მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა თქმული გელათის სობოროსა შინა ჟამსა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელ. სეკტ. ჱ-სა
ქალის როლისათვის საზოგადოებაში

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა მეზვერის და ფარისევლის კვირიაკესა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მეზვერის და ფარისევლის კვირიაკესა

გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული
სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ
რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს, და
რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს. (ლუკ. იჱ, იგ
).

იგავსა შინა, დღეს წაკითხულსა, მაცხოვარმან აღწერა რა ლოცვა ფარისეველისა და მეზვერისა, ესრეთ დააბოლოვა სიტყვა თვისი: გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი. ამ სიტყვებისაგანა სჩანს, ძმაო ჩემო, რომელ ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს, ანუ გაამტყუნებს. შენ სდგახარ აქ, ძმაო, და ლოცულობ, ხოლო სული წმიდა, რომელი ისმენს ლოცვასა შენსა და გამოსცდის გულსა შენსა, მაშინვე შეადგენს განჩინებასა  შენ სულზე; იგი იქავე, ანუ გაგამართლებს შენ, ანუ გაგამტყუნებს, ანუ გაგწმენდს, ანუ დაგსჯის თვით ლოცვისა შენისაგან: და გარდამოვიდა ესე, განმართლებული სახიდ თვისად, ვიდრე ფარისეველი...

რით გამართლდა მეზვერე? მით რომ მან თითონ გაიმტყუნა თავი თვისი წინაშე ღვთისა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! ამის მეტს იგი აღარაფერს ამბობდა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო ჩემო, ესრეთსა სიტყვასა, მაგრამ რასა გრძნობ მაშინ? ღმერთი სიტყვას არ მიჰხედავს, იგი განიცდის  გულის გრძნობას. ჰსჩანს რომ მეზვერემ კარგათ მოიგონა ყოველი თვისი ცუდი საქმე, სჩანს რომ იგი ფრიად შესწუხდა გულითა თვისითა, მან მოიძაგა თვისი ცოდვა, შემუსვრილითა სულითა და დამდაბლებულითა გულითა ევედრებოდა იგი ღმერთსა. გარნა ესეც არ იქნებოდა საკმაო მისდა განსამართლებლად, უკეთუ სულსა წმიდასა ამასთანავე არ დაენახა გულსა შინა მისსა, რომელმან ესრეთ მოიძულა ცოდვა. რომ იგი აღარ მიიქცევა კვალად მისდამი; ისე ღრმად და მტკიცედ გადასწყვიტა თავის გულში განშორება ცოდვისაგან, რომ იგი ამიერიდგან აღარ იქმნებოდა მუშაკი ცოდვისა, არამედ მსახური ღვთისა. აჰა, რისთვის გამართლდა მეზვერე იგი, თუმცა იყო დიდი ცოდვილი!

რისთვის გამტყუნდა ფარისეველი? რისთვის დასაჯა იგი სულმან წმიდამან? მისთვის, რომელ მან თვითონ გაიმართლა და აღამაღლა თავი თვისი. თუმცა არ ჰქონდა მას დიდი სათნოება, გარნა თავი თვისი დიდად მიაჩნდა. ნაცვლად მონანებისა და შეწუხებისა მან ლოცვაში თავი თვისი აქო. რამ დააბნელა, ძმაო, ესოდენ ჭკუა ფარისევლისა ამის? რამ მიიყვანა იქამდი, რომ თავის თავს აქებდა ლოცვაში?

აქ, ძმაო ჩემო, დიდი ყურადღება და მტკიცე ჰაზრი უნდა მოიხმარო შენ, რათა შეიტყო, რა არს ფარისევლობა და იგრძნო, თუ რა საშინელი, მავნებელი არის იგი კაცის სულისათვის. ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი, ფარისევლობაზე უსაშინელესი, მტერი. იგი მით უმეტეს საშინელ არს, რომელ არის ფრიად მწვრილი და მიფარული გრძნობა, ამასთანავე მზაკვარი და შეუმცნებელი. რა არს ფარისევლობა? ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი შეჰკრავს პირობას თავის სვინიდისთან, როდესაც იგი შეურიგდება და დაუმეგობრდება სიცრუესა, დააჩუმებს თვისს სვინიდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებითა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა, სიცრუესა, სიყალბესა რომელთამე არა შესანდობელთა მიზეზთათვის. გარნა რომელნიმე მაგალითნი უმჯობესად აღხსნიან ამას.

ხსენებული იგავსა შინა ფარისეველი სიყალბით ანუგეშებდა თავის სვინიდისს, რომ იგი იმარხავს, ათეულსა შესწირავს, იგი არ არის მსგავსი სხვათა ცოდვილთა კაცთა. უთუოდ რომ რაღაც მიფარული გრძნობა კი აწუხებდა მას და ამხილებდა საიდუმლოთ, რომელ იგი ვერ სცხოვრებს კარგათ, მაგრამ მან არ მიხედა თვისის სვინიდისის მეტყველებასა, არამედ ფარისევლობით იწყო თავის გამართლება.

ახლა გადავიდეთ ჩვენკენ და ჩვენში მოვძებნოთ მაგალითნი. ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმწიფის მოსამსახურე. ანუ ჩინოვნიკი და საუბედუროდ ქრთამს იღებ. სვინიდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს. მაგრამ შენ ესრეთ აჩუმებ მას: რა ვქნაო, ცოტა ჯამაგირი მეძლევაო, ცოლშვილს რჩენა უნდაო, სხვანი ჩემზე უარესად იღებენო, სუყველანი ასრე შვრებიანო, მე მართალ მხარეს მაინც ვიმსახურებო, სხვანი მართალ და მტყუან მხარეს გამოაგლეჯენო. რა არის ესრეთი თავის გამართლება, თუ არა ფარისევლობა? ფარისევლობა არ არის ისიცა, ოდეს შენ წინაშე შენისა უფროსისა, ანუ ნაჩალნიკისა არ იტყვი სრულსა, შიშველსა სიმართლესა, თუკი იცი, რომ ეწყინება მას სიმაოთლე, არამედ ცდილობ მომლიქვნებითა, მოფერებითა გამოსტყუო მას შენთვის ჯილდო და წარმატება? ანუ ვთქვათ, შენ ხარ ერთი მოვაჭრე კაცი. მოვიდა შენთან ერთი გამოუცდელი მუშტარი და შენ ნაცვლად კარგისა საქონელისა მიატყუე მას ცუდი, დამპალი, და მერმე კი იტყვი: სად ჰქონდა თვალი, რატომ არ გასინჯაო, მე ვაჭარიც მისთვის ვარ, რომ ფული უნდა მოვიგოვო. რა არის ესრეთი ლაპარაკი თუ არა ფარისევლობა? ერთი სიტყვით შენ ფარისევლობ ყოველთვინ, ოდესაც ითმენ შენ გულში სიყალაბესა და სიცრუესა, არა ისე ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორათაც მოითხოვს შენი სვინიდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით. ვის შეუძლია თითოეულად დათვალოს, რაოდენ გზის მოქცეულხარ შენ, ძმაო, ფარისევლობით, რაოდენ გზის ლაპარაკში გაგირევია ბრუნდე სიტყვა, რაოდენ გზის მტერობით გაამტყუნე შენი ძმა, პირში აქე კაცი; პირს უკანით აძაგე წინაღმდეგ სვინდისისა, განიკითხე კაცი, ცუდათ ახსენე მოყვასი შენი, აქე მოყეასი მით, რომ იგი მეგობარი იყო შენი, და სხვა განიკითხე მარტო მით, რომ შენი მეგობარი არ არის. ნუ იყოფინ, ძმანო, ესრეთ, ნუ მოითმენ შენ გულში ნურცა ერთსა სიცრუესა და სიმრუდესა. ეკრძალენით ცომისგან ფარისეველთას, და მწიგნობართა, ესრედ აფრთხილებდა მაცხოვარი მოციქულთა. იხილე, რასა იტყვის მოციქული პავლე: მცირემან ცომმან ყოველივე შესვარული აღაფუვნის. (გალ. ე, თ.). თუ მცირე იგი ცომი ფარისევლობისა შეგეპარა გულში, ყოველთა შენთა საქმეთა და სიტყვათა ცუდს გემოს მისცემს. ამისთვის ეცადე, რომ ყოველი შენი საქმე იყოს გულწრფელობით განწმენდილისა გონებისაგან, პირ-უთნეველი. ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გვარიგებს იგივე მოციქული პავლე, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. გ, კგ.). ყოველი საქმე გულითად აღასრულე, ნუ გაურევ ნურც საქმეში, ნურცა სიტყვაში მზაკვარობას და ფარისევლობას. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1102 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0