მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება თქმული ქუთაისს, დღესა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელსა, სეკტემბ. იბ-სა
სიტყვა ღირსი მამის შიო მღვიმელის წმ. ნაწილთა აღმოსვენების დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება ოთხშაბათსა დიდ მარხვის პირველის კვირიაკისასა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება ოთხშაბათსა დიდ მარხვის პირველის კვირიაკისასა

და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ძილისაგან.
აწვე უმახლობელეს არს ჩვენდა ცხოვნება ოდესმე ესე გვრწმენა.
(რომ. იგ.იდ.ივ)

ესრეთ მისწერა ოდესმე რომაელთა წმიდამან პავლე მოციქულმა; ხოლო წმიდამან ეკლესიამან განგებ დააწესა წაკითხვა სიტყვათა ამათ თვით შესავალსა დიდისა მარხვისასა და მით გვასწავლა ჩვენ, რომელ იგინი უმეტესად შეეფერებიან პატიოსანთა ამათ დღეთა დიდისა მარხვისათა.

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა. რისთვის? მისთვის, რომელ წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა ამათ შინა შენდა აღსაშენებლად და მოსაქცევლად, ძმაო ჩემო! ყოველსა მისსა საუნჯესა, ძველსა და ახალსა, ახლა გამოიტანს წმიდა ეკლესია და გაგიფენს შენ. ახლა განამრავლებს იგი უმეტესად კითხვასა სამღთოთა ფსალმუნთა; ახლა აღმოჰკრეფავს წინასწარმეტყველთაგან უმჯობესთა კეთილ-სულოვანთა ყვავილთა; ახლა გიქადაგებს იგი ბაგითა სოლომონ ბრძენისა და ისუ ზირაქესათა და ყოველთა წინასწარმეტყველთასა; ერთი სიტყვით, რაც კი აქვს წმიდასა ეკლესიასა უმჯობესი, ყოველი დაიმარხა აწინდელთა დღეთათვის. დაუგდე ყური სამღრთოთა ამათ სიტყვათა. გააღე კარი გულისა შენისა და მიუშვი მადლი სამღრთოისა ქადაგებისა; აწვე არს ჟამი განღვიძებად ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩვენდა ცხოვნება.

დრო არს, ძმაო, გაიღვიძო, მოგეახლა ცხოვნება. თუ ახლაც არ მოინანე ცოდვანი შენნი, თუ ახლაც არ გაიღვიძე, მაშასადამე აღარ ყოფილა შენთვის გაღვიძება. რა სახით არ შეგაგონებს შენ წმიდა ეკლესია; რომლის კერძოით არ მოგეახლება იგი! თუ შიშით, თუ სიყვარულით, თუ შერცხვენით, თუ ლმობიერებით, თუ მრისხანებით, ყოველ საშუალებას იხმარს, ყოველ ხერხს გამოსცდის. გაიხსოვნე გუშინ წინ წაკითხული წინასწარმეტყველება ისაიასი. თუ კარგა დაუგდე მას ყური და ცრემლი არ მოგივიდა და არ შეგეშინა, მაშასადამე გულის მაგიერად გქონია შენ ქვა. თვით ღმერთი წარუდგება ისრაილსა და გამოითხოვს მას სამართალში, ცასა და ქვეყანას მოიყვანს მოწმად და იტყვის: ძენი ვშევ, და აღვამაღლე, და მათ შეურაცხ მყვეს მე, ხარმან იცნა მომგებელი თვისი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა, და ერმან ჩემმან მე არა მიცნო. მერმე როგორათაც ერთი მამა, გამოყვანილი მოთმინებისაგან გაუწყრებოდეს შვილსა და ეტყოდეს, წადი ჩემგან და ნუღარ მეჩვენები, შენ დამავიწყე მე მამობრივი სიყვარული ცუდითა შენითა ქცევითაო; ამ სახით გაურისხდება ღმერთი ისრაილსა, მცოდველსა და ეტყვის, რომელ იგი აღარ შეხედავს მათ, აღარ ისმენს მათსა ლოცვასა; მათი მარხვა, მათი დღესასწაულნი, მსხვერპლნი მოსძულდა მას. ვაი ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა. თესლნი ბოროტნი, ძენი უსჯულონი დაუტევეთ უფალი დაივიწყეთ წმიდა ისრაილისა. ეს სიტყვები, ძმაო, შენკენ მიაქციე; ესრე წარმოიდგინე, რომ თვით შენ გეუბნება უფალი. შენც გშვა მან წმიდისა ემბაზისაგან, შენც აღგამაღლა მან და განგანათლა სამღრთოითა სწავლითა და უმეტესად აღგამაღლა ვიდრე ისრაილი, გარნა შენცა, ვითარცა ძველი იგი ისრაილი, ხშირად დაივიწყებ ღმერთსა და უღალატებ მას.

დრო არს, ძმაო, გაიღვიძო ძილისაგან შენისა; ისარგებლე სამღრთოითა ამით ჟამითა, თუ ახლაც უდებ იქმენ, თუ ახლაც უსარგებლოთ დარჩა შენთვის ესოდენი შეგონება, სწავლა, ქადაგება, რაღა მოგაქცევს შენ და ვინღა შეგაგონებს, ვერაოდეს ვერსად ვერ გაიგონებ შენ ისრეთთა ტკბილთა და ლმობიერთა სიტყვათა, როგორათაც გეტყვის შენ დიდსა სერობასა ზედა წმიდა ანდრია კრიტელი. არ შეიძლება უმჯობესად შეგონება კაცისა! სწორეთ სულმან წმიდამან გაანათლა ანდრია საღმრთო, თორემ კაცის ენა ვერ წარსთქვამდა ესოდენსა მადლსა. რაოდენსა საღმრთოსა სახესა წინა დაგიგებს იგი რაოდენსა მაგალითსა მოგიყვანს! რაოდენსა საკვირველსა ჰაზრსა შეგაგონებს! ქვეყნის დაბადებიდგან ვიდრე უკანასკნელ დღეთადმდე რაიცა რამ იყო წმიდა მაგალითი, ყოველსა აღწერს იგი შენთვის! ამის მეტი სხვა არაფერი განსხვავება რომ არ იყოს დიდმარხვის ლოცვებში, მარტო ეს იქმნებოდა საკმაო შენდა განღვიძებად ძილისაგან ცოდვათასა.

აჰა, ვითარცა სამღრთოისა ტაბლასა დაგიგებს შენ წმიდა ეკკლესია დღეთა ამათ შინა! აჰა, რაოდენნი და ვითარნი მქადაგებელნი წარმოგიდგებიან შენ! განიღვიძე უკვე! ვიდრემდის უნდა გეძინოს შენ, ვიდრემდის უნდა გამოსცადო სულგრძელება და მოთმინება მამისა შენისა ზეციერისა. საკმაო არს ესოდენი ძილი, უკეთუ არა, იგი გადიქცევა სიკვდილად. განიბანენით, წმიდა იქმენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა. ისწავეთ კეთილისა ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი. ესრეთ გვეტყვის თვით ღმერთი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა. სულო ჩემო! სულო ჩემო! აღსდეგ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს! ესრეთ ხმობდე ნეტარის ანდრიასა თანა შენცა, ჰოი კაცო. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 855 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0