მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს
სიტყვა ღირსისა მამისა ჩვენისა სტეფანე ხირსელისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმინდა ადგილების პატივისცემისთვის


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წმინდა ადგილების პატივისცემისთვის

მე მინდა მოსე წინასწარმეტყველის ისტორია შეგახსენოთ. როცა მან თავისი მშობელი ერი ეგვიპტის მონობიდან გამოიყვანა, ებრაელებმა სანამ პალესტინას მიაღწევდნენ, 40 წელი უდაბნოში იხეტიალეს. სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველმა აალებული მაყვლის ბუჩქი იხილა, რომელიც არ იწვოდა. გაოცებულ მოსეს უფლის ბრძანება მოესმა: „გაიხადე ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, რომელზეც დგეხარ, წმინდაა", რაც მან მაშინვე შეასრულა. მართლაც ეს ადგილი, სადაც ძალა უფლისა მკვიდრობდა, რჩეული ადგილი იყო. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, შეუწველი მაყვალი წინასახეა ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისა, რომლისგანაც კაცობრიობის მხსნელი და მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე იშვა.

მე და მეუფე კონსტანტინეს ბედნიერება გვქონდა ფეხი დაგვედგა სინას უდაბნოს კურთხეულ მიწაზე და საკუთრი თვალით გვეხილა ეს ბუჩქი. როგორც წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტრის ბერებმა გვიამბეს, მათ სცადეს, რომ მაყვლის ნერგები სხვა ადგილებშიც გადაეტანათ, მაგრამ ამაოდ, ვერსად ვერ ახარეს. სინას უდაბნოში ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც მაყვალი ხარობს. ამ წმინდა ადგილისა და ცნობილი მაყვლის ბუჩქის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებიან ადამიანები, რომელთაც სურთ, თან წაიღონ თუნდაც ერთი პატარა ფოთოლი ამ მაყვლისა. ამიტომ ბერები იძულებულნი გახდნენ მის გარშემო უზარმაზარი კედელი აეშენებინათ.

ყოველივე ეს იმიტომ მოგახსენეთ, რომ მართალია, უფალი ყველგან სუფევს, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც მადლი სულისა წმიდისა და ძალა ღვთისა განსაკუთრებით ცხადად იგრძნობა.

ამაზე მეტყველებს დავითის ფსალმუნებიც, სადაც ვკითხულობთ: გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკჳდრებელად თჳსა (131,13). ეს სიტყვები ჩვენ სიონის ტაძრის კანკელზეც ამოვაკვეთინეთ, დღეს მინდა გესაუბროთ, რატომ დაარქვა ქართველმა ხალხმა ამ წმიდა ტაძარს სიონი და საერთოდ, რა არის სიონი და რას ნიშნავს იგი. წარმოშობით სიონი ებრაული სიტყვაა და ქართულად მზიანს ნიშნავს. იერუსალიმში არის მთა, რომელსაც სიონი ეწოდება, წმიდათაწმიდა ადგილი, რომელიც უფალმა განსაკუთრებით გამოარჩია და შეიყვარა. მას ფსალმუნებში ხშირად იხსენიებს დავით მეფე, ისიც და მისი ძე სოლომონიც ამ მთაზე არიან დასაფლავებულნი. ამ კურთხეულ ადგილას შეასრულა მაცხოვარმა საიდუმლო სერობა. სწორედ იმ დარბაზის გვერდით, სადაც წმიდა სერობა შესრულდა, იდგა წმ. იოვანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც მან მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიიყვანა. აქ მაცხოვარი ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აქვე არის გეთსიმანიის ბაღიც.

აი, ამ კუთხეული ადგილის სახელი დაარქვა ქართველმა ხალხმა ამ წმიდა ტაძარს, სადაც ჩვენი მეფენი და კათოლიკოს-პატრიარქები განისვენებენ. სიონშია დაკრძალული დიდი მღვდელმთავარი და სასწაულმოქმედი იოანე მანგლელი, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ისტორიიდან ვიცით, რომ საქართველოს უკანასკნელმა მეფემ, გიორგი მეთორმეტემ, როცა ავად იყო, ორჯერ გაახსნევინა მისი საფლავი და მისი წმინდა ნეშტის შეხებით ორჯერვე განიკურნა. აქ ბრძანდება უდიდესი სიწმინდე ქართული ეკლესიისა - ჯვარი ვაზისა, როგორც ლოცვა-კურთხევა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. აქ არის თავის ქალა წმ. მოციქულისა თომასი.

ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ როცა ტაძარში შემოვდივართ, აქ არსებული სიწმინდე უნდა ვიგრძნოთ, ისევე როგორც ეს მოსე წინასწარმეტყველმა იგრძნო, ფეხსაცმელი გაიხადა და იმ წმინდა ადგილს თაყვანი სცა, ამ ტაძარში დიდი სულიერი კრძალვით უნდა შემოვიდეთ. ჩვენ კი, პირიქით, ძალიან ხშირად გვავიწყდება სად შემოვდივართ, გვავიწყდება, რომ როგორც ერთ საგალობელშია ნათქვამი, აქ შემოსვლისას ყოველივე მსოფლიო ზრუნვა უნდა დავუტევოთ და მხოლოდ უფალთან კავშირის დამყარებაზე უნდა ვიფიქროთ.

ტაძრის კარიბჭის თავზე თქვენ აუცილებლად შეამჩნევდით წარწერას: შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. უკეთუ ტაძარში ჩვენ ამ შიშისა და რიდის გარეშე ვდგავართ და მხოლოდ მის დასათვალიერებლად, გალობის მოსასმენად და ერთმანეთის სანახავად მოვდივართ, მაშინ ისეთივე ცარიელნი გავალთ აქედან, როგორი ცარიელებიც შემოვედით. ხშირად ისეც ხდება, რომ თვით მორწმუნეც კი გადის თუ არა ტაძრიდან, აქ მიღებულ მადლს სწრაფად კარგავს და ქრისტეს ნათელიც, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო უნდა იყოს მასში, ყოველდღიური წვრილმანი საზრუნავებით იფარება.

გავიხსენოთ, რომ პირველ ქრისტიანებს მნათობებს უწოდებდნენ, რადგან ისინი თავიანთი სიწმინდით და მოწამეობრივი ცხოვრებით, მართლაც რომ ანათებდნენ.

დღეს მსოფლიოში გავრცელდა ტერმინი „წირვა წირვის შემდეგ". წირვა რასაც ნიშნავს, ეს თქვენ იცით, იგი უსისხლო მსხვერპლის შეწირვას გულისხმობს, რომელიც ტრაპეზზე სრულდება, მაგრამ ამ საიდუმლოს აღსრულება მაშინაც უნდა გრძელდებოდეს, როცა ჩვენ ტაძრიდან გავდივართ და ადამიანებთან ურთიერთობას ვამყარებთ. ხალხში გასული მორწმუნე ურწმუნოებს კი არ უნდა დაემსგავსოს, არამედ პირიქით, იგი ურწმუნოთათვის ზნეობრივი სრულყოფის კიბეზე ასვლის ცოცხალ მაგალითს უნდა წარმოადგენდეს.

ყველაზე დიდი მადლი, რაც შეგიძლიათ თქვენ სხვას გაუკეთოთ, ეს არის სულიერი შემწეობა, ანუ მიშველება იმაში, რომ მან რწმენა და სიყვარული შეიძინოს და უფლის გზას დაადგეს.

ახლა ჩვენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ პარაკლისს შევასრულებთ და შევსთხოვთ დედა ღვთისას მეოხებას წინაშე უფლისა, რომ მან ჩვენს ერში რწმენა და სიყვარული გააძლიეროს, რადგან სწორედ რწმენა და სიყვარულია ის ორი ძალა, რომელსაც საქართველოს გადარჩენა შეუძლია.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.

19 მარტი, 1985 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 786 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0