მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



აქებდით ღმერთსა მეცნიერებით
სიტყვა კვირიკესა ყოველთა წმიდათასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება სიონის საკათედრო ტაძარში


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

ქადაგება სიონის საკათედრო ტაძარში

ქართველთა წმიდათა წმიდაო, ძვირფასო უუძველესო ნაშთო, დიდებულო ტაძარო სიონისაო! ბევრი რამის მომთხრობი ხარ! რა და რა დროის მოწამე არ ხარ! გინახავს დღენი, ბედნიერნიცა და მწარენიცა, უფრო კი მწუხარებითნი. ხან იმკობოდი, მშვენდებოდი, ხან იძარცვებოდი, უშნოვდებოდი. შენ თაღებქვეშ გაისმოდა ხან ტკბილი საღმრთო ქართული გალობა, ხან მტერთა გულისშემზარავი ყვირილი და თოფთა გრიალი. შენში მაღლა-მაღლა ადიოდა ხან საკმევლის საამო კვამლი, ხან ცეცხლის შავი ბოლი. შენ კედლებს ხან მლოცველთა ტუჩები სასოებით ეკვროდა, ხან უსჯულოთა მახვილნი ეხებოდნენ, ასახიჩრებდნენ. შენში ქართველნი ხან მშვიდობიანად წმ. ტრაპეზზე უსისხლო მსხვერპლს უფალსა სწირავდნენ, ხან თავის თავსა ღმერთს უმსხვერპლებდნენ, იმათი სისხლით შენ უხვად ირწყვებოდი.

ასე, ხან ბრწყინავდი, ხარობდი; ხან შავად იმოსებოდი, სტიროდი, მაგრამ მიუხედავად მრავალთა ჭირთა, ბედნიერი იყავი, შენ ერთი რამ განუგეშებდა, ერთი რამ შვებას გაძლევდა. ძველნი ქართველნი შენ გსასოებდნენ, შენ შემოგნატროდნენ. იმათ გულში აღნთებულიყო ცხოველი სიყვარული ღვთისადმი და მუდამ შენკენ მრავლად ივლოდნენ და აქ პოულობდნენ სულის სალმობათა კურნებასა, გულისტკივილთა დამშვიდებას. აქ ისმოდა წმინდა ქართული კითხვა-გალობა; აქ მწყემს-მთავარნი და მოძღვარნი ნამდვილ ქართულ ენაზე ხალხს უფალს ავედრებდნენ და სამწყსოს კეთილად მოძღვრავდნენ.

ხოლო აწ რას ხედავ შენ? შენში თითქმის შეწყდა ქართულ ენაზე ლოცვა-ვედრების აღვლენა ღვთისადმი; ქართველთა შენ მიგატოვეს, დაგივიწყეს, ისეთ დღესასწაულებშიაც კი, როგორიც არის ნინოობა, მარიამობა. შენს სივრცეს (იატაკს) უფრო ბლომად უცხოელნი იჭერენ, ვიდრე ქართველნი; შენს შესამკობად, შესანახად უცხოელნი უფრო ზრუნავენ, ვიდრე შენიანნი.

აი, ამ ქართველთა გადაგვარების, განხრწნის მხილველი, შენ სდგახარ დაღონებული, მომდურავი, თუმცა სიმშვენიერე დღესაც არ გაკლია, შენ სწუხარ, შენ სდრტვინავ, რომ ქართველებმა შენგან პირი იბრუნეს, მაშინ როცა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში, ჭირსა და ლხინში, შენ გეხვეოდნენ, შენ გენაცვლებოდნენ.

რა დაემართა ამ ჩვენს ერს? რამ გაუგრილა მას გული ეკლესიისადმი? ვის აქვს ამაში დანაშაული? მაგრამ ამის ძიებას თავი დავანებოთ და უფალს შევსთხოვოთ, რომ ამ ჩვენს სიონს კვლავ დაუბრუნდეს ძველი დიდება, რომ ქართველთ ისევ იწყონ მრავლად დენა მასთანა, რომ მასში გაისმას ქართული კითხვა-გალობა, რომ მასში მწყემსმთავართა და მოძღვართა, გამსჭვალულთა ქართველობისადმი ღრმა და მხურვალე სიყვარულითა, აღამაღლონ ხმა და მძლავრის ხმითა მოუწოდონ განშორებულთ, გაბნეულთ ქართველთა, აღაგზნონ მათში სარწმუნოებრივი ნაპერწკალი, აღანთონ მათ გულში ძველებური მამაპაპური სიყვარული ეკლესიისდამი.

ღმერთო, ისმინე და კეთილ ინებე, შენს სიონს კიდევ დაუდგეს ის ბედნიერი დრო! დედა ღვთისაო, აკი შენი წილხვდომილი კუთხეა საქართველო? რად მოაკელი მას შენი სიყვარული, შენი ყურადრება? რად მიუშვი, რომ ქართველებმა თავი მიანებეს ეკლესიას, და დღეს ეს მშვენიერი ტაძარი დგას თითქმის ცარიელი? არა, დედავ, ისევ მოხედე წყალობის თვალით ქართველ ერსა და შეაყვარე მას ღვთისმსახურება.

წმ. ქალწულო ნინო! დაგვაობლე, არა? თვალი მოგვაშორე, არა? ჯავრობ განა, რომ შენ ქართველობა ძალიან ნაკლებად გიხსენიებს, რომ არ მიისწრაფვის იგი შენს მაყვლოვან ბუჩქისკენ, მცხეთაში და შენს წმ. საფლავისკენ ბოდბეში? გამწყრალი ხარ განა, რომ შენს განსვენების ადგილზედ დღეს არ ისმის ქართული დიდებისმეტყველება? არა, ჩვენთა წინაპართა განმანათლებელო, ძველ ქართველთა ტკბილო დედაო! ახლაც იყავ ჩვენი შემწე, ჩვენი მიმყვანელი ქრისტესადმი, ჩვენი ეკლესიის აღმადგენელ-განმამტკიცებელი.

1911 წ. დეკემბერი

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 821 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0