მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულებისათვის
აწ განუტევე მონაჲ შენი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა ღირსისა მამისა ექვთიმე ათონელის დღეს


კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა ღირსისა მამისა ექვთიმე ათონელის დღეს

„ოქრო ნილოსით მრწყველი სიბრძნით ქართველთა"...
(სადღესასწაულო, 18 მაისს)

ვისაც ჩვეულებად აქვს ყურადღებით მოსმენა წირვა-ლოცვის დროს იმ საკითხავ-საგალობლებისა, რომლებითაც წმ. ეკლესია ამკობს ჩვეულებრივად სადღესასწაულო წმინდანს, უსათუოდ ეცოდინება, რომ ზოგჯერ სულ მოკლე საგალობელში საოცარი სიცხადით არის ხოლმე გამოთქმული, რითი ისახელა თავი აღებულმა წმინდანმა, რითია მისგან დავალებული ეკლესია, რითი მოიპოვა მორწმუნეთა პატივისცემა, რამ გახადა მისი ხსენება უკვდავად ჩამომავლობაში და სხვ.

აი დღესაც ცისკარზე გავიგონეთ, ძვირფასნო მსმენელნო, ერთი ასეთი საგალობელი, რომელიც მკაფიოდ აღნიშნავს რა დიადი ღვაწლი და სიკეთე დასდო ქართველ ერს დღევანდელმა წმინდანმა - ღირსმა ექვთიმე ათონელმა. „ოქრო ნილოსით მრწყველი სიბრძნით ქართველთაო", ასე ახასიათებს მშობელი ეკლესია წმიდა ექვთიმეს მოქმედებას.

ნილოსი მდინარეა ეგვიპტისა. თუ ეს მდინარე განსაზღვრულ დროს წლის განმავლობაში არ ადიდდა და თავის დროზე არ გადახეთქა კალაპოტს, თუ იგი არ მოედო და სქელი საბანივით არ გადაეფინა ეგვიპტის ფართო ველ-მინდვრებს, არ გაუჯდა და არ გაჟღინთა სისველით ეს მინდვრები, თუ მთელი მიდამო არ მოლამა პოხიერებით, ეგვიპტეში არაფერი არა დაიბადება-რა, მთელ მხარეში გუთნის ერთი კვალიც არ გაივლება, არაფერი მწვანე და ნაყოფის მომცემი არა აღმოცენდება-რა. მთელი მხარე დარჩება მკვდარ, უსიცოცხლო, უმოძრაო, და უნაყოფო უდაბნოდ. ეგვიპტეში რომ სამეფოებს უცხოვრიათ, ეგვიპტეში რომ დღესაც კაცი არსებობს, ეგვიპტე რომ ბოღაზია უხვი მოსავლისა, ყველა ეს წყალობა და საჩუქარია ოქრო ნილოსისა, ამ სიკეთეს სძენს ეგვიპტეს მდინარე ნილოსი.

აი ამ ეგვიპტის გამაბედნიერებელ მდინარე ნილოსს ადარებს წმიდა ეკლესია ექვთიმეს სიტყვებით: „ოქრო ნილოსით მრწყველი სიბრძნით ქართველთა".

საგულისხმო და სამაგალითო შედარებაა:

წმიდა ექვთიმეს ბავშვობა არ იყო გამთბარი ოჯახური ბედნიერებით. მისმა მამამ იოანემ, ქრისტეს მხურვალე სიყვარულის გამო, დატოვა ყოველი ზრუნვა სოფლისა და მიეფარა უდაბნოს ჯერ საქართველოში და მერე, როდესაც მიაგნეს მას ნათესავებმა, მთლად დატოვა სამშობლო და წავიდა საბერძნეთში, სადაც აირჩია სამოღვაწეოდ ულუმბოს მთის ერთი მივარდნილი მონასტერი.

ამ დროს საბერძნეთის მეფე ზენონმა საქართველოს გამგის დავით კურაპალატისაგან მოითხოვა დიდკაცთა შვილები მძევლად. კურაპალატმა შეუსრულა ზენონს თხოვნა და აახლა მას მძევლები, მათ რიცხვში ერია იოანეს პატარა ვაჟი ექვთიმეც. ამ ამბავმა იოანეს ცნობამდინაც მიაღწია. თუმცა ხსენებული მოღვაწე ყველას ერიდებოდა და არავის უმხელდა თავის ვინაობას, მაგრამ აღებულ შემთხვევაში ვეღარ სძლია მან მშობლიურ გრძნობას, ეახლა ბერძენთა მეფეს, დაწვრილებით აუწყა მას თავისი თავგადასავალი და იმდენად იმოქმედა მეფეზე, რომ მან გაანთავისუფლა ექვთიმე და იოანემ წაიყვანა იგი თავისთან ულუმბოს მონასტერში.

ამ დღიდან ბავშვი ექვთიმე აღარ დაბრუნებია დედას. მის მზრუნველად და აღმზრდელად შეიქმნა იოანე. იოანე პირველი დღეებიდანვე შეუდგა თავისი შვილის გონების განვითარების თადარიგს. მან გადაწყვიტა მიეცა ექვთიმესთვის დროისა და ადგილის შესაფერი განათლება. განზრახვის საუკეთესო განხორციელებისათვის ბავშვს ჯერ სამშობლო ენაზე დააწყებინა სწავლება და შემდეგ გადავიდა ბერძნულზე.

იოანე სწუხდა და დიდად დარდობდა, რომ ნიჭით და მეხსიერებით მდიდრად დაჯილდაავბულს ექვთიმეს არ ემარჯვებოდა ქართული, არ უვარგოდა გამოთქმა და ლაპარაკის დროს ვერ პოულობდა სიტყვებს. მაგრამ ღვთივ-სათნო პირების ბედი მუდამ არაჩვეულებრივია. აი, ერთი საოცარი შემთხვეეა ექვთიმეს ცხოვრებიდან:

ერთხელ ექვთიმე მძიმე ავადმყოფი შეიქმნა. იგი დასუსტდა, ენა ჩაუვარდა და მოძრაობის თავი აღარ ჰქონდა. გამწარდა იოანე, მას შვილი ხელიდან ეცლებოდა, მიაშურა მღვდელს თხოვნით მიზიარე მომაკვდავიო და იქვე ეკლესიაში პირქვე დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ და მდუღარე ცრემლთა ფრქვევით ავედრებდა მას საყვარელი შვილის გამობრუნებას.

იოანემ გულის ძგერით შეაღო ავადმყოფის საწოლის კარი და ფიქრობდა, ვაი თუ შვილი ცოცხალი აღარ დამიხვდესო და უცბად გაოცებული დარჩა: ექვთიმე წამომჯდარიყო ლოგინზე და სრულებით საღად გამოიყურებოდა!

ექვთიმემ უამბო მამას, რომ ამ წამებაში მე გამომეცხადა ვინმე დიდებული დედოფალი, ხელით შემეხო და მიბრძანა ქართულად: „ფიქრი ნუ გაქვს სიკვდილისა, ადექ და დღეიდან თავისუფლად ილაპარაკეო" და აი, როგორც მხედავ, კიდეც ავდექი და არცარა მტკივა-რაო.

ნეტარი იოანე შენიშნავს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ანკარა წყაროსავით იწყო დენა ექვთიმეს ბაგეთაგან ქართულმა მეტყველებამო.

როგორც ზევით მოვიხსენიეთ, იოანემ დატოვა დიდებული ოჯახი, ნათესავები, სამშობლო და გაიხიზნა უცხოეთში, რომ არაფერს დაებრკოლებინა ის სულის ცხონებაზე ზრუნვაში და განუწყვეტელ ღვთის ვედრებაში; კაცი იფიქრებს ასეთ ადამიანს აღარაფერი ამქვეყნიური აღარ ეხსომება და აღარავითარი დარდი და ზრუნვა აღარ ექნება მას გულში სამშობლოსიო. მაგრამ არა! კაცისათვის, თუ იგი არ დაცემულა და უგუნურ ცხოველს არ დამსგავსებია, შეუძლებელი ყოფილა, სადაც და რანაირ მდგომარეობაშიაც უნდა იყოს, ამოშლა გულიდან სამშობლოს განვითარების ტრფიალისა, მშობელი ერის დაწინაურებისა და კეთილდღეობის წყურვილისა; გონიერი მორწმუნე კაცის გული, სოფელშია ეს კაცი თუ უდაბნოში, სამშობლოში თუ უცხოეთში, თანაბარი სამსხვერპლო ყოფილა ლვთისა და სამშობლოსადმი სამსახურისა.

ძვირფასი ოჯახის დამტოვებელი იოანე თავის შვილს ემუდარება: საქართველო ღარიბია წიგნებით, ქართულ ეკლესიებს არ აქვთ გამოჩენილი მამების ქმნილებანი, ქართველი ერი მოკლებულია საღვთისმეტყეელო ნაწერების კითხვას - სამშობლო ენაზე, ღმერთმა მოგანიჭა იშვიათი ცოდნა და ხელოვნება მშობლიო ენისა, გაასწორე დღე და ღამე, იშრომე გულსმოდგინებით, თარგმნე ბერძნულიდან ქართულად საქრისტეანო ნაწერები და ამ სახით გაუწიე სამსახური შენს სამშობლოსო.

მამის პატივისცემას და მორჩილებას ჩვეულმა ექვთიმემ სავსებით შეასრულა მშობლის დავალება, იწყო განსაცვიფრებელი მუყაითობით თარგმნა, წიგნს წიგნზე ათავებდა და ჩქარა საქართველოს მთელი ტერიტორია მოჰფინა და დაფარა ამ საუცხოვო თარგმანებით, გაამდიდრა ქართული ეკლესიების წიგნთსაცავები, ქართველი ერი დააწაფა ბერძენთა ეკლესიის სახელგანთქმული მამების იშვიათ ნაწერებს. რასაკვირველია, ქართველებში მანამდეც იყვნენ მაღალი ზნეობისა და ღვთივ-სათნო პირები, მაგრამ ასეთები შეადგენდნენ იშვიათობას; სიმრავლე, საზოგადოება, ერი მოკლებული იყო ზნეობრივ განვითარებას, მას ჯერ საკმაოდ შეგნებული არ ჰქონდა ქრისტეანობის მნიშვნელობა პრაქტიკული ცხოვრებისათვის; ქართველ საზოგადოებას ჯერ არ გაევლო ის კიბე გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისა, რომელიც განვლეს ბერძნებმა. ექვთიმემ შეავსო ეს საგრძნობელი დანაკლისი ქართველებისა, მან მიუწდომელი სისწორით და სიმარტივით გადმოიღო ქართულად ყველაფერი, რაც კი ღირსშესანიშნი რამ იპოებოდა ბერძნების საღვთისმეტყველო მწერლობაში; ქართველმა მღვდელმთავრებმა, მღვდლებმა და მცოდნე პირებმა იწყეს ეკლესიებში სოფლად და ქალაქად მდაბიო, ყველასთვის მისახვედრი და წმინდა ქართული ენით ნათარგმნი მსოფლიო მოძღვართა დიდებული ქადაგებების კითხვა და ამან საგრძნობლად გაუფართოვა ქართველობას ქრისტეანული მსოფლმხედველობა, ამან თვალსაჩინოდ აამაღლა იგი ზნეობით, გაალმობიერა გულით, მის ყოველდღიურ ცხოვრებას ჩააქსოვა ღვთისნიერება, ამან გაუღვიძა ქართველს თავისი სამშობლო ენის სიყვარული, ამითი ჩაიდგა საძირკველი ქართული ენის გამეცნიერებისა. აი სწორედ ექვთიმეს მოღვაწეობის ეს მხარე აქვს უმთავრესად სახეში მადლობელ მშობლიო ეკლესიას, როდესაც მას ადარებს მდინარე ნილოსს და უგალობს: „ოქრო ნილოსით მრწყველი სიბრძნით ქართველთა".

ნილოსი ეგვიპტისათვის დღესაც ის არის, რაც წინათ იყო.

ოჰ, რა ბედნიერი, ზნეობა-განსპეტაკებული, მოქალაქეობრივად აყვავებული, სახელგანთქმული და პატივცემული იქნებოდა ახლაც ქართველობა, რომ ყველანი ვადგეთ წმ. ექვთიმეს გზას, ყველას მისებრ გამჯდარი გვქონდეს ძვალ-რბილში დიადი მნიშვნელობა განათლებისა, მწიგნობრობისა, მწერლობისა, ყველას მოგვდგამდეს ექვთიმესებური მუყაითობა შრომაში, ყველას ექვთიმეს გაუქრობელი ლამპარი გვენთოს გულში სამშობლო ენის სიყვარულისა, ყველანი მის მსგავსად უცხოთა გონებრივი სალაროდან ვეზიდებოდეთ სახლში მხოლოდ მას, „რავდენი არს ჭეშმარიტ, რავდენი პატიოსან, რავდენი მართალ, რავდენი წმიდა, რავდენი საყვარელ, რავდენი საქებელ, რავდენი სათნო და რავდენი ქებულ"! (ფილ. 4,8).

ძვირფასია, საყვარელნო, ერისათვის გონებრივი განვითარება, დიდ ძალას წარმოადგენს მისთვის ეკონომიური ანუ ქონებრივი კეთილდღეობა, მაგრამ ყველა ამასთან ერთად არავის არ უნდა ავიწყდებოდეს ის უტყუარი ფაქტი, რომ საერთო არსებობის ბრძოლაში, რომელიც სწარმოებს ყოველთვის და ყველა ერთა შორის, უძლეველია მხოლოდ ის ერი, რომელიც გონებისა და ქონებრივად სიმძლავრესთან ერთად უძლიერესია სხვებზე სარწმუნოებრივი გრძნობით, სარწმუნოებრივი განვითარებით, სარწმუნოებრივი შეგნებით. რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ერი, რომ მის მოზარდ თაობას, რომელიც ექვთიმესავით გადახვეწილია ცხრა მთას იქით გონების განვითარების შესაძენად, ღრმად ჰქონდეს ამოჭედილი გულის ფიცარზე ეს შეურყეველი ჭეშმარიტება და იმ დიდ სიკეთესთან ერთად, რომელსაც იგი სთესავს ხალხში მწიგნობრობისა, მრეწველობა-მეურნეობისა და აღებ-მიცემობის საქმის გაუმჯობესებით, თავის საღმრთო მოვალეობად სთვლიდეს ამავე ერში სარწმუნოებრივი შეგნების შეტანას! ამგვარი საქციელი ჩვენი განათლებული თაობისა წმ. ექვთიმეს მადლიანი მოქალაქეობის გაგრძელება იქნებოდა და ეს ისე მოუხდებოდა ჩვენს ქვეყანას, როგორც ადიდების დროს კალაპოტიდან გადმოვარდნილი ოქრო ნილოსის ტალღები ეგვიპტის გამოგვალულ მინდორ-ველებს.

ღირსო მამაო ექვთიმე, მოგვეც შენი მაღალ-გონიერი მოქალაქეობის ნათელი შეგნება! ამინ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 818 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0