მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს
ნათლისღება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება ქაშვეთის ტაძარში საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ქადაგება ქაშვეთის ტაძარში საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს

დღეს თქვენ ძმანო, სახარებიდან გესმათ, თუ როგორ მოხდება განსჯა ადამიანთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ დღესა მას მეორედ მოსვლისასა. მიაქციეთ ყურადღება, თუ რისთვის, რა საქმეებისათვის მიენიჭება კაცს საუკუნო ნეტარება.

უფალი დღესა განსჯისასა ასე კი არ ეტყვის კაცთა: „მოვედიო თა დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა, რადგან თქვენ განავითარეთ თქვენი გონება, შეიძინეთ ცოდნა, წარმატება გქონდათ მეცნიერებასა და ხელოვნებაში, ბევრი რამ აღმოაჩინეთ და გამოიგონეთ, საზოგადოებრივ წეს-წყობილების გაუმჯობესებას ხელს უწყობდით, კარგად იცოდით ღვთისმეტყველება, საღმრთო წერილი, მარხვას ინახავდით". არა. იგი ეტყვის მარჯვნით მდგომარეთ, ანუ განმართლებულთა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი, რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავ და მიმიღეთ; შიშველ-ტიტველ ვიყავ და შემმოსეთ; სნეულ ვიყავ და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მნახეთ. ასე ექცეოდით თქვენ ძმათა თქვენთა და, მაშასადამე, მეც ასე მეპყრობოდით; რაიცა კეთილი სხვებს უყავით, იგი მე მიყავით!". ჩანს, სასუფეველში შევა ის კაცი, რომელიც ამ ცხოვრებაში ცხადყოფს, გამოიჩენს კაცთმოყვარეობას, ის, ვისაც თვისი ძმა უყვარს და შეეწევა მას.

სიყვარული, აი, რას ჰქონია ფასი ღვთის თვალში, აი, რა აკავშრებს კაცს ღმერთთან.

პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პარველ ეპისტოლეში, მეცამეტე თავში, გვასწავლის, რომ ერთადერთი სიყვარული არის მაჩვენებელი კაცის ღირსებისა. რომ მქონდეს ანგელოზის ენა, - ამბობს იგი, - რომ ვიყო წინასწარმეტყველი, რომ მქონდეს ძლიერი სარწმუნოება, რომ ვეწამო ღვთისთვის ხორცთა დაწვითა და ამასთანავე არ მქონდეს სიყვარული, ამ შემთხვევაშიც, არა რა ვარ მე, არავითარი სარგებლობა არ მექნება მეო. იგივე მოციქული, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, მეცამეტე თავში, ამბობს: ვისაც უყვარს თავისი მოყვასი, მან სჯული აღასრულაო; ყოველი მცნება ღვთისა სრულდბა სიტყვით: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც შენი თავიო; სიყვარული არის რჯულის ასრულებაო. იმიტომაც იყო, რომ მაცხოვარი თითქმის მუდამ სიყვარულზე ლაპარაკობდა და მან გამოსათხოვარ სიტყვაში მოციქულებს უანდერძა სიყვარული: გიყვარდეთ ერთმანეთი. ამით დაინახავს ყველა, რომ თქვენ ჩემი ხართო.

მაშ, ძმანო, თუ გვინდა გავხდეთ ჭეშმარიტნი მიმდევარნი იესო ქრისტესნი, თუ გვსურს მოვისმინოთ სასიხარულო სიტყვები უფლისა. „მოვედით და დაიმკვიდრეთ სასუფეველი", - შევიძინოთ ეს უდიდესი სათნოება, ვიქონიოთ სიყვარული ყოველთადმი: შევეწიოთ გაჭირვებულთ, რითაც შეგვიძლია: წყლის დალევინება რაა, ამაზე უადვილესი რა იქნება! ამასაც კი ფასი აქვს ღვთის თვალში.

1910 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 755 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0