მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



თბილისობა
სიტყვა წმ. მოწამისა კონსტანტინე ქართველის დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება პარასკევს დიდ-მარხვის პირველ კვირიაკესა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება პარასკევს დიდ-მარხვის პირველ კვირიაკესა

საყვარელნო, ძმანო, ქრისტიანენო! ვგონებ, რომელ მრავალნი თქვენ შორის ემზადებით ხვალისათვის ზიარებასა და დღეს უნდა სთქვათ აღსარება წინაშე მოძღვრისა თქვენისა, ამისთვის მსურს წინადაგიგო თქვენ რაოდენიმე ჰაზრი მას ზედა, თუ რაი არს აღსარება, ვინ და რისთვის დააწესა აღსარება, და უმეტესად, როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანე აღსარებისათვის, უკეთუ სურს მიიღოს მისგან სრული სარგებლობა სულიერი.

მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მისთვის, რათა მათითა საშუალებითა მიიღოს მორწმუნემან უხილავი მადლი სულისა წმიდისა განსამტკიცებლად და საცხოვნებლად სულისა მისისა. აღსარებასა შინა კაცი მონანული, განიხილავს რა თავსა თვისსა და მოიგონებს რა ყოველთა თვისთა ცოდვათა, მივალს მოძღვართან და გულ-წრფელად შეატყობინებს მას სულიერსა თვისსა მდგომარეობასა და მიიღებს მისგან შენდობასა ცოდვათა თვისთასა სახელითა და ძალითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მაცხოვარმან, აღდგომილმან მკვდრეთით, მისცა მოწაფეთა თვისთა უფლება შეკვრისა და განხსნისა კაცთა ქვეყანასა ზედა, მეტყველმან: მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ-იყვნენ და უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნეს მათ. რომელნი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, იყოს კრულ ცათა შინა; ხოლო რომელნი განხსნათ ქვეყანასა ზედა, იყვან ხსნილ ცათა შინა. მოციქულთა ესე უფლება გარდასცეს თვისთა მოადგილეთა, და ესრეთ ვიდრე აქამომდე მოძღვარნი თქვენნი იხმარებენ უფლებასა ამას თქვენდა საცხოვნებლად.

არ არის აქ საჭირო ვრცლად განვიხილოთ და დავამტკიცოთ, თუ ვითარ დიდ-არს და მაცხოვნებელ კაცთათვის საიდუმლო ესე მონანებისა. საიდუმლოითა ნათლის-ღებისათა კაცი იშვების სულიერად, განიწმიდების და შეერთდების ღმერთთან. უკეთუ შეეძლოს კაცსა დამარხვა სიწმიდისა და მადლისა, რომელსა იგი მიიღებს ნათლის-ღებასა შინა, აღარ იქმნებოდა მისთვის საჭირო მონანება და აღსარება; გარნა, სამწუხაროდ, ვერცა ერთი კაცი, მცხოვრები ამ სოფლად, ვერ დაიცავს უმანკოებასა ნათლის-ღებისასა. ჩვენ ყოველნი ვსცოდავთ მარადის, ძმანო, და ერთი მხოლოდ გვაქვს ღონის-ძიება, ესე იგი, მონანება, რომლითა შეგვიძლიან კვალად აღვადგინოთ უბიწოება ჩვენი და შეურიგდეთ მამასა ჩვენსა ზეციერსა. ამისთვის წმიდანი მამანი მონანებასა უწოდებენ მეორე ნათლისღებად. უკეთუ ღმერთს არ მოენიჭებინა ეს დიდი მოწყალება ჩვენთვის, ვგონებ, რომელ ვერცა ერთი კაცი ვერ სცხოვნდებოდა სულითა თვისითა.

გარნა, ძმანო ჩემნო, ვისაც სურს, რომ კეთილად ისარგებლოს წმიდითა ამით საიდუმლოითა, მან ჯეროვნად უნდა აღასრულოს იგი. ვინც განუზრახველად და სიჩქარით იტყვის აღსარებასა, იგი ვერ მიიღებს მისგან დიდსა სულიერსა სარგებლობასა. აღსარებასა, ძმანო, დიდი მომზადება უნდა. ჩვენ ყოველნი ისრე ვფიქრობთ და ის ჩვეულება გვაქვს, რომელ აღსარების მთქმელმან მხოლოდ უნდა დაიხსოვოს, რაც ცოდვა უქმნია განმავლობასა შინა ერთის წლისასა, მერმეთ მივიდეს და უთხრას მღვდელსა და მიიღოს მისგან შენდობა. ეს საკმაო არ არის, ძმანო ჩემნო! აქ უმთავრესი საქმე ის არის, რომ შენ ეცადო და შეიტყო შინაგანი შენი მდგომარეობა; არა თუ მხოლოდ მოიგონო, რა ცოდვა გიქმნია, არამედ ისიც შეიტყო, თუ რა იყო მიზეზი შენის ცოდვისა, რომლისა წყაროისაგან გამოვიდა ცოდვა შენი. თვითოეულს ცოდვასა აქვს თვისი წყარო და ფესვი გულსა შინა ჩვენსა; ყოველნი ცოდვანი წარმოსდგებიან და გაჩნდებიან რომელთამე ცუდთა თვისებათა და ბოროტთა მიდრეკილებათაგან ჩვენთა; თვითოეულსა კაცსა, ძმანო ჩემნო, აქვს თვისნი საკუთარნი ჩვეულებანი და მიდრეკილებანი, რომელნი შეადგენენ მისსა ხასიათსა. მაგალითებრ, ერთი არის გულ-ფიცხელი და ეს გულ-ფიცხელობა მისი შეიქმნება წყაროდ მრავალთა მისთა ცოდვათა; მეორე არის ამპარტავანი ანუ თავხედი, და ამისაგან შთავარდება მრავალთა შეცოდებათა შინა; ზოგი არის ანგარი და ამისთვის იქმს მრავალთა ცოდვათა, სხვა არის მოშურნე და ხარბი, კვალად სხვა არის ზარმაცი, ანუ ცილის-მწამებელი. შენც, ძმაო ჩემო, როდესაც ემზადები აღსარების თქმასა, ეცადე და შეიტყე, რა ნაკლულევანება გაქვს შენ და რა ვნება გჭირს, რომლისაგან წარმოსდგებიან თვითეულნი შენნი ცოდვანი. ვგონებ, ან თვითონ შენ გინახავს, ან გაგიგონია, რომელ ოდესცა მიწის მუშაკი სწმენდს თვისსა ყანობირსა ცუდთა და მავნებელთა ბალახთაგან, მაშინ იგი ცდილობს რომ ფესვიანად ამოგლიჯოს იგინი მიწისაგან. და თუ მხოლოდ ზეითგან მოსჭრა იგინი და ფესვები კი მიწაში დასტოვა. კვალადვე აღმოცენდებიან იგინი და გააფუჭებენ თესლსა. შენც ესრეთ მოიქეცი, ძმაო ჩემო; უკეთუ გსურს კეთილად განსწმიდო გული შენი, ეცადე რომ ფესვიანათ ამოგლიჯო მისგან ყოველნი ცოდვანი შენნი.

მეორედ, ძმაო ჩემო, უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ შესძლებს სნეული კაცის მორჩენასა, უკეთუ პირველად არ შეიტყო მიზეზი მისისა სნეულებისა. ეგრეთვე, უკეთუ კეთილად ვერ შეატყობინე მოძღვარსა მიზეზი სულიერისა შენისა სნეულებისა, ვერცა იგი მოგცემს შენ კეთილსა დარიგებასა და სასარგებლო წამალსა. ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა უქმად და უნაყოფოდ იყოს შრომა და მოღვაწება თქვენი. ხოლო გსურსთა შეიტყოთ, სასარგებლოდ დარჩა თქვენთვის აწინდელი მარხვა და მონანება თუ არა? არის ერთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ნიშანი, რომელი გამოაჩენს, მიიღეთა თქვენ სულიერი სარგებლობა? უკეთუ თქვენ ამიერიდგან უმჯობესნი შეიქმენით სულიერად; უკეთუ ის ცოდვა, რომელიცა აქამომდე გაწუხებდათ, განიშორეთ და შეიძულეთ, ხოლო მადლი და სათნოება, რომელიც აქამომდე არ გქონდათ, შეიყვარეთ და აღასრულეთ, ცხად იქმნება, რომელ მიგიღიათ დიდი სულიერი სარგებლობა აწინდელისა მოღვაწებისა და მარხვისაგან. ხოლო უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადვე დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულ-ფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვსის გინებასა; ვინც ამპარტავანი იყო, არ დაიმდაბლა თავი თვისი; ვინც ანგარი იყო, ისრევე დარჩა გაუმაძღარი და ხარბი, ცხად იქმნება, რომელ ამაოდ დაუკარგავს დროება თვისი. რისთვის ვხედავთ ჩვენ ამ ჩვენ ქვეყანაში, რომელ, თუმცა მრავალნი პირნი და თითქმის ყოველნი ფრიად გულ-მოდგინედ მარხულობენ, მტკიცედ ემზადებიან ზიარებასა და თითქმის ისრე მარხულობენ, რომ ზოგჯერ ავათ გახდებიან ნამეტნავის მარხულობისაგან, ზიარების შემდეგ არაფერს ცვლილებას და უმჯობესობას არ ნახავს კაცი მათ შორის? მისთვის, რომელ იგინი კარგად არ განიცდიან თავსა თვისსა და არ შეიტყობენ, რა უნდა გამოიცვალონ და რა უნდა მოიშალონ, ხოლო თქვენ, ძმანო, ეცადეთ, რათა უმჯობესნი შეიქმნეთ ამიერითგან სულიერად. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 767 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0