მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



უძღები შვილის კვირა
საუბარი ათეიზმზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა მეზვერის და ფარისეველის კვირიაკესა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მეზვერის და ფარისეველის კვირიაკესა

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!
(ლუკ. იჱ, იგ).

ორნი კაცნი შევიდენ ტაძარსა შინა ლოცვად. ვითარცა მოგვითხრობს დღეს წაკითხულისა სახარებისა იგავი, ერთმან გრძლად ილოცა, მრავალი სიტყვა წარმოსთქვა ლოცვასა შინა თვისსა; გარნა მისი ლოცვა არ შეიწყნარა ღმერთმან. მეორე მლოცველმა მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა წარმოსთქცა ლოცვაში: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და ხშირად ამათვე სიტყვათა განიმეორებდა გულის ცემითა და იგი გამოვიდა საყდრიდამ გამართლებული. რა იყო მიზეზი ამისა? რამ გაამართლა მოკლე ლოცვის მთქმელი მეზვერე და რისთვის გამტყუნდა გრძლად მლოცველი ფარისეველი? მიზეზი ამისა ის იყო, ძმანო ჩემნო, რომელ-ჭეშმარიტი ლოცვა არა მდგომარეობს მრავალ სიტყვაობასა შინა, არცა მრავალ მუხლმოდრეკასა, არცა ხელთა აღპყრობასა, არცა მხოლოდ პირჯვრის წერასა, არცა სხვათა ამის მსგავსთა გარეგანთა მოქმედებათა. ისენი არიან მხოლო ნიშანნი და სახენი ლოცვისანი; შეიძლება რომ იგინი ჰქონდეს კაცს და ჭეშმარიტი ლოცვა კი არ იცოდეს. მაშასადამე რაი არს ჭეშმარიტი ლოცვა?

ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავის ცნობა, თავის სულიერის მდგომარეობის შეტყობა, როდესაც კაცი თვისითა ჰაზრითა და გონებითა მიბრუნდება თავის თავისაკენ, გამოიკვლევს თვისის საკუთარის სულიერის ცხოვრების სახესა,  შეიტყობს თვისსა შემცოდაობასა, ცხადად  დაინახავს თვისსა სიგლახაკესა, შეშინდება თვისისა უღირსებისაგან, შეწუხდება და იურვის, უნებლივად მიმართავს ღვთისადმი, სული და გული მისი უნებლივად მიიქცევა ზეციერისა მამისა მიმართ. ვინც ესრედ კეთილად გამოიკვლევს თავსა, მას აქვს სული შემუსვრილი და გული დამდაბრებული; იგი ლოცულობს არა ბაგითა და ენითა, არამედ გულითა და სულითა. ისრეთი იყო ლოცვა მეზვერისა, მან იგრძნო თვისი შემცოდაობა და სიგლხაკე. მერმე გაახსენდა მამობრივი მრწყალება ღვთისა და, სულმან მისმან უნებლივად მიმართა ზეცისადმი და ბაგენი უნებლივად იტყოდნენ: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას! ფარისეველმა კი არ გაშინჯა თავისი მდგომარეობა, სული მისი არ ჰგრძნობდა ლოცვის საჭიროებასა; იგი ლოცვისათვის არ შევიდა საყდარში, არამედ უმეტესად თავის მოწონებად და საქებლად.

მეორედ, ჭეშმარიტი ლოცვა არის ღვთის ძებნა; იგი არის მოძრაობა და მისწრაფება კაცის სულისა ზეციერისა მიმართ მამისა. ჭეშმარიტს ლოცვაში კაცის სული თითქმის გამოვა ხორცთაგან და შევა ცათა შინა. მაშინ იგი ცხადათ ჰგრძნობს ღვთის სიახლოვეს და არათუ სიახლოვესა, არამედ მასთან ერთობას. როდესაც კაცის გულში გაჩნდება მადლი ჭეშმარიტისა ლოცვისა, მაშინ გული მისი ადუღდება და როგორც მშიერი კაცი პურისა და მწყურვალე სასმელისა, ეგრეთვე იგი ეძიებს მადლსა და ლხინებასა ღვთისადმი. ამ მდგომარეობაში იყო სული დავით წინასწარმეტყველისა, როდესაც მან ღაღად-ჰყო: ვითარცა სახედ სურის იერემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ ჰსურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო, მოსწყურდა სულსა ჩემსა ღვთისა მიმართ ცხოველისა, ოდესმე მივიდე და გამოვეცხადო პირსა შენსა, უფალო. მაშასადამე ლოცვა არის უღრმესი და უშინაგანესი მოძრაობა კაცის სულისა. ოდეს სული კაცისა არის ჭეშმარიტსა ლოცვასა შინა, მაშინ ყოველნი სხვანი მისნი ორგანონი და გრძნობანი არიან დადუმებულნი, ყოველი მისი ჰაზრი და გრძნობა არის შემოკრებილი და შეგროებული ერთსა წერტილსა შინა, მაშინ იგი სდგას წინაშე ტახტისა დიდებისა ღვთისასა და იგი ერთის მხრით ჰგრძნობს და განიხილავს თვისსა განუზომელსა სიგლახაკესა და მეორეს მხრით განუზომელსა მოწყალებასა ღვთისასა; იგი ცხადად ჰგრძნობს, რომ ღმერთმა მიიღო მისი ლოცვა, შეიწყნარა იგი და აპატივა მას მისი უღირსება. 

გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო ჩემო, რომ ჭეშმარიტი ლოცვა იყოს ერთი მხოლოდ უქმი გულის გრძნობა, განშორებული ყოვლისა საქმისაგან. არა! ჭეშმარიტი ლოცვა, მესამედ, არის განმაცოცხლებელი და მიმზიდველი კაცის სულისა საქმისადმი კეთილისა. იგი გააღვიძებს კაცის გულში ყოველთა კეთილთა აზრთა და განზრახვათა, და გააუქმებს და მოსწყვეტს ყოველსთა ბოროტთა ჰაზრთა და სურვილთა. იგი აიძულებს კაცსა, რათა ადიდოს ღმერთი საქმითა მისითა. როგორათაც ხორციელი ცხოვრება კაცისა შესდგება ორით: ჰაზრითა და მოქმედებითა, ეგრეთვე სულიერი ცხოვრება შესდგება ლოცვითა და საქმითა. ის ლოცვა არ არის ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც არ გარდაიქცევა კეთილ საქმედ. მაშასადამე ყოველი კეთილი და წმიდა ჰაზრი, რომელიც გაჩნდება შენ გულში, ლოცვისაგან არის და ლოცვა არის; ყოველი კეთილი და წმიდა საქმე, რომელს შენ იქმ ღვთის გულისათვის და მისი სიყვარულისათვის, ლოცვა არის, ვინაითგან არის ნაყოფი ლოცვისა. აჰა ძმანო, რა დიდი და მძიმე საქმე არის ლოცვა ჭეშმარიტი, და რაოდენსა მოითხოვს იგი შენგან ღონესა და ძალასა. როდესაც წარმოვიდგენთ, რა მძიმე საქმე არის ჭეშმარიტი ლოცვა, უნებლივად ვიფიქრებთ: ვის შეუძლია შეიძინოს იგი! გარნა შენ კი, ძმაო, ადვილად უყურებ ამ საქმეს; შემოხვალ აქ დაფანტულითა ჰაზრითა და თან შემოიტან სოფელსა და სოფლის ურვასა. ლოცულობ არა სულითა და გულითა, არამედ უფროსად ენითა და ხელითა. ამისათვისაც არის, რომ ლოცვა არ მოქმედობს შენს ბუნებაში. მეშინის, რომ შენ გადიხარ აქედამ არა გამართლებული და განწმედილი, მსგავსად მეზვერისა, არამედ გამტყუნებული, ვითარცა ფარისეველი. ეს სჩანს მისგან, რომ შენ გამოხვალ რა აქედამ, მაშინვე მიიქცევი უწინდელთა შენთა საქმეთადმი; არ გამოიცვალე ხასიათი, გულ ფიცხელმა გული არ დაიწყნარე; გაუმაძღარმა სიხარბე არ მოიშალე; ამპარტავანმა თავი არ დაიმდაბლე. თუ ჭეშმარიტი და ნამდვილი ყოფილიყო შენი ლოცვა, მაშინ ვითარცა კარგ დროზე მოსული წვიმა მიწისაგან ნაყოფს, ეგრეთვე იგი გულისა შენისაგან გამოიხმობდა კეთილსა ჰაზრსა და საქმესა.

ღმერთო, მოგვეც ჩვენ ის მადლი, რომელ ყოველი ჩვენი კეთილი გრძნობა და ჰაზრი ლოცვასა შინა გაჩენილი გარდაიქცეოდეს კეთილ საქმედ. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 960 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0