მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა კვირიკესა ყოველთა წმიდათასა
წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა წმ. მოწამისა კონსტანტინე ქართველის დღეს


კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმ. მოწამისა კონსტანტინე ქართველის დღეს

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

ერთს მეცნიერულ თხზულებაში შევხვდი ასეთ მსჯელობას:

„ადამიანთა საზოგადოებაში მოქმედი თანდათანობითი განვითარება (ევოლუცია) პირველ ყოვლისა აღბეჭდილია სარწმუნოებრივი ხასიათით. ასეთი განვითარების (ევოლუციის) მსვლელობაში იმდენად მნიშვნელოვანია კაცის გონება, რამდენადაც იგი განამტკიცებს სარწმუნოებრივ მიმართულებას. სხვაფრად რომ ვსთქვათ, ევოლუციონური (განვითარების მაჩვენებელი) მეცნიერება ადგია შემდეგ დასკვნას: განვითარების უცხადეს მხარეს, როგორც მთლიანი რამისას, შეადგენს ის, რომ ბუნებრივი შერჩევის კანონის გავლენით კაცთა გვარი უნდა უფრო და უფრო მორწმუნე შეიქმნეს.

ჩვენი განვითარება არის საზოგადოებრივი. იგი არაფრით არ აფერხებს კერძო პიროვნების გონებრივ განვითარებას, მაგრამ ამავე დროს მისი საერთო მიმართულება ისაა, რომ კერძო პირებმა თანდათან შეითვისონ თავიანთი საპირადო ანგარიშების დათმობა, თავიანთ საპირადო (ეგოისტურ) სარგებლობაზე უარის თქმა მთელი საზოგადოების მომავალი სიკეთის სასარგებლოდ... უძლიერესი განვითარების კვალს ადგნენ ის ერები, რომელთა შორის მორწმუნე პირები აღწევდნენ შესაძლო განვითარების უმაღლეს ხარისხამდე".

მოყვანილი მსჯელობა ნათლად აღიარებს. რომ კაცობრიობის წინსვლას, გაუმჯობესობას და განვითარებას საფუძვლად, ნიადაგად აქვს აუცილებლად საწრმუნოებრივი გრძნობა და მხოლოდ ეს გრძნობა აძლევდა და აძლევს ახლაც ერებს მხნეობას და ყოველ გაჭირვებიდან გამარჯვებით გამოსვლის უნარს. ასეთი დასკვნა თითქოს ჩვენი ერის წარსულიდან იყოს ამოღებული, თითქოს ქართველი ერის განვლილ თავგადასავალს ეკარნახოს იგი მეცნიერისთვის, თითქოს ყველა ეს გონიერ მკვლევარს ამოეკითხოს ჩვენი ძველი გმირების გულიდან, რომლებსაც დავიწყებული ჰქონდათ ყველაფერი საპირადო, რომ საღმრთო ფთილად შეეწირათ თავი და მკლავი პატიოსანი ჯვარისა და სახარებისათვის, რადგანაც ეს სიწმინდენი მოსავდნენ ქართველობას უძლეველობით, ესენი აჩლუნგებდნენ ქართველთა მტრების ლახვარს, ესენი აქარწყლებდნენ სპარს-ოსმალების ძლიერებას, ამათზე იყო დამყარებული ქართველისათვის თვით არსებობა, ეროვნება, რადგანაც წმ. ჯვარისა და სახარების ხელიდან გაშვება ნიშნავდა ქართველისათვის უცხო ერების ტალღებში გათქვეფას და დედამიწის პირიდან მისი ხსენების სამუდამოდ ამოფხვრას. რომელი სულიერი გმირი გინდათ გაიხსენოთ ჩვენი ისტორიიდან, რომ მისი ცხოვრება განხორციელება არ იყოს ნათქვამისა, რომელი ხანა გნებავთ აიღოთ ძველი საქართველოს ცხოვრებისა, რომ დაგვირისტებული არ იყოს მოყვანილი აზრებითა? ავიღოთ მაგალითისთვის მეცხრე საუკუნის მოწამე კონსტანტინე ქართველის ცხოვრება, რომლის სახსენებლადაც შევკრებილვართ დღეს.

შვილი დიდებული მშობლებისა და თავადაც სახელოვანი გამგე ზემო ქართლისა, თავადი კონსტანტინე, მისი ცხოვრების დამწერის მოწმობით, მოკლებული იყო სრულებით მედიდურობა-თავმოწონებას და სულ ოდნავადაც გადიდებულ წარმოდგენას თავის პიროვნებაზე, იგი თავის თავს სთვლიდა ყველაზე უცოდვილესად, ყოველთვის ცრემლითა და მწუხარებით წარმოსთქვამდა: არ ვფიქრობ რომ მეპატიოს აურაცხელი ცოდვები, თუ არა ჩემი მხრითაც საკუთარი სისხლის დანთხევით ჯვარზე სისხლის დამნთხეველის სახელისთვის. სასტიკი საკუთარი თავისთვის, წმ. კონსტანტინე ლმობიერების განხორციელება იყო სხვებისათვის; მისი სახლი და სალარო დედის მასაზრდოებელ ძუძუს წარმოადგენდა ქვრივებისა, ობლებისა, უძლურებისა და ღატაკებისთვის. საქართველოს თვითეული კუთხიდან ყველა უმწეონი მიეშურებოდნენ მორწმუნე კონსტანტინესკენ და ისიც მამობრივი გულმტკივნეულობით მოსავდა შიშვლებს, მშივრებს ჰკვებავდა, სნეულებს უწევდა პატრონობას და თავისი სალაროდან ისტუმრებდა გაჭირვებულთა ვალს.

ამ რჩეულ გვამს ჩვეულებად ჰქონდა მუხლის მოყრით მისალმება სამღვდელო პირებისადმი და სრული კრძალულებით მიღება მათგან ლოცვა-კურთხევისა ხელზე ამბორებით.

კონსტანტინეს ქრისტეს მოსიყვარულე გული ვერა კმაყოფილდებოდა მხოლოდ იმით, რომ მრავალი ტაძრები ააშენა და განაახლა თავის სამშობლოში, მას მეტად დიდი სურვილი ჰქონდა ეკლესიათა დედის, იერუსალიმის ტაძრის, და იმ ალაგების თაყვანისცემისა, რომლებზედაც მდგარან იესო ქრისტეს საღმრთო ფერხნი. მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, კონსტანტინემ შეისრულა გულითადი წადილი: ნახა იერუსალიმი, თაყვანი სცა ქრისტის საფლავს, უმაღლესი სასოებით მოილოცა ყველა წმიდა ალაგები, დაუტოვა ყველას უხვი შეწირულებანი, და, მიმღები მრავალ მეუდაბნოეთა და ეკლესიათა წინამძღვართაგან ლოცვა-კურთხევისა, სრული კმაყოფილებით დაუბრუნდა სამშობლოს.

მაგრამ ხანმოკლე დარჩა ეს სულიერი მოსვენება თავადისა. ჩქარა საქართველოს შემოესივნენ უსჯულონი. მათი გამხეცებული უფროსი ემირ-ბუღა ქვას ქვაზე აღარ სტოვებდა ქართლში, მონასტრებსა და ეკლესიებს მიწასთან ასწორებდა, სოფლებს და ქალაქებს ანგრევდა და სწვავდა, ხოლო მცხოვრებლებს ატყვევებდა და ჟლეტდა წლოვანებისა და სქესის მიუხედავად. რა თქმა უნდა, მოძმეთა და სამშობლოს სიკეთისათვის თავდადებული კონსტნტინე გარეშე მაყურებლად ვერ დარჩებოდა ქვეყნის ამგვარი გაჭირვების დროს. ოთხმოცდა ხუთი წლის მოხუცმა კიდევ აისხა ფარ-ხმალი და, ჩამდგარი შვილებისა და შვილიშვილების წრეში, მედგრად ებრძოდა სამშობლოს მტრებს.

მაგრამ ასი ერთს ყოველთვის მოერევა. მტერთა სიმრავლემ სძლია ქართველებს და ერთი შეტაკების დროს მხცოვანი კოსტანტინე ხელთ იგდეს მტარვალებმა. ემირ-ბუღამ, რომელსაც სიხარულით წარუდგინეს დატყვევებული კოსტანტინე, კარგად იცოდა, რა დაფასება და გავლენა ჰქონდა ქართველებში მის წინ მდგომ მოხუცებულს. იგი ფიქრობდა - თუ კოსტანიტინე დავიყოლიე როგორმე მაჰმადიანობის მიღებაზე, მერმე ქართლი ჩემია და არც როდისმე გამოვა ჩემი უფლებიდანო. გალაღებულმა ემირ-ბუღამ ამაყად მიმართა ღვთისმოსავ კოსტანტინეს: ერთი მითხარ, რას ფიქრობდი, როდესაც წინააღმდეგობას უწევდი ჩემს ჯარს, რატომ ვერ მივხვდი, რომ თითონ უფალმა მოგვცა ჩვენ თქვენი თავი გასაწყვეტად და ამიტომ ვერც განდგომილი წამივა სადმე ხელიდან და ვერც მოწინააღმდეგე დამრჩება დაუსჯელიო?

- ვიცი, კარგად ვიცი, რომ სწორედ უფალმა მოგცათ თქვენ ჩვენი თავიო, უპასუხა უსჯულო ბუღას კოსტანტინემ, მაგრამ ეს მოიმოქმედა უფალმა არა იმის გამო, რომ თქვენ უყვარდეთ მას, ან გიფასებდეთ რამე სიკეთეს, არა, სიკეთეს თქვენთან არავითარი ალაგი არ აქვს. ეს გვარგუნა ზეციერმა მამამ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ დავიმარხეთ მისი სჯული და მაგავსად იმისა, როგორც იერუსალიმს მისცემდა ხოლმე უცხოელებს, როდესაც ებრაელები წყობულობდნენ არა ღვთის გზით ცხოვრებას, ისე ჩვენ ჩაგვყარა დღეს თქვენს ხელში, რომ ამით შევიგნოთ და შევინანოთ ჩვენი დანაშაულიო.

ამაყ ბუღას გულს ლახვრად მოხვდა ასეთი პასუხი ტყვისა, ამიტომ განრისხებულმა ემირმა სასტიკად დატუქსა წმ. კონსტანტინე, შებოჭა მაგრა რკინებით და ჩააგდო საკანში. ეს მხოლოდ დაწყება იყო მოწამეობისა, რომელიც უნდა განეცადა კოსტანტინეს. გონიერი კონსტანტინე კარგა ხედავდა თავის მომავალს, იგი შეურიგდა მას და იწყო მზადება, რომ ჯეროვნად შეხვედროდა ყოველგვარ განსაცდელს. საპყრობილეში მყოფმა კოსტანტინემ წერილები გაუგზავნა ქართველი ეკლესიებისა და მონასტრების წინამძღვრებს, რომლითაც იგი ევედრებოდა მათ ყოველდღე წირვის შესრულებას არა იმიტომ, რომ უფალმა გამოიხსნას იგი მტრებისაგან, არამედ იმისთვის, რომ ქრისტეს სახელისათვის წამებათა დათმენის დროს სისუსტემ არ შეიპყროს და არ დაკარგოს მხნეობა.

თბილისის ემირმა იფიქრა: მოხუცებულ კოსტანტინეს სამშობლოს რომ მოვაშორებ, უნებურად ქედს მოიხრის და დაგვთანხმდება მაჰმადის სჯულის მიღებაზეო; ამიტომ ხუნდებში ჩაჭედილი მოწამე ემირმა აახლა არაბთა შაჰს ჯაფარს. ჯაფარმა, იხილა რა ბამბის ქულასავით თეთრი წვერით გადაპენტილი სანდომიანი სახე ქრისტეს მოწამისა, მიხვდა რომ ამ მოხუცის მაჰმადიანად ქცევა სახელს შესძენდა მას და ამიტომ მიმართა კოსტანტინეს: აი, ხომ ხედავ, ჩემ ხელთ არის ეხლა შენი ბედიც და უბედობაც; გარეგანი შეხედულობით გონიერ კაცად მეჩვენები, ამიტომ კარგად ჩაუკვირდი ჩემ სიტყვებს და დაიჯერე ჩემი რჩევა: - უარყავ შემცდარი რწმენა, ვითომც ქრისტე ღმერთი იყოს, იწამე მაჰმადი და ბედნიერთა უბედნიერესად გყოფ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს მოგჭრი და შენს ხორცს გარეულ ფრინველებს ვაწიწკნინებო.

წმ. მოწამე გულდამშვიდებით შეხვდა მუქარას: მან გადაჭრით უპასუაა შაჰს: გეთანხმები და ვხედავ. რომ შენ ხელში ვარ, მაგრამ შენ ხელში ვარ მარტო ხორცით და არა სულით, არაფერ საშიშრობას არ წარმოადგენს ჩემთვის შენი მახვილი, მე მეშინია იმისი, რომელსაც შეუძლია დაღუპვა სულისაც და ხორცისაც. სიხარულით დავითმენ ქრისტეს სახელისათვის ყოველგვარ ტანჯვას, ჩემს მაცხოვარს არაფრის გულისათვის არ შეურაცხვყოფ, ამიტომ შეგიძლიან ეხლავე შეასრულო შენი მუქარა.

შაჰი განრისხდა, სასტიკად სტანჯა ქრისტეს აღმსარებელი, საპყრობილეში ჩაამწყვდია და გადასაბირებლად მიუჩინა მას ორი სომხის თავადიშვილი, რომლებსაც ამავე ჯაფარ შაჰის ბრძანებით უარ-ეყოთ ქრისტე და მიეღოთ მაჰმადის სჯული.

- ჩვენც ქრისტეანები ვიყავით შენსავითო, ეუბნებოდნენ შეჩენილი თავადები წმ. კოსტანტინეს, მაგრამ შაჰს ვერ გაუტეხეთ ხათრი, მან გვიბძანა ქრისტეანობის დატოვება და დაუტოვეთ კიდეც, სამაგიეროდ მივიღეთ დიდებული მაჰმადის სჯული და, როგორც ხედავ, შაჰმა ღირსეულად დაგვიფასა ასეთი მორჩილება: ამ ქვეყნად ბედნიერებით აგვავსო და ჩვენ სრული კმაყოფილნი ვართ, რადგანაც საიქიოსი დანამდვილებით არავინ არა იცის-რა და ძალიან საეჭვოა, არსებობს კია საიქიო? ნუ გაიმწარებ სიბერეს, შეისმინე შაჰის ბრძანება, მოგვბაძე ჩვენ, იწამე მაჰმადიანობა და შენც ჩვენსავით გაგაბედნიერებს დიდებული შაჰიო.

კოსტანტინემ პირი დაუყო ქრისტეს მოღალატეებს, მან მწარედ აყვედრა მბირებლებს უსჯულოება და გამოუცხადა: ტყუილია თქვენი შრომა, ვერავითარი ძალა ვერ შემარყევს ქრისტეს ერთგულებაზე და ყოველ წამს მზად ვარ ზვარაკად შევეწირო მას.

მხოლოდ თავის მოკვეთით დაადუმეს დიდებული მოწამე უკვდავი სიტყვის ქება-დიდებისაგან.

ამგვარი მიმართულების პირებია, ძვირფასნო მსმენელნო, რომ შეუცდომელი განვითარებისაკენ მიჰყავთ საზოგადოება და ნათელ სვეტებად უდგანან მშობლიურ ერს. როგორც ანთებულ ბუხართან მიახლოვებით სითბო ემატება კაცს, ისე მუდმივი ხსოვნა და გონებიდან განუშორებლობა კოსტანტინეს მსგავსი კაცებისა აკეთილშობილებს და აფაქიზებს ყველას. შევსთხოვ ზეციურ მამას, რომ არასოდეს არ დავარდეს ჩვენში ძვირფასი სამშობლოსთვის წამებული კოსტანტინე ქართველის ხსოვნა. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 886 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0