ, მსხვერპლშეწირვისთვის სულიერად მოუმზადებლად.

ამ ჩვეულებების შესახებ თვითონ ხალხშიც ორი შეხედულება არსებობს. სწორია, როცა ამბობენ, რომ სისხლიანი მსხვერპლი არ არის საჭირო, მაგრამ თუ შენი შეწირული ცხვარი ვიღაცა მშიერს დაანაყრებს, დიდი მადლია.

მაგალითისთვის გავიხსენოთ ისეთი დიდი დღესასწაული, როგორიც ლომისობაა. ამ დღეს ლომისის სალოცავში უამრავი საქონელი და ცხვარი იკვლება და ღრეობა იმართება. ეს იმიტომ, რომ ამ დღესასწაულს სული ამოვაცალეთ და მხოლოდ ფორმაღა შევინარჩუნეთ. ჩვენი წინაპრებიც მიდიოდნენ შესაწირი მსხვერპლით, მაგრამ ჯერ მთელი ღამე ლოცულობდნენ, წირვას მოისმენდნენ და მერე დასხდებოდნენ ჭიქის ასაწევად და ღვთისა და ერთმანეთის დასალოცად. აი, ეს მთავარი - ლოცვა დაიკარგა და მხოლოდ გარეგნული მხარე დარჩა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი კვლავ მიხედავს ჩვენს ხალხს და ის შინაგანი სულიც დაგვიბრუნდება, რომელიც სხვადასხვა გარემოებათა გამო დავკარგეთ.

შესაწირავი სხვადასხვა სახისაა. შეიძლება ტაძარს ის შევწიროთ, რაც სჭირდება, ხალიჩა იქნება ეს, ანალოგია თუ გადასაფარებლები. მაგრამ მე მინდა ყურადღება იმათ, ვინც თავისი სულისთვის ზრუნავს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უმოქმედო, მიტოვებული ტაძრების მოვლა-პატრონობისაკენ მივაქცევინო. საქართველოში უამრავი უმოქმედო ტაძარია, რომელიც მოუვლელობის გამო ინგრევა. მართალია, არსებობს ძეგლთა დაცვის კომიტეტი და სახელმწიფოც გამოყოფს თანხებს ძეგლების აღსადგენად, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის, რადგან ტაძარს თვითონ ხალხი არ იცავს და არ უვლის. ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი არალოგიკურია - ადამიანს ეუბნებიან და ასწავლიან, რომ ღმერთი არ არსებობს და მერე იმავე ადამიანს ტაძრის დაცვას სთხოვენ. მასაც ვეღარ გაუგია, თუ ღმერთი არ არსებობს, ტაძარი ვიღას სჭირდება და ვისთვის უნდა იცავდეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ადგილიც კი, სადაც ტაძრის მხოლოდ საძირკვვლია დარჩენილი, წმიდათა წმიდაა. რადგან იქ თავის დროზე წირვა-ლოცვა სრულდებოდა და მორწმუნეთა ლოცვა, ვითარცა სვეტი, ზეცისა და ღვთისკენ მაღლდებოდა. ამგვარ ადგილს ანგელოზი განუშორებლად იცავს და იმ კურთხეულ დღეს ელოდება. როცა აღდგენილ ტაძარში წირვა-ლოცვა ისევ შესრულდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღევანდელ პირობებში ყველაზე დიდი შესაწირავი უმოქმედო ეკლესიათა მოვლა-პატრონობა, მათი დაცვა, გასუფთავება, აღდგენაა. თქვენც გექნებათ ამგვარი სურათი ნანახი. სოფელში დგას ეკლესია, რომლის სახურავზეც მთელი ტყეა ამოსული. მოსახლეობა გულგრილად უყურებს ამ ფაქტს და ვერ გრძნობს, რომ ტაძართან ერთად მისი სულიც ინგრევა. ეკლესიებს პირველ რიგში თვითონ ხალხმა უნდა უპატრონოს და პასუხისმგებლობა იგრძნოს მათი ბედის გამო. ყოველ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეული ტაძარი ჩვენი წინაპრების ღვაწლითა და ლოცვითაა აშენებული და თანაც იმგვარ პირობებში, როცა მტერი ლამის ყოველდღიურად აწიოკებდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ხშირად ვამაყობთ წინაპართა შექმნილი სულიერი კულტურის უბადლო ნიმუშებით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თვითონ საამაყო ჯერჯერობით არაფერი გაგვიკეთებია.

ღმერთმა დაგლოცოთ ამ დიდი საქმისათვის, თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ.

9 დეკემბერი, 1986 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 978 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0