მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



აღდგომა
სიტყვა ფარისევლის და მეზვერის კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა ხარებასა ზედა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ხარებასა ზედა

დედა-კაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს
ქვის მრავალ-სასყიდლისა (იგავთა ლა, ი)

აწინდელი დღესასწაული, ძმანო და დანო ჩემნო ქრისტიანენო, უნებრივად მიაქცევს გონებასა ჩვენსა დედა-კაცთა მიმართ და მოითხოვს ჩვენგან, რათა სიტყვა ჩვენ დღეს მოვიხმაროთ საკუთრად მათდა სასწავლებლად და დასარიგებლად მისთვის, რომელ პირი იგი, რომელსა დღეს წმიდა ეკკლესია აღამაღლებს და ადიდებს, იყო დედა-კაცი და მისცა დედა-კაცთა საკვირველი სახე ცხოვრებისა. თუ ვინმე, წინააღმდეგ ჩვენისა ამის განზრახვისა, სიტყვას მოგვიგებს ჩვენ და ესრეთ გვეტყვის: რა საჭირო არის საკუთარი სწავლა და დარიგება დედა-კაცებისათვის? ნუ თუ სარწმუნოება, სასოება და სიყვარული და ყოველივე ჩვენი სჯულის სწავლა ერთი და იგივე არ არის ორთავე სქესისათვის? მას მე უპასუხებ: სჯული ერთი გვაქვს ორთავე სქესთა, გარნა ზნეობითი სწავლა და დარიგება განსხვავებული უნდა იქმნეს ქალებთათვის, ვინაიდგან ღმერთმან ამათ სხვა მნიშვნელობა მისცა და საკუთარი საქმე დაუნიშნა. დასამტკიცებლად ამისა ჩვენ ვხედავთ, რომელ საღმრთონი წიგნნი ორისავე აღთქმისანი მრავალ-გზის საკუთარსა და განსხვავებულსა დარიგებასა აძლევენ დედა-კაცთა. მაგალითებრ, ის ზემო თქმულნი სიტყვანი, რომლითა ჩვენ დავიწყეთ ეს უბნობა, წარმოთქმულ არიან დიდისა სოლომონ ბრძნისა მიერ. სოლომონ ბრძენმან არ იცოდა, საჭირო არს თუ არა საკუთარი სწავლა ქალებთათვის? გარნა იგი წიგნთა შინა მისთა მრავალ-გზის მიიქცევა მათდამი და მისცემს მრავალთა საკუთართა დარიგებათა და ბოლოს უკანასკნელსა ლა-სა თავსა წიგნისა თვისისასა საკუთრად უძღვნის ქალებთა დასარიგებლად.

ფრიად შესანიშნავი არს, ძმაო, ეს ხსენებული თავი იგავთა სოლომონისათა, მით უმეტესად, რომ სოლომონ პირველთა მუხლთა შინა გვეტყვის, რომელ ეს დარიგება მისცა მას დედამან მისმან, რომელი იყო თავის დროზედ ქალი წარჩინებული და განთქმული, ვითარცა მშვენიერებითა, ეგრეთვე მხნეობითა და გონიერებითა. განვიხილოთ, ძმანო და დანო ჩემნო, რა სახით აღწერს და რომელთა თვისებათა მიაწერს სოლომონ ქალსა მხნესა. ჩმედი გვაქვს, რომ ეს არ დაშთება უსარგებლო ჩვენთვისაც.

დედა-კაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ-სასყიდლისა. სოლომონ ბრძენი აქ იჭვნეულებით ჰკითხავს: ვის შეუძლიან იპოვოსო დედაკაცი მხნე; მართლაც, ოდეს აღმოვიკითხავთ რა სახით აღწერს იგი დედაკაცსა მხნესა და როგორ უნდა იქცეოდეს ესრეთი დედაკაცი, დავრწმუნდებით რომელ, თუმცა ფრიად სანატრელ არს, გარნა არა ადვილ პოვნა ესრეთისა დედაკაცისა.

სოლომონ გვეტყვის ჩვენ, რომელ მხნე დედა-კაცი ეგრეთ მართავს სახლსა თვისსა, რომ გული მეუღლისა მისისა სრულიად არის მოსვენებული და დარწმუნებული მას ზედა. კადნიერ არს მის ზედა გული ქმრისა მისისა (მუხ. ია). იგი ყოველთვის კეთილსა იქმს და არა ბოროტსა ქმრისა მისისათვის (იბ). მან მოიგო მატყლი და სელი და ჰქმნა კეთილ-სახმარი ხელითა თვისითა (იგ). იგი არის მსგავსი მოვაჭრის ნავისა, რომელმან შორით შეიკრიბის თავისა თვისისათვის სიმდიდრე (იდ). იგი აღსდგის ღამიდგან და მისცის საზრდელი სახლეულთა და საქმე მხევალთა (იე); მან მოირტყა ძლიერებით წელი თვისი და დაამტკიცნა მკლავნი თვისნი საქმესა ზედა (იზ). იგი ისრე მიეჩვია შრომის-მოყვარეობასა, რომელ ამით ინუგეშებს თავსა თვისსა: იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმედ და არა დაშრტეს სანთელი მისი ღამე ყოველ (იჱ); მწყრთა თვისი განმარტა სასარგებლოსა ზედა, ხოლო ნებსა თვისსა განამტკიცებს, ტარსა ზედა სთვად (ით). და არა თუ მხოლოდ სახლისათვის ზრუნავს მხნე ქალი, არამედ იგი კეთილიცა არის და ქველის-მოქმედი: ხელნი თვისნი განუხვნა გლახაკსა, ხოლო ნაყოფნი მიუპყრნა დავრდომილსა (კ). არ არის აქ საჭირო დაუმატოთ, რომ ესრეთი მხნე ქალის მოწყალება არის უმეტეს ძვირ-ფასი წინაშე თვალთა ღვთისათა, ვინაიდგან იგი თავის ხელის ნაშრომს აძლევს გლახაკთა. გარნა მოვიყვანოთ კიდევ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის: არა ზრუნავს მყოფთათვის სახლსა შინა ქმარი მისი, ოდეს სადა ჰყოვნოს (კა). მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი სამოსელი უქმნა ქმარსა თვისსა და ყოველთა მისთანა მყოფთა (კბ). ქმარი მისი არის ქებული და დიდებული საზოგადოებასა შინა გონიერებითა და სიკეთითა მეუღლისა მისისათა: დიდებულ იქმნების ბჭეთა შინა ქმარი მისი, ოდესცა უკეთუ დასჯდის კრებულთა შორის მოხუცებულთა თანა მკვიდრთა ქვეყანისათა (კგ).

ესრეთ აღწერს მხნესა დედა-კაცსა სოლომონ. უეჭველია, რომელ მრავალნი აქ მსმენელთა მამა-კაცთაგანი შენატრიან მათ, რომელთა ღმერთმან მისცა ესრეთი გონიერი და მხნე მეუღლე. გარნა შეიძლება რომელთამე მსმენელთა და უმეტესად ქალებთა ესრეთ იფიქრონ თავის გულში: რა არის, რომელ სოლომონ აქებს ერთსა მხოლოდ შრომასა და დაუძინებელსა მუშაობასა დედაკაცისასა? ნუ თუ თვინიერ ქსოვისა და კერვისა სხვა უფრო პატიოსანი საქმე არ უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და თვინიერ დაუძინებელისა შრომის-მოყვარეობისა სხვა თვისება არ უნდა შეიძინოს მან? არა, ძმანო და დანო ჩემნო, სხვანიცა მრავალნი თვისებანი უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და სხვანიცა მრავალნი პატიოსანნი საქმენი შეუძლიან მან აღასრულოს. გარნა შრომის-მოყვარეობა ანუ მხნეობა, პირველად, არის ისრეთი ძვირ-ფასი თვისება, რომელიც იპყრობს შორის მისსა ყოველთა სხვათა მაღალთა თვისებათა. უკეთუ ქალი ესრეთ დაუცხრომელად არის შრომასა და სახლის მორთვასა შინა, მით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომელ მას აქვს თავის უარის-ყოფა, ვინაიდგან იგი არა თავისა თვისისათვის ეძიებს სარგებლობასა, არამედ მისთა მახლობელთა; ამასთანავე აქვს მას განუზომელი სიყვარული ქმრისა, შვილთა და სახლეულთა. მეორედ, ქალი შრომის-მოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და ყოფა-ქცევითა, ვინაიდგან ესრეთ გართულსა შრომასა და მოღვაწებასა შინა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორსა და ბოროტ-სიტყვაობასა შინა, განცხრომასა და სხვათა შეუსაბამოთა საქმეთა შინა. მესამედ, იგი აძლევს, სასარგებლოსა მაგალითსა შვილთა და გარემოს მყოფთა მისთა. იგი ვითარცა სანთელი ნათელსა, ესრეთ განავრცელებს გარემოს მისსა სიწმიდესა, ბედნიერებასა და ქრისტიანულსა ზნეობასა. ერთი სიტყვით, იგი არის მხნე: დედა-კაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვის მრავალ-სასყიდლისა.

აქ იქმნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწება შეეფერება მხოლოდ მდაბიო ღარიბთ დედა-კაცთა, გარნა ვინც არის მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომილი არის ეს ჰაზრი. ღმერთმან ყოველს ადამიანს დაუნიშნა შრომა და მუშაკობა. გარნა ჩემი სიტყვა რა საჭირო არის აქ! მაგალითი სიტყვაზედ უმჯობესია! მხნე იგი დედაკაცის აღწერა სოლომონისა დედამ უთხრა მას! სოლომონ მეფის დედა ღარიბი რათ იქმნებოდა, მაგრამ თვითან იგი იყო ის მხნე დედაკაცი, რომელსა აღწერს შვილი მისი. გარნა მე ამაზე უმჯობესსა და უსაყვარლესსა მაგალითსა მოგიყვან. მე თვითონ არ მინახავს და გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთ ძველად-ძველ ეკკლესიასა შინა, კედელზედ არის დახატული ყოვლად-წმიდა ღვთისმშობელი და მის წინ ძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემი თვალით მენახა ეს ხატი! მაშინ მე გავიცნობდი მეორესა კერძოსა საღმრთოისა მისის ხასიათისასა და უდიდესსა პატივსა და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემი! რა კარგი რამ იქმნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი ყოვლად-წმიდისა, რომ ერთ კერძო მისა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულისა ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით მას ხელში ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა მისსა ღვთაებრივისა კარგითა ხელოვნებითა იყოს გამოყვანილი ის ღვთაებრივი სიწმიდე, სიმშვიდე და სიყვარული; თვალთა შინა მისითა ბრწყინვიდეს ის უფსკრული გონიერებისა და კრძალულებისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსა. ესრეთი ხატი იქმნებოდა ჭეშმარიტი დროშა ანუ სიმვოლო, ესე იგი ნიშანი ყოველი ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 781 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0