მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ყოველმა ჩვენგანმა უნდა ჰკითხოს თავის თავს, რას აკეთებს რწმენისა და მამულისათვის
განკითხვა, მხილება და განსჯა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა წმინდა ნინოობას


კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

სიტყვა წმინდა ნინოობას

„ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს"
(ნინოს საცისკრო მერვე გალობა)

ცხოველი სიხარულით და საღმრთო სიამოვნებით უცემს დღეს გული ყოველ შეგნებულ ქართველს; დღეს ყოველი გონიერი ქართველი ქედმაღლობს თავის ხალხოსნობით და საბუთად სადღესასწაულო სიხარულისა, წმ. სიამოვნებისა და ლხინისა აქვს მას ხსენება ღირსისა დედისა ნინო ქართველთ-განმანათლებელისა, ხსენება იმისი, რომელმაც „დაადგა ქართველ ერს გვირგვინი ქრისტეს მიერ ზოგადი", რომლის ლოცვითა და ვედრებით „არმაზ დაეცა გოდებით და ზადენისნი გაიმ გაცითურთ მეხდატეხილ იქმნეს".

წმ. ნინოს მეოხებით დაწესდა ქრისტეანობა საქართველოში, წმ. ნინოს ჩაგონებით ნათელ-იღო ქართველმა ერმა და მისი წყალობით მოიშორა მან თავიდან გამათახსირებელი და სამარცხვინო გონებრივი სიბნელე წარმართობისა.

წმ. ნინომ, რომლის ხსენებასაც ვასრულებთ დღეს დღესასწაულებრივის სიხარულით, შთაბერა საქართველოს ღვთაებრივი ძალა, რომელმაც განავითარა, განაძლიერა და ააყვავა ქართული ენა; გააწმინდავა, აღამაღლა, გააფაქიზა და გააკეთილა ქართველების სულიერი ცხოვრება, ზნეობა, ყოფაქცევა და საზოგადო შეხედულობა ქვეყნიერებაზე; დავრდომილი და ნაწილ-ნაწილად დაყოფილი ერი ააღორძინა, შეაერთა და გარდაქმნა სახელოვან, მძლავრ სამეფოდ; შემუსრა მის გარშემო ათასჯერ მაზედ მძლავრნი და მაგარნი მტერნი და სხვ. ამის გამო, ოღონდაც, რომ ყოველი შეგნებული ქართველისათვის „ნინოს ხსენება სიხარულისა ღირს არს".

წმ. ნინომ მოგვანიჭა მართლ-მადიდებლობა, რომელიც მთავარ მწარმოებელ ძალად შეიქმნა მთელი ჩვენი შემდეგი ბედისა და ისტორიული სიცოცხლისა. ქართველი ერის სამოქალაქო ისტორია განუყოფვლად შექსოვილ-შეერთებულია მისივე ეკლესიის, სარწმუნოებისა და სათნოების ისტორიასთან. მართლ-მადიდებელ სარწმუნოებას უმოქმედებია და უნუგეშებია ქართველი ერი, როგორც განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, ისე შვებისა და შეღავათის დროს. ყოველი ნაბიჯი ჩვენი ხალხისა ძველად აღიბეჭდებოდა ღრმა, გულითადი და შეურყეველი სიყვარულით სამშობლო ეკკლესიისა და სარწმუნოებისადმი. ყველაფერზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი ქართველი ხალხისათვის იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკკლესიის დაცვა-შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა გაეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლად წმიდა ღვთის-მშობლისა და მთლად ქრისტეანობის გულისათვის. წმ. სარწმუნოებისათვის თავი დასდვეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადულახავთ ქართველებს მრავლი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდრონსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძლეველნი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთ სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისათვის აუცილებიათ განსაცდელი.

ერთის სიტყვით, წმ. ნინოს შემდეგ სარწმუნოება შეიქმნა სულად, მთავარ ძალად, ქვაკუთხედად ქართველი ერის სიცოცხლისა. უსარწმუნოოდ ქართველს თავის თავი ქართველად არ მიაჩნდა. ამ სარწმუნოებამ აღზარდა და დაჰბადა ხალხში ერთსულოვნება, თანხმობა და სიყვარული, ხოლო ყველაფერმა ამან დავარდნილი და უძლური ერი გარდააქცია დიდ და მძლავრ სამეფოდ. ჭეშმარიტად ძველ ქართველს საბუთი ჰქონდა ეთქვა და ამბობდა კიდევაც: „ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი" (I იოან. 5, 4).

აღმოსავლეთიდამ მოგვიტანა სარწმუნოება წმ. ნინომ; აღმოსავლეთიდამვე გადმოგვიღეს წმ. მამებმა ჩვენს დედა, გასაგებ ენაზე საღმრთო წერილი და საეკლესიო წიგნები. ამის გამო განვითარდა, განმტკიცდა, წარმატებაში შევიდა და ხელოვნურად შემუშავდა ქართული მწიგნობრობა, ქართული მწერლობა, ხოლო მწერლობასთან ერთად განმტკიცდა, განირჩა და აღიზარდა ეროვნული თვით-ცნობა, ამაღლდა სული ქართველობისა და აი, სწორეთ ამ სულმა შეაძლებინა ჩვენს მამა-პაპას მოშორება თავიდამ აურაცხელი მტრებისა, ატანა აუტანელი გაჭირვებისა, აშენება საოცარი სიმაგრისა და ხელოვნების ტაძარ-კოშკებისა და შენახვა ყოველი სიუხვით სახელგანთქმული მიწა-წყლისა.

მაგრამ ვაფასებთ, როგორც ეკადრება, ჩვენს განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, დედა ნინოს? ვამტკიცებთ მისდამი სიყვარულს იმის შრომა-ცხოვრების ზედმიწევნითი ცოდნით? გვაქვს ყველას ოჯახში იმის წმინდა ხატი ჩვენ და ჩვენ შვილთა საგულისხმიეროდ, ან ვსწავლობთ იმ წიგნებს, რომლებშიაც უმეტნაკლებოდ არის აღწერილი წმინდა ნინოს მიერ მოტანილი ქადაგება? მოიპოვებიან იგინი ჩვენს ოჯახებში? ღირსეულად ვიხსენიებთ მამა-პაპათაგან გაწეულს ღვაწლს სამშობლო ეკლესიისათვის? ვუღვიძებთ და ვუნერგავთ ჩვენს შვილებს მხურვალე და მტკიცე სიყვარულს ეკლესიიისას, ენისა და მამულისას?

თქვენთვის, თქვენი შეგნებისა და სვინდისისათვის მოგვინდვია, ძვირფასნო მსმენელნო, დასმული კითხვების პასუხი. ხოლო უკეთუ ესეები დავიწყებული გვაქვს, ან თუ ამის მსგავსი საგნები ნაკლებად იპყრობენ ჩვენს ყურადღებას, ვუწყოდეთ, რომ ჩვენ დავსდგომივართ გადაშენების, უბედურობის და უკუღმართობის კვალს; ვუწყოდეთ, რომ უარ-გვიყვია ჩვენი განმანათლებელის შრომა და ცრემლი, ჩვენ მამა-პაპათა დანთხეული წმ. სისხლი, მათი ანდერძი, რის გამოც, მტკიცება არ უნდა, სასტიკ პასუხისგებაში ჩავცვივით თავის დროზე წინაშე ღვთისა, სამშობლო ეკლესიის დამაფუძნებელისა და მსოფლიო წმიდათა დიდებული გუნდისა. ღმერთმან გვიხსნას დიდი და პატარა ასეთი უკეთურებისაგან და მაცხოვარმა იესო ქრისტემ მოგვანიჭოს ქალსა და კაცსა წმ. ნინოს ხსენებისა და სახელის სამარადისო, ძლიერი და მუდამ თვალსაჩინოდ მკრთოლი საღმრთო სიყვარული! ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 854 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0