მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



აწ განუტევე მონაჲ შენი
მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა მეზვერისა და ფარისევლისა კვირიაკესა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მეზვერისა და ფარისევლისა კვირიაკესა

გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული
სახით თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი (ლუკ. იჱ, იდ).

იგავსა შინა დღეს წაკითხულისა სახარებისაგან მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა მეზვერისა და ფარისეველისა, ესრედ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისევგლი იგი, ესე იგი მეზვერე განმართლდა, ანუ მიიღო მოტევება ცოდვათა ლოცვისა თვისისაგან, ხოლო ლოცვა ფარისეველისა იქმნა უნაყოფო, მან არ მიიღო შენდობა ღვთისაგან.

სიტყვათა ამათგან სჩანს, რომელ ყოველ კაცს თვით თვისი ლოცვა ანუ გაამართლებს, ანუ გაამტყუნებს. შენ სდგეხარ აქ, ძმაო ჩემო, და ლოცულობ, ხოლო სული წმიდა ისმენს რა ლოცვასა და გამოსცდის რა გულსა შენსა, მაშინვე შეადგენს განჩინებასა შენზედა, ესე იგი იქავე ანუ გაგამართლებს შენ, ანუ გაგამტყუნებს შენ თვით ლოცვისა შენისაგან: და გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი.

რით განმართლდა მეზვერე იგი? მით, რომ მან თითონ გაიმტყუნა თავი თვისი წინაშე ღვთისა. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! ესრედ იტყოდა იგი სიღრმისაგან გულისა თვისისა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო, სიტყვათა ამათ, გარნა რასა ჰგრძნობ მაშინ შენ გულში? ღმერთი სიტყვას არ მიჰხედავს, იგი განიცდის გულისა გრძნობასა; სჩანს, რომ მეზვერემ არ დამალა ღვთის წინაშე თვისი შემცოდაობა, კარგა წარმოიდგინა მაშინ ყოველი თვისი ცუდი საქმე, შეწუხდა გულითა თვისითა, მოიძულა ცოდვა, და შემუსვრილითა დამდაბლებულითა გულითა ნანობდა იგი ცოდვასა თვისსა. გარნა ესეც არ იქმნებოდა საკმაო მისდა განსამართლებლად, უკეთუ ღმერთსა მასთანავე არ დაენახა მის გულში, რომ მან მიიღო მტკიცე და შეურყეველი განზრახვა ამიერიდგან აღარა მიქცევად უწინდელთა ცოდვათადმი. შენც კი ნანობ ხშირად ცოდვასა შენსა, გარნა ღმერთი წინათვე ჰხედავს, რომ კვალადვე მიიქცევი უწინდელთა ცოდვათადმი, ამისათვის ლოცვა შენი არ გაგამართლებს. მეზვერემან მტკიცედ და გულ-წრფელად გარდასწყვიტა თავის გულში განშორება ყოველთა ცოდვათაგან, ღმერთმან დაინახა, რომ იგი ამიერიდგან აღარ იქმნებოდა მუშაკი ცოდვისა, არამედ მადლისა; ამისთვის გამართლდა იგი, თუმცა კი იყო დიდი ცოდვილი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი.

რისთვის არ განმართლდა ფარისეველი იგი? მისთვის, რომ მან თვითონ გაიმართლა და გაადიდა თავი თვისი ლოცვასა შინა. თუმცა დიდნი სათნოებანი მას არ ჰქონდა, გარნა თავი თვისი დიდად მიაჩნდა. ნაცვლად შენანებისა და გულით მწუხარებისა, იგი შთავარდა ესოდენსა უგუნურებასა შინა, რომელ ლოცვაში აქო თავი თვისი. რამ დააბნელა, ძმაო, ესოდენ ჭკუა მისი? როგორ მოხდა, რომ მან თავი თვისი აქო ლოცვაში?

აქ, ძმაო ჩემო, საკუთარი ყურადღება და მტკიცე აზრი უნდა მოიხმარო, რათა შეიტყო რაი არის ფარისევლობა და რა დიდი მავნებელი ცოდვა არის იგი კაცის სულისათვის. ვგონებ, რომ კაცს არა ჰყავს სხვა ამაზე უსაშინელესი მტერი. იგი მით უმეტეს არს მავნებელი კაცის სულისათვის, რომელ იგი არის ფრიად ჩუმი და მიფარული გრძნობა, ამასთანავე მზაკვარი და მაცდური. რაი არის ფარისევლობა? ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი რაღაცა ჩუმს პირობას შეჰკრავს საკუთარს სინიდისთან; როდესაც სინიდისი კაცისა შეურიგდება და დაუმეგობრდება სიცრუესა და სიმრუდესა, და კაცი დააკმაყოფილებს სვინიდისსა რომლითამე გარეგანითა და ყალბითა სათნოებთთა, და გულში კი აქვს სიმრუდე, სიყალბე, გარნა შეუნდობს თვითონვე თავის თავს რომელთამე არა შესანდობელთა მიზეზთათვის, იტყვის ხშირად: რა ვქნაო, წუთი სოფელი ასე არისო, სუყველანი ესრეთ ცხოვრობენო, სხვაზე უარესი მაინც არა ვარო და სხვათა უგუნურთა სიტყვათა. გარნა ორიოდე მაგალითი უმჯობესად აღხსნის ამას. ვიცით ჩვენ სახარებისაგან, რომელ ფარისეველნი და სადუკეველნი იყვნენ ხარბნი, ანგარნი, ამპარტავანნი და ძრიელ უწმიდურად ატარებდნენ ცხოვრებასა თვისსა. უთუოდ რომ ფარისეველსა მას, რომელსა მაცხოვარი ახსენებს იგავსა ამას შინა, სვინიდისი ამხილებდა, გარნა იგი რასა იქმს? ნაცვლად მისა, რომ გულწრფელად აღიაროს ცოდვანი თვისნი, იგი ფარისევლობით აჩუმებს თავის სვინიდისს მით, რომელ იმარხავს, ათეულსა შესწირავს და არ არის მსგავსი მეზვერისა. ახლა მოვძებნოთ მაგალითნი უფრო მახლობელნი ჩვენზე; ვსთქვათ, რომ შენ ხარ ერთი ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი და საუბედუროდ ქრთამს იღებ მთხოვნელთაგან. თუმცა სვინიდისი კი გამხილებს შენ, რომ არ არის ეს კარგი, გარნა შენ ესრეთ უპასუხებ მას: რა ვქნაო, ჯამაგირი ცოტა მაქვსო, ცოლშვილი რით ვარჩინოო, სხვანი ჩემზე უარესად იღებენო, მე მართალს მხარეს ვიმსახურებოო, სხვანი მართალს და მტყუანს მხარესაც გამოგლეჯენო; ან კი რა ცოდვა უნდა იყოსო, რომ სამართალი ვაღირსო და შევეწიო და ცოტა რამე მემსახუროსო. ესრეთ იმართლებს ზოგიერთი თავის თავს და იმას კი არ ფიქრობს, რომ ესრეთი გამართლება არის ფარისევლობა. ფარისევლობა არის ისიცა, ოდეს შენ, ძმაო, არ ცდილობ, რომ წინაშე შენისა ნაჩალნიკისა, ანუ უფროსისა ილაპარაკო პირ-და-პირად, წმინდად, სიმართლით, მეტადრე თუ კი იცი, რომ ეწყინება მას, და ისრე ყალბათ ფარისევლობით იქცევი მის წინაშე, რომ მოაწონო თავი შენი და მიიღო ჯილდო. ან ვსთქვათ, რომ შენ ხარ ერთი ვაჭარი კაცი; მოვიდა შენთან ერთი ვინმე მყიდველი და შენ, ნაცვლად კარგისა საქონლისა მიატყუე მას დამპალი და გამოართვი დიდი ფასი, და მერმე როდესაც სვინიდისი გამხილებს შენ, ესრეთ იფიქრებ: სად ჰქონდა თვალიო, რატომ არ გასინჯაო, მე ვაჭარიც მისთვის ვარ, რომ ფული უნდა მოვიგოვო. გარნა ვინ დათვლის თითოეულად ყოველთა შემთხვევათა, რომელთა შინა კაცი შთავარდება ფარისევლობასა შინა, რაოდენ გზის მოიქეცი, ძმაო, ფარისევლობით, ლაპარაკში გაურიე მრუდე სიტყვა, მტრობით გაამტყუნე მოყვასი და ცუდათ ახსენე. თუმცა სვინიდისი გეტყოდა, რომ ის კაი კაცია, პირ-მოთნეობით აქე ვინმე, თუმცა კი იცოდი, რომ იგი არ არის ღირსი ქებისა, რაოდენგზის დაგითესავს უკმაყოფილება ყალბის ლაპარაკითა შორის მეგობართა, რაოდენი კაცი შეგიყვანია შეცდომაში სიცრუის ლაპარაკით, ერთი სიტყვით, რაოდენ გზის მოგითმენია შენ გულში სიყალბე და სიცრუე.

ნუ იყოფინ, ძმაო, ესრეთ! ნუ მოითმენ შენ გულში ნურცა ერთსა სიმრუდესა. ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთა და მწიგნობართასა, ესრედ არიგებდა მაცხოვარი მიაწაფეთა  თვისთა. მცირემან ცომმან ყოველივე შესვარული აღაფუვნის (გალ. ე. თ.); ესრეთ გვარიგებს წმიდა მოციქული პავლე. თუ მცირედი ცომი ფარისევლობისა გაერია შენთა სიტყვათა და საქმეთა შინა, მაშინ იგინი ყოველნი იქმნებიან ცუდისა გემოისა. ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გვარიგებს ჩვენ იგივე წმიდა მოციქული პავლე, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. გ. კ.). ყოველივე საქმე გულწრფელად და სიმართლით აღასრულეთ, რომელსა შინა შემწედ ჩვენდა იყოს მაცხოვარი. ამინ. 

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 702 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0