მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ნათლისღება
ჭეშმარიტების, შიშისა და ეგოიზმისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება მეხუთესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება მეხუთესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ვგონებ თქვენ, ყოველნი შენიშნავდით, რომელ განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა, საეკლესიო წიგნები, მეტადრე მარხვანის საგალობელნი ხშირად ახსენებდენ სახელსა ღირსისა დედისა ჩვენისა მარიამ ეგვიპტელისასა. ზოგიერთთა თქვეთაგანთა ისიც ეცოდინებათ რომელ ეს მეხუთე კვირიაკე დიდისა მარხვისა წმიდამან ეკკლესიამან დანიშნა მოსახსენებელად ამ ღირსისა დედისა. არა უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ განაწესა ესრეთ წმიდამან ეკკლესიამან. არა უმიზეზოთ გაგვახსოვნებს ჩვენ იგი ხშირად დიდ მარხვის განმავალობასა შინა სახელსა მარიამ ეგვიპტელისასა. დიდი მარხვა, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამიცა არის ჟამი მომეტებულისა ლოცვისა, მარხვისა და მონანებისა; გარნა ნეტარმან ამან მარიამ ეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ მაღალი და საკვირველი სახე ლოცვისა და მონანებისა. მისი უწინდელი სიცოდვე და უწმინდურება, მერმე გასაოცარი მოქცევა და მონანება, ბოლოს განმაკვირვებელი სულიერი მოღვაწება დიდსა ნუგეშსა მისცემენ ყოველთა ღვთის მოყვარეთა კაცთა.

მარიამ ეგვიპტელი სცხოვრებდა მეოთხესა საუკუნესა შინა, ქვეყანასა ეგვიპტესა; მშობელნი მისნი იყვნენ მდიდარნი და პატივცემულნი; თვით იგი იყო შობიდგანვე მინიჭებული მახვილითა გონებითა და გასაოცარითა სხეულის მშვენიერებითა. გარნა საუბედუროდ სჩანს, რომელ ვითარცა მისნი მშობელნი, ეგრეთვე ყოველნი მისნი მახლობელნი არ იყვნენ განმტკიცებულნი კეთილსა ზნეობასა შინა. ყრმა ესე, მდიდრად შემკობილი ყოვლითა ნიჭიერებითა, ადრიდგანვე მიეჩვია ცუდსა ზნესა და საქმესა. მოვიდა რა იგი სრულსა ჰასაკსა შინა, იგი მიეცა საშინელსა უწმიდურებასა და გარყვნილებასა, და არათუ არაოდეს არ ფიქრობდა და არ ზრუნვიდა მონანებისათვის, არამედ თან და თან უმატებდა ბოროტებასა და ბილწებასა. მისი უწმიდური ცხოვრება, მისნი საშინელნი საქმენი განთქმულნი იყვნენ ყოველსა მას მხარესა. ვინ იცის, რაოდენნი მდიდარნი და კეთილნი ჭაბუკნი მიიზიდა მან და დაღუპა, რაოდენნი კაცნი და ქალნი მიაჩვია მან ბილწებასა და შთააგდო მან ჯოჯოხეთსა შინა. ყოველნი ღვთის მოსავნი ქრისტიანენი სწუხდენ და სტიროდენ მხედველნი ერთისა მისისა საშინელისა ზნეობისა. გარნა ბოლოს გამოსჩნდა რომელ არა სრულიად იყო მის შორის დაღუპული მადლი ნათლის-ღებისა, არამედ დარჩენილი იყო მცირე თესლი კეთილობისა. ერთხელ მან მოინდომა წარსვლა ეგვიპტიდგან იერუსალიმს, არა მისთვის, რათა დასტოვოს უწმიდურება და შეინანოს, არამედ მისთვის, რათა იქაც განაგრძოს იგი. როდესაც, ქრისტეს აღდგომის დღისათვის, ყოველთა ქვეყნებთაგან მრავალნი პირნი შეიკრიბებოდნენ ქრისტეს საფლავის თაყვანის-საცემელად, მაშინ მან განიზრახა ცთუნება მრავალთა მათგანთა და შთაგდება მათი მახესა შინა თვისისა ბიწიერებისასა; გარნა განუზომელმან ღვთის მოწყალებამან თვით მას დაუგო საღმრთო მახე, რომლითაც მოინადირა იგი და მოაქცია შესაძრწუნებელისა მისისა ცხოვრებისაგან. მყოფობასა შინა იერუსალიმს, მას მოუვიდა ერთხელ სურვილი შესვლად ტაძარსა შინა ქრისტეს საფლავისასა, არა ლოცვისათვის, არამედ დროების გატარებისათვის; გარნა მიეახლა რა კარის ბჭესა ტაძრისასა, ვერ შეიძლო შესვლა ტაძარში სიმრავლისა გამო ხალხისა. მრავალ გზის და ფრიად ცდილობდა შესვლად საყდარში, გარნა როგორც რომ მიეახლებოდა კარის ბჭეს, რაღაცა უცნაური ძალი უკან აქცევდა მას. შეხედვიდა რა შორიდგან საყდარს, დაინახავდა შიგნიდგან ხატსა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისასა და, როგორათაც მან თვით მერმე აღიარა, ეჩვენებოდა მას, ვითომც ყოვლად წმიდა უცეფ მიაქცევდა მისდამი მჭმუნვარეთა და საყვედურით აღვსებულთა თვალთა. ამ შემთხვევამ დააფიქრა მარიამ ეგვიპტელი. იგი მიბრუნდა თავის სადგომში დაღონებული და დაფიქრებული; დაკეტა კარი სადგომისა და აღარავის უშვებდა თვისთანა, იყო მარტო მყოფობასა შინა და დუმილსა; როდესაც გონება და გული მისი განთავისუფლდენ დაფანტულებისა და ამაოებისაგან, მაშინ მას ცხადად წარმოუდგა და დაეხატა თვალთა წინაშე ყოველი მისი უწმიდურება და საძაგლობა: გაუჩნდა მას ცოტ-ცოტა გულის წუხილი. როგორათაც კაცი, ღრმა ძილისაგან გაღვიძებული, გაიხსოვნებს ყოველსა რაიცა შეემთხვია მას უწინარეს დაძინებისა, ეგრეთვე მას გაახსოვნდენ ყოველნი უწინდელნი ბოროტნი საქმენი: დაეცა მას ზედა სირცხვილი დიდი და შემუსვრილება გულისა და აღენთო მის გულში მონანება და მწუხარება, თვალნი მისნი უნებლივად აღივსებოდენ ცრემლითა. ან კი როგორ გავბედე მე უბედურმა მიახლებად საყდრისადმი, ესრეთ ფიქრობდა იგი თავის გულში; როგორ მოვიფიქრე მე ბნელმა და გასვრილმა მიახლება ყოვლადწმიდისა დედისადმი. რას ვიქმოდი მე აქამდი? სად ვიყავი? ვის შევსწირე ჩემი ჭკუა და მშვენიერება? ნუ თუ მისთვის აღმავსო მე ღმერთმან ჭკუითა და მშვენიერებითა, რომ იგინი მოვიხმარო დასაღუპად ჩემდა? ესრედ სწუხდა და სტიროდა საცოდავი იგი ქალი. მწუხარება მისი და გულის შემუსრვილება იყო ესრედ, რომ იგი ხშირად დავარდებოდა მიწაზედ და იგლეჯდა თმასა თავისა თვისისა.

ესრედ მოახდინა ღვთის განგებამან მოქცევა მარიამ ეგვიპტელისა! აქ ის უმეტესად არის ჩვენგნით შესანიშნავი, რომელ ეს გლოვა, ტირილი და წუხვილი ღირსისა ამის დედისა არ იყო რაიმე წარმავალი, მცირე ჟამს უსაფუძვლო გრძნობა, არამედ ღრმა, მტკიცე და შეუცვლელი. ახლაც ხშირად მოხდება, რომელ ზოგიერთი კაცი, ანუ ქალი, შესწუხდება, იგრძნობს ცუდსა თვისსა მდგომარეობას; გარნა, სამწუხაროდ, ნაცვლად მისა, რომ მიაქციოს ყურად-ღება ამ გულის წუხილზე და მიხვდეს, რომ ღმერთი მით უწიდებს მას, შეატყობინებს თვისსა მზრუნველობასა და მოითხოვს მისგან მოქცევასა, იგი ანუ ძალით დააჩუმებს თვისსა სინდისსა, ანუ მალე გაერთვის კვალადვე უწინდელთა ცოდვათა შინა. ესრედ არ მოიქცა მარიამ ეგვიპტელი! მან, ნეტარმა, ისმინა და მიიღო წოდება ღვთისა; რაოდენიმე დღე იგი ეგდო უჭმელი და უსმელი თავის სახლში და სტიროდა; მერმე ევედრა ცრემლით ღმერთსა, რათა ნიშნად მისისა შებრალებისა მიუშვას იგი შესვლად საყდარში და თაყვანის-ცემად მისისა საფლავისა. აღასრულა რა მან ეს სურვილი, ღამე მარტო განვიდა ქალაქიდამ, განვლო იორდანე, შევიდა დიდსა უდაბნო ადგილსა, ნახა ერთი გამოქვაბული, დადგა მუნ და ამიერიდგან იწყო დაუძინებელი ლოცვა, მარხვა და მოღვაწება. განმავლობასა შინა მრავალთა წელთა, ვიდრე გარდაცვალებამდე, იგი ატარებდა განსაცვიფრებელსა, თითქმის უნივთოსა ცხოვრებასა, ესრედ რომელი კაცი ვერ წარმოიდგენს, რაოდენი შრომა, განსაცდელი და ჭირი მიიღო მან მარტომყოფობასა შინა უდაბნოში. ბოლოს იგი აღვიდა მაღალსა ხარისხსა სიწმიდისასა და ესრედ, რომელი იგი იყო შთავარდნილი ჯურღმულსა შინა უწმიდურებისასა, ბოლოს იქმნა შერაცხილ წმიდათა შორის.

აჰა, ძმანო, მცირე და სუსტი მოთხრობა ცხოვრებისა ღირსისა დედისა ჩვენისა მარიამ ეგვიპტელისა! აღარ ვრაცხთ საჭიროდ რაიმე ჩვენგნით დაუმატოთ ამას, ვინაიდგან თვით ცხოვრება მისი საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, თუ ვითარ მოწყალე და სულ-გრძელ არს ღმერთი, რა სახით მოელის იგი ჩვენსა მოქცევასა და, თუ მოვინანეთ, იგი აღარ გაიხსოვნებს და გვაყვედრის ადრინდელსა ჩვენსა ცოდვასა, არ დაიშურვებს ჩვენთვის თვისსა საღმრთოსა მადლსა, და რაც გინდა ღრმასა ჯურღმულსა ცოდვისასა იყოს კაცი შთავარდნილი, თუ კი მოინდომა, მოინანა და გულ-წრფელად შეიგონა და აღიარა თვისნი ცოდვანი, ღმერთი მიიღებს მას და შერაცხს მეგობართა შორის თვისთა, რომელიც მანვე მოგვცეს ჩვენცა ყოველთა. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 750 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0