მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის
მიძინება - მარიამობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მშობლებო, თქვენს შვილებს თქვენვე მიხედეთ!


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

მშობლებო, თქვენს შვილებს თქვენვე მიხედეთ!

სკოლის მიმართ ხშირად ისმის საყვედური და ჩივილი, რომ მასში მოსწავლე ყმაწვილები ზნეობრივად ფუჭდებიან, რომ ამით მშობლებისა და უფროსების გაგონება-მორჩილება არა აქვთ, ურჩნი, შეუსმენელნი არიან, სხვადასხვა ცუდ ჩვეულებებს იძენენ, საზოგადოების შემაწუხებელი ადამიანები გამოდიან და სხვა. ამ სიტყვებიდან გამოდის, ვითომც ყმაწვილების ზნეობრივი აღზრდა უმთავრესად სასწავლევლის მოვალეობაა და იგი ამ საქმეში პასუხისმგებელია. ეს აზრი შემცდარი და უსაფუძვლოა; იგი არის შედეგი იმისა, რომ მშობლებსა და უფროსებს უნდათ ბავშვების აღზრდაში გამოჩენილი დაუდევრობა თავიდან აიშორონ და თავისი დანაშაული სხვას მოახვიონ, ტყუილად სდებენ ბრალს სასწავლებელს; ამით თავს ვერ გაიმართლებენ; ბავშვების სარწმუნოებრივ-ზნეობითი აღზრდა ოჯახის თავდაპირველი მოვალეობაა და არა სკოლისა, - ვამბობთ, თავდაპირველი.

რელიგიურ-ზნეობრივი აღზრდა ყმაწვილებისა დაწყებულ უნდა იქნეს მათ ბავშვობიდანვე, რაც შეიძლება ადრე, იმ დროიდან, როცა მათში აზრი იბადება, როცა ისინი გარეგან შთაბეჭდილებათ ითვისებენ და როცა მათთანარსნი ზნეობრივი თვისებანი ამა თუ იმ სახით თავის იჩენენ, ცხადყოფიან. აღმზრდელობითი ზეგავლენა ბავშვებზე თან უნდა ყვებოდეს მათი ზნეობრივი ბუნების პირველთავე ცხადყოფათა მისთვის, რომ წინდაწინვე აცდენილ იქნეს სამწუხარო მოვლენა - ზნეობრივი დამახინჯება, განვითარება მავნებელ მიდრეკილებათა. უნდა ვსარგებლობდეთ, სანამ ბავშვების სულიერნი ძალნი ნორჩნი არიან, და უნდა მივცეთ მათ წესიერი მიმართულება. ვინ უარჰყოფს საჭიროებასა და სარგებლობას რომელიმე მცენარის ადრინდელი მოვლისა? რომ მცენარე კარგი იქნეს, მის მოვლას ადრევე იწყებენ, იმ დროიდან, როცა იგი ნორჩია და თითქმის როცა იგი ჯერეთ თესლადაა, როგორადაც განაპოხებენ მიწას, წყალს უსხამენ, აცლიან გარშემო მოსულ ბალახებს და სხვა. თუ წესიერი მოვლა დავიწყეთ გვიან, როცა მცენარე გაიზრდება და გამაგრდება, მაშინ ეს მოვალ უნაყოფოდ ჩაივლის, იგი ვერ მისცემს მცენარეს შესაფერ ფორმასა და ენერგიას. ასევე ხდება ბავშვებზედაც, თუ ისინი თავისთავს მივანდეთ, თავის ნებაზე მივუშვით და მათზე არავითარი რელიგიურ-ზნეობითი გავლენა არ ვიქონიეთ. ამას ის შედეგი მოჰყვება, რომ ისინი ზნეობრივად კეთილგანუწყობელი ადამიანი გამოვლენ, და როცა ისინი თვითგაცნობიერებაში მოვლენ, თავის დანიშნულებას მიხვდებიან, შეიგნებენ, თუ რაა მათი ნამდვილი ბედნიერება, და მოინდომებენ თავიგასწრებას, მაშინ მათ ძლიერ გაუძნელდებათ და თითქმის შეუძლებელიც გაუხდებათ თავისთავის გარდაქმნა, მოდრეკა-შესუსტება ბავშვობაში შესისხლხორცებულ ბიწიერ თვისებათა და ვნებათა, და მათ ფრიად დიდი მედაცინეობის ხმარება დასჭირდებათ, რომ ახალ კანონიერ პრინციპებს ფართო გზა მისცენ. თუ როგორ ძნელია ბავშვობაში შეზრდილ ჩვეულებათა მოსპობა, შემცირება, ეს ყველა ჩვენთაგანს თავისთავზე გამოუცდია. თუ ყმაწვილებზე ზნეობრივი გავლენა ადრევე იქონიეს, გადაეღობნენ მათ ბოროტ სურვილებს და ხელი შეუწყვეს მათ კეთილ თვისებათა ადრინდელ ჰასაკშივე, მაშინ მათი ქორფა, გაუფრჩქვდელნი ძალნი ხმარებულ აღმზრდელობით საშვალებათ ადვილად დანებდებ-დაემორჩილებიან და ამით დადებულ იქნება მტკიცე სათავე - საფუძველი მათის სარწმუნოებრივ-ზნეობით სრულყოფისა და ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოებისათვის. არ უნდა შეგვაყენოს იმან, რომ ბავშვების აღზრდა მათის ნების უმონაწილეოდ სრულდება და წარმოებს ჟამსა მათის შეუმცნებლობისა, ანუ ნახევრადშემეცნებისასა. ის, რაც კანონიერი და კეთილია, რაც ბედნიერების მომნიჭებელია, რისადმიც ყმაწვილები შემდეგში თვითონვე დაწყებენ ლტოლვას, რის უქონლობაზედაც ბოლოს იმწუხრებენ, სჯობია, მათ დროითვე მივაწოდოთ, შევძინოთ იმ ჰასაკში, როცა მათი ბუნება ნორჩია, ყოველისფერს ადვილად ითვისებს და ამ დროს შეთვისებული სამუდამოდ დარჩებათ. ხოლო სად მიმდინარეობს ყმაწვილების პირველ ბავშვობის ხანა? - ოჯახში, მშობლებსა და ნათესავებთან. ამ სახით, ოჯახი შეადგენს ბავშვების პირველ აღმზრდელ წრეს.

ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიად არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხერხებული შემთხვევები ოჯახში უფრო მეტია, ვიდრე სკოლაში. სასწავლებელთა მიზანთა შორის ტყუილად აძლევენ პირველ ადგილს სარწმუნოებრივ-ზნეობითს აღზრდას. რისთვის უნდა აჩეჩონ სასწავლებელს უპირველეს მიზნად ის, რასაც იგი ვერ შეასრულებს? ბავშვები სკოლაში ბევრი-ბევრი ოთხ-ხუთ საათს რჩებიან და თითქმის მთელი ეს დრო სასწავლო საგნების შეთვისებაზე მიდის. შემდეგ, მათ სასწავლებელში რელიგიურ-ზნეობრივი წვრთნისათვის მარჯვე შემთხვევანი იშვიათად ეძლევათ. კეთილ-ნაყოფიერი მოქმედებისათვის ყმაწვილების ბუნებაზე კეთილ ცხოვრების ცოცხალ მაგალითების დასახვისათვის მათ თვალწინ, მათ გადაჩვევისათვის ცუდ მიდრეკილებათაგან და კეთილ თვისებათა თანშეზრდისათვის საჭიროა მარჯვე შემთხვევანი, ასეთი თუ ისეთი მოვლენანი ზნეობრივ ცხოვრებაში, ერთმანეთთან დამოკიდებულებათა შორის. ხოლო სასწავლებელში ამისთანა სახელდახელო მომენტების ლოდინი დიდხანს მოგვინდება, საგანგებოდ კი მათი შექმნა შეუძლებელია. ამას გარდა, რომ კაცმა მართლაც და ნამდვილი აღმზრდელობითი ზეგავლენა იქონიონ ყმაწვილებზე, ამისთვის მოითხოვება, რომ მან კარგად იცოდეს მათი ბუნება, მათნი მიდრეკილებანი და ამათდაგვარად იხმაროს ასეთი თუ ისეთი საშუალებანი და თვითეულ ბავშვს შესაფერისად მოექცეს; ხოლო ყველა ბავშვი ხასიათის შესწავლა მასწავლებლისათვის, რომელსაც ხშირად ორმოცადაათამდე მოსწავლე ჰყავს, შეუძლებელი საქმეა. რასაკვირველია, თუ ზნეობრივი აზრდა ქადაგების კითხვის მოხერხდება, მაშინ შეიძლება სკოლას დავავალოთ ზნეობრივი აღზრდა, მაგრამ ცარიელი სიტყვით დარიგება არ ნიშნავს აღზრდას. ამგვარად, ბავშვის აღზრდა სასწავლებელში შესვლის შემდეგაც უმთავრესად ოჯახს ევალება და ამან უნდა განაგრძოს ზრუნვა-მეცადინეობა მათ დაცვაზე ზნეობრივი სიწამხდრისაგან და მათი სულიერი გაუმჯობესებისათვის.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 969 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0