მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება ქაშვეთის ტაძარში საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს
ქართველებს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მცონარებისათვის


მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი

მცონარებისათვის

იტყვის მოციქული პავლე: „სწრაფასა ნუ მცონარე ხართ". მდაბიურად რომ განვაცხადოთ მოციქულის სიტყვა ასე ითქმის: რომელიც სასწრაფო საქმე იყოს, მისთვის მცონარებას არ უნდა ვყოფდეთ, დაუყოვნებლად უნდა აღვასრულებდეთ. და სასწრაფო საქმე კეთილი მხოლოდ არის და მის აღსრულებას უნდა ვისწრაფდეთ, და არა უნდა ვაყოვნებდეთ ვითარცა გვასწავებს ბრძენი სოლომონ და იტყვის: „ძალ თუ გედვას კეთილის ყოფად, ნუ დააცადებ". მოციქულისა და ბრძნისა სოლომონის პირით მტკიცე იქმნა - კეთილი არ უნდა დავაცადოთ და მსწრაფლად აღვასრულოთ.

აწ საქმით ვაჩვენოთ, რომ კეთილის აღსრულება სისწრაფით უმჯობესი არის. ესავმან ჰყოვნა და თვისსა მამასა ნადირებული თვისი სწრაფლად ვერ მიართვა; იაკობმან უსწრო და სწრაფით მიართვა მამასა თვისსა შემზადებული სანოვაგე: ესავ მოაკლდა კურთხევისაგან და დაეცა პირმშოებისაგან, იაკობ აღივსო კურთხევითა და მიიღო პირმშოება. ამისთვის ვეტყვი მათ, რომელნი აყოვნებენ მათ კეთილსა და მცონარებენ: ეკრძალე რათა არა ესევიებრ განიცადო! ახლა კიდე მოციქულის სიტყვა შემოვიყვანოთ: მოციქული კეთილისათვის ყოვნებას არ ამბობს, უფროსად მოსწრაფებას აცხადებს და იტყვის: „ყოველნივე ჰრბიედ ასპარეზსა მას". შეიქმნა მტკიცედ აღმოჩენილი, რომ კეთილი არ უნდა დავაყოვნოთ და მალიად უნდა აღვასრულებდეთ. რადგან ეს სიმტკიცე შეიქმნა, რომ კეთილის ყოვნება უგვანი არის, აქ რამ ცხადი სიმტკიცის წარმოჩენა არის, ბოროტისათვის მცონარება უნდა ჰყოთ, თორემ ბოროტის მიმართ მოსწრაფება უკურნებელს წყლულებაში მიიზიდავს კაცს, ვითარცა იუდა ისწრაფდა და მირბიოდა ბოროტისა მიმართ და შთავარდა უკურნებელსა წყლულებასა შინა. მცონარენი მაკუდინებელის მცონარებისაგან სულის სიცოცხლეს და კურნებას მიიღებენ, თუ ცოდვისათვის იხმარენ მცონარებას. ამისი მაგალითი მოვიღოთ. მკურნალნი გესლიანის გველისაგან საკურნებელს თერიაყს ჰპოებენ; ეგრეთვე სულისა თვისისა მკურნალნი გესლიანის მცონარებისაგან კურნებას ჰპოებენ, როდესაც ცოდვისა მიმართ იხმარებენ. აქ უფლისა ჩუენისა იესოს სიტყვა მოვიღოთ: „მიზეზი არა აქუთ ცოდუათა მათთათვის". ეს სიტყვა კეთილად მოიღება მცონარზედ, ამისთვის რომ მცონარების მიზეზი არა აქუს. რაი მიზეზი უნდა აქუნდეს, თუ სძულს მცონარება კეთილისა მიმართ? რასათვის ჰყოფს მცონარებას? და თუ უყვარს, რასათვის ბოროტისა მიმართ არ ამოქმედებს?  სიტყვიერნო და გონიერნო! კეთილი მიხედვა და განკრძალვა ჰყავთ, არა აღრიოთ ეს საქმე: მცონარება კეთილისა მიმართ არა იხმაროთ, თორემ ცხადი ქრისტეს მოძულე შეიქმნებით. ჭეშმარიტი რამ საჩინოება აქუს ამას: ბოროტისა მიმართ მოსწრაფე მოყვარე არის ქრისტესი; ორისათვისვე სარწმუნო მაგალითი მოვიღოთ. ცოდვილი დედაკაცი ქრისტესთვის შესაწირავად კეთილის მირონის მოსყიდვას ისწრაფდა, ამისთვის ქრისტეს მოყვარედ შეირაცხა; იუდა ბოროტთა ჰურიათა მიმართ ჰრბიოდა და ბოროტისა მიმართ ისწრაფდა, ამისთვის ქრისტეს მოძულე იქმნა.

აწ ესე ვსთქუათ, რომ კეთილის მცონარება და დაცადება თუ როგორ ბოროტი არის. საყვარელო! კეთილის ქმნას რომ დააცადებ, მაშინ ბოროტი ვნება შემოვა, ვითარცა ადამმან, რომელიც წინა მდგომი კეთილი აქუნდა, მისი ხედვა და ქმნა დააცადა, ამისთვის ბოროტის ვნებაში შთავარდა; - ეგრეთვე შენ რომელიც კეთილი სამოქმედოდ წინამდებარე გაქუს, ამას დააცადებ და ჰყოვნი, უეჭველდა ბოროტს ვნებაში შთავარდები. მოიხსენე, დიდმან პეტრე მოციქულმან მცირედ-ჟამ ქრისტეს სიყვარული დააცადა, უარის ყოფის ბრალში შთავარდა; - ეგრეთუე შენ თუ მცირედ ჟამ ქრისტეს სიყვარული დააცადე, ქრისტეს უარის ყოფაში შთავარდები. აქ ერთი კითხვა უნდა ვყოთ. კეთილს რად აყოვნებ? თუ ამას ჰგონებ და მიმოაქცევ შენს გონებაში, რომ კეთილს ნაცვალი გარდამმატებული მისაგებელი არა აქუს რა, ეს მოგონება უღმრთოებად მიიწევა ამისთვის: თუ კეთილს გარდამატებული მისაგებელი კეთილი სუფევა არა აქუს, არცა ბოროტთა სატანჯველი ექმნება, და შენის უგნურის გონების მსგავსად არცა კეთილთათვის სასუფეველი იქმნება და არც ბოროტითათვის ჯოჯოხეთი. მართალთათვის ეს ტკბილი ხმა უნდა მოისპოს: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი"; ცოდვილთათვს ეს მოუთქმენელი ხმა უნდა მოისპოს: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ-არს ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის!" ამათი მოგონება სრულად უღთოება არის, როემლსა დაეზავების თქმული წინასწარმეტყველისა დავითისი: „სთქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი!" და თუ მიზეზს დასდებ და იტყვი: ვერა განვარჩიე კეთილი არის, თუ ბოროტი, ამისთვის ვაცადებ, - ამისის მსგავსის დაცადებისათვის კიდევ ვნება და ბოროტი ამპარტავნება შეგვემთხუევა ამისთვის: თუ შენ კეთილზედ ვერა ჰსცანი, რასათვის სხვისაგან არ ისწავე, ვითარცა გამცნებს მოსე ღვთისა მზრახუალი: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ", აქ ამპარტავნების ვნებაში ხარ, რადგან სხვისაგან არ ისწავე. საყვარელნო! რომელსა ჟამში კეთილი წინა გიძს საქნელად და იმ ჟამში არა ჰყოფ და აცადებ, ანუ სრულად კეთილის უქმნელობა გნებავს და ანუ იმ ჟამში, როდესაც კეთილს აცადებ, მაშინ ღვთის უარის ყოფაში ხარ. ორნივე ესე წარმოგიჩინო. თუ სრსულად უქმნელობა არა გნებავს კეთილისა, მომავალი ჟამი არ იცი თუ ვითარ არს; ამას თვით უფალი იესო გიბრძანებს: „არა თქუენი არს ცნობა ჟამთა და წელთა, რომელი იგი მამამან დახსნა თვისითა ჴელმწიფებითა"; და რადგან მომავალი არა იცი და რომელსა ჟამში ახლა მყოფობ, მაშინ არ ჰყოფ კეთილს, უეჭველად უქმნელობა გნებავს კეთილისა და ანუ ღვთის უარის ჰყოფაში ხარ, ამისთვის ღმერთმან ჟამი მოგცა კეთილის სამოქმედოდ, ჟამს ის მოგცემს, თორემ შენი არ არის ჟამი, - მისი არს - და ის უფლებს, ვითარცა ჴმობს წინასწარმეტყველი დავით: „შენი არს დღე და შენი არს ღამე" ღვთის არის ჟამი და მან მოგცა კეთილის სამოქმედოდ. თუ ამისთვის აცადებ კეთილის ქმნას, რომ აწმყო ჟამს ბოროტად ჰგონებ ღვთის უარის ყოფაში ხარ, ამისთვის რომ ღმერთს ბოროტის ჟამის მოცემად ჰგონებ. თუ ჟამს კეთილად ხადი, მაგრამ კეთილის ყოფა არ გნებავს, ეს კეთილის მოძულება ცხადი თავისთავად ღვთის მოძულება და უარის ყოფა არის.

იტყვის ვინმე: მომავალს ჟამში ვიქმ კეთილს, და ამ ჟამად დავაცადებ. ეს სიცრუვის ვნება არის ამისთვის: ზემო ქრისტეს მიერის სიტყვით დაგიმტკიცე, რომ მომავალი ჟამი თუ ვითარ არის, ამისი ცნობა შენ არა გაქუს. ახლა იოანე ოქროპირის სიტყვით დაგიმტკიცო, ვითარ იგი. იტყვის: „არა უწყით რასა შობს შემომსვლელი დღე". რადგან სიცრუის ვნებაში შთავარდი, ეს ვნება სულის მოძულებაში შთაგაგდებს, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: „ხოლო ვის უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი". რომელიც კეთილისათვის მცონარებს და კეთილის მოქმედებას აცადებს, ჭაბუკი არის თუ მოხუცებული, ორივ ცთომილებასა და უგუნურებაში არის. - ვითარ? თუ ჭაბუკი აცადებს კეთილის საქმეს, ცთომილება და უგუნურება არის ამისთვის: კეთილი საქმე და სასუფევლის გზა ხორცთათვის მცირედ ძნელი არის, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „იწრო არს გზა იგი და საჭირველ, რომელნი მივლენ ცხოვრებად საუკუნოდ", და საძნელო საქმეს ჭაბუკობაში აცადებს, როდესაც ძლიერი არის და მხცოვანების ჟამს იმარხავას, როდესაც უძლურების ჟამი გარეთ შეიცავს, ამისაგან უდიდესი ცთომილება რა უნდა ითქვას? თუ მოხუცებული აცადებს კეთილის საქმესა ისიც ცთომასა და უგუნურებაში არის ამისთვის: მოხუცებულისათვის უფრო მახლობელი არის სიკუდილი, და სიცოცხლის ჟამში აცადებს და ჰყოვნის კეთილის საქმეს და როდესაც სიკუდილისა მიერ კაცის მოძრაობა და მოქმედება დასდგება, იმ ჟამისათვის იმარხავს კეთილის მოქმედებას, და არა მოიხსენებს იერემია წინასწარმეტყველისა თქმულს: „წარხდა მკა და წარვიდა ლეწვა!" რომელთამე ერთა იციან: დღეს დავაცადებ და ხვალ აღვასრულებო კეთილის საქმესა; - ესეც უგუნურება და ცთომა არის ამისთვის: ზემო თვით ქრისტეს მიერ და შემდგომად იონე ოქროპირისა მიერ მტკიცედ აღმოჩნდა, რომ ხვალის ცნობა არა გაქუს, თუ რასა შემოიყვანს, ანუ რასა იქმს შენთვის.

ერთი საქმე საძიებელი არის და უნდა ვიძიოთ. როდესაც სხეულის რასამე სახმარი მოგეცემა კაცს სამოქმედოდ, არა აცადებს და მალიად მის აღსრულებას შეუდგება, და თუ სულიერებრივი რამე კეთილი არის - მისთვის ჰყოვნიან და მრავალ ჟამ აცადებენ; - და ეს როგორ არის? სული უმჯობესი არის ხორცისაგან, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო. „სული უფროს არს ხორცისა": უფროსისა და უპატიოსნესის სულის საქმეს დაივიწყებენ მრავლის დაცადებისაგან და უმცირესის - ხორცის საქმეს - მალიად აღასრულებენ. ჯეროანი მეცნიერება ეს არის: პირველად სულისათვის იღუაწოს და მერმე ხორცისათვის. კეთილად მოეზავება ამას თქმული იგი მაცხოვრისა: „ესე ჯერ-არს ყოფად და იგი არა დატევებად". პირველად ჯეროვანი არის სულის საქმე ჰყონ და მერმე ხორცის ჰყონ ჯეროვანი და კეთილი. და ამას ჯეროვნებას რომელიმე უგუნური ბოროტად გარე მოაქცევს: პირველად ხორცისა საქმესა ჰყოფენ და სულს მეტის მცონარებისაგან დავიწყებას მისცემენ. და რომლის მიზეზით განიმართლებენ თავის თავს, ეს ვიუწყოთ? აქ წინააღმდგომობით ქრისტეს სიტყვას შემოიღებენ და იტყვიან: „სული ვიდრემე გულს-მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ"; და რადგან ხორცი უფრო უძლური არის, უფრო ხორცისათვის უნდა ვიზრუნოთო. აქ ორი რამ სიტყვა ვჰყოთ: პირველად ესე, რომ წინააღმდგომობით მეტყველს საშინელი მისი ცთომილება უნდა ვამხილოთ, რომ ღვთისაგან უფრო შემძლებელად ჰგონებ თავის თავს; თუ ღვთისაგან უფრო შემძლებელად არა ჰგონებს თავის თავს, ქრისტემან ღმერთმან გიბრძანა: „ნუ ზრუნავთ, რა ვშჭამოთ, ანუ რა შევიმოსოთ; იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რა გიხმს ამათ ყოველთაგანი". ქრისტემ ღვთისა მამისა მიმართ მიგიძღვა და ისე გიბრძანა: შენ ჴორცთათვის ნუ ზრუნავ, რაც კეთილი გიხმს, იცის მამამან ჩემმან და იგი აღავსებს ნაკლულევანებასა შენსა; ხორცის ნაკლულევანების აღმავსებელად ღმერთი მამა გივის. შენ რაღად ზრუნავ ხორცისათვის, თუ თავის თავს უძლიერესად არ ჰგონებ ღვთისაგან? მაგრამ ამ საქმისაგან ასე სჩანს: რადგან მამასა ღმერთსა არა მიენდვე და თავის თავად ზრუნავ - თავის თავს უძლიერესად ჰგონებ ღვთისაგან, და ესე არა სხუა რაიმე არს, გარნა სრულიად უღმრთოება. მეორედ ამას ვიტყვი: თუ სრულიად უღმრთო არა ხარ და აღიარებ ღმერთსა, მორჩილი უნდა იყო ღვთისა, ვითარცა, ვითარცა გვამცნებს მოციქული: „მორჩილება ჯერ არს ღვთისა" - და შენ არა ხარ მორჩილი, ამისთვის ქრისტემან ღმერთმან გიბრძანა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ". შენ პირველად სასუფეველს არ ეძიებ, პირველად ხორცის სახმარს ეძიებ და სასუფეველი მცონარებისაგან დაგივიწყებია, მაშასადამე უღმრთოებისა სიღრმესა შინა დანთქმულ ხარ. ახლა სხვა სიტყვა შემოვიღოთ მცონარეთა და წინააღმდგომთა მიმართ. ზემო მცონართა კეთილისათა წინააღმდგომობით სთქუეს: ხორცი უფრო უძლური არისო სულისაგან, ამის მიზეზისათვის, ხორცისათვის უფრო ვზრუნავთო. აქ ამას ვიტყვი: თუ სული ქრისტეს განეშორა გონებით, სულსაც საკვირველი რამ უძლურება აქუს. ვითარ იგი მცირედ ჟამ მოციქული პეტრე ქრისტეს მოშორდა, გარეშე ეზოსა სჯდა; მცირედ ჟამ მოშორებისათვის ასე უძლური შეიქნა, უძლურმან დედაკაცმან სიტყვით ძრწოლარე ჰყო და მოძღვრისა და უფლისა თვისისა უარის ყოფაში შთავარდა. თუ დიდის პეტრეს სული და გონება მცირედ ჟამ ქრისტეს მოშორებით ასე მოუძლურდა, შენ რომ კეთილისათვის მცონარებ და ჰყოვნი და მისთვის ქრისტეს განეშორები, მიხედე, რაოდენ უფროსაც უძლური შეიქმნება შენი სული და გონება? და თუ ხორცისათვის კი ზრუნავ უძლურების მიზეზისათვის, რაოდენად უფროსად ვალი გაქუს, რომ უძლურის შენის სულისათვის იზრუნო, და კეთილისათვის მცონარი არ შეიქმნე, დაუცადებლად იქმოდე კეთილს!

ეგების სთქუას ვინმე: მარადის კეთილი როგორ ვიმოქმედოთ, არც ვსვათ არც შევიმოსოთ, არც ვჭამოთ? თუ როგორ უნდა ვყოთ მარადის კეთილი? აქ მოციქულის სიტყვა შემოვიღოთ და ვსთქუათ: „გინათუ შჭამდეთ, გინათუ სმიდეთ, გინათუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ". გესმის მოციქულისგან: თვით ჭამისა და სმისა და სხუათაცა სოფლისა საქმეთა შინა კეთილი არ უნდა დააცადო და არ უნდა განეშორო საქმითა ამით ყოველსავე სადიდებელად ღვთისა უნდა იქმოდე. საყვარელნო ერნო! კეთილზედ მცონარება და დაცადება ქრისტესგან განგაშორებს; და თუ ქრისტეს მოწაფე ხარ, ქრისტეს არაოდეს უნდა განეშორო გონებითა და სულითა, თვით ქრისტე ასე გვამცნებს, თორემ ამას მოღებულსა საქმესა მოხედე. ზებედეს ძენი ქრისტეს შეევედრნენ და განტევება ითხოვეს თავს მამის დასამარხველად და მოახსენეს ქრისტეს: „მიბრძანე ჩუენ პირველად მისვლად და დაფლვად მამისა ჩუენისა". ქრისტემან არ განუტევნა და არა განიშორნა ძენი ზებედესნი ქრისტემან. ეგრეთუე შენ არ განგიშორებს, თუ კეთილზე მცონარებისაგან არ უარ ჰყავ და იძულებით არ განიშორე - თუ იძულებით განეშორე, მოღებულისა ამის მაგალითისა მსგავსად შეგემთხუევა: ცხოველობას რომ კაცი განეშორება, უეჭველად სიკუდილს მიეცემა; ეგრეთუე რომელიც სულით ქრისტეს განშორდება, საუკუნო სიკუდილს და წარწყმედას მიეცემა, ამისთვის რომ თვით ქრისტე არის ცხოვრება სულთა, და ცხოვრებისაგან განშორებული საუკუნო სიკუდილსა და წარწყმედას მიეცემა. თვალს რომ ხედვა მოაკლდება, ყოვლითურთ უხმარი და ბნელი შეიქმნება; ეგრეთუე კეთილზე მცონარებისა და დაყოვნებისაგან გონებას რომ მოაკლდება ხედვა ქრისტესი და ნათელი მისი ყოვლითურთ უხმარი და ბნელი შეიქმნება. ზემო თვით ქრისტეს მიერით მაგალითით გიჩუენე, თუ როგორ მარადის განუშორებელნი უნდა ვიყვნეთ გონებით ქრისტესგან. ახლა ღვთისმშობელის მარიამის მიერი მაგალითი მოვიღოთ. როდესაც ქრისტე ყრმა იყო, თავისს დედას მცირედ ჟამ მოშორდა, შეწუხდა ღვთის-მშობელი და იწყო ძიებად; რომ იხილა თავისი ძე, მწუხარებით ჰრქუა: „რაჲ მიყავ შვილო, რამეთუ მე და მამა შენი ვრონინებთ და გეძიებთ". თუ ღვთის-მშობელი მცირედ ჟამ განშორებისათვის მწუხარე იყო, შენ მცონარება საუკუნოდ განგაშორებს ქრისტეს, და საუკუნოს განშორებას, როგორ თავს იდებ და ან მწუხარებით როგორ არ განილევ, - ჭეშმარიტად დიდად საკვირვო არის! მცონარება კაცს ცნობისაგან განაყენებს და ვითარცა ეშმაკეული ისე იქცევის. ეშმაკეული თავის თავს იწყლავს; ეგრეთუე მცონარი თავის თავს იწყლავს და სიკუდილს აძლევს, - რომლითა სახითა? - ეს ზემო წარმოაჩინა: კეთილს რომ განეშორები, ქრისტესაგანაც შორს იქმნები, ზემო სიტყვისა ძალი ასე აცხადებს, - და მცონარი რომ კეთილისაგან განეშორები, აქ სამართლით მივხედოთ და ვსცნათ, თუ ვისი მახლობელი იქმნები, რომლისაგანაც სულით და ხორცით სიკუდილს მიეცემი, ვითარცა პირველი მამა ადამისცა სულით და ხორცით სიკუდილსა; საყვარელო! საძაგელმან ეშმაკმან კაცთა ბუნება ძნელს სნეულებას მისცა, და სნეულებისა ამის სამკურნალოდ ღმერთმან ძე თვისი მოავლინა, უფალი იესო ქრისტე; და ქრისტემან სამკურნალოდ წამლად კეთილი მოქმედება შეგიმზადა. შენ მცონარებამან ქრისტესაც განშორებიხარ და კეთილის წამლის მიღებაც არ გნებავს, და როგორ უნდა განიკურნო? ჰსჩანს, რომ უკურნებელს წყლულებაში უნდა დაშთე. მძიმედ სნეულმან რომ მკურნალი მოიძულოს და არც სამრთელებელი წამალი მიიღოს, ხორცის სიკუდილს მიეცემა, - ეგერთუე რომელიც ცოდვით მძიმე სნეული მკურნალს ქრისტეს მოიძულებს და მცონარებისათვის კეთილის წამალს არ მიიღებს, სულითა და ხორცით სიკუდილსა და საუკუნო წარწყმედას მიეცემა.

ეგების ჰსთქუას ვინმე მცონარეთაგანმან: „მისი არს დღე და მისი არს ღამე; ამ ჟამად რომ არ აღვასრულო კეთილი, როდესაც აღვასრულებ, ღმერთი ჟამ მარად შეიწირავსო". ნაცვალი სიტყუა ეს მოუგოთ: ღმერთი ყოველსა კეთილსა შეიწირავს, რომელსაც ჟამში შესწირავ, ეს სიტყვა ჭეშმარიტი არის; მაგრამ ამას რომ ამბობ, ამ ჟამად დავაცადებ კეთილსა და მერმე აღვასრულებ, ეს ყოვლითურთ საიჭვო არის და არა ჭეშმარიტი; და თუ ვითარ, - სარწმუნოს სიტყვით წარმოვაჩინოთ. კეთილს რომ ვინმე აყოვნებს და მძიმედ უჩნს, ეს ცხადად ეშმაკისაგან არის, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: „რომელნი იქმნა შრომასა ბრძანებულსა ზედა". ახლა ეშმაკის ბოროტის მოქმედებას მივხედოთ. ერთი ეშმაკი სხვას უბოროტესსა შვიდს ეშმაკს მოიყვანს, ვითარ იგი იტყვის უფალი: „და მოიყვანნის სხვანი შვიდნი სულნი უბოროტესნი"; თუ ერთმან ეშმაკმან გძლია და ამ ჟამად კეთილის ქმნად დაგაყენა, შვიდს სულს უბოროტესს რომ მოიყვანს, მაშინ უმეტესაც ძლეული შეიქმნები, და უფროსად საეჭვო არის შენგან კეთილის ქმნა. ამისთვის გასწავებს მოციქული და გეტყვის: „სწრაფასა ნუ მცონარე ხართ".

აწ კითხუა ვყოთ ერისა მიმართ. საყვარელნო, კეთილი გძულსთ, თუ გიყვარსთ? თუ კეთილის სიძულვილს იტყვით, ყოვლითურთ ბოროტად აღმოჩნდებით; თუ სიყვარულს იტყვით და გიყვარსთ, რასათვის ჰყოვნით და მსწრაფლ არა აღასრულებთ? თუ ვინმე იტყვის: უძლური ვარ და ამ ჟამად აღსრულება არ ძალ-გიძს, - წინასწარმეტყველი გამცნებს: „ინებე და აღგადგინოს შენ". კეთილი ინებე და უძლურებისაგან ქრისტე განგკურნებს და აღგადგინებს. თუ იჭვი გაქუს შენის განკურნებისა, ამას მიხედე: რომელმან ოცდა თვრამეტის წლის მდებარე აღადგინა, უეჭველად შენც აღგადგინებს და განგკურნებს, თუ კეთილის ქმნას ინებებ. თუ იტყვი, რომ დამაშვრალი ვარო და ამის ჟამსა ამას კეთილის მოქმედებას ვერ ვჰყოფ, - ამა მიზეზსაცა ქრისტე მოგისპობს და ასე გიბრძანებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისუენო თქუენ". ვგონებ მიზეზი არღარა გაქვნდეს რა. მაგას მცონარებას ვერ განაგდებ და ქრისტეს მიმართ სიმსწრაფლით სლვას ვერ მოიგებ, სადამდის უძღების შვილის საქმეს არ ჰყოფ; და როგორც უძღებს შვილს სახიერისა მამისა ღვთისა განშორებითა მიემსგავსე, ეგრეთუე მამისა მიმართ მოქცევითაცა ემსგავსე, და თუ ვითარ? - ვსთქუათ. უძღებმან შვილმან მადამდის მამისა მომართ მოქცევა ვერ იწყო, სადამდის თავისის მამის სახლის პურის სიმდიდრე არ მოიგონა; ეს რომ მოიგონა და ჰსთქუა: „რაოდენთა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, ხოლო მე აქა სიყმილითა წარვწყმდები". - ეს რომ ჰსთქუა, განაგდო მცონარება და ჰსთქუა: „აღვსდგე და წარვიდე მამისა ჩემისა", - და მოვიდა მამისა მიმართ თვისისა. ეგრეთუე შენ სახიერისა მამისა მიმართ სიმსწრაფლით სლვას ვერ იწყებ, სახიერის მამისა და ღვთისა სახლის პურს თუ არ მოიგონებ, ესე იგი ეკლესიასა შინა შეწირულსა ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა; ესენი მოიგონენ და ჰსთქუ: „რაოდენთა სინანულისა სასყიდლით დადგინებულთა მამისა ღვთისათა ჰმატს პური", ესე იგი უხრწნელი ხორცი და სისხლი ქრისტესი, ამისის ხსენებით სთქუათ: „აღვსდგე და წარვიდე ღვთისა მამისა მიმართ", დაუტევე მცონარება და მსწრაფლად ჰყავ მოქცევა ღვთისა მიმართ. თუ შეცოდების შემდგომად ქრისტეს მიმართ მოქცევა გნებავსთ და სრულიად ქრისტეს არა განუდგებით, კეთილისა და სინანულის საქმეს ნუ აყოვნებთ; თუ ქრისტეს მოწაფეობა გნებავსთ, სინანულს არ უნდა აყოვნებდე, ვითარცა დიდმან პეტრე მსწრაფლ მოიგო სინანული, როგორც მატთე სწერს, უარის ყოფასთან ქათმის ყივილსა თანა მყის პეტრეს სინანულს იტყვის: „და მეყსეულად ქათამმან იყივლა და მოეხსენე პატრეს სიტყუა იგი იესოსი, რომელი ჰრქუა მას: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უარმყო მე; და გამოვიდა გარე და სტიროდა მწარედ". თუ ჭეშმარიტი ქრისტეს მომართ მოქცევა გნებავსთ, ასე მსწრაფლად უნდა მოიგო სინანული. საეჭვო არის, სინანულის ყოვნებაში უძვირესი ეშმაკის საბრხე არ მოვიდეს. ვითარცა იუდამან ჰყოვნა და არა აჩუენა ჭეშმარიტი სინანული და შთავარდა უკურნებელსა შიშთვილსა შინა. ეგრეთვე რომელიც აყოვნებს სინანულსა და არა შეინანებს, შთავარდება უკურნებელსა განწირულებასა სენსა შინა.

აწ მაგალითი მოვიღოთ. ერთი ვინმე მრავლის ჟამიდგან საზრდელის მიუღებლობით სიკუდილად მიახლებული იყოს, თუ კიდევ ჰყოვნა და საზრდელი ვერ მოიპოვა, სიკუდილს მიეცემა, - ეგრეთუე რომელიც მრავლის ჟამითგან სულიერებრივის საზრდელის, ესე იგი უხრწნელის ქრისტეს ხორცისა და სისხლისა მიუღებლობით, სულიერად სიკუდილად მიახლებული არის, თუ კიდევ ჰყოვნა და სინანულის მუშაკობით სუილერებრივი საზრდელი - ქრისტეს ხორცი და სისხლი არ მიიღო სულით და ხორცით საუკუნო სატანჯველს მიეცემა. კიდევ სხვა მაგალითი ისმინეთ. ზღვის ღელვაში მყოფი თუ ცნობისაგან მოკლებული არ შეიქმნა ლიმენად მისვლას არ ჰყოვნის, უფროსად ისწრაფის, რომ ღელვისაგან არ დაინთქას, - ეგრეთუე ცოდვის ღელვაში მყოფი, თუ ცნობისაგან მოკლებული არ არის, სინანულისა მიმართ მისვლას არ უნდა ჰყოვნიდეს, უფროსაც უნდა ისწრაფდეს, რომ ცოდვის ღელვისაგან არ დაინთქას. კეთილზედ მცონარებისა და დაყოვნებისაგან მრავალი ვნება მოიწევა, ვითარცა ზემო ითქვა, და მიზეზი რა არის, რომ აყოვნებს კაცი კეთილის და ბოროტის მცონარებისაგან არ ივლტის? მიზეზი ეს არის, რომ ქრისტეს ჴმას არ ისმენს; თუ ქრისტეს ხმას ისმენდეს, მცონარების უძლურებასაც ადვილად განაგდებს; ვითარცა განრღუეულმან ისმინა ხმა ქრისტესი და განაგდო უძლურება განრღუეულებისა, აღიღო ცხედარი თვისი და წარვიდა სახით თვისსა; - ეგრეთუე რომელიც ქრისტეს სიტყუას ისმენს, მცონარების უძლურებას განაგდებს და ადგომილი სულიერად სახლად ეკლესიად წარვალს. კვალად ლაზარემ ისმინა ქრისტეს სიტყუა და განაგდო უძლურება სიკუდილისა და აღსდგა, - ეგრეთუე რომელიც ქრისტეს სიტყუას ისმენს, მცონარების უძლურებას განაგდებს და აღსდგება. ეგების ჰსთქუას ვინმე: ლაზარეს ხმა უყო ქრისტემან და უწოდა, ჩუენ ოდეს ჴმა გვიყო, ანუ ოდეს გვიწოდა? ჩემებრ მცონარნო? თუ ქრისტემან არ გიწოდა, ეს ჴმა ვისი არის: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისუენო თქუენ". ორის საქმისათვის აწ მცონართ მცონარების მიზეზი არა აქუთ: ერთად ამისთვის რომ თვით ქრისტე უწოდს, ვითარ იგი არს: „მოვედით ჩემდა", მეორედ: მცონართ რომ განსუენება სურისთ, ქრისტეც განსუენებას აღუთქვამს, ვითარ იგი არს: „და მე განგისუენო თქუენ". ვინათგან მიზეზი არა გეპოვებათ რა, ყოვლითურთ უმსგავსო არის მცონარება კეთილთა ზედა, არამედ მოსწერაფებით იქმოდეთ კეთილსა და შეუდეგით მწოდებელსა თქუენსა ქრისტესა მეუფესა, რომლისა არს დიდება აწ და საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 728 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0