მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ
ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება მესამესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება მესამესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა

და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და რქვა მათ:
რომელსა უნებნ შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ყავნ თავი თვისი,
და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომდეგინ მე (მარ. ჱ, ლდ, ლე)

სწავლა, რომელსა დღეს წინა-დაგვიგებს ჩვენ, ძმანო, ქრისტიანენო, წმიდა სახარება სიტყვათა ამათ შინა, არის ერთობ მაღალი, დიდი და ღრმა. იგი მოითხოვს ჩვენგან სრულსა და მტკიცესა გულის-ხმობასა. თვით მაცხოვარმან განგებ მიაქცია მას ზედა საკუთარი ყურად-ღება მსმენელთა მისთა, ვინაიდგან თქმულ არს: მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და რქვა მათ; ესე იგი, პირველად განაღვიძა მათი ყურად-ღება და მერმე უთხრა სწავლა ესე. საკვირველიც არ არის! მაცხოვარი აქ პირ-და-პირ გამოგვიცხადებს ჩვენ, რა სახით ანუ რა პირობით შეიქმნება კაცი მოწაფედ მისდა. ვის არა სურს, რომ იყოს ჭეშმარიტი მოწაფე ქრისტესი? ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღვწით, ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. მაშასადამე მოიხმარეთ თქვენცა აწ სრული და შეურყეველი ყურად-ღება, უკეთუ გსურსთ შეიტყოთ ეს დიდი პირობა. თუმცა თქვენ ყოველთვის ერთ გულად და გულის-ხმიერებით ისმენდით სუსტსა სიტყვასა ჩვენსა და მიიღებდით მას, არა ვითარცა სიტყვასა კაცისასა. არამედ, ჭეშმარიტად, ვითარცა სიტყვასა ღვთისასა, გარნა დღეს უმეტესსა ყურად-ღებასა მოვითხოვ თქვენგან, ვინაიდგან სწავლაცა აწინდელი არის სხვათა უმეტესი და უსაჭიროესი.

სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელთა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა; პირველად, რათა უარ-ჰყონ თავი მათი: რომელსა უნებნ შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ყავნ თავი თვისი; მეორედ, რათა აღიღონ ჯვარი მათი: და აღიღენ ჯვარი თვისი; მესამედ რათა ვიდოდენ შემდგომად მისა: და შემომიდეგინ მე. და ესრედ ჩვენც სამ ნაწილად განვყოთ დღეს სიტყვა ჩვენი.

პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს უფალი ჭეშმარიტისა თვისისა მოწაფისაგან, არის თავის უარის-ყოფა: რომელსა უნებნ შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ყავნ თავი თვისი. სოფლისა ამის მოყვარესა ფრიად განუკვირდება და ეწყინებაცა, ოდეს მას ესმის ესრეთი მცნება იესო ქრისტესი; გარნა თავის უარის ყოფა არის ისრეთი მიუცილებელი პირობა, რომელ თვინიერ მისა არამცა თუ შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ჭეშმარიდი ქრისტიანობა არ შეიძლება, არამედ არცა ერთი ამ სოფლის სასარგებლო და კეთილი საქმე არ აღსრულდება. წარმოვიდგინოთ რაოდენიმე მაგალითი: მაგალითებრ, როდესაც ჭაბუკი იწყებს წიგნის სწავლასა, უკეთუ მან არა უარ-ჰყო თვისი საკუთარი ნება და ჭკუა და არ დაემორჩილა მასწავლებელსა მისსა, იგი ვერაფერს ვერ ისწავლის; როდესაც მხედარი არის ბრძოლასა შინა, სრულიად უნდა უარ-ჰყოს თავი თვისი იმ ზომად, რომელ ერთითა მეუფროსის ბრძანებითა სიცოცხლე თვისი აღარ დაზოგოს; კაცი, რომელი არის სამოქალაქო სამსახურსა შინა, უკეთუ არა უარ-ჰყო თავი თვისი და სრულიად არ დაემორჩილა სჯულის ბრძანებასა, არამედ იწყო ყოვლის საქმის წარმოება მისისა საკუთარისა სარგებლობისა-მებრ, შეიქმნება ფრიად მავნებელი სამსახურისათვის. შინაურმა მოსამსახურემ სრულიად უნდა მოჰკვეთოს საკუთარი თვისი ნება და სურვილი და აღასრულოს მხოლოდ ის, რასაც უბრძანებს მას ბატონი მისი; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოსძულდება მალე უფალსა მისსა. ერთი სიტყვით, თვით მცირეცა საქმე არ წარემართება თვინიერ თავის უარის-ყოფისა. მცირე საქმე მცირესა თავის უარის ყოფასა მოითხოვს, დიდი საქმე დიდსა. და ვინაიდგან შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ქრისტეს სჯულის აღსრულება არის ყოველთა საქმეთა უსაჭიროესი, უდიდესი და უძნელესი. მაშასადამე არსად არ დასჭირდება კაცს ისრე თავის უარის-ყოფა, ვითარცა ამ საქმეში. ამისათვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო, ოდეს გესმის საღმრთო წერილისაგან არა თუ ეს უბრალო ბძანება თავის უარის-ყოფისა, არამედ ამაზედ კიდევ უფიცხელესი სიტყვა: რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძილოს მამა თვისი, და ცოლი და შვილნი, და ძმანი, და დანი, და მერმე კვალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწოფების მოწაფე ყოფად ჩემდა (ლუკ. იდ, კვ). აჰა რა ზომადმდე უნდა მიაღწიოს თავის უარის-ყოფამან! თუ საჭიროებამ და შემთხვევამ მოითხოვა, შენ უნდა მოიძულო არა თუ ყოველი ამ სოფლის კავშირი. არამედ სულიცა შენი, ესე იგი სიცოცხლე შენი. რისთვის მოითხოვს მაცხოვარი ჩვენგან ესრეთსა შემაძრწუნებელსა თავის უარის-ყოფასა? რისთვის არის საჭირო, რომ კაცმა არამცა თუ თავი უნდა უარ-ჰყოს. არამედ თითქმის უნდა მოიძულოს სული თვისი? მისთვის, ძმაო ჩემო, რომ ცოდვა და ბოროტება ერთობ ღრმად არის შთანერგული დაცემულსა ბუნებასა შინა კაცისასა, ესრეთ რომელ კაცსა ბუნებითსა, ესე იგი არა განწმედილსა მადლითა ქრისტესითა ყოველნივე თვისებანი და ნიჭნი ჰქონან გაფუჭებულნი, ღირსნი მოძულებისა და მოძაგებისა. გული კაცისა ცოდვისაგან ესრეთ არის გარყვნილი, რომელ იგი ხშირად ნაცვლად მისა, რომ დაუშალოს კაცსა ცოდვა და მოაძულოს იგი, იწყებს მიზეზებად, ესე იგი მოიგონებს მზაკვართა და ცრუთა თავის შესანდობელთა და გასამართლებელთა მიზეზთა და მით დაადუმებს სინიდისსა. ჭკუა ცოდვილისა კაცისა არის დაბნელებული და დამონებული ცოდვისა. გარნა ეს კიდევ ცოტა არის, რომ კაცი ემონება ცოდვასა, რომელ ცოდვა ხშირად გარდექცევა მას ჩვეულებად; არამედ იგი ხშირად გარდაექცევა მეორე ბუნებად; იგი მიიღებს ბუნებაზედ უდიდესსა ძალასა და შეჰკრავს კაცსა გაუწყვეტელითა საკვრელითა. - როგორ მოვიძულო თავი ჩემი? რა სახით შემიძლიან, რომ დავივიწყო და მოვიძულო სული ჩემი? იმ სახით, ძმაო ჩემო, რომელ ერთის მხრით შთაიხედე შენს გულში, საინჯე შენი ბუნება და შეიტყე. რაოდენნი ცოდვანი, ბოროტნი მიდრეკილებანი, უწმიდურნი თვისებანი ბუდობენ მას შინა, და მეორეს მხრით წარმოიდგინე, ვითარსა სიწმიდესა და უმანკოებასა მოითხოვს შენგან იესო ქრისტე. მოგვითხრობენ კაცნი გამოცდილნი, რომელ ზოგთა სჯულის გარდამხდომთა და უმეტესად კაცის მკვლელთა სინიდისი ისრე სასტიკად ჰქენეჯნის, რომელ მათ სრულიად მოსძულდება თავი მათი და თვით იგინივე გამოითხოვენ მსაჯულთაგან, ვითარცა ერთსა დიდსა მოწყალებასა, რათა მალე მისცენ იგინი სასჯელსა სიკვდილისასა. ანუ იქმნება თვით შენც გამოგიცდია ხშირად, ძმაო, რომელ ოდესცა შთავარდნილ ხარ რომელსამე დიდსა შეცდომასა შინა ანუ ცოდვასა, შენვე მოგწყენია შენი თავი, შენვე გიყვედრებია მისთვის და გირცხვენია. ესრეთი გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს კაცსა; მას ყოველთვის უნდა სძულდეს თვისი სიცოდვე, სისაწყლე, სიბოროტე; ყოველთვის უნდა ჰქონდეს წინაშე თვალთა თვისი უღირსება და მოიძულოს ყოველი, რაცა არს ბუნებასა შინა მისსა სიცუდე. ეს არის თავის უარისყოფა; ეს არის პირველი პირობა, რომელსა მოითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე! იგი გიბრძანებს შენ, ძმაო, რათა დაივიწყო, მოიძულო ის შენი მანუგეშებელი ცოდვა, რომელი სუფევს შენს ბუნებასა შინა, გარნა ნაცვლად ამისა რას იქმ შენ? ცოდვას არ უარ-ჰყოფ, სიბოროტეს, სიცუდეს არ მოიძულებ, არამედ მხოლოდ საჭმელს გამოიცვლი ამ დღეებში; ჰგონებ, რომ მხალის და ზეთის ჭამით, ნაცვლად ხორცისა, აღსრულდება ეს დიდი მცნება თავის უარის-ყოფისა. მართალია, ეკკლესიამ კი გამცნო მარხვა, ესე იგი დატევება დროებით ხორცისა, გარნა რისთვის? მისთვის, რათა მოუძლურდეს დაძველებული ცოდვა, სხეულსა შინა შენსა მყოფი. ხოლო შენ, თუმცა ხორცის ჭამას უარ-ჰყოფ, გარნა უწინდელსა ცოდვასა და ცუდსა ჩვეულებასა არ ივიწყებ. არა, ძმანო ჩემნო, საჭმლის გამოცვლით არ სცხოვნდება კაცი, არამედ ცუდის ყოფა-ქცევის გამოცვლით, ცოდვის უარის-ყოფით. ამას ვეძიებდეთ და ამის მსურველნი ვიყვნეთ მარადის, რომელსა შინა ღმერთი იყოს შემწე ჩვენი. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 843 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0