მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა მესამესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა, თქმული ქუთაისს
ქადაგება კვირაცხოვლობას

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქალის როლისათვის საზოგადოებაში


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქალის როლისათვის საზოგადოებაში

დღევანდელი ჩემი საუბარი გაგრძელება იქნება კვირას წარმოთქმული ქადაგებისა იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი დანიშნულება და ჩვენი ცხოვრების ძირითადი მიზანი. მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტად ბრძენია ადამიანი რომელიც ცხოვრებაში თავის ნამდვილ ადგილს იპოვის და იმ საქმეს დაადგება, რომელიც ნამდვილად ხელეწიფება და ამასთან ეს საქმე არა მხოლოდ მისი, არამედ სხვათა კეთილდღეობისთვისაც საჭირო და სასარგებლო იქნება.

მინდა თქვენი ყურადღება კონკრეტულად საზოგადოებასა და ეკლესიაში ქალის როლზე შევაჩერო. ერთ-ერთ უცხოურ დელეგაციასთან შეხვედრის დროს ამ დელეგაციის წევრმა მანდილოსანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმ დიდი პატივისცემისა, რომელიც მას მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმართ ჰქონდა, მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდლობას მაინც არ ისურვებდა. ალბათ გაგიკვირდებათ, საერთოდაც რატომ უნდა გასჩენოდა ქალს სურვილი მღვდლობისა, მაგრამ დასავლეთის ეკლესიებში ქალებს დღეს არა მხოლოდ მღვდლებად, არამედ ეპისკოკოსებადაც კი აკურთხებენ, რაც, რა თქმა უნდა, სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელია. ყოველივე ეს შედეგია იმ მცდარი შეხედულებისა ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, რომლის მიხედვითაც თანასწორობაში ქალების მიერ მათთვის ყოვლად შეუფერებელ საქმიანობათა და პროფესიათა დაუფლება იგულისხმება.

ბიბლიის მიხედვით, პირველ ქალს ევა ერქვა, რაც ქართულად სიცოცხლეს ნიშნავს. მართლაც, ქალის ყველაზე დიდი მოვალეობა და დანიშნულება ახალი ადამიანისათვის სიცოცხლის მინიჭებაა, რომლის ძალაც მას ღვთის ლოცვა-კურთხევით მიეცა. დავფიქრდეთ, რომელი საქმიანობა და თანამდებობა შეედრება ახალი სიცოცხლის წარმოშობას! რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ საზოგადრებრივ საქმიანობაზე ქალმა ხელი საერთოდ აიღოს, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ისეთ შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდეს, როგორსაც მაგალითად, მშენებლობასა და მაღაროებში მუშაობა, ან კიდევ ტროლეიბუსებისა და სატვირთო მანქანების მძღოლობა წარმოადგენს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებაში თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ თუ ქალი შინ ზის და შვილებს ზრდის, იგი დაჩაგრული და დაბეჩავებულია, მაშინ, როცა უფრო საპატიო და დასაფასებელი მოვალეობა, ვიდრე შვილების სწორი აღზრდაა, არ არსებობს. გარდა ამისა, თუკი ქალი მართლაც საზოგადოების სამსახურისთვისაა მოწოდებული, იგი აუცილებლად ორივეს შეძლებს. მინდა შეგახსენოთ მაგალითი წმიდა ნინოს დედისა, რომელიც თავისი ძმის - იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხუცებულთა და უძლურთა მოვლას შეუდგა და მთელი სიცოცხლე ამ კეთილშობილურ საქმეს შეალია. წმიდა ნინოს მამა ზაბულონი კი ბერად აღიკვეცა და ცხოვრება უდაბნოში ასკეტური მოღვაწეობით დაასრულა. თავად წმიდა ნანოს მაგალითიც გავიხსენოთ, რომელმაც მთელი ერის მოქცევის უმძიმესი ჯვარი იტვირთა და ღვთის შემწეობითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობით იგი ბოლომდე ღირსეულად ზიდა.

სახარების ქადაგება ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია, და მათ შორის ქალსაც. მაგრამ ამ უდიდეს საქმეში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ცოდნა როდი კმარა, აუცილებელია მადლიც ღვთისა, რომელიც სიტყვას ძალას მიანიჭებს. მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მადლმოსილი და მაშინ ხმაც რომ არ ამოიღოს, სახარებას უკვე თავისი გარეგნული შესახედაობითაც და ქცევითაც იქადაგებს. თვით პავლე მოციქულის სიტყვამაც კი განსაკუთრებული ძალა მაშინ შეიძინა, როცა არაბეთში განმარტოებული ცხოვრებით უფალთან ახლო კავშირი დაამყარა და მისგან მადლი უხვად მიიღო.

მე ძალიან მიხარია, როცა ვხედავ როგორ ლოცულობენ ჩვენი ქალები, ბევრი მათგანი უკვე დილისა და საღამოს ლოცვების გარდა დავითის ფსალმუნებსაც კითხულობს. დედებმა ხომ მომავალი თაობა სწორედ ლოცვის მადლითა და ძალით უნდა აღზარდონ.

მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, პამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისაგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა.

გახსოვდეთ, რომ დედის ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს და მუდამ იფარავს შვილებს ცხოვრების გზაზე ნათქვამია, რომ დედის ლოცვას შეუძლია შვილი თვით ჯოჯოხეთიდანაც კი ამოიყვანოს. შეგახსენებთ ნეტარი ავგუსტინეს მაგალითს, რომელიც სულიერი დაღუპვისა და მარადიული სიკვდილისაგან სწორედ დედის ლოცვამ გადაარჩინა. როგორც მისი ცხოვრებიდან ვიცით, ნეტარმა ავგუსტინემ, რომელიც ცოდნით ამპარტავნებდა და ჭეშმარიტებას სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობაში ეძებდა, ქრისტიანობა დიდხანს ვერ მიიღო. ამასთან, იგი უზნეო ცხოვრებასაც ეწეოდა, რითაც დედას, ჭეშმარიტ მორწმუნესა და მრავალი სათნოებით შემკულ ქალს, გულს დიდად სტკენდა. მონიკამ შვილისათვის ლოცვაში დაღლა არ იცოდა და უფალს საყვარელი ვაჟის გადარჩენას ცრემლებით ევედრებოდა. უფალმაც ისმინა მისი მხურვალე ვედრება და ნეტარ ავგუსტინეში სასწაულებრივი სულიერი გარდატეხა მოხდა, რომლის შემდეგაც მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და იგი მსოფლიო ეკლესიის ერთ-ერთი მოძღვარი გახდა.

ქალს შეუძლია და მოვალეცაა, რომ მოწყალების საქმეს ემსახუროს, რადგან უფალმა იგი შემბრალე და მოსიყვარულე გულით დააჯილდოვა. უნდა გვახსოვდეს რომ წლები რომელიც ღმერთმა მიწიერი ცხოვრვბისთვის მოგვცა, ძალიან სწრაფად გარბის, ამიტომ დრო უქმად არ უნდა დავკარგოთ და ვიჩქაროთ, რათა ქველმოქმედებითა და კეთილი საქმეებით ის განუხრწნელი საუნჯე დავაგროვოთ, რომელიც სამართლიანი მსაჯულის წინაშე წარდგომისას გაგვამართლებს.

ყოველი ქრისტიანი მოწყალე სამარიტელის მსგავსად არა მხოლოდ თავისიანებისა და ახლობლების, არამედ საერთოდ, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური რწმენისა, ყველა ადამიანის მიმართ მოწყალე უნდა იყოს, რადგან ქრისტიანულმა სიყვარულმა საზღვრები არ იცის.

მე ვიცი და მიხარია რომ ჩვენს მრევლში ბევრი ეწევა ქველმოქმედებას და ვმაღლობ უფალს, რომელიც ამის ძალას გვაძლევს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ღმერთმა მოგცეთ მოწყალე გული თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ.

22 ოქტომბერი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 787 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0