მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება დიდ-მარხვის მეორესა კვირიაკესა
მიძინება - მარიამობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება სოფელ იყალთოში


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ქადაგება სოფელ იყალთოში

იცით თქვენ, სადა დგახართ? წარმოდგენილი გაქვთ თუ არა, რა ფასი აქვს იმ ადგილს, სადაც თქვენ იმყოფებით? გესმით მნიშვნელობა ამ შენობის ნანგრევებისა?

დიდად ძვირფასია თვითეული ქვა ამ ადგილისა. მან უნდა ვემთხვიოთ და გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის გუგას. ეს ადგილი, ეს ქვანი მოგვითხრობენ ჩვენს ბედნიერ წარსულს, მოწმობენ, რომ ჩვენ ერთ დროს კაცურად გვიცხოვრნია, ვყოფილვართ განათლებულნი. აქ იჯდა მღვდელმთავარი; აქ იყო უმაღლესი სასწავლებელი; აქედან გამოდიოდნენ ნასწავლნი, რომელნიც განათლებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფენდნენ. აქ ემზადებოდნენ მოძღვარნი. რომ ეს ქვები არ იყოს, განა ჩვენ შევიძლებდით ნათლად წარმოდგენას იმისას, რომ ჩვენ მართლა გვქონდა ბწყინვალე წარსული? ახლა კი, როცა ეს ქვებია აქა, მოიყვანეთ ურწმუნონი, ჩვენი დამამცირებელნი, მაძაგებელნი და აჩვენეთ ეს კედლები, ეს ქვანი; ქვანი ღაღადებენ, ამტკიცებენ, რომ ჩვენ გვიცხოვრია განათლებულად.

დიაღ, ეს ადგილი შეადგენს საქართველოს სიამაყეს, ჩვენის ერის დიდებას. ამიტომ თქვენ, მკვიდრთ ამ ადგილისას, გევალებათ შეინახოთ, მოუაროთ ამ ძველ ნაშთებს, ამ ქვებს. თქვენს ძარღვებში თუ ჩქეფს ქართველის სისხლი, თქვენი გული თუ ქართველურად ცემს, უნდა თვლიდეთ თქვენ წმიდა მოვალეობად მოვლა-პატრონობას ამ შენობისას და ამ ქვებისას. გეტყობათ, ამ წმიდა ადგილს აფასებთ, და თუ პატივს სცემთ, ეს თქვენ უნდა გამოხატოთ იმით, რომ უნდა გაიღოთ საკმაო ფული ამ ეკლესიის შესაკეთებლად. თქვენ შორის კიდევაც გამოჩნდა ერთი მადლიანი კაცი, რომელსაც უხვად შეუწირავს ამ ეკლესიისათვის; სხვებმაც მიბაძეთ მას. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ეს ძველი ტაძარი და ეს ადგილი, დაიცვათ სუფთად, ლაზათიანად, მთელად, და მით შეუნახოთ ჩვენს სამშობლოს უტყუარი ნიშნები მისი ძველი დიდებისა.

1911 წ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 745 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0