მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება ყოველთა წმიდათა კვირიაკეს
სიტყვა წმ. მოწამე აბოს ხსენების დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

ხედავდა წმ. ნინო ქართველ ერსა, სულიერ წყვდიადში მყოფსა, მსახურსა კერპების წინაშე და სულთ ითმენდა, ტიროდა.

დღესაც მწუხარეა წმ. ნინო. წუხს იგი, რომ ახლანდელი ქართველობა არ ცხადყოფს, არ იჩენს იმ მხურვალე სიყვარულს იესო ქრისტესადმი, რომლითაც განირჩეოდნენ, განთქმულნი იყვნენ უუძველესნი ქართველნი.

წუხს იგი, რომ ქართველობა ძალიან ნაკლებად დაიარება ეკლესიაში ლოცვა-ვედრების აღსავლენად ღვთისადმი. აი, დღესაც, აბა თვალი გადაავლეთ აქა მდგომარეთა: ვინ უფრო მეტია, ქართველნი თუ უცხოელნი? განა ასე უნდა იყოს? თბილისის მთელ ქართველობას, ნასწავლსა და უსწავლელს, დიდებულსა და მდაბალს, აქ თავი უნდა მოეყარა, რომ იმათგან ტევა არ ყოფილიყო.

წუხს წმ. ნინო, რომ ჩვენში თითქმის შეწყდა მაცხოვრის დიდებისმეტყველება სამშობლო ენაზე, ღაღადება ღვთისადმი სულის ამამაღლებელ, გულის დამატკბობელ, დამამშვიდებელ წმინდა ქართულის გალობითა, სირცხვილი არ არის ქართველებისათვის, რომ ამ წმიდა და დიდებულ ტაძარში, რომელიც გვაკავშირებს უუძველეს მამა-პაპების ბრწყინვალე ცხოვრებასთან, გვაერთებს სახელოვან წინაპრებთან, აღარ ისმის ქართული გალობა? ქართველებს რომ ჰქონდეთ ნამდვილი ეროვნული შეგნება, მაშინ უსათუოდ იმათ წრიდან გამოვიდოდნენ ისეთნი პირნი, რომელნიც დიდის სიამოვნებითა და ხალისით შეიკრიბებოდნენ აქა სადიდებლად ღვთისა მშობლიური ტკბილი ხმითა.

წუხს წმ. ნინო, რომ მრავალი მშვენიერი ტაძარი, რომელთაც აღტაცებაში მოჰყავთ ნასავლნი უცხოელნიც კი, რომელნიც მოწმობენ ქართველოს ძველ დიდებას, დღეს ჩვენ მიერ სრულიად მიტოვებულია, არ ვზრუნავთ მათ დაცვაზე, პირიქით, კიდევაც ხელს ვუწყობთ მათ დანგრევას, მოსპობას.

წუხს წმ. ნინო, რომ ჩვენ იმის დიადი ღვაწლი, იმისი მოციქულებრივი შრომა-ქადაგება დავივიწყეთ და მას ჯეროვნად არ ვიხსენიებთ; არასოდეს არ ვინახულებთ იმ წმიდა ადგილებს, სადაც იგი ცხოვრობდა, სადაც მან განისვენა. აბა რამდენი ჩვენთგანი ყოფილა მცხეთაში იმის მაყვლოვან ბუჩქთან, ან ბოდბეში იმის საფლავთან? აბა რამდენი ქართველი იქნება დღეს სალოცავად იმ წმიდა ადგილებში?

წუხს წმ. ნინო, რომ ჩვენ ჩვენის დაუდევრობითა და შორ-გაუმჭვრეტელობით ხელიდან გვერთმევა მამა-პაპის მიერ აღშენებული ტაძრები. ჩვენ იქ არ დავიარებით, სხვები კი ერთულად დაიარებიან, და ბოლოს ბატონობა იქ იმათ რჩებათ. ჩვენ მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ვისვრით, გავიძახით: „ეს ეკლესიები მამაპაპეული არისო!" ხომ ვხედავთ, რომ ამისთანა საბუთს გასავალი არა აქვს! არა სჯობია, რეალური საბუთი წინ წამოვაყენოთ, სახელდობრ, ვიაროთ ეკლესიებში ხშირად, ყოველ კვირა-უქმე დღეს, რომ შიგ თავისუფალი ადგილი არ დარჩეს? და, ამგვარად, ჩვენი ეკლესიები ჩვენვე დაგვრჩება სამუდამოდ.

დიაღ, მწუხარეა წმ. ნინო, რომ ხედავს ჩვენს უნუგეშო მდგომარეობას. რა გვეშველება, ძმანო? როდემდის ვიქნებით ასე უბედურნი?

როცა ქართველი ერი თაყვანს-სცემდა, აქებ-ადიდებდა კერპებსა, მაშინ წმ. ნინო განშორებით იდგა და ხელ-აღპყრობილი ღმერთს ევედრებოდა, ეხსნა, გამოეყვანა ქართველი ერი სიბნელისაგან, გაეუმჯობესებინა იმის სარწმუნოებრივი და ზნეობრივი მდგომარეობა. გაათავა მან ლოცვა და უცბად გამოჩნდა შავი ღრუბელი, ატყდა საშინელი ქუხილი, დაჰბერა საშინელმა ქარმა, - და შეშინებული ხალხი მიმოიფანტა. მოვიდა რკინისებრი სეტყვა და კერპები შემუსრა. ასე მოისპო საკერპო, განათლდა ქართველი ერი ქრისტეს ნათელითა და გაიხარა წმ. ნინომ.

ვინ იცის, ძმანო, იქნება, ერთ დროს ჩვენს, ანუ უკეთ, ჩვენი შვილისშვილების ცხოვრებაში, იელვოს, იქუხოს, ამოვარდეს ქარიშხალი, - და ქართველთა მდგომარეობაში ძირითადი სასიკეთო ცვლილება მოხდეს! ქართველთ გაუათკეცდეს, გაუძლიერდეს სიყვარული ღვთისადმი, იწყონ მათ დენა ეკლესიებში, აავსონ არა მარტო ეხლანდელი ეკლესიები, არამედ მიტოვებული ძველი ტაძრებიც და მონასტრები; ისევ განახლდეს დაკარგული ძველი დიდება და მნიშვნელობა მცხეთის ტაძრისა და საქართველოს ყველა ეკლესიებიდან ზეცას აღვიდეს საამური ხმები ქართული გალობისა, და ამ ხმებმა განაღონ ბჭენი ცათანი, იქ გამოჩნდეს მხიარული წმ. ნინო. მან იქიდან გადმოსძახოს ქართველობას: „გიხაროდეთ, ქართველნო, დღეს დიდება უფლისა თქვენ ზედა გამობრწყინდა!" და ჩვენც მაშინ საფლავებში გავიხარებთ.

ღმერთო! მოწყალე გვექმენ და ყავ ესე!

 სიონის საკათედრო ტაძარი, 1912 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 834 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0