მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება ქაშვეთის ტაძარში საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს
მარხვისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ჩინებულნი და რჩეულნი


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ჩინებულნი და რჩეულნი

მე მინდა დღეს მოკლედ გესაუბროთ იმ სიტყვების შესახებ, რომელიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი. ვინ არის ჩინებული და ვინ რჩეული? ჩინებული ადამიანი მრავალი ყოფილა როგორც ქრისტეს შობამდე, ისე მისი შობის შემდეგაც: მრავალი მეფე და დიდებული, თავისი დროისათვის სახელგანთქმული მწერლები თუ პოეტები, მაგრამ დღეს ჩვენ არც მათი სახელები ვიცით და არც მათი ნაშრომები. ამ ჩინებული ადამიანებისაგან აღარაფერი აღარ დარჩა, თვით მათი საფლავებიც კი წაიშალა და დაიკარგა. მაშასადამე, არ არის საკმარისი, რომ ადამიანი მხოლოდ ჩინებული იყოს, იგი ამავე დროს ღვთის რჩეულსაც უნდა წარმოადგენდეს. წმ. პავლე მოციქული კოლასელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში განგვიმარტავს ვინ არიან რჩეულნი. იგი კოლასელებს მოუწოდებს: შეიმოსეთ უკუე ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა წმიდათა და საყუარელთა (კოლას. 3,12). ე.ი. რჩეული ისაა, ვინც წმინდაა და ღმერთს უყვარს, ამის შემდეგ მოციქული განგვიმარტავს, რითი უნდა შევიმოსოთ, რომ ღვთისთვის სათნო ვიყოთ: მოწყალებით, სიტკბოებით, სიმდაბლით, სიმშვიდით და სულგრძელობით. რა შესანიშნავი თვისებებია, რომელი ძვირფასი თვალ-მარგალიტი შეედრება მათ. რჩეული ისაა, ვინც ამ თვისებებით შეიმოსება: ხშირად ამ თვისებათაგან რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას რომელიმე აკლია, მაგალითად არსებობს ადამიანი, რომელსაც რწმენა აქვს, მაგრამ არც მოწყალება იცის და არც ადამიანის შეწყალება შეუძლია, ნაკლს რომ შეამჩნევს ნაცვლად იმისა, რომ მის გამოსწორებაში შეეშველოს, პირიქით, ცდილობს, რომ უბიძგოს და კლდეზე გადაჩეხოს. განა შეიძლებს კაცს, რომელსაც მოწყალება, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე და სულგრძელობა აკლია, ქრისტიანი ვუწოდოთ? ასეთი ადამიანი მხეცზე უარესიც კია, რადგან სათნოება არ გააჩნია.

დღევანდელ კვირას ჩვენ ვიხსენებთ პირველთა წმიდათა მამათა. ესენი არიან ძველი აღთქმის მამები, რომლებიც ჭეშმარიტების გზაზე იდგნენ, ღმერთს ადიდებდნენ და რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობდნენ. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ერთ-ერთი ამგვარი მამამთავრის, ჩვენი დიდი წინაპრის, აბრაამის ცხოვრებიდან. დიდი რწმენის გამო იგი მთლიანად ღმერთზე იყო მინდობილი. მეუღლეც სულგრძელი ჰყავდა; როცა სარამ ნახა, რომ შვილი არ უჩნდებოდათ, შეეცოდა ქმარი და ურჩია მოეყვანა მხევალი, რომლისგანაც შვილი შეეძინებოდა. მართლაც აბრაამს მხევალი აგარისაგან შეეძინა ვაჟი, ისმაილი. გავიდა ამის შემდეგ კიდევ 13 წელი და აბრაამს, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა სტუმარი და ყველას ხალისით უმასპინძლდებოდა ყოვლადწმიდა სამება ეწვია. გახსოვთ, ალბათ, ხატი, რომელზეც სამი წმინდა ანგელოზია გამოსახული, რომელნიც აბრაამს მუხის ქვეშ ესაუბრებიან. მათ მასპინძელს აუწყეს, რომ შვილი მეუღლისგანაც შეეძინებოდა. აბრაამს გაუკვირდა, რადგან ამ დროისათვის ისიცა და სარაც უკვე მოხუცებულნი იყვნენ, სარას კი გაეცინა. მაგრამ გავიდა დრო და აბრაამსა და სარას ეყოლათ ვაჟი, რომელსაც ისააკი დაარქვეს. ისააკი ქართულად სიცილს ნიშნავს. ეს სახელი იმიტომ შეურჩიეს, რომ სარას გაეცინა, როცა შვილის შეძენის შესახებ წინასწარმეტყველება მოისმინა.

მშობლები შეჰხაროდნენ თავიანთ ვაჟს, მაგრამ აბრაამს საშინელი გამოცდა ელოდებოდა. მას უფალმა აუწყა, რომ ერთადერთი შვილი მისთვის უნდა შეეწირა. წარმოიდგინეთ აბრაამის შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ მასში ღვთის სიყვარულმა და მორჩილებამ გაიმარჯვა. მაშინდელი წესის მიხედვით ღვთისთვის შეწირულ ცხვარს ცეცხლზე წვავდნენ. აბრაამმა ისააკს შეშა აჰკიდა და მთაში წაიყვანა, თან ტიროდა და საყვარელ შვილს გულში ემთხვეოდა. ისააკმა არ იცოდა, რაც ელოდებოდა და მამას ეკითხებოდა, სად იყო შესაწირი ცხვარი. ღმერთი გამოგვიჩენსო, - პასუხობდა მამა. როცა მთაზე ავიდნენ, აბრაამმა თავისი ვაჟი შეკრა და დანა მოიმარჯვა, რათა დაეკლა, მაგრამ ამ დროს ანგელოზმა დაუჭირა ხელი და ამცნო, რომ უფლის ეს ბრძანება მხოლოდ მისი რწმენის გამოცდას წარმოადგენდა და მიუთითა სამსხვერპლო ცხვარზე, რომელიც იქვე მოულოდნელად გაჩნდა. აი, როგორ გამოცდას გაუძლო აბრაამის რწმენამ.

მაგრამ რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანი, შეცდომა მაინც მოუვა. აბრაამიც შეცდა. მან, მართალია, წესისა და რიგის მიხედვით უმასპინძლა სტუმარს, რომელიც რწმენით წარმართი იყო, მაგრამ კერპთაყვანისმცემელს ღამე არ გაათევინა და ისე მოიქცა, რომ აიძულა წასულიყო. მაშინ მოესმა მას ხმა უფლისა: აბრაამ, მე სამოცდაათი წელიწადი ვუთმენ ამ ადამიანს, შენ კი ერთი ღამეც ვერ მოითმინეო.

როგორც ხედავთ, აბრაამი შესანიშნავი მაგალითია იმისა, როგორი უნდა იყოს რჩეული ღვთისა, რადგან სწორედ ის თვისებები ახასიათებს - მოწყალება, შეწყნარება, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე და სულგრძელობა, რომელიც ღვთისთვის სათნოა. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანს სწორედ ეს თვისებები აკლია და გვაკლია ჩვენც, ქართველებსაც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ეს ღვთის რჩეულ ხალხს შეეფერება, უფალმა მრავალი კარგი თვისებებით დაგვაჯილდოვა, სამწუხაროდ, ისეთი თვისებებიც გვახასიათებს, რომელნიც გვამცირებს. ამასთან უპირველესად ამპარტავნება უნდა დავასახელოთ, რომელიც იმდენად საშინელი ცოდვაა, რომ ანგელოზი ეშმაკად აქცია. მეორე დიდი ნაკლი, რომელიც ჩვენში ხშირად იჩენს თავს, არის შური, რის გამოც მრავალ შესანიშნავ ქართველს გამწარებია ცხოვრება და იძულებული გამხდარა, რომ სამშობლო დაეტოვებინა.

ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ უფალმა ამ მანკიერი თვისებებისგან განგვკურნოს და ის თვისებები გვიბოძოს, რომელნიც ღვთის რჩეულებს ახასიათებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.

26 დეკემბერი, 1982 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 733 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0