მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სინდისის შესახებ
შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებანი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

რწმენისა და სიყვარულისათვის


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

რწმენისა და სიყვარულისათვის

ადამიანი რომ ღმერთს დაუკავშირდეს, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მას რწმენა, სარწმუნოება ჰქონდეს, მაგრამ ამასთან ეს სარწმუნოება აუცილებლად სწორი, ჭეშმარიტი უნდა იყოს. შეუძლებელია, რომ ადამიანმა ჭეშმარიტი გზა ეძებოს და ვერ იპოვოს, ანუ ღმერთთან სიახლოვის სურვილი ჰქონდეს და ღმერთი არ მივიდეს მასთან.

გარდა რწმენისა, ღმერთთან კავშირის დასამყარებლად აუცილებელია აგრეთვე სიყვარულიც. ადამიანის გულში, რომელიც თითქოს მის შინაგან ტაძარს წარმოადგენს, უფალი - ყოვლადწმიდა სამება და მისი სიყვარული უნდა სუფევდეს. სიყვარულის სწავლება არ შეიძლება, მისით ღმერთმა უნდა დაგვაჯილდოვოს, ღმერთი კი მას აჯილდოებს, ვისაც წმინდა გული აქვს, ვინც სხვას კი არ განიკითხავს, არამედ საკუთარი ცოდვებისაგან განწმენდაზე ზრუნავს, ვისშიც არ არის ღვარძლი და შური და ვისაც სხვისთვის ის უნდა, რაც საკუთარი თავისთვის სურს. აი, ვის აჯილდოებს უფალი სიყვარულით, რომელიც ყოვლისმომცველია - სიყვარული უფლისა და სიყვარული ადამიანებისა, მიუხედავად იმისა, ახლობელნი არიან ისინი თუ შორებელნი, კეთილნი თუ ბოროტნი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბოროტება უნდა გვძულდეს და არა ადამიანი, რომელიც ბოროტებას სჩადის; იგი პირიქით, უნდა შევიბრალოთ და მისთვის ვილოცოთ.

ზოგიერთს უკვირს, რა საჭიროა ლოცვა ავაზაკთა და ზნედაცემულთათვის, მაშინ, როცა ჩვენს დახმარებასა და ლოცვით შემწეობას პირველ რიგში სწორედ ისინი საჭიროებენ, თორემ კარგები უჩვენოდაც კარგები არიან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო, ხატია ღვთისა და მასში ამ ხატს ვერავინ წაშლის. მაშასადამე, თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, რათა მისი უკვდავი სული გადაარჩინო. ამიტომაცაა ქრისტიანული სიყვარული თავისი არსით ღვთაებრივი. სიყვარული მუსულმანებმაც იციან, იუდეველებმაც და საერთოდ ურწმუნოებმაც, მაგრამ მათი სიყვარული ვიწროა, რადგან ამ პრინციპით უყვართ: მიყვარს ის, ვისაც მე ვუყვარვარ. ქრისტიანულმა სიყვარულმა კი საზღვრები არ იცის, ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს. პირველი საუკუნეების ქრისტიანები სწორედ ამგვარი სიყვარულის ცოცხალ მაგალითებს წარმოადგენდნენ. როცა რომის იმპერიაში რომელიმე საშინელი სენი გავრცელდებოდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა, ქრისტიანები, მიუხედავად იმისა, რომ მათგან დევნისა და შეურაცხყოფის გარდა არაფერი ახსოვდათ, საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ფასად იმ წარმართებსაც უვლიდნენ, რომელნიც სენის გადადების შიშით პატრონებს სახლებიდან გამოჰყავდათ და ქუჩებში ტოვებდნენ.

ზოგჯერ ადამიანს თვითონ უფალი უკავშირდება. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს, რომელსაც ავადმყოფობა ეგზავნება, უფალი სარეცელზე დააწვენს და ესაუბრება. ამ დროს ადამიანი, რომელიც მანამდე ყველაფრისათვის იცლიდა გარდა უფლისა, იქნებოდა ეს ოჯახი, სამსახური, დასვენება-გართობა, თუ სხვა, ღმერთსა და სულის გადარჩენაზე ფიქრს იწყებს.

დღეს წაკითხული იქნა ლუკას სახარების მე-8 თავი, სადაც ორი შემთხვევაა მოთხრობილი. ვინმე წარჩინებული, რომელსაც იაიროსი ერქვა, ქრისტესთან მივიდა და შესჩივლა, რომ თორმეტი წლის ასული უკვდებოდა. მაცხოვარს რომელსაც ამ დროს მრავალი ადამიანი მიჰყვებოდა, თითქოს მისი სიტყვები არ ესმოდა. უცბად იგი შეჩერდა და იკითხა, ვინ შეეხო. პეტრე მოციქულმა უპასუხა, რომ რა გასაკვირი იყო ამდენი ხალხიდან, რომელიც მის მოსასმენად იყო მოსული, რომელიმე შეხებოდა. მაგრამ უფალმა მისგან გასული ძალა იგრძნო. მაშინ ხალხს ერთი ქალი გამოეყო, მუხლებზე დაეცა და აღიარა, რომ იგი შეეხო, რადგან სწამდა, რომ განიკურნებოდა იმ სენისაგან, რომლითაც მრავალი წელი იტანჯებოდა, და რომლის განკურნებაც ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო. ამიტომაც უთხრა მას უფალმა: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით, ე.ი. იგი რწმენამ, სარწმუნოებამ გადაარჩინა.

ის კაცი კი, ვისაც შვილი უკვდებოდა, იდგა და უფალს ელოდებოდა. ამ დროს ვიღაცა მოვიდა და უთხრა, ნუღარ შეაწუხებდა მოძღვარს, რადგან მისი შვილი გარდაიცვალა. უფალმა თითქოს ვერც ეს სიტყვები გაიგო და შეწუხებულ მამას უთხრა: წავიდეთ შენთან, შენს ასულს სძინავსო. აქვე შგგახსენებთ, რომ მაცხოვარი ხშირად სიკვდილს ძილს უწოდებს. ქრისტემ თან თავისი სამი უახლოესი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოვანე წაიყვანა, და მათ თვალწინ მშობლებს შვილი გაუცოცხლა. მიაქციეთ ყურადღება, რომ როგორც სნეული ქალის განკურნებაში, ასევე ბავშვის მკვდრეთით აღდგენაში უდიდესი მნიშვნელობა სარწმუნოებას ენიჭება, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით, - ნებისმიერი გასაჭირის ჟამს მაცხოვრის ეს სიტყვები უნდა გვესმოდეს და უფალს იმ რწმენით უნდა მივმართოთ, რომ იგი ჩვენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს.

როცა ოჯახში ავადმყოფი გვყავს, რა თქმა უნდა, დახმარებისათვის ექიმსაც უნდა მივმართოთ, მაგრამ პირველ რიგში შემწეობა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ. ავადმყოფმა აუცილებლად აღსარება უნდა თქვას და წმინდა ზიარება მიიღოს, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცისა. კარგი იქნება, თუ იგი კვირაში ერთხელ მაინც ეზიარება. უდიდესი ძალა აქვს აგრეთვე მისთვის ლოცვას, განსაკუთრებით დავითნის წაკითხვას. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ რადგან მოძღვარი შინ მიგყავთ, ამიტომ აუცილებლად რაღაც თანხა უნდა გაიღოთ. მე ვაძლევ ჩვენს მოძღვრებს ლოცვა-კურთხევას, რომელთაც თვითონაც კარგად იციან, რომ ავადმყოფის ოჯახს ისედაც ბევრთ რამე უჭირს, გასამრჯელოს გარეშე წამოგყვნენ ავადმყოფებთან და აზიარონ ისინი.

გარდა ამისა, დიდი ძალა აქვს სახლის კურთხევას, კურთხევისას სახლში ანგელოზი შემოდის და ოჯახის მფარველად რჩება. ამიტომ სახლი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა აკურთხებინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს ოჯახებში შემოსულ სტუმართაგან ზოგი კეთილი გულითა და ანგელოზით შემოდის, ზოგიც კიდევ ბოროტი სულითა და განზრახვით. სახლის კურთხევა სწორედ ამ ბოროტი სულის განდევნისათვისაა საჭირო. გასამრჯელოზე ნურც ამ დროს იფიქრებთ, ჩვენი მოძღვრები მის გარეშეც სიხარულით წამოგყვებიან და თქვეხს ოჯახებს სიამოვნებით დალოცავენ.

ღვთის ლოცვა-კურთხევა სუფევდეს მარად თქვენსა და სრულიად საქართველოზე, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი, ამინ.

17 ოქტომბერი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 943 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0