სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ
სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 119

119:1 ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.
119:2 უფალო, იჴსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუარისაგან.
119:3 რაჲ მოგეცეს შენ, ანუ რაჲ შეგეძინოს შენ ენისათჳს მზაკვარისა?
119:4 ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოჴრებისათა.
119:5 ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაჲ ჩემი, და დავემკჳდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.
119:6 მრავალ ჟამ დაიმკჳდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშჳდობისათა.
119:7 და მე ვიყავ მამშჳდებელ; რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.
ფსალმუნები 120

120:1 აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნა ჩემი?
120:2 შეწევნა ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
120:3 ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
120:4 აჰა, არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაჱლისამან.
120:5 უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ჴელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
120:6 მზემან დღისი შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.
120:7 უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.
120:8 უფალმან იცევინ შესლვა შენი და გამოსლვა შენი ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნები 121

121:1 ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.
121:2 და დადგომილ იყვნეს ფერჴნი ჩემნი ეზოთა შენთა, იერუსალჱმ.
121:3 იერუსალიმი შენებულ არს, ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელ მისი მის თანა.
121:4 რამეთუ მუნ აღჴდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაჱლისა და აღსარებად სახელისა უფლისა.
121:5 რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა.
121:6 იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა.
121:7 იყავნ მშჳდობაჲ ძალითა შენითა და მეფობაჲ გოდოლ-ტაძრებსა შენსა.
121:8 ძმათა ჩემთათჳს და მეგობართა ჩემთათჳს ვიტყოდე მე მშჳდობასა შენთჳს.
121:9 სახლისათჳს უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.
ფსალმუნები 122

122:1 შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.
122:2 აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი, უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.
122:3 მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა.
122:4 უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანთაჲთა.
ფსალმუნები 123

123:1 არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან,
123:2 არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა,
123:3 ცხოველნიცა ვიდრემე შთამთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომა მათი ჩუენ ზედა;
123:4 წყალთამცა ვიდრემე დამთქნეს ჩუენ,
123:5 ღუარსა განჴდა სული ჩუენი. განჴდამეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა?
123:6 კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა.
123:7 სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით.
123:8 შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა. დიდება
ფსალმუნები 124

124:1 რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაჲ სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.
124:2 მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თჳსისა ამიერითგან და უკუნისამდე.
124:3 რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა, რაჲთა არა მიყვნენ მართალთა უსჯულოებად ჴელნი მათნი.
124:4 კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა,
124:5 ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უსჯულოებისათა მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.
ფსალმუნები 125

125:1 რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.
125:2 მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი - გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა.
125:3 განადიდა უფალმან ყოფა ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან.
125:4 მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა.
125:5 რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ.
125:6 მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.
ფსალმუნები 126

126:1 არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი.
126:2 ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.
126:3 აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი, და სასყიდელი მათი - ნაყოფი მუცლისა.
126:4 ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი.
126:5 ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.
ფსალმუნები 127

127:1 ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.
127:2 ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.
127:3 ცოლი შენი, ვითარცა ვენაჴი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა.
127:4 აჰა, ესერა, ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
127:5 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა
127:6 და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.
ფსალმუნები 128

128:1 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაჱლმან,
128:2 მრავალგზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.
128:3 ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოებაჲ მათი.
128:4 უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.
128:5 ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძალენი სიონისანი.
128:6 იქმნედ იგინი, ვითარცა თივა ერდოთა რომელი-იგი ვიდრე მოფხურადმდე განჴმა,
128:7 რომლისაგან არა აღივსო ჴელი თჳსი მომკალმან და არცა წიაღი, რომელი შეჰკრებნ მჭლეულებსა მისსა.
128:8 და არა ჰრქუეს, რომელნი-იგი თანაწარვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევა უფლისაჲ თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაჲთა. დიდება
ფსალმუნები 129

129:1 ღრმით ამოღაღად-ვყავ შენდამი, უფალო;
129:2 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა; იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
129:3 უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?
129:4 რამეთუ შენ მიერ არს ლხნებაჲ. სახელისა შენისათჳს დაგითმე შენ, უფალო,
129:5 დაუთმო სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა. ესავს სული ჩემი უფალსა
129:6 საჴუმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, საჴმილითგან განთიადისა
129:7 ესევდინ ისრაჱლი უფალსა, რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ და მრავალ არს მის მიერ გამოჴსნა.
129:8 და თავადმან იჴსნის ისრაჱლი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.
ფსალმუნები 130

130:1 უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,
130:2 არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა.
130:3 ესევდინ ისრაჱლი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

ღირსი აკეფსიმე (IV...
ღირსი ანთისა
მიტროპოლიტი ანტონ ...
მოციქულთასწორნი: კ...
წმიდა მოწამე ანდრი...
ღირსი ბარლაამ და ი...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბიბოს ნეკრესელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

გფარავდეს ღმერთი მუდამ

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...