მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმ. იოანე ზედაზნელობას
სულს ნუ დაივიწყებთ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ჩვენს საქმეს ჩვენვე ვაფუჭებთ, სხვებს ნუ ვაბრალებთ!


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ჩვენს საქმეს ჩვენვე ვაფუჭებთ, სხვებს ნუ ვაბრალებთ!

მართალსა წერს ბატონი „სეფეველი" „შინ. საქ."-ს № 34; სწორედ მოსპობის გზაზეა შემდგარი ჩვენი ეკლესია, და ამაში ჩვენი სამღვდელოებაა დამნაშავე. აბა რა გაკეთდება იქ, სადაც არცერთი მართლა და ჭეშმარიტი მოღვაწე არ მოიძებნება, სადაც არ მოიპოვება წყემსი კეთილი, მოძღვარი მოსიყვარულე თავისი ერისა, იმისთვის თავდადებული, მის კეთილდღეობასა და წარმატებაზე მუდამ მზრუნველი, გამჭრიახი, შორსმხედველი, დაკვირვებული, წრფელი, მაღალზნეობიანი. ახლა ვინ უდგას ჩვენს ეკლესიას სათავეში? აი, აგერ მოძღვარი; უყვარს მას თავისი სამშობლო, წუხს, იტანჯება, რომ ხედავს მის დაჩაგვრასა და დაქვეითებას, სურს, იგი წინ წამოაყენოს, ცდილობს, მამაცობს კიდეც. მაგრამ, საუბედუროდ, ეკლია შორსმჭვრეტელობა, მიზნის შესაფერ საშუალებათა არჩევის ნიჭი, ღრმა ჩაკვირვება, აწონ-დაწონვა საქმისა; მისი მსოფლმხედველობა და აქედან მოღვაწეობაც არის ცალმხრივი. აი, აგერ მოძღვარი; არის მამულის დიდი მოყვარული, იმის წარსული დიდების მოგონებაზე ცრემლებსა ღვრის, ნატრულობს იმის აღდგენა-აყვავებას; კალამი უჭრის და სამშობლოს წარულსა და აწმყოზე წერს; გაბედულიც არის; მაგრამ, სამწუხაროდ, არა აქვს მას სუფთა გული, უზომო თავმოყვარეა. თვითგანდიდებით შეპყრობილია, პირველობის მსურველია; თავის სწორებთან ვერ თვისდება, უყვარს კინკლაობა, შფოთვა, დავიდარაბის ატეხა. აი, ეს მწყემსი; აქვს მას ნიჭი და ცონდაც; არის საკმაოდ გამჭრიანი, დაკვირვებული. საზოგადო საქმეებიც აინტერესებს; მაგრამ არის მომეტებული - მორიდებული, თამამად ხმის ამოღება, შებრძოლება არ შეუძლია; თანაც არის ცოტად ჭრელი. აი, ის მწყემსი; შემკობილია იგი ნიჭითა და მჭევრმეტყველებით; კალამიც მას ემორჩილება; უყვარს საზოგადო კითხვებზე სჯა-ბაასი და კამათი; მაგრამ რად გინდა? არ არის იგი მოქმედებაში მუდმივი-მტკიცე, საქმის ბოლომდე მიმყვანი; გაცხარდება, ახმაურდება, ახმაურდება და შემდეგ მალე ნელდება და ჩუმდება; ხან მეტისმეტად ვაჟკაცობს და წინ იწევა, ხან შიშობს და უკან იხევა, იმალება; არ შეუძლია, სხვებს შეუამხანაგდეს; სურს, რომ ყველა მას უსმენდეს და ყოველიფერი მის გამოზე კეთდებოდეს. აი, აქ მამა სახიერი; მოაქვს მას თავი დიდმცოდნე, შორსგამჭვრეტ და დინჯ კაცად; მისი ფიქრია „მე" და ოჯახი; მართალია, არ ჩაიდენს არაფერს ისეთს, რომ უწოდონ მოღალატე, მაგრამ ამასთან არ იზამს არაფერს იმისთანას, რაც სხვებს არ სიამოვნება, რაც მას მათ წყალობას ააშორებს. აი, იქ მამა სახიერი; ჭკუიანია; აქვს განათლება-გამოცდილება; უყვარს საქართველო; ლაპარაკობს: „ასე უნდა, ისე უნდა; ჩვენი მოწინავე პირები ასე და ასე უნდა მოიქცნენ"...; თვითონ კი ღიად, თამამად არ მოქმედებს, იმალება. აი, აგერ მოძღვარი; მართალია, ცოტა რასმე აკეთებს, მაგრამ თავის ნამოქმედარს უზომოდ აზვიადებს და ყოველგან გაიძახის: მე ვქენი, მე დავიწყე, მე ვურჩიე, მე ვაქნევინე, და სულ -„მე-მე"; გამოდის, რომ ყველაფერს ის აკეთებს, სხვები კი - არაფერს, და ამით მოძღვართა წრეში იწვევს დიდ უკმაყოფილებას; ამასთანავე ცოტათი კოჭლობს ორივე მუხლზე, იქეთაცაა, აქეთაცაა, არ აკლია სხვებისაგან პატივი. აი, ეგერ მოძღვარი, შნოიანი, ტკბილმოუბარი; მამულისშვილობს, საზოგადო საქმეებში ერევა, მოთავეობს კიდეც; გარნა ამას შვრება მხოლოდ სახელისთვის, რათა უწოდონ საზოგადო მოღვაწე: ჰგონია, რომ სამშობლოსთვის კარგს აკეთებს, მაგრამ უფრო ვნება მოაქვს. აი აქ... მაგრამ კმარა, გულს ნუ ვიმღვრევთ ჩვენ მამათა დასურათხატებით.

ასე ჩვენს ეკლესიას არა ჰყავს ბრძენი, წრფელი, გულსპეტაკი, გაბედული, უანგარო მუშაკი, და აბა რა დაემართება მას, თუ არ დაცემა და განადგურება?

გასაოცარია, რატომ ვერ ხვდებიან ჩვენი მამები, თუ რაა საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, რაა სასარგებლო და რაა საზარალო? რატომ ვერ თანხმდებიან საზოგადო საქმეებში, ვერ იჩენენ სოლიდარობას და შეერთებული ძალით არ ითხოვენ ამა თუ იმ საჭიროებათა დაკმაყოფიღდბას? ერთობლივ რომ მოქმედებდენ, განა ცოტა რასმეს გააკეთებდენ? მაგრამ ერთი მარჯვნივ მიდის, მეორე მარცხნივ; ერთი წინ და მეორე უკან, და აბა რა გარიგდება? საქმეს არ უკვირდებიან, არ იძიებენ, თუ რაა საჭირო ეკლესიისთვის; არ იკვლევენ, თუ რა საშუალებებით შეიძლება ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესება. მძიმე საქმეებში მოთავეობა არვის უნდა. ყველა ერთიმეორეს შეჰყურებს, ერთიმეორეზე უთითებს; ყველა გაიძახის: იმან დაიწყოს, იმან ქმნასო, განსაკუთრებით კი სამსახურის კიბის უმაღლეს საფეხურზე მდგომთაგან მოითხოვენ ბევრ რასმე, თავგამოდებას, თავის შეწირვას, მხოლოდ თვით კი უკან გაყოლა, ასპარეზზე ღიად გამოსვლა არ უნდათ, და განა შეიძლება, რომ სარდალმა გაიმარჯვოს, თუ მას მეომარნი თან არ მისდევენ? სარდალსა და მეომართა შორის მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს; მეომარნი სარდალს უნდა აგულადებდენ, ხოლო სარდალი მხედართ უნდა ამხნევებდეს. სარდალიცა და მეომარნიც საომრად ერთად უნდა მიდიოდენ.

არა, ახლანდელი ქართველი სამღვდელოება ხალხს ვერ მოძღვრობს. მაშ, ქართველო ერო, ისევ შენ იზრუნე და იღონე, აღდგეს დაცემული ეკლესია. შეიყვარე მაცხოვარი, შეითვისე მისი სწავლა და ძველებურად, მამაპაპურად ეკლესიას გარს შემოერტყი; გაიგე მისი სატირალი მდგომარეობა, დამნაშავე ჰსაჯე, მცონარი ამხილე, უღირსი განდევნე, და მაშინ მოძღვარნიც გაფხიზლდებიან, გაფრთხილდებიან, და თავის მოვალეობას აღასრულებენ და მაშინ შენც ხსნასა ჰპოებ!

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 868 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0