მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ნაცვლად ქადაგებისა ლოცვა თქმული დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე
სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება ქაშვეთის ტაძარში


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ქადაგება ქაშვეთის ტაძარში

ხშირად გადავხედავ ხოლმე ჩვენ სამშობლოს იმ ბრწყინვალე უუძველეს საუკუნეებს, როდესაც ქართველნი იჩენდნენ მხურვალე სარწმუნოებას, უყვარდათ მათ ეკლესია, აშენებდნენ მშვენიერ ტაძრებს, ამკობდნენ მათ ძვირფას ხატებითა, უხვად სწირავდნენ თავის ქონებას. მაშინ ტაძრების სიმრავლესა და სიდიადე-სიმშვენიერესა, ერთის მხრით, და ქართველთა სულიერ განწყობილებათა შორის სრული შესაბამისობა, თანხმობა სუფევდა. ქართველნი აგებდნენ დიდებულ ტაძრებს, ამკობდნენ მათ ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატებითა, ოქრო-ვერცხლით მოქარგული შესამოსლებითა იმიტომ, რომ ისინი გამსჭვალულნი იყვნენ ღრმა და ცხოველი სიყვარულითა ღვთისადმი, უყვარდათ მათ სიარული ეკლესიაში და იქ ლოცვა-ვედრების აღვლენა ღვთისადმი. სანამ ქართველთ ჰქონდათ ეს ღრმა სარწმუნოება და სიყვარული ეკლესიისადმი, მანამ საქართველოს ამშვენებდნენ მრავალნი ლამაზნი ტაძარნი. მანამ მათში ისმოდა საამო კითხვა-გალობა, მანამ მათში ხალხი ბლომად დაიარებოდა ღმერთთან სასაუბროდ. შემდეგში შესუსტდა ქართველებში სარწმუნოება, შემცირდა სიყვარული ეკლესიისადმი, დაცარიელდა ტაძრები, დაიწყეს მათი ნგრევა, და ბოლოს დაგვრჩა პატარა, ძველი, უშნო ეკლესიები და მათშიაც კვირა-უქმე დღეს ათიოდე კაცს თუ ნახავთ, კარგია. მწყობრი გალობა ხომ ჩვენში არსად არ ისმის. ვაი ჩვენიბრალი! როგორ დავმცირდით, როგორ გავხდით სხვების დასაცინ-გასაკიცხად!

რა უნდა ვქმნათ, ძმანო? კარგია, ძმანო, რომ ჩვენში კვალად დადგეს ის ნანატრი დრო, როცა ქართველთ უყვარდათ ეკლესიაში სიარული, როცა იქ ისმოდა საამური კითხვა-გალობა. საჭიროა, ძმანო, გამოფხიზლება, ღვთისკენ მიხედვა. საჭიროა სამღვდელოებასთან დაახლოვება, ეკლესიასთან მჭიდრო კავშირის დაჭერა. მაშინ, მხოლოდ მაშინ წარგვემატება ცხოვრებაში და სხვების ასაგდები არ შევიქმნებით.

აი, ჩვენ ვდგავართ ამ მშვენიერ ტაძარში. ამ ეკლესიის ხილვა სასიამოვნია. გარნა, ძმანო, აბა დავეკითხოთ ჩვენს თავს, ეს ეკლესია არის თუ არა ნამდვილი გამომხატველი ჩვენი შინაგანი განწყობილებისა, ჩვენი ღვთისმოყვარეობისა? ვგონებ, არა. ამ ტაძრის აშენება, მე მგონია, არაბუნებრივია, ნაძალადევია, ამის სიმშვენიერეს არ შეჰფერის ჩვენი გული. ჩვენ არა გვაქვს ისეთი მხურვალე სიყვარული ზეციერი მამისადმი, ისეთი ძლიერი მიდრეკილება ღვთისმსახურებისადმი, რომელთაც უნდა წარმოეშობათ, შეექმნათ ეს დიდებული ტაძარი.

ოჰ, რა სასიამოვნო იქნებოდა ჩვენთვის, რომ ამ ეკლესიის აგება ყოფილიყო უტყუარი ნიშანი ჩვენის სულიერი განახლებისა, აღორძინებისა, სახელდობრ, რომ ქართველნი დაიარებოდნენ ეკლესიაში არამარტო დიდ დღესასწაულებში, არამედ ყოველ კვირა-უქმეებში, რომ აქ მუდამ ისმოდეს გულისდამატკბობელი ქართული გალობა. თუ ეს მართლა იქმნა, მაშინ იმედი მოგვეცემა და ვიტყვით: „არა, ჩვენი ეკლესია აღდგინდება და კვლავ დაგვიბრუნდება ბედნიერი დრო". ღმერთო, მოგვხედე!

ნოემბერი, 1910 წ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 663 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0