მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება ქრისტეს შობის წინა-კვირიაკესა ზედა
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ყოველი ადამიანი ეძებს ძლიერებას: ძლიერებას სულიერს, ძლიერებას ხორციელს. ყოველი ადამიანი, რომელსაც სწამს უზენაესი ძალა, ელოდება მისგან შეწევნას, მფარველობას. ადამიანი ცდილობს დააკავშიროს თავისი თავი ზეცასთან, ცდილობს, რომ ეს მისი სულიერი კავშირი ზეცასთან იყოს მუდმივი, უწყვეტი, ძლიერი. ამ კავშირისთვის კი - არსებობს ლოცვა. ლოცვა იგივე საუბარია ღმერთთან. ლოცვა, როგორც ეს ერთ საგალობელშია ნათქვამი, ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი დაუტევებს ყოველივე მიწიერს და საუბრობს ღმერთთან.

რის შესახებ საუბრობს ღმერთთან ადამიანი? ლოცვა არის შედეგი რწმენისა. უნდა გწამდგს და მერე უნდა ილოცო. თუ შენი რწმენა მტკიცე არ არის, ლოცვაც უძლური და სუსტი იქნება. ადამიანი, რომელშიც არის ეჭვი - ღმერთი არსებობს თუ არაო, - ან ეჭვი - ღმერთი შეისმენს თუ არ შეისმენს ჩემს ვედრებასო, ტყუილად ლოცულობს - მისი ლოცვა აქვე დარჩება. გინახავთ, ალბათ, დანთებული ცეცხლი - სადმე მინდორში. გაზაფხულზე, როცა ხვეტენ ფოთლებს და წვავენ, არის კვამლი, რომელიც მაღლა მიდის და არის კვამლი, რომელიც მიწაზე იშლება. ასევეა ლოცვა. არის ადამიანი, რომელიც ლოცულობს... მისი ლოცვა ღმერთთან ადის და პირდაპირი კავშირი მყარდება ღმერთსა და ადამიანს შორის; როცა ეს ლოცვა აქედან ადის, იქიდან მადლი გადმოდის, აქედან ვედრება ადის, იქიდან ლოცვა-კურთხევა გადმოდის. ასეთი კავშირი ძლიერია. ე.ი. რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმირის ღმერთმა. უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაში ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. მე მაგონდება ქადაგება ერთი ჩემი მასწავლებლისა, როდესაც სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი; მან მოიყვანა ასეთი მაგალითი: როდესაც თქვენ, სტუდენტები ეზოში გადიხართ, თუ გრძნობთ, რომ ფანჯრიდან რექტორი დაგყურებთ, ცუდს არაფერს გააკეთებთ. აი, ასე უნდა იქცეოდეთ ღვთის წინაშეცო. როდესაც გრძნობს ადამიანი, რომ მას და მისი გულის ზრახვებსაც ღმერთი ხედავს, სულ სხვა სულიერი სამყარო შეიქმნება მის გულში. ლოცვა არსებობს მრავალნაირი. ლოცვასაც აქვს თავისი ხარისხი. არის ლოცვა, რომელსაც ამბობს მხოლოდ ენა. არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს: აი, ეს ლოცვა უნდა წავიკითხოო. იმას კი არ ფიქრობს, როგორ წაიკითხავს, ან შესმენილი იქნება თუ არა; არა! ეს უნდა წავიკითხოო. ესე იგი, ენა ასრულებს, აზრი კი, დიდი აზრი, რომელსაც ადამიანის გულს უწოდებენ, გამოთიშულია. ეს ძალიან უხარისხო ლოცვაა და იგი აუცილებლად აქვე, მიწაზე რჩება. მას ნაკლებად შეისმენს ღმერთი. მეორე, ამაზე უკეთესია ის ლოცვა, როდესაც გონებაა ჩართული. ე.ი. შენ ამბობ ლოცვას და მასში ჩართულია შენი აზრი. მესამე, ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი არის ის, როდესაც აზრი შენს გულშია ჩაკეტილი და გული ლოცულობს.

ლოცვა არსებობს მრავალნაირი: ღვთის სადიდებელი, სავედრებელი, სინანულისა, სამადლობელი და სხვ. ყოველი ლოცვა ადამიანის სათანადო გრძნობების გამომხატველია.

მე დღეს საუბარი მხოლოდ ერთ ლოცვაზე მექნება, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ. ეს ლოცვა ძალიან მოკლეა, მაგრამ ძალიან ძლიერი. ლოცვა, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, არის „მამაო ჩვენო". თქვენ იცით, რომ იგი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვასწავლა, ხოლო სხვა ლოცვები, რომელსაც თქვენ სხვადასხვა პერიოდში ისმენთ, სულიერმა ადამიანებმა - მღვდელმთავრებმა და ღირსმა მამებმა შექმნეს და დაგვიტოვეს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ლოცვა, რომელიც ადამიანს არ შეუქმნია. ეს არის ძალიან მოკლე ლოცვა:

„წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ".

რატომ ვახსენე ეს ლოცვა დღეს?

დღეს ეკლესია ზეიმობს წმიდა პროკლეს დღესასწაულს. წმიდა პროკლე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი იყო მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და მოწაფე წმიდა იოანე ოქროპირისა. სიყმაწვილეში იგი მის ქადაგებებს უსმენდა. თავისი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდში წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან საქართველოში გადმოასახლეს და აქ გარდაიცვალა, სოფელ კომანში, სოხუმის მახლობლად და აქვე ქვის სარკოფაგში დაკრძალეს. თითქმის 40 წლის განმავლობაში ბრძანდებოდა აქ მისი ნეშტი, მაგრამ როდესაც კონსტანტინეპოლის მამათმთავრის ტახტზე წმიდა პროკლე ავიდა, დააყენა საკითხი იოანე ოქროპირის ნეშტის საქართველოდან კონსტანტინეპოლში გადასვენებისა. ეს გადასვენება სასწაულებრივი იყო. ნახეს, რომ წმიდა იოანე ოქროპირი ჩასვენებული იყო ქვის სარკოფაგში. სარკოფაგი ძალიან მძიმე აღმოჩნდა და მისი კონსტანტინეპოლში გადატანა შეუძლებელი შეიქმნა. გახსნეს და ნახეს, რომ გვამი სრულიად უხრწნელია, როგორც დაასაფლავეს, ისევ ისე დახვდათ, მაგრამ მათდა გასაოცრად, ვერავითარმა ძალამ ვერ შეძლო მიცვალებულის ნეშტის სარკოფაგიდან ამოღება, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ წმიდა მამა გამწყრალი იყო კონსტანტინეპოლის მმართველობაზე და არ სურდა უკან დაბრუნება. ხელცარიელნი წავიდნენ კონსტანტინეპოლში და ახალ იმპერატორს ყოველივე მოახსენეს. წმ. პროკლეს რჩევით იმპერატორმა იოანე ოქროპირს, როგორც ცოცხალს, მისწერა წერილი და სთხოვა ეპატიებინა მისი მშობლებისთვის, რომელთაც უდანაშაულოდ გაასახლეს კონსტანტინეპოლიდან, დაბრუნებულიყო და ისევ დაეკავებინა მისი ადგილი. მისი ხელმოწერით და ბეჭდით წამოიღეს ეს წერილი საქართველოში და მისცეს ხელში მიცვალებულს. ამის შემდეგ სავსებით თავისუფლად ამოიღეს სარკოფაგიდან მისი ნეშტი და ირწმუნეს, რომ წმ. იოანე ოქროპირმა შეუნდო მათ შეცოდებანი და იგი კონსტანტანეპოლში გადაასვენეს. აი, ამ პროკლეს მამათმთავრობის დროს კონსტანტინეპოლში საშინელი მიწისძვრა მოხდა, გარეთ გამოვარდნილი ხალხი ხელაპყრობილი, ცრემლით ლოცულობდა. წმ. პროკლემ მთელი სამღვდელოება შემოსა და ღია ცის ქვეშ, მინდორში დაიწყო პარაკლისი. ამოვარდა ქარიშხალი და ქარმა ბავშვი ზეცად აიტაცა. რამდენიმე ხნის შემდეგ ხალხმა დაინახა, რომ ეს ბავშვი ისევ უვნებლად დაეშვა ზეციდან. როდესაც მასთან მიცვივდნენ, ნახეს, რომ ცოცხალი იყო.

- რაღაც ძალამ ამიყვანა ზეცად და მომესმა ანგელოსთა გალობა „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო" და გავიგონე ხმა: გადაეცი ხალხს, რომ მანაც ასე ილოცოს და გადარჩებაო, თქვა ბავშვმა. ხალხმა მაშინვე აიტაცა ეს ლოცვა და დაუმატა: „შეგვიწყალენ ჩვენ".

ამ დღიდან მუდამ ისმის ეს ლოცვა, რომელიც წმ. სამების სადიდებელია. როდესაც ადამიანი ან ქვეყანა გასაჭირშია, ეს, მოკლე, მაგრამ ძალიან ძლიერი ლოცვა უნდა წარმოთქვას.

მოგახსენებთ ერთ შემთხვევას, რომელიც ერთი ღირსი მამის ცხოვრებაში მოხდა. იყო ერთი განდეგილი, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა და დღენიადაგ ხალხისთვის ლოცულობდა. მისი სულიერი სამყარო ისეთი სიყვარულით იყო აღვსილი, რომ ბოლოს თვით ეშმაკიც კი შეენანა და ღმერთს სთხოვა:

შენ ხომ მოწყალე ხარ, შენ ხომ სიყვარული ხარ, აპატიე ეშმაკს, რაც შეგცოდა, ეშმაკი ხომ ანგელოზი იყო და დაუბრუნე ისევ ანგელოზის სულიო.

პასუხად მოესმა მას ხმა.

- კარგი, სხვას არაფერს ვთხოულობ, ოღონდ შენ და მან ერთად აი, ეს მოკლე ლოცვა წარმოთქვით: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

მართლაც გამოეცხადა ბერს ეს არაწმიდა სული, შევიდა გამოქვაბულში და ღირსმა მამამ დაიწყო ლოცვა...

წმიდაო ღმერთო...

-არაწმიდა სულმაც გაიმეორა:

- წმიდაო ღმერთო...

მან იცის, რომ ღმერთი უზენაესი სიწმიდეა და უკვდავია, ამიტომ დანარჩენი სიტყვებიც გაიმეორა:

წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო...

მაგრამ აი, ბერმა წარმოთქვა:

შეგვიწყალენ ჩვენ!..

ვერა და ვერ გაიმეორა ეშმაკმა. ეს სიტყვები უკვე სინანულს ნიშნავს. ხოლო იქ, სადაც სინანულია, აუცილებლად მოწყალებაცაა, აუცილებლად ღვთის შენდობაა. ვერ თქვა ეს სიტყვები არაწმიდა სულმა. ცეცხლის ალისფერი გავარდა იგი გამოქვაბულიდან და აღარ გამოჩენილა.

და აი, ბერს მოესმა ხმა,

- ხომ ხედავ, - ამპარტავნებამ ის ისე დასცა, რომ სინანულის უნარიც კი დაკარგა. ნუ მთხოვ, რომ ის შევიწყნარო. მართალიია, მე სიყვარული ვარ, მაგრამ სინანულის გარეშე შეწყალება შეუძლებელიაო.

და აი, დღეს, როდესაც ჩვენ ამ მოკლე, მაგრამ ძალიან ძლიერი ლოცვის შექმნას ვზეიმობთ, (ეს იყო 447 წელს), მე შევსთხოვ წმიდა ღმერთს, წმიდა ძლიერსა და წმიდა უკვდავს, იყოს მფარველი და შემწე ჩვენი ერისა, რათა იგი სულითა და ხორცით გაძლიერდეს. წყალობა ღვთისა იყოს თქვენს ზედა.

ამინ!

1978 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 749 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0