მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარია
უძღები შვილის კვირა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქართველებს


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ქართველებს

გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს სამშობლოში, ჩვენ ვიწყებთ გოდებას, ვთხზავთ მრავალს ლამაზად მოკაზმულ სიტყვებს. მჭევრმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, განსვენებულის ღირსებებს ხშირად ერთი-ორად-სამად და მეტადაც ვაზვიადებთ, იმის დაკარგვით ჩვენს ქვეყანას ვთვლით დაობლებულად, დაღუპულად, და ამით გვინდა გამოვიჩინოთ მამულიშვილობა, სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიყენებთ ისტორიას ჩვენის ერისას, განათლებულ ცხოვრებას ჩვენის უუძველესის წინაპრებისას, წარმოვიდგენთ მათ მიერ აღშენებულ შესანიშნავ ტაძრებსა და ციხეებს, მოვიგონებთ ძველ მწიგნობრობას, ვამაყობთ, გავიძახით: ჩვენც გვქონდა მნიშვნელობა მსოფლიო ცხოვრებაშიო, - და ამით გვინდა გამოვხატოთ სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიხატავთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ლამაზ კუთხეებს და ვხმობთ: „ბუნებამ თავისი სიმშვენიერე და ძლიერება მარტო ჩვენს ქვეყანაში გამოიჩინა, ასეთი ქვეყანა არსად არ მოიპოვება" - დაა ამით გვინდა ცხადვყოთ სიყვარული საქართველოსადმი.

ვხედავთ მრავალს ნაკლულევანებას ჩვენს აწინდელ ცხოვრებაში და მათ მიზეზებს ჩვენში კი არ ვეძებთ, არამედ სხვებში და ვიწყებთ დრტვინვასა და შფოთვას, და ამით გვინდა დავამტკიცოთ სიყვარული მამულისადმი.

ასე ვიქცევით, სამშობლოს სიყვარულს ზემოაღნიშნულ სახეებითა ვხატავთ, მაგრამ ჩვენს წამოყენებას, გაღონიერებას ვერა ვხედავთ. ვლაპარაკობთ, მჭევრმეტყველებთ და წინმსვლელობა კი არ გვეტყობა: უმეტესი ნაწილი ჩვენის ერისა - გლეხობა სრულიად უმეცარ-შეუგნებელია, ცხოვრობს მოუწყობლად, ულაზათოდ, უსუფთაოდ; თითქოს იმათსა და პირუტყვებს შუა დიდი გარჩევა არ არის. ეგრეთ წოდებულ ინტელიგენტთა ცხოვრებაშიაც ვერა ვხედავთ ნიშნებს ნამდვილ განათლებისას, კულტურისას; არ არის მათში მთლიანობა-სოლიდარობა, ერთობლივი მოქმედება, მტკიცე, შეურყეველი მოღვაწეობა; ვერ ნახავთ, რომ რომელიმე საზოგადო დაწესებულება წესიერად და ნაყოფიერად მოქმედებდეს.

დიდებულნი ნაშთნი მთებზედ, ტყეებსა და მინდვრებში საწყლად გამოიყურებიან, იქცევიან; ძვირფასი ხატები და ხელნაწერები იკარგება და სხვა.

ეს ასეც იქნება, სანამ ჩვენ ჩვენს მამულიშვილობას მხოლოღ ლაპარაკით გამოვხატავთ, სანამ სამშობლოს სიყვარულს არ გამოვიჩენთ საკუთარი ნივთიერი საშუალების მოხმარებითა საქვეყნო საქმეებზე. წარმატებისთვის საჭიროა ნივთიერი საშუალება, ფული და ფული, და ამიტომ ყველა შეგნებული ქართველი საზოგადო საქმის გასაკეთებლად უნდა გადადებდეს ფულს შეძლებისდაგვარად. რამდენი ქართველია, რომელსაც წლიური შემოსავალი სამას თუმნამდე აქვს და განა მას არ შეუძლია, სამშობლოსათვის ყოველ წელიწადში თუმანი გადადოს? რამდენი ქართველია, რომლის წლიური შებოსავალი ორას თუმნამდეა, და განა მისთვის სამძიმო იქნება ხუთი თუმნის გამოღება? ასე რომ იყოს, რამდენი ფული მოგროვდებოდა და რა არ გაკეთდებოდა! განა ფული არა გვაქვს, მაგრამ მისი კეთილად მოხმარება არ გვინდა. ჩვენი შეძლება სეირნობისა, პრანჭვა-გრეხობაში და მრავალჟამიერში მიდის. სამშობლოსთვის მხოლოდ ენას არ ვზოგავთ. ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ. ძმანო, მამულიშვილობა ფულის გაღებით გამოვიჩინოთ და არა მხოლოდ მჭევრმეტყველობითა.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 753 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0