მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ჩვენ მხოლოდ საქართველოს პატრიარქის დანახვა გვინდოდა
გერგესეველ ეშმაკეულის განკურნება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა ღირსი მამის შიო მღვიმელის წმ. ნაწილთა აღმოსვენების დღეს


კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა ღირსი მამის შიო მღვიმელის წმ. ნაწილთა აღმოსვენების დღეს

„ითხოვე ჩვენთვის წყალობა, ჵ მამაო, კადნიერებით
წინაშე მეუფისა, რომლისათვისცა სული შენი უარჰყავ,
მოგვხედენ, ტკბილო, გულითა და სიტყვითა ტკბილად
ყოველთა ხსენებასა შენსა დღეს"
(ყველიერის ხუთშაბათის ცისკრის საგალობლიდან)

ყველიერის ხუთშაბათს საქართველოს ეკლესიის ძველთაგანვე დიდსა და ღირს-შესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენდა ძველად დღევანდელი დღე; როგორც სჩანს დღევანდელი საგალობლებიდან, დიდის განცხრომით, კრძალულებით, გულსმოდგინებით და აღტაცებით ეგებებოდა მას ძველად ქართველობა; დიდი ერი, აუარებელი მლოცავი ესწრებოდა მუდამ ამ დღესასწაულს; მთელი ქართლი დიდიდან პატარამდე მოისწრაფოდა ყოველ-წლივ ღირსი შიოს წმიდა საფლავის თაყვანის საცემლად.

მაგრამ განვლო დრომ, და ამ ერის სულის ჩამდგმელმა დღემაც სულ სხვაგვარად იცვალა ფერი. საქართველოს საზოგადო მტერ-მტარვალებმა არც ეს წმიდა ალაგი დასტოვეს აუოხრებელ-აუკლებლად. მოუსვენარმა სპარსელებმა და ლეკებმა მრავალჯერ გაძარცვეს შიოს ლავრა, წარიტაცეს მთლად მისი მდიდარი სამკაული, მიანგრ-მოანგრიეს ძვირფასნი შენობანი, ამოსწყვიტეს აქ მოღვაწე ბერ-მონაზვნები, შემოფანტეს და შიშის ზარი დასცეს მლოცველებს, ვეღარავის შეეძლო აქ მოსვლა და ამის გამო ბოლოს საქმემ იქამდე მიაღწია, რომ ეს, ოდესღაც ფრიად ცნობილი და სახელგანთმული სავანე, ეს „სიქადული მთელი ქართლისა", შეიქმნა სრულებით მივიწყებული და ყველასაგან თავ-მინებებული. ძნელი იყო, რომ ამ ოცი-თხუთმეტი წლის წინათ დღევანდელ დღეს ენახა ვისმე აქ ხუთიოდე მლოცავი, ან კი საიდამ უნდა მოსულიყვნეს იგინი, როდესაც მონასტრის მიდამო დაჭერილი ჰქონდა ატეხილ, გაუვალ ძეძვსა და საცალფეხო ბილიკიც არსად მოიპოებოდა, ხოლო ეს ეკლესია (იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთისა) იმყოფებოდა ისეთ უკიდურეს მდგომარეობაში, რომ თავზე დაწოლის შიშის გამო ვერავინ ბედავდა მასში შესვლას? მადლობა ღმერთსა, რომ სამუდამოდ გათავდა ეს შავი და ავად სახსენებელი დრო, დაემკვიდრა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და შეურყეველი მყუდროება. და აჰა, შიო მღვიმელის მადლითა და შეწევნითა, დანგრეულ-დაძველებული ეკლესიები განახლდნენ, აეგნენ ძვირფასნი და საკმარისად მოზრდილნი შენობანი ბერთა საცხოვრებლად და მლოცავთა სადგურად, გამრავლდა კრებული, გაიმართა მუდმივი წირვა-ლოცვა, გაიღვიძა მიძინებულმა არე-მარემ, კვალად იწყო დენა სალოცავად მრავალმა ხალხმა, კვალად ვეღირსენით ღირსი მამა შიოს წმინდათა ძვალთა ამბორის ყოფას განახლებულ და გამშვენებულ ტაძარში!

დიდება მამასა, რომელმანც შეგვასწრო ამ გარემოებას, მადლობა ძესა, რომელმანც ღირს-გვყო დღევანდელი დღისა, თაყვანის-ცემა სულსა წმიდასა, რომელმანცა აღგვიდგინა მამეული სალოცავი; სულით განათლება მას, ვინც ასე მხნედ შეუდგა ამ გაცივებული მონასტრის განახლებას და მას უმსხვერპლა თავისი ჯანი, გონება, გამოცდილება და ქონება.

ეხლა, ძვირფასნო მსმენელნო, როდესაც განვლო ჩვენი მწუხარების ღამემ და გაგვითენდა დღე სიხარულისა, როდესაც განახლდა თქვენი მამა-პაპის სალოცავი, როდესაც ყველას შეგიძლიანთ სულ ადვილად და დაუბრკოლებლად აქ მოსვლა გულითადი ლოცვა-ვედრების აღვლენით დასატკბობელად, თქვენს ზნეობრივ მოვალეობას უნდა შეადგენდეს, სხვათა შორის, ზრუნვა და თავდადებული მეცადინეობა იმის შესახებ, რომ ღირსი მამა შიოს სახელს აღუდგინოთ კვალად თქვენს ნაცნობთა შორის ძველებური ხსოვნა და პატივისცემა; თვითეული თქვენთაგანი მოვალეა გაიტანოს ამ ღირსი მამის სახელი შორს ხალხში, მიუთხრას აქ არა მყოფს ერს, რა სულიერ კმაყოფილებას, ნეტარებას და ზეციერ ბედნიერებას ჰპოებს შიოს საფლავის მლოცავ-მავედრებელი და ამითი აღუძრას ყველას მხურვალე წადილი ხსენებული წმინდანის სასწაულ-მოქმედთა ნაწილთა თაყვანისცემისა.

მაგრამ ამასთან ერთად თქვენსავე მოვალეობას შეადგენს განსაკუთრებითი ზრუნვა იმის შესახებ, რომ თქვენი აქ მოსვლა, თქვენი წარდგომა წინაშე ღირსი მამა შიოსი იყოს მისთვის სასიამოვნო და არა სამწუხარო, ხოლო თქვენ თვითონ დაფიქრდით, თქვენ თითონ მოისაზრეთ, გაზომეთ და ასწონეთ, რა ესიამოვნება, რა გაახარებს და აამებს მას, რომელიც შემოსილია ზეციური ნათელით და განსპეტაკებულია ცოდვათაგან. იგი განუშორებლივ წინ სდგას ზეციური მამისა, და განა რომ არ ესიამოვნება დანახვა ისეთი ადამიანისა, რომელიც არ იცნობს ამ ზეციურ მამას, არა ტყობილობს ყოველ საქმეს მისი სახელის ხსენებით? იგი მუდამ ევედრება და უგალობს ღმერთსა, და განა რომ მისთვის გასახარელი არ იქნება დანახვა ისეთი პირისა, რომელმაც არ იცის ყველა რიგიანი ქრისტეანისათვის სავალდებულო ლოცვები და არ უყვარს წირვა-ლოცვაზე დასწრება? მისი პირი წარმოსთქვამს მხოლოდ ღვთის ვედრება-გალობას, და განა რომ დიდად სამწუხაროდ დაურჩება მას დანახვა ისეთი ადამიანისა, რომელსაც ენაზედ აკერია გინება, ლანძღვა, უწმაწური სიმღერა და უშვერი ლაპარაკი? მისი გულის შინაარსს შეადგენს ყველას სიყვარული, ყველასთვის ბედნიერება. ყველას დახმარება და შებრალება; და განა რომ სამძიმოდ დაურჩება მას ხილვა ისეთი ადამიანისა, რომელიც მტერია თავისი მეზობლისა, ცდილობს ქვრივ-ობლების დაჩაგვრას, დაძალებას და ღალატს? მან შრომით და მომჭირნეობით მოიპოვა ღვთის მადლი. და განა რომ არა სასიამოვნო იქნება მისთვის კაცი უდები, ზარმაცი და მცონარი? მან მარხულობაში დალია თავისი დღენი, და განა რომ არაფრად უნდა ესიამოვნოს ხილვა ავ-მუცელა და მსმელი ადამიანისა? აქ თითო ფეხის დადგმა ალაგი მორწყულია შიოს ცრემლით, ყოველი მცენარე და ქვა განწმენდილია მისი ანგელოზებრივი ლოცვა-ღაღადით, და რა კითხვა უნდა, რომ თქვენი რომელიმე ზნეობრივი უწმინდურება, ზნეობრივი ნაკლულევანება და არა წმინდა მიდრეკილება შელახავს აქაურობას და ამის გამო გარისხდება და გაწყრება აქაურობის მცველი და მფარველი ღირსი მამა შიოც.

სამწუხაროდ, სავალალოდ და სატირლად ქართლის სოფლების მცხოვრებლებს ძალიან ნაკლებად აქვთ შეგნებული ცოდნა ღმერთზედ და წმინდანებზედ. იშვიათია, რომ იცოდეს ვინმემ მამა შორის ორიოდე ლოცვა; დიდმაც და პატარამაც გული აიყარეს ეკლესიაზედ და მის მაგივრად დიდად შეუყვარებიათ დუქანი, რომლის კარების წინ აღამებენ კვირა-უქმეებს უაზრო, უთავბოლო და გამხრწნელ ლაყბობაში, მუშაობის დროს ერთობიან უშვერი ხუმრობა-ოხუნჯობით, დღეს არ დააღამებენ მეზობელთან წაუჩხუბრად და ნაბიჯს არ გადასდგამენ, რომ ჯოჯოხეთური გინებით არ მიმართონ სამუშაო იარაღს, ან საქონელს.

აი, რა უზნეობის უფსკრულშია ჩავარდნილი დღეს ქართლელი გლეხი; რა ღვთის-საგმობელ გზას ადგია ბევრი თქვენგანი; რა უსუფთაო, საზიზღარი და შემაწუხებელი ჩვეულებანი გაქვთ გამჯდარი ძვალ-რბილში! კარგი და პატიოსანი, თუ ყველა ესე მოიშორეთ თავიდამ, ყველაფერი ესე დაუტევეთ სამუდამოდ და მოაშურეთ ამ წმიდა ალაგს იმ განზრახვით, რომ გაახაროთ ესოდენი სასიამოვნო საქციელით ღირსი მამა შიო და გამოსთხოვოთ მას მადლი და შეწევნა კეთილ ცხოვრებაში წარსამატებლად.

მაგრამ ნუ ავიხვევთ ტყუილ-უბრალოდ თვალებს, ნუ მოვტყუვდებით განზრახ; მლოცავთა დიდი უმრავლესობა მოვიდა ამ წმიდა ალაგს და წარსდგა ღირსი შიოს საფლავის წინ სწორედ იმ ზნეობრივი ნაკლულევანებით, რომლებიც აბნელებენ მის ყოველდღიურ ცხოვრებას სოფელში. ცხადია, მაშასადამე, რომ სწუხს და არ უხარიან ღირს მამა შიოს ეს სიმრავლე მლოცველებისა, იგი გამწარებულ-განრისხებულია ჩვენზედ და ამის გამო სულ ამაოა ეს ჩვენი შრომა და ცალმხრივი ხვეწნა-ვედრება.

დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ მაინც სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით. კიდევ გვაქვს საშუალება გავასწოროთ დანაშაული და კვალად მხიარულ ვყოთ იგი, ვის კარსაც მოვსულვართ შენდობისა და ლოცვა-კურთხევის მისაღებად. დიდ სიკეთედ ჩაგვეთვლება და ღირსი შიოც მოიბრუნებს ჩვენზე გულს, უკეთუ ამ წმინდა ნაწილების და საფლავის წინ შევიკვრით ყველანი მტკიცე და შეუდრეკელი დაპირებით, რომ დღეის-ამას-იქით მოვიშლით უკეთურობას და შეუდგებით ქრისტეანულ ცხოვრებას. ღირსი მამა, მხედველი ამგვარი ჩვენი აღთქმა-დაპირებისა, დაგვლოცავს რა, გულ-მტკივნეულად, მხიარულებით წარუდგება ზეციურ მამას და მოახსენებს: ვიხილე მე სამწყსო ჩემი; იგი ყელამდინ აღვსილა ცოდვა-დანაშაულებით, მეტად დაცემულა და დაავადებულა ზნეობით. მაგრამ ჩემი ხსენების დღეს მას დაებადა წრფელი სურვილი ცოდვათა შენანებისა და კვალად სიკეთისაკენ გამობრუნებისა; ამისთვის მხურვალედ გევედრები: მიანიჭე მას, მეუფეო, მადლი და კურთხევა შენი, რათა შესძლოს მან მომავალში დაუბრკოლებლაღ აღსრულება იმ კეთილი აღთქმისა, რომელიც წარმოსთქვა მან გულის სიღრმითგან ჩემი საფლავის წინაშე.

დავემხვნეთ პირქვე, საყვარელნო მსმენელნო, ამ წმიდა ნაწილების წინ, მოვიდრიკოთ ყველამ ქედი და შემუსვრილი გულით ესრეთ შევთხოვოთ: ითხოვე ჩვენთვის წყალობა, ჰოი მამაო, კადნიერებით წინაშე მეუფისა მოგვხედენ, ტკბილო, გულითა და სიტყვითა. ტკბილად ყოველთა ხსენებისა ამის შენისა დღეს. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 968 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0