მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



თბილისობა
სიტყვა ხარების დღესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება ზიარებად განმზადებულთადმი


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ზიარებად განმზადებულთადმი

მოაკვდინენით უკვე ასონი თქვენნი ქვეყანასა ზედა,
სიძვა, არა-წმიდება, ვნება, გულის-თქმა ბოროტი და ანგაარება...
განიშორეთ ყოველივე რისხვა, გულის-წყრომა, უკეთურება,
გმობა, უშვერი სიტყვა... შეიმოსეთ ახალი განახლებული
მეცნიერება (კოლ. გ. გ-ვ)

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

საქმე იგი, რომელსა თქვენ აწ შედგომილ ხართ, არის ერთობ დიდი და მძიმე; გლოცავ თქვენ, ძმანო საყვარელნო, რამეთუ არა მცონარებითა, ანუ მოწყინებულითა გულითა ასრულებდეთ მას, არამედ ყოვლითა გულს-მოდგინებითა. თქვენ განმზადებულ ხართ ზიარებისათვის; ერთ წამსაც ნუ დაივიწყებთ, რომელ ზიარება არის წყარო ცხოვნებისა მხოლოდ ღირსებით მომზადებულთათვის; ხოლო უღირსთა და უდებთათვის იგი გარდაიქცევა ცეცხლად სასჯელისა.

რა სახით უნდა მოემზადოს ქრისტიანე დიდსა ამას საქმესა?

ძველიდგანვე მიღებულისა ჩვეულებისამებრ ქრისტიანენი ემზადებიან ზიარების მიღებად პირველად მარხვითა, ანუ საჭმლის მოკლებითა. რა უნდა ვსთქვათ ამ ჩვეულებაზედ? სასარგებლო არის იგი, და შესაფერი თუ არა? დიახ, ძმანო ჩემნო! მარხულობა საჭირო არის და კიდეც მართებს მათ, რომელნი განმზადებულ არიან მიახლებად ბარძიმისადმი; გარნა რისთვის და რა სახით? თვით იგი არის სათნოება. ანუ მან სხვა სათნოება უნდა მოიყვანოს? არა, ძმანო ჩემნო! მარხულობა ანუ საჭმლის მოკლება თავის თავად უსარგებლოა, თუ კი არ არის შეერთებული და მომყვანი სხვათა ჭეშმარიტთა სათნოებათა. მარხვა მხოლოდ ანუ მაშინ არის სასარგებლო და მადლით შემოსილი, როდესაც იგი არის ჭეშმარიტი ნიშანი შინაგანისა შენისა გულის გრძნობისა, ესე იგი მგლოვარებისა, მწუხარებისა. შემუსვრილისა და დამდაბლებულისა სულისა; ანუ მაშინ როდესაც თვით იგი გააჩენს გულში ესრეთთა კეთილთა გრძნობათა. თუ ესენი არა გაქვს, თუ საჭმელი და სასმელი დაიკლე და გულში არა გაქვს მწუხარება შენისა უღირსებისა და მრავალთა შენთა ცოდვათა, მაშინ უსარგებლო დარჩება შენი მარხულობა. ამისთვის ეცადე, რომ მარხვა შენი შეერთებულ იყოს ჭეშმარიტისა გულითადის მწუხარებისა და ცოდვათა მონანებისათანა.

მეორედ, ქრისტიანენი ემზადებიახ ზიარებისადმი მომატებულითა ლოცვითა, ვითარცა შინაურითა, ეგრეთვე დადებულითა ეკკლესიურითა წირვა ლოცვათა მოსმენითა. ესეც კი საჭირო არის და სასარგებლო, ძმანო ჩემნო! ვინც ემზადება ზიარებისათვის, მან არ უნდა გაუშვას არც ერთი დადებული ლოცვა, არამედ ყოველი უნდა მოისმინოს. გარნა აქაც დიდი ჭკუა და მეცადინეობა უნდა მოიხმაროს, რომ უსარგებლო არ დარჩეს ეს საქმე. უმეტესი ნაწილი თქვენ შორის ამას ფიქრობს, რომ ლოცვები სუყველანი უთუოდ უნდა მოისმინოს, გარნა რა სახით უნდა მოისმინოს და რა უნდა შეუდგეს ლოცვის მოსმენას, იმაზედ არ ფიქრობს. ლოცვებს, საღმრთო წერილს და ყოველს წიგნებს მისთვის წაიკითხვენ ეკკლესიაში, ძმანო ჩემნო, რომ წაკითხულნი ჰაზრნი სასმენელისა შენისაგან შევიდნენ შენს გულში და მუნ გააჩინონ სხვა და სხვა გრძნობანი, ესე იგი მონანება, ღვთის შიში, ცოდვის მოძაგება. შენ ამაზე არ ფიქრობ, მხოლოდ იმას ცდილობ, რომ მოისმინო ყოველი ლოცვები. ხშირად ლოცვების წამკითხველი ჩქარობს, ცუდათ კითხულობს, ისე რომ ვერც კი გაიგებ, რას კითხულობს; უთუოდ იცის შენი სურვილი, რომ მალე გაათაოს ლოცვები, ოღონდ კი არც ერთი არ გაუშვას. რა გამოვიდა აქედგან? ის რომ, ლოცვები მართალია, ყოველი წაიკითხეს, მაგრამ მათი მოქმედება შენ გულზე იქმნა სუსტი. ეკრძალე, ძმაო, რომ ესოდენი ლოცვების მოსმენა არ დარჩეს შენთვის უსარგებლო. ამ კვირის ყოველი ლოცვები ისე არის დაწყობილი, რომ თუ კარგად მოისმენ მათ, უთუოდ მრავალთა კეთილთა გრძნობათა გააჩენენ იგინი შენს გულში.

მესამედ უდიდესი და უსაჭიროესი მომზადება ზიარებისათვის არის აღსარების თქმა. რა არის აღსარება და როგორ უნდა  სთქვა იგი, ამაზე ჩვენ, ვალისამებრ ჩვენისა, მოგეცი თქვენ დარიგება წარსულსა წელსა შინა; აქ მოკლედ გაგახსოვნებ მხოლოდ მას, რომელ თუ გსურს აღსარება იყოს შენთვის ნაყოფიერი, კარგად გამოიკვლიე შინაგანი შენი მდგომარეობა, ხასიათი, ნაკლულევანება და ისე უთხარი შენს მოძღვარს აღსარება შენი.

გარნა რით უნდა დაბოლოვდეს, რა შედეგი უნდა ჰქონდეს შენსა მარხვასა, ლოცვასა, აღსარების თქმასა? რით უნდა გათავდეს ესოდენი თქვენი შრომა, მოთმინება, ყოველი ნუგეშისაგან განშორება, ლოცვა, სულთქმა, ცრემლი, თუ კი ღმერთმა მისცა ვისმეს ცრემლი? ერთი სიტყვით, რას მოველით, რისთვის მივიღებთ ჩვენს თავზე ესოდენსა მოღვაწეობასა? ბოლო, ანუ საგანი, ამის ყოვლისა უნდა იყოს ეს: მოაკვდინენით უკვე ასონი თქვენნი ქვეყანასა ზედა, სიძვა, არა წმიდება, ვნება, გულის თქმა ბოროტი... განიშორეთ ყოველივე რისხვა, უკეთურება, გმობა, უშვერი სიტყვა... შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერება, მსგავსად ხატისა მის დიდებულებისა მისისა. ეს არის ბოლო ჩვენისა მოღვაწებისა, ამისთვის ვიღვწით, მისთვის ვშრომობთ, რომ მოვაკვდინოთ ყოველნი ცოდვის ასონი ჩვენ შორის, გავიშოროთ ჩვენგან ყოველნი ცოდვის ასონი ჩვენ შორის, გავიშოროთ ჩვენგან ყოველი ბოროტება, შევიმოსოთ განახლებული იგი მცნება ღვთის დიდებულების ხატისა, ერთი სიტყვით ყოველი ცოდვა და მისნი ორღანონი მოკვდეს და ყოველი სათნოება განცოცხლდეს ჩვენ შორის. მტკიცედ და გარდაწყვეტილად სთქვი შენს გულში: მეყოფა მე ესოდენი ცოდვის მონება, საკმაო არის ჩემთვის ისიც, რაც აქამომდე მიქმნია ცოდვა, ამიერითგან აღარ უნდა ვიყო მე ცოდვის მონა.

ნუ გაქვს იმედი, ნუ სასოებ, რომელ მარხვა დიდი რამე მსხვერპლი იყოს ღვთის წინაშე, რომელ გრძელ ჟამიერი ლოცვაზე დგომა, მრავალი მეტანიის ყრა, დიდად რაიმედ მიიღოს ღმერთმან, თუ არ მოაკვდინე შენ შორის ასონი ცოდვისანი, თუ არ განახლდი სულიერად. არცა მარხვა, არცა მრავალი ლოცვის მოსმენა, არცა აღსარების თქმა არ გაცხონებს შენ, თუ სრულიად არ განეშორე ცოდვასა. თუ არ მოკვდა ის მატლი ცოდვისა, რომელი სჭამს შენს გულს. ნუ დააკმაყოფილებ შენ თავს მხოლოდ მარხვითა, ლოცვითა და აღსარების თქმით. დასამტკიცებელად მისა, რომ შენ ამიერითგან გსურს გულწრფელად მოაკვდინო ასონი ცოდვისანი, შეიმოსო ახალი განახლებული ცხოვრება, აღასრულე რომელნიმე კეთილნი საქმენი. თუ ვისთანმე უკმაყოფილო, ანუ მტერ ხარ, შეურიგდი მას გულ-წრფელად; თუ შენ გულში გრძნობ რომელსამე ცოდვასა, განიშორე იგი და მოიძულე; თუ იცნობ ვისმე საწყალსა, გაჭირვებულსა, მიეცი მას ნუგეში შეძლებისამებრ შენისა.

ერთი სიტყვით, ახლავე დაიწყე ნაყოფის გამოღება, ახლავე მიეჩვიე კეთილსა საქმესა და ღმერთსა აჩვენე შენი ერთგულება და მორჩილება. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 740 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0