მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება თქმული წმ. ნინოობას დაისად
ფანატიზმს რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება საახალწლო პარაკლისზე


მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ქადაგება საახალწლო პარაკლისზე

ამ წელიწადში ისე შემოვდგით ფეხი, როგორც ახლადდათოვლილ მინდორში: არც ერთი ლაქა, არანაირი ნაკვალევი, ყველაფერი თეთრად ქათქათებდა. ახლა კი, როცა მიმოვიხედეთ, ვნახეთ, რომ ბევრი, ბევრი მრუდი გზით გვივლია. აი, ამას უნდა ვნანობდეთ ღვთის წინაშე - ოღონდ ვნანობდეთ შემოქმედებითად: არა მხოლოდ ვწუხდეთ სიმრუდისათვის, არამედ ვისწავლოთ როგორ შევხვდეთ ახალ წელს ახალი სიბრძნით, ახალი აღქმით.

მაგრამ, ამასთანავე, რამდენი სინათლე, სიკეთე მოგვიტანა გასულმა წელმა, რამდენი კეთილი გვიყვეს ადამიანებმა, რამდენი სიკეთე გვიწყალობა ღმერთმა! ამიტომ, ახალი წლის დადგომამდე, ვმადლობდეთ ღმერთს, ადამიანებს, ყველას, ვისი წყალობითაც იმდენი სინათლე, სიკეთე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, ცხოვრების ნაყოფი მხოლოდ სიყვარული და მადლიერებაა, სიხარული და მშვიდობაა. ამოვკრიფოთ გასული წლიდან მთელი მადლიერება, რომელიც კეთილი, გულთბილი, ჩვენდამი მოწყალე ადამიანების მიმართ გვქონდა, მადლიერება ღვთისადმი და ასე შევდგათ ფეხი ახალ წელიწადში.

ჩვენს წინ ახალი წელი კვლავ ისე ციალებს, როგორც ხელუხლებელი შესაძლებლობა. შევიტანოთ ამ წელიწადში აღმაფრენა. ამ წელს ისე შევუდგეთ, რომ მთელი წელი სწორი გზით ვიაროთ. ვიაროთ ერთად, ვიაროთ მეგობრულად, ვიაროთ გაბედულად და მტკიცედ. სირთულეც შეგვხვდება, სიხარულიც: ერთსაც და მეორესაც უფალი გვიგზავნის. სირთულეს, ანუ სიბნელეს, სიმწარეს, ტანჯვას იმად გვიგზავნის ღმერთი, რომ მასში სინათლე, სიხარული, მყუდროება შეიტანოს; ნათელს კი იმისათვის, რომ ჩვენც ვეზიაროთ სინათლეს, ვიყოთ შვილნი ნათლისა.

ვიაროთ ერთად, გულმოდგინედ, გვახსოვდეს ერთმანეთი და მაშინ, როცა წლის ბოლოს მიმოვიხედავთ, აღმოჩნდება, რომ ერთი სწორხაზოვანი გზა გამოგვივლია, არავინ დაცემულა გზის პირას, არავინ დავიწყებულა, არავისთვის აგვივლია გვერდი, და რომ მრავალს ჩვენს მცირე სამწყსოში და ჩვენით მთელს მსოფლიოში მოუპოვებია სიყვარული, სინათლე, სიხარული. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 875 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0