მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმინდა ნინოს დღეს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამო

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება ზიარებად განმზადებულთა მიმართ


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ზიარებად განმზადებულთა მიმართ

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით აწ, არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა, ანუ დროების გატარებითა. კეთილ არს ესე ყოველი! გარნა ამასთანავე ფრიად საჭირო არის, რომელ გონებაცა, ანუ ჭკუა თქვენი არ იყოს უქმად, არამედ ხშირად ფიქრობდეს სული ერთა საგანთა ზედა. მოვიხმაროთ ახლა ამისთვის რაოდენიმე წამი. საგნად ჩვენისა უბნობისა გამოვარჩიოთ ის, რაიცა შეეხება და ეფერება ახლანდელსა თქვენსა მდგომარეობასა, ესე იგი ლოცვასა, მარხვასა, მონანებასა, რომელსა თქვენ ახლა შედგომილ ხართ ღვთის შეწევნითა. ერთს ძველ წიგნში, რომელიც აღწერა ბრძენმან ისუ ზირაქის ძემ, ვპოვებთ ჩვენ მრავალთა მშვენიერთა დარიგებათა, რომელნი უმეტესადშ ეეხებიან თქვენსა აწინდელსა მოღვაწებასა. მოვიყვანოთ იქიდგან რაოდენიმე მუხლი და იმაზედ დავაფუძნოთ ჩვენი მოძღვრება.

ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად (ის. ზირ. დ, გ.). ესრეთ გვარიგებს ისუ ზირაქი მეოთხესა თავსა შინა წიგნისა თვისისასა. ხედავთ, ძმანო, რომ ეს დარიგება ძლიერ გშვენის თქვენ, რომელნი ახლა ემზადებით აღსარებასა და მერმე ზიარებასა. ისუ გვეტყვის, რომ აღსარებად ცთდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფრებელად ჩემდა, რომელ ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთთა ქრისტიანეთა სცხვენიათ ანუ ეშინიათ აღსარება ცოდვათა, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია ეს ამბავი. სნეულმა კაცმა ექიმს რომ არ უთხრას, რა სტკივა, - აბა მოსძულებია მას სიცოცხლე და სიკვდილი სდომებია. თუ კი კაცი ემზადება, ლოცულობს, ღმერთს შენდობას ჰსთხოვს, როგორღა უნდა დაუმალოს მან მოძღვარს ცოდვა თვისი. რაღა დროს სირცხვილია მაშინ. სირცხვილი და შიში მაშინ უნდა ჰქონოდა, როდესაც ცოდვას იქმოდა და არა მაშინ, როდესაც აღსარებად მიდის, მაგრამ, კიდევ ვიტყვი, არ მჯერა რომ ვინმე იყოს ესრეთი უგუნური და თავის მტერი, და თუ კი არიან ვინმე ჰსწორეთ უსაწყლესნი უნდა იყვნენ იგინი ყოველთა კაცთა.

ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად, ესე იგი ნუ დაუჯერებ კაცსა ცოდვის მოქმედებად. ეს დარიგება ვისაც ახსოვს, ის მრავალთა ცოდვათაგან იხსნის თავის სულს, მისთვის, რომელ ყოველი კაცი მრავალ ცოდვაში ჩავარდება სხვის მიხედვით და სხვის აყოლით; მაგალითი წარიტაცებს კაცს;  ბოროტი კაცი ხშირად აცთუნებს და აიყოლებს კაცსა სუსტსა.

ნუ იტყვი, ვცოდე რა იქმნას ჩემდა, რამეთუ უფალი სულგრძელ არს; განწმედისათვის ნუ იქმნები უშიშ შეძინებად ცოდვასა ზედა. ამ სიტყვებში ბრძენი გამოცდილი ისუ გაგვაფრთხილებს ჩვენ,  რათა არ ვიყვნეთ უდები და მცონარე ცოდვათა მონანებასა შინა; ნუ იტყვითო, რა დამემართება რომ ვსცოდო; უფალი სულგრძელ არს. ნუ იქმნები უშიშარი ცოდვის განწმედისათვის, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა. დიდად აშავებენ მრავალნი ქრისტიანენი, როდესაც იგინი აგვიანებენ, გადასდებენ მონანებას და მომზადებას ზიარებისათვის; თვით უმცირესი მიზეზი მოუშლის ზოგიერთთ ამ განზრახვას: ცუდი ტაროსი არისო, ავათ ვარო, არა-მცალიან ახლაო, მომავალ კვირას დავიწყებო; ვნების კვირას ვეზიარებიო. ძმაო! რა იცი მაშინ კარგი ტაროსი იქმნება, თუ არა, კარგათ იქმნები, თუ არა? ისარგებლე, ვიდრემდის დრო გაქვს, ნუ ხარ უდები, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა.

ამ სიტყვებში: ნუ იტყვი, ვსცოდე, რა იქმნას ჩემდა, კიდევ სხვა და ფრიად შესანიშნავი ჰაზრი არის, რომელზედაც ღირს მივაქციოთ საკუთარი ყურადღება. რა არის, რომ ვსცოდო; უცოდველი ვინ არის; განა ღმერთმან არ იცის ჩვენი სისუსტე, ღმერთი მოწყალეა და მოგვიტევებს. ამ სახით მრავალნი პირნი თავის თავს შეუნდობენ და გაუადვილებენ ცოდვას. ეს დიდი შეცთომა არის, ძმანო! ცოდვას ადვილად ნუ უყურებ; რაც გინდა მცირე იყოს ცოდვა, მაინც უნდა სწუხდე, ისწრაფო მისი მონანება; მძიმე ცოდვა ხომ უმეტესად უნდა შეგაწუხებდეს, მაგრამ მცირე ცოდვისათვისაც უდები ნუ ხარ. მართალია, ღმერთი მოწყალეა, მან იცის ჩვენი ბუნების უსუსურება. იგი მოგვიტევებს ჩვენ ცოდვას, მაგრამ როდის? რა პირობით? მაშინ და იმ პირობით, თუ ნახავს რომ კაცი ნანობს, ესე იგი სწუხს, გრძნობს თვის სიცოდვეს; და თუ ნახა, რომ ჩვენ არა რათ ვაგდებთ ჩვენ ცოდვას, თუ ჩვენვე მოუტევებთ ჩვენს თავს ცოდვათა, მაშინ იგი აღარ მოგვიტევებს. როდესაც შენ არ სწუხარ, არამედ ადვილად შეუნდობ შენს თავს ცოდვასა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აპირობ ცოდვის დატევებას, არამედ მზათ ხარ კიდევ ყოველთვის აღასრულო იგი. ამ სახით შენ მიეჩვევი ცოდვას; ცოდვა გარდაიქცევა შენში მეორე ბუნებად, და ამისა მერმე მონანება არა თუ გაგიჭირდება, სრულიად შეუძლებელი იქმნება შენთვის, რომელი და განაშოროს ჩვენგან ღმერთმან. ამინ.

შეაფასეთ: 4.0/2
ნანახია: 892 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0