მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სააღდგომო ეპისტოლე
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ბედნიერია ჭეშმარიტი ქრისტიანე!


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ბედნიერია ჭეშმარიტი ქრისტიანე!

ღმერთი არის თვითარსი, დამოუკიდებელი და განუსაზღვრელად სახიერი; ის არავის და არაფერს არ საჭიროებს; ის სავსებაა სიყვარულისა. ამის გამო მან ადამიანი შექმნა არა თავისი არსებობის დასამყარებლად, არამედ მისთვის, რომ მან კაცმან, იარსებოს, იმოქმედოს და ბედნიერი იქმნეს. ნეტარების მისაღწევად მისცა უფალმან მას შესაფერი საშუალება. სახელდობრ, ღრმად ჩაუნერგა მას ბუნებაში ძლიერი, შეუკავებელი ლტოლვილება ღმრთისადმი და უძლეველი სურვილი მასთან ცხოვრებისა. ვინც ამ ბუნებრივ მოთხოვნილებისამებრ იქცევა, ვინც ღმერთს უახლოვდება, ის მართლა ნეტარებს.

ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავის გულს ვისმე დაუკავშირებს. ყველა ადამიანი გაფაციცებით და მოუსვენრად ეძებს თავის გარშემო თანამგრძნობელ გულს; თუ იგი ვერ პოულობს სიყვარულს, მაშინ ის უბედურად რაცხს თავის თავს. მას ვერაფერი, ვერც მეცნიერება, ვერც ხელოვნება, ვერც სისწორით ასრულება თანამდებობისა, ვერც განცხრომით ცხოვრება ვერ ანიჭებს მას კმაყოფილებას. ის გრძნობს თავის თავს მარტოხელად, ყველასგან მივიწყებულად, და მასში მუდამ სამწუხარო გრძნობები ღელავს. ხოლო როცა ადამიანი პოულობს მეგობარს, რომელსაც იგი უერთდება თავისი არსებით, უზიარებს მას თავის შინაგან მსოფლიოს, აზრებსა, სურვილებს და გრძნობებს, - მაშინ ის თავის თავს სრულ ბედნიერად თვლის. რამდენადაც წარჩინებულია, რამდენადაც ზნეობრივად და გონებრივად მაღლა დგას საყვარელი ადამიანი, იმდენად უფრო ძლიერი და სრულია ბედნიერება, მისგან მინიჭებული. წარმოვიდგინოთ ჭაბუკი, რომელიც სულითა და გულით უყვარს ხნიერს, განათლებულს, ბრძენს და კეთილ ადამიანს. უკანასკნელი მუდამ იმის ზრუნვაშია, თუ როგორ დაიფაროს პირველი ბოროტისაგან, უჩვენებს მას კეთილს, ასწავლის მას, რაც გონივრული და სასარგებლოა, არ აკლებს მას თავის სიყვარულს, ალერსს, სურს მისთვის ნამდვილი ბედნიერება. ადვილი მისახვედრია, რას უნდა გრძნობდეს ჭაბუკი იმ დროს, როცა მისი მოკეთე მას თავზე დასტრიალებს. ის თავის კეთილისმყოფელთან სრულ ბედნიერად გრძნობს თავის თავს; მის გულში ჩქეფს ტკბილი გრძნობები; რაც უნდა მას მწუხარება ეწვიოს, შეხედავს თუ არა თავის მოკეთეს, მაშინვე ჭმუნვარება უქრება და მხიარულდება. აი ამ, ზემოაღნიშნულ, ყველასთვის ცხადი ფსიქოლოგიური კანონის ძალით ადამიანს შეუძლია იპოვოს ნამდვილი, შეურყეველი ბედნიერება ღმერთთან კავშირში, რადგან ღმერთი არის პიროვანი არსება და მასთან უნაკლულო, სრული და ყოვლად ნეტარი. ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი განურჩევლად; ის მზად არის, ყველას შეუერთდეს. მოჰფინოს მას თავისი ცხოველმყოფელი მადლი და ნეტარყოს იგი. მსგავსად იმისა, როგორც მეგობრის სულიერი განწყობილებანი გადმოგვეცემიან ხოლმე ჩვენ, მსგავსად იმისა, როგორც სიყვარული საყვარელი ადამიანისა გვახარებს, მსგავსად იმისა, როგორც მეგობარი თავისის სიახლოვით გვინელებს და გვიქრობს მწუხარებასა, სწორედ ისე ცხოვრება უზენაესისა გადადის ადამიანის სულში. მორწმუნე ქრისტიანე ივსება იმ ღვთაებრივი ცხოვრებით, რომელიც გამოიხატება იმ ნათლოვან გრძნოებებში, იმ განწყობილებებში, რომელთაც პავლე მოციქული უწოდებს სულის ნაყოფთა, სახელდობრ, სიყვარულში, სიხარულში, მშვიდობაში, სულგრძელობაში, სიტკბოებაში, სახიერებაში, სარწმუნოებაში, მყუდროებაში, მარხვაში, მოთმინებაში (გალ. 5,22). ამისთანა კაცი თავის ცხოველ და კეთილ განწყობილებაში ზეციერ მამასთან პოულობს ამ ცოდვით სავსე ქვეყანაში არაარს სიტკბოებასა და სულის კმაყოფილებას; ის მაგრად, სწორად, მხნედ და მხიარულად მიდის ცხოვრების ეკლიან გზაზე; ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს და გზას ვერ დააკარგვინებს; ის თამამად და მედგრად ებრძვის სხვადასხვა დაბრკოლებათა და იცილებს მათ თავიდგან. ეწევიან მას უბედურებანი? ის ტანჯვათა ცეცხლშიც უვნებლად და ბრწყინვალის სახით გადის. შეუმცირდება მას ცხოვრების საშუალება, იძულებული იქნება დასჯერდეს გამხმარს მჭადსა? მაშინაც იგი ბედნიერია; ის აღამაღლებს თავის გონებასა და გულს ღვთისადმი და მხურვალე ლოცვაში ხორციელ საზრდოს ნაცვალყოფს სულიერი საზრდოთი, და მისი სული ძღება, ივსება სიხარულით და მის სხეულს ძალა ემატება. დასცემს მას სასტიკი სენი, აეშლება მას ტკივილები? მაშინაც იგი მოსვენებული და ბედნიერია; მისი სული აღფრთოვანდება ღვთისადმი, მის წინ იხსნება ცა და ის ხედავს დიდების ტახტზე მჯდომარეს, და იქიდან გადმოდის მასზე საოცარი დამატკბობელი ცხოველი წყალი, გამომანელებელი სიცხისა და დამაამებელი წყლულებისა. გარემოიცავენ მას ყოველ მხრიდან მტერნი, შეავიწროებენ და დაწყებენ მას შემუსვრასა? მაშინაც იგი დამშვიდებულია: ის აღმართავს თავის გონებასა და გულს ღვთისადმი, მწუხარეთა ნუგეშის მცემელისადმი, და მისი გულის სიღრმიდან იწყებს ციმციმით დენას, წყარო სასიხარულო გრძნობათა, რომელნიც მთელ მის არსებაში ვრცელდებიან და დევნიან მისგან ჭმუნვარების ღრუბლებს და აძლევენ მას სიმხნესა და სიმაგრეს გარეგან უბედურებათა ატანაში. წაართმევს მას სიკვდილი გულითად, საყვარელ მეგობარს ანუ ნათესავსა? - მაშინაც არ ირღვევა მისი მშვიდობიანობა; ის ზეცაში ჭვრეტს ღმერთს და მისი ტახტის მახლობლად ის ხედავს თავის ძვირფას მიცვალებულსა. დიაღ, მხოლოდ ქრისტესთან ცხოვრებაში იპოება ბედნიერება ნამდვილი, წარუვალი, სამარადისო, რადგან უცვალებელი და მარადმყოფია ის, რომლიდგანაც იგი წარმომდინარეობს. ქრისტესებრივი ცხოვრება, - აი რას უნდა მივაპყროთ ჩვენ ჩვენი სულიერნი ძალნი, ეს დაუფასებელი საუნჯე ყველასთვის მისაწვდომია. ის მისაწვდომია როგორც ნათელმოსილი გონების პატრონისთვის და მაღალი განათლებისათვის, ისე უბრალო, უსწავლელი ადამიანისთვისაც; ის მისაწვდომია როგორც დიდი სიმდიდრის მფლობელისთვის, ფუფუნებასა და განცხრომაში მცხოვრებისთვის, ისე დაძონძილ ტანისამოსში გახვეულისთვისაც და შეძლებული ოჯახებიდან ქუჩაში გადაყრილი პურის ნატეხების მჭამელისათვის; ის მისაწვდომია როგორც თავისუფალი ადამიანისთვის, ისე მონობის უღელში გაბმულისათვისაც; ის მისაწვდომელია, როგორც ძალ-ღონით, სიცოცხლით და მშვენიერებით აღსავსე ადამიანისთვისაც, ისე გარეგან ღირსებათა მოკლებულისთვისაც.

შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზევე რწმუნდება, რომ ის მაღალზნეობისაა, რომ მისი სული სავსეა ციური ტკბილი გრძნობებითა, რომ მასთან ღმერთი სუფევს, და უნებურად ყველა მისკენ ილტვის. მისი სიმპათიური სახე კაცს მუდამ თვალწინ ეხატება, მის მოგონებაზე სიხარულით ივსება; თითქმის ბოროტნიც კი მის წინაშე თავს იხრიან; ის ავრცელებს თავის გარშემო სითბოსა და სიცოცხლეს, ათბობს გაყინულ გულთა, არბილებს მედიდურ გონებათა, ამხნევებს უძლურთა, ანუგეშებს დაჩაგრულთა. ამნაირად, ღმერთთან მყოფი თვითონაც ბედნიერია და სხვებსაც აბედნიერებს.

ახლა ვთქვათ, თუ როგორ შეიძლება ღმერთთან დაკავშირება.

მეგობრდებიან ერთმანეთთან მხოლოდ ისეთი პირები, რომლებიც ერთმანეთს ხასიათით ჰგვანან: პატიოსანი ადამიანი პატიოსანს უერთდება, და არასგზით არ შეიძლება, რომ კეთილსა და ბოროტს შორის მეგობრული კავშირი სუფევდეს. სწორედ ამნაირადვე, ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი თავისი ბუნებით დაემსგავსება ღმერთს, როცა იგი მოიპოვებს იმ სულიერ განწყობილებათ, რომელნიც ღმერთში სუფევენ. ხოლო ღვთის მსგავსებას ადამიანი მოიპოვებს მაშინ, როცა ის თავის სულიერ ძალთა განავითარებს ისე, როგორც მისი ბუნებრივი კანონები მოითხოვს, ანუ როგორც სინდისი და განცხადება აჩვენებს. შემოქმედმა მისცა ადამიანს სამი უმთავრესი ნიჭი: გონება, გული და ნება და დაუდგინა მას ვალად - ყველა ეს ნიჭნი მიმართოს მისდამი, როგორც ერთადერთს დაუშრეტელს წყაროს ბედნიერებისას. კაცმა გონებით უნდა იცნოს თავისი ბუნება, გამოიკვლიოს და შეისწავლოს ქვეყანა, მისი კანონები და იხილოს სიბრძნე, ყოვლადშემძლეობა და სახიერება ღვთისა; მისი გული უნდა აღივსებოდეს წმიდა გრძნობებით შემოქმედის სისრულის ჭვრეტით და მხურვალე ლოცვაში უნდა იწყებდეს აღმაფრენას. ნებით მან უნდა გააუმჯობესოს თავისი ბუნება, აღზარდოს თავის სულში სახარებისებრივი სული, დაიკვიდროს სიყვარული და მშვიდობა. როცა ამნაირად ადამიანი თავის სულს განანათლებს, მაშინ ღმერთი თავის სახიერებისა გამო მას მიუახლოვდება, დაისადგურებს მასში და აღავსებს მას ნატარებითა.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 808 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0