მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ნათლისღება
თაბორი და გოლგოთა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სიტყვა კვირიაკესა შემდგომად ნათლის-ღებისა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა კვირიაკესა შემდგომად ნათლის-ღებისა

მიერითგან იყო იესო ქადაგებად და სიტყვად: შეინანეთ,
რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა (მთ. დ.იზ.)

უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მიიღო რა ნათლისღება იორდანესა შინა იოანნესაგან, მაშინვე აღვიდა უდაბნოდ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა: აღმოიყვანა იგი სულისაგან გამოცდად. ორმეოცის დღის მარხვა, ლოცვა და მერმეთ გამოცდა ეშმაკისაგან იყო უკანასკნელი მისი მომზადება დიდისა მის მსახურებისათვის, რომლისათვისცა იგი მოავლინა ზეცით მამამან მისმან ქვეყნად. ფრიად აღმაშენებელ და მასწავლებელ არს ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ. უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა რავდენ უმეტესად გამოსცდის იგი კაცსა ცოდვილსა! უკეთუ მან იფიქრა, რომელ შეუძლია ჰპოვოს  ცუდი რაიმე ქრისტე იესოსა შინა და აცთუნოს იგი, რავდენ უმეტეს შეუძლია ესრედ იფიქროს მან და კიდეც დარწმუნდეს, რომელ ჩვენ ცოდვილ არსებაში იგი იპოვნის მრავალთა ცუდთა ვნებათა და მიდრეკილებათა, რომელთა საშუალებით ხშირად ჩაგვაგდებს ჩვენ იგი ცოდვასა შინა. გარნა აჰა მაცხოვარი. თვისითა საკუთარითა მაგალითითა წინათვე გვაჩვენებს ჩვენ, რა სახით და რა საშუალებით აცდუნებს სულიერი მტერი კაცსა; მაშასადამე განვიხილოთ მოკლედ მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ.

პირველი გამოცდა ეშმაკისაგან მაცხოვარისა იყო შემდგომითა სახითა: ვინაიდგან მაცდური ხედვიდა, რომელ იესო, ქრისტე, ვითარცა კაცი ორმოცის დღის მარხვისა, ლოცვისა და მოღვაწეობისაგან ჰგრძნობდა შიმშილსა და სისუსტესა, იფიქრა გამოცდა მისი მოუთმენლობითა და ხორციელითა მისითა დაღონებითა. მიუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქვა: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, სთქვი, ქვანი ესე პურ იქმნენ. იქნება მაცდური იმას ფიქრობდა, რომ მაცხოვარსა, ჰქონდეს დიდგულობა და ამპარტავანება და მოინდომოს გამოჩენა თვისისა ძალისა სასწაულითა, გარნა მაცხოვარმან გააქარვა მანქანება ეშმაკისა, მიუგო რა მას სიტყვითა ღვთისათა: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღვთისა. აქედამ ისწავე, ძმაო ჩემო, რომელ სულიერი მტერი ყოველთვის, პირველად გამოგცდის შენ მოუთმენლობისა, მოწყინებისა და დაღონებისა შენისაგან. უკეთუ სული შენი არ არის ამაღლებული სხეულსა შენსა ზედა, უკეთუ იგი დამონებული არს ხორციელთა გრძნობათა და საჭიროებათა, მაშასადამე მაცთუნებელი ხშირად შთაგაგდებს შენ აქედამ მრავალსა ცოდვასა შინა.

ნახა რა მაცთუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერთა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. მაშინ აღიყვანა მაცდუნებელმან იესო მაღალსა სართულსა, ანუ სახურავსა ტაძრისასა და უთხრა მას: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქეეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმეღ ანგელოზთა მისთა და უბრძანებიეს შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. გარნა ვერცა ამპარტავანება იპოვნა მაცდურმან გულსა შინა მაცხოვრისასა. წერილ არს, უპასუხა მაცხოვარმან: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.  იქედგანაც ისწავლე, ძმაო ჩემო, რომელ თუ მეტად თავის მომწონე ხარ, დიდი გული გაქვს და დიდი ჰაზრი შენს თავზე, მაცთური ისარგებლებს ამით და შთაგაგდებს რომელსამე ცოდვასა შინა. სწორეთ ამის მსგავსი გამოცდა იქმნება ეშმაკისაგან. უკეთუ ერთმან ვინმემ იფიქრა თავის გულში: მე დიდი კაცის შვილი ვარო. ბევრი ყმები მყვანან, ჩემთვის სირცხვილია შრომა და მუშაობა; ანუ ვინმემ თუ იფიქრა, მე მდიდარი ვარ. საჭირო არ არის ჩემთვის მუშაობა; ანუ სხვამ ვინმემ იფიქრა, მადლობა ღმერთს მე წმიდათ ვატარებ ჩემ ცხოვრებას, ჩემში მტერი ვერ ნახავს სიცუდესა. ყოველი ესრეთი ჰაზრი ადგილს აძლევს ეშმაკსა მიახლებად და გამოცდად კაცისა.

მესამედ, ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა, უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დავარდე და თაყვანი მცე მე. აჰა, ძმანო, უსაშინელესი მანქანება სულიერისა მტერისა ჩვენისა. ყოველთვის, როდესაც იგი გააჩენს ჩვენს გულ ში რომელსამე ცოდვის სურვილს, წინაპირველად შეაგონებს კაცს, ვითომც იგი იმ ცოდვისაგან მიიღებს დიდებასა და ბედნიერებასა. მაგალითებრ. ანგაარი კაცი ოდესაც იღებს ქრთამს, ფიქრობს, ბედნიერი და დიდი კაცი შევიქმნებიო. გარნა იმასაც მიხედე, რასა იტყვის მაცდუნებელი: უკეთუ თაყვანის მცე მე, ესე ყოველი მოგცე; მაშასადამე ყოველი ცოდვის აღსრულება არს ეშმაკის თაყვანის-ცემა; ყოველი სარგებლობა და კმაყოფილება, გამომავალი ცოდვისაგან, ეშმაკის მსახურება არის, მაშასადამე ღვთის უარის ყოფა. როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი ჰაზრი, მაშინ შენც განრისხდი ეშმაკსა ზედა, ვითარცა მაცხოვარი, და უთხარ მას: წარვედ ჩემგან მართლ უკუნ, სატანა.

დაასრულა რა მაცხოვარმან ორმეოცისა დღისა მარხვა და მზადება, მობრუნდა იორდანის კერძოდ და მუნ იწყო ქადაგება და სწავლა: მიერიდგან იწყო იესომ ქადაგება და სიტყვად: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. პირველი სიტყვა მაცხოვრისა იყო სასუფეველსა ზედა ცათასა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. სასუფეველი ცათა, ვითარცა აღხსნის მრავალგზის სამღრთო წერილი, არის სუფევა ანუ დამკვიდრება და უფლება კაცთა შორის ჭეშმარიტებისა, მშვიდობისა და უმეტესად სიყვარულისა, ერთის სიტყვით, ოდეს კაცთა შორის ნაცვლად ცოდვისა ჰსუფევს და მოქმედებს მადლი და ჭეშმარიტება. სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულსა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა.

სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, ოდესაც შენ ხშირად ფიქრობ და გიყვარს სჯული შენი, ესე იგი ქრისტიანობა, როდესაც შენ ემორჩილები ჭეშმარიტებასა და სიმდიდრესა ღვთისასა და თუმცა უძლურებისა გამო კაცის ბუნებისა შთავარდები შემთხვევით, რომელთამე ცოდვათა შინა, გარნა განგებ და წინაგანზრახვით ცუდს საქმეს არ იზამ.

სასუფეველი ღვთისა არს იმ სახლში, ანუ ოჯახში, სადაცა ჰსუფევს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული, სადაცა მშობელნი აჩვენებენ შვილთა თვისთა კეთილთა მაგალითთა, შვილნი ემორჩილებიან და პატივს სცემენ მშობელთა თვისთა, ერთის სიტყვით, იმ სახლში, რომელიცა სიწმიდითა, სიმართლითა, ემსგავსება თვით ეკკლესიას. ბოლოს სასუფეველი ღვთისა არს მრთელად სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებაში, მაშინ, ოდესაც შემხედველი საზოგადოებისა მის ნახავს, რომელ იქ ჰსუფევს მშვიდობა, სიმართლე და უმეტესად - წმიდა, კეთილი ზნეობა.

და ესრეთ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, უკეთუ გვსურს, რათა მოეახლოს და კიდეც დაიმკვიდროს აქ, მცხოვრებთა შორის ამა ქალაქისათა სასუფეველმან ღვთისამან, შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი, ვითარცა იტყვის მაცხოვარი, შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ღვთისა. ამინ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 874 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0