სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ჩვენი მშველელი მხოლოდ უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია
დეკანოზ ღამბაშიძის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 144

144:1 აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.
144:2 ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამღე და უკუნითი უკუნისამდე.
144:3 დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ.
144:4 ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.
144:5 დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ,
144:6 და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ,
144:7 ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.
144:8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
144:9 ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
144:10 აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.
144:11 დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან
144:12 უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისა.
144:13 სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
144:14 განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.
144:15 თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.
144:16 აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.
144:17 მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.
144:18 ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.
144:19 ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი,
144:20 დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.
144:21 ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ
ფსალმუნები 145

145:2 აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
145:3 ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ.
145:4 გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
145:5 ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა,
145:6 რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა,
145:7 რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი,
145:8 უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
145:9 უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს.
145:10 სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.
ფსალმუნები 146

146:1 აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ.
146:2 აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს,
146:3 რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;
146:4 რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით უწესნ.
146:5 დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა არს რიცხჳ.
146:6 შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.
146:7 აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,
146:8 რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა;
146:9 რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას.
146:10 არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს,
146:11 არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.
ფსალმუნები 147

147:1 აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,
147:2 რამეთუ განაძლიერნა მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა,
147:3 რომელმან დასხნა საზღვარნი შენნი მშჳდობით და სიპოხითა იფქლისათა განგაძღო შენ,
147:4 რომელმან მოავლინის სიტყუაჲ მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაჲ მისი;
147:5 დადვის თოვლი, ვითარცა მატყლი, და ნისლი, ვითარცა ნაცარი მიჰფინის;
147:6 რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინმე დაუდგეს?
147:7 მიავლინის სიტყუაჲ მისი და დაადვნის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი;
147:8 რომელი უთხრობს სიტყუათა მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა - ისრაჱლსა.
147:9 არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაჲ
ფსალმუნები 148

148:1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
148:2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;
148:3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;
148:4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,
148:5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს
148:6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.
148:7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
148:8 ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
148:9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
148:10 მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
148:11 მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;
148:12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,
148:13 რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;
148:14 და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნები 149

149:1 ალელუაჲ
149:2 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
149:3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას,
149:4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა.
149:5 იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
149:6 ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა;
149:7 და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
149:8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა;
149:9 ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნები 150

150:1 ალელუაჲ. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;
150:2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა;
150:3 აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა;
150:4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;
150:5 აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა;
150:6 ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაჲ.

მოციქულთასწორნი: კ...
წმიდა წინასწარმეტყ...
ჩვენთან არს ღმერთი
უფლის ტაძრად მიყვა...
შობა – აკაკი წერეთ...
პატერიკული მოთხრობ...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...