მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა
ხორციელის კვირა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ეპისტოლე II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავის გამო


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

ეპისტოლე II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავის გამო

ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა

ქრისტე აღდგა!

დღეს, როცა ცა და დედამიწა უდიდესი სიხარულით უგალობენ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარსა და ბოროტ ძალებზე მის გამარჯვებას, როცა სამყარო ზეიმობს სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევასა და დათრგუნვას, ჩვენი ქვეყნის ხალხი მთელ პროგრესულ კაცობრიობასთან ერთად დიდი ზეიმით აღნიშნავს ფაშისტურ გერმანიაზე დიადი გამარჯვების 40 წლისთავს,

მშვიდობა - რა ძვირფასი სიტყვაა ყოველი ადამიანისათვის. განსაკუთრებით ძვირფასია იგი ქართველი ხალხისათვის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სისხლისა და თავის განწირვის საფასურად უხდებოდა ბრძოლა სიცოცხლისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. პირველი სიტყვა, პირველი სასიხარულო უწყება, რითაც მიმართა ქრისტე მაცხოვარმა კაცობრიობას, იყო „მშვიდობა თქვენდა". მშვიდობისა და სიყვარულისაკენ მოუწოდა უფალმა მისკენ მიმავალ ჩვენს ხალხსაც. ამიტომ იყო, რომ მორწმუნე ქართველისათვის ოდითგან წმიდათაწმიდა მოვალეობას შეადგენდა სამშობლო მიწისა და დედა ეკლესიის დაცვა.

ჩვენში ერის წყლული ყოველთვის იყო ეკლესიის წყლული, ერის სიხარული კი - ეკლესიის სიხარული.

მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქართველი ხალხისა აღსავსეა უამრავი ტრაგიკული მოვლენით, მშვიდობიანი გზით ერის განვითარებას ყოველთვის ეღობებოდნენ წინ ბოროტნი ძალნი. ჩვენი პატარა ქვეყანა თავიდანვე აღმოჩნდა მტრულ გარემოცვაში. ან კი როგორ გაუმკლავდა უამრავ მტერს ერთი მუჭა, მაგრამ სულით ძლიერი ხალხი? ათ მომხდურს უხვდებოდა ერთი ქართველი. უთანასწორო ბრძოლებში სისხლისაგან იცლებოდა ქვეყანა და მაინც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ შემოენახათ ჩვენთვის ღვთისაგან ბოძებული მიწა-წყალი, სჯული ქრისტესი და მშობლიური ენა ქართული. ვერ ასწრებდა ჩვენი ხალხი მტრის მოგერიებას ერთი მხრიდან, რომ ქვეყნის მეორე მხარეს უკვე ახალი დამპყრობელი იყო მომდგარი. საქართველოს ეკლესიის სამრეკლოზე მშობლიური მიწის დასაცავად ისევ და ისევ ირეკებოდა საგანგაშო ზარები. მოხუცი თუ ახალგაზრდა, ერი თუ ბერი ისხამდა იარაღს და ერთიანი ძალით გამოდიოდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მუხანათი მტერი ხშირად ცდილობდა გადაბირებას ჩვენი წინაპრების, რისთვისაც პირდებოდა მათ ქვეყნიურ დიდებასა და პატივს, მაგრამ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულებს ვერც მოფერებითა და ვერც მუქარით ვერ ყიდულობდა. სამშობლო მიწისა და სარწმუნოების ღალატს ჩვენი ხალხი ამჯობინებდა გმირულ სიკვდილს, რის ნათელ მაგალითადაც გამოგვადგება მოწამეობრივი ღვაწლი არგვეთის დიდი მთავრებისა დავითისა და კონსტანტინესი, რომელნიც მურვან ყრუს მიერ ეწამნენ მშობელი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის და ამით უკვდავყვეს თავიანთი სახელები. ასეთი მაგალითები უამრავია საქართველოს ისტორიაში.

ჩვენი ერის წინაშე არაერთგზის დასმულა მწვავე არჩევანი. იგი დაისვა 1121 წგლსაც, როცა საქართველოს მოადგა მტრის 600 ათასიანი ლაშქარი, რომელსაც სურდა სამუდამოდ აღმოეფხვრა ქართველთა სახსენებელი. უკანდახევა ნიშნავდა მოსპობას ერისას. ერთიღა რჩებოდათ ქართველებს: ან გამარჯვება, ანდა ბრძოლის ველზე სახელოვანი სიკვდილი. ასეთი რწმენით შეება ურიცხვ მტერს ქართველთა 56-ათასიანი ლაშქარი და რამდენიმე საათიანი თავგანწირული ბრძოლის შემდეგ მეფე დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით დიდი გამარჯვება იქნა მოპოვებული. მემატიანემ ამ საარაკო ომს უწოდა „ძლევაი საკგირველი", ეს იყო სახელოვანი დიდგორის ომი.

მას შემდეგ ვინ მოთვლის რამდენჯერ შებმია მოძალადე მტერს ჩვენი ხალხი. ვინ მოთვლის რამდენი მართალი, სამშობლოს ერთგული დამცველის სისხლით მორწყულა ჩვენი კურთხეული მიწა-წყალი. მტერთან ყოველი შერკინება იყო თავისებური გამოცდა ჩვენი ერისა, ამ ბრძოლებში იწრთობოდა და ყალიბდებოდა ერთიანი ქართული სული.

ერთ-ერთ ასეთ მეტად საპასუხისმგებლო გამოცდას წარმოადგენდა ჩვენი ხალხისათგის ბრძოლა დიდ სამამულო ომში, რომლის გამარჯვების 40 წელსაც აღვნიშნავთ ჩვენ ყველანი.

რუსეთთან შეერთების შემდგომ შედარებით მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდა ქართველი ხალხი. ქვეყანას აღარ განუცდია მნიშვნელოვანი ნგრევა და მტრის თარეში. თითქოს მიივიწყა კიდეც ხალხმა ჩვენმა ქნევა ხმლისა და მახვილისა და სწორედ მაშინ, როცა არსაიდან იყო მოსალოდნელი საფრთხე, ფაშისტური გერმანია მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, დაიწყო დიდი სამამულო ომი.

ქართველ ხალხს ამჯერადაც არ უღალატია მამა-პაპათა ანდერძისათვის და ქუდზე კაცი გამოიყვანა ქვეყნის გადარჩენისათვის. 700 ათასი ქართველი, რომელთა შორის 16 ათასი მანდილოსანი იყო, ჩადგა მებრძოლთა რიგებში. მაგალითად, „17 ძმა იყო ქართველი კოლმეურნე აბესაძის ოჯახში, 14 მათგანი იბრძოდა სამამულო ომის ფრონტზე. შინ დარჩნენ მხოლოდ მცირეწლოვანნი" (გაზ. „პრავდის" 1943 წლის 15 ოქტომბრის მოწინავედან); „7 ვაჟიდან შვიდივე იბრძოდა ფრონტზე ბარბარე ბახტაძის ოჯახიდან" (გვატყობინებდა გაზ. „სამშობლოს დამცველი" თავის 1944 წლის 23 ნოემბრის ნომერში). და ვინ მოთვლის, რამდენმა აბესაძემ და ბახტაძემ, რამდენმა ბუხაიძემ და ლესელიძემ გააცისკროვნა ქართველი ხალხის დიდებითა და გმირობით მოსილი საბრძოლო ისტორია?! სამამულო ომში ასეულ ათასობით გაგზავნილ მეომართაგან საქართველომ ქვეყანას აღუზარდა 60-ზე მეტი გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური, რომელნიც მამაცურად იბრძოდნენ ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში.

დიდ სამამულო ომში მთელი სიცხადით გამოვლინდა მხურვალე პატრიოტიზმი სამღვდელოებისა და მორწმუნე ერისა. ქართულმა ეკლესიამ, როგორც ყოველთვის, საკუთარ ტკივილად მიიღო ტკივილი ქვეყნისა და ხალხისა. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე, 24 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ სპეციალური წერილით მიმართა სამღვდელოგბასა და მრევლს და ამცნო ყველას ჟამი განსაცდელისა. პატრიარქი თავის მოწოდებაში ახსენებდა იმ საშინელებებს, რაც მოყვებოდა ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალზე გერმანელთა შემოსევას. გვახსოვდეს, წერდა უწმიდესი კალისტრატე, რომ ყოველნი, რომელთა უბრალოთა და უდანაშულოთა წინააღმდეგ აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ (მთ. 26,52)... ამ იმედით მტკიცედ ვდგეთ თავისუფლებასა მას, რომლითაც ქრისტემან განგვათავისუფლა ჩუენ და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს ვიდებთ (გალ. 5,1), აღვიჭურვოთ შეურყეველი რწმენით, რათა ამპარტავანთა შემმუსვრელმა ღმერთმა (იაკ. 4,6) მოჰსცეს მხედრობას ჩვენსა ძალა, რათა წარდევნოს ჩვენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, და თავდამსხმელთა ზარდასაცემად წარვთქვათ ხმითა დიდითა, ჩვენთანა არს ღმერთი" (საქ. მეც. აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი. კ. ცინცაძის ფონდი, საქ. 97).

1942 წლის 5 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქი კალასტრატე საბჭოთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლისადმი გაგზავნილ დეპეშაში შესთხოვდა უფალს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ვერაგი მტრის შემუსრვასა და ქვეყნის საზღვრებიდან მათ განდევნას (გაზ „კომუნისტი", 1942 წ. 10 ნოემბერი). უწმიდესი კალისტრატეს მიბაძვით მსგავსი წერილები და მოწოდებანი გამოაქვეყნეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეკლესიისა და რელიგიურ გაერთიანებათა მეთაურებმაც.

ქვეყნისათვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებასა და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებით და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და რიგითი მორწმუნენი. ქართველ სამღვდელოებას შეურყევლად სწამდა სიბრძნე სახარებისეული, რომ უსამართლოდ მახვილის აღმმართველი თვითონ შეიმუსრებოდა მახვილით (მთ. 26,52).

საერთო, საყოველთაო მოწოდება „ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის" იქცა ურყევ კანონად ყოველი ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნისათვის. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, შიმშილისა და მწუხარებისა, ქართულმა ეკლესიამ აქტიურად დაიწყო თავდაცვის ფონდის შეგროვება, რითაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მტრის დამარცხების საქმეში. ამ შეწირულებათა უმთავრესი მიზანი, როგორც აღნიშნავდა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე, იყო სულიერი კავშირის დამყარება ომში წასულთა და შინ დარჩენილთა შორის, რათა პირველნი დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი დავიწყებულნი არ არიან, ხოლო სამღვდელოებასა და მრევლს ეგრძნო, რომ მათი მცირედი შესაწირი გამარჯვების საქმეს ხმარდება.

ფრონტის დახმარებისათვის ქართულმა ეკლესიამ უმაღლესი მთავარსარდლისაგან მიიღო მრავალი სამადლობელო დეპეშა, ერთ-ერთის შინაარსი ასეთია: „ქ. თბილისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. მადლობას გწირავთ საქართველოს საკათალიკოსოს მორწმუნეებსა და სამღვდელოებას წითელ არმიაზე ზრუნვისათვის. მიიღეთ ჩემი სალამი და წითელი არმიის მადლობა. ი. სტალინი". 1944 წლის 16 მაისის გაზეთ „კომუნისტში" გამოქვეყნებულ წერილში კვლავ მადლობაა გამოთქმული, რომ საქართველოს საპატრიარქომ სამშობლოს გმირი დამცველებისათვის ძღვნად გაგზავნა 150 ათასი მანეთი და თავდაცვვის ფონდში ჩარიცხა 85მ ათასი მანეთი. საერთოდ ქართულმა ეკლესიამ თავდაცვის ფონდში დიდი შეწირულობანი შეიტანა.

მშვიდობის საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ქართული ეკლესიისა, ბუნებრივია, გამომდინარეობდა თვით ქართველი ერის სულიდან. ქართველმა ხალხმა მეტად მტკივნეულად განიცადა უკანასკნელი ომის საშინელება. ფრონტზე გაწვეული 700 ათასი მეომრიდან, რაც შეადგენდა მთელი მოსახლეობის მეხუთედს, ნახევარზე მეტი გმირულად დაეცა. ეს იყო შემაძრწუნებელი მსხვერპლი პატარა რესპუბლიკისათვის, რომლის მოსახლეობაც სამ მილიონს ოდნავ აღემატებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს ტერიტორია იყო დაუსრულებელი ომების სარბიელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ადვილი წარმოსადგენია, თუ რატომ სძულს ქართველ კაცს ომი, რბევა და განადგურება. ამაზე მიუთითებს სისხლითა და ცრემლით ნაწერი საქართველოს ისტორია და ქართული მისალმებაც: „გამარჯვება" და „მშვიდობა". ვერავინ იტყვის, რომ ქართველმა ხალხმა არ იცის სიცოცხლისა და მშვიდობის ფასი, არ იცის სამშობლოსათვის ბრძოლა და მსხვერპლის გაღება, წინაპართა ღვაწლის დაფასება და მოხსენიება. ამიტომ დღეს ღრმა მწუხარებითა და სიყვარულით გვინდა მოვიხსენიოთ დიდ სამამულო ომში მომწყდარი 20 მილიონი საბჭოთა მოქალაქე და მათ შორის 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე, რომელთაც თავიანთი სიცოცხლის შეწირვით მოგვიპოვეს დღევანდელი მშვიდობიანი ცხოვრება. საუკუნოდ იყოს ხსენება მამულისათვის თავდადებულთა, ნათელში დაამკვიდროს უკვდავი სულნი მათნი უფალმა ღმერთმა!

დღეს, როცა ვიგონებთ იმ ქარცეცხლიან წლებს, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რა ძვირად დაუჯდა ჩვენს ხალხს სამამულო ომში გამარჯვება და ქვეყნად მშვიდობის დამკვიდრება. მშვიდობიანი ოთხი ათეული წელი, რომელიც საბჭოთა ხალხმა ევროპის ხალხებთან ერთად განვლო, ჭეშმარიტად დიდი წყალობაა უფალი ღმერთისა. დღეს განსაკუთრებით მშვიდობა საჭიროებს გაფრთხილებას, რათა იგი შთამომავლობასაც შევუნარჩუნოთ. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ესწრაფვის დღეს მთელი პროგრესული კაცობრიობა. ამიტომ მშვიდობისათვის ბრძოლა რჩება მნიშვნელოვან ამოცანად, განუყოფელ ნაწილად ჩვენი ეკლესიის მოღვაწეობისა.

მაგრამ გარეგან მშვიდობაზე მსჯელობისას ხშირად გვავიწყდება, რომ იგი წარმოადგენს ნაწილს შინაგანი, სულიერი მშვიდობისას. სულის მშვიდობა კი მიიღწევა ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მცნებათა მიღებით და ცხოვრებაში გატარებით. აკი ბრძანებს მაცხოვარი, „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მთ. 11,29). ასე რომ, მშვიდობა, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შესაძლებელია, თუ ჩვენ შევძლებთ თითოეულ ადამიანში შინაგანი, ქრისტესმიერი მშვიდობის დამკვიდრებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება ის კურთხეული დრო, როცა „დასჭრიდნენ მახვილებსა მათსა სახნისად და ლახვრებსა მათსა ნამგლად: და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებოდნენ მერმე ბრძოლასა" (ისაია 11,4).

ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ერთხელ კიდევ ვულოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ სამწყსოს საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავს და ვუსურვებთ მშვიდობიან ცხოვრებასა და ბედნიერ მომავალს, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაიფაროს თავისი ცხოველმყოფელი მადლით ჩვენი კურთხეული ქვეყანა.

„მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამინ" (რომ. 16,24).

თბილისი, 1985 წელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 712 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0