სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა
სიტყვა კვირიაკესა განრღვეულისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 118

118:1 ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
118:2 ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
118:3 რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
118:4 შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
118:5 წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა,
118:6 მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა,
118:7 აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
118:8 სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
118:9 რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
118:10 ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
118:11 გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ.
118:12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
118:13 ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
118:14 გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
118:15 მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი.
118:16 სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი.
118:17 მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
118:18 განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი.
118:19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
118:20 სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
118:21 შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
118:22 მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
118:23 და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
118:24 და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
118:25 მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
118:26 გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
118:27 გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა.
118:28 მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა.
118:29 გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე.
118:30 გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
118:31 შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე.
118:32 გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
118:33 შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის.
118:34 გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
118:35 მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
118:36 მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
118:37 მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე.
118:38 დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან.
118:39 მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
118:40 ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
118:41 და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა.
118:42 და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
118:43 და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
118:44 და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
118:45 და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
118:46 და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა.
118:47 და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად.
118:48 და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა.
118:49 მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
118:50 ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
118:51 ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე.
118:52 მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
118:53 ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი.
118:54 საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
118:55 მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი.
118:56 ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
118:57 ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი.
118:58 ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა.
118:59 განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა.
118:60 განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
118:61 საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
118:62 შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
118:63 შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
118:64 წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
118:65 სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა.
118:66 სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
118:67 პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე.
118:68 ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
118:69 გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
118:70 შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე.
118:71 კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
118:72 კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ
118:73 ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
118:74 მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
118:75 გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე.
118:76 იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა.
118:77 მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
118:78 ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა შენთა.
118:79 მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
118:80 იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე.
118:81 მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
118:82 მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე?
118:83 რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
118:84 რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
118:85 მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო.
118:86 ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე.
118:87 წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
118:88 წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
118:89 უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა.
118:90 და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს.
118:91 ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
118:92 არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
118:93 უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
118:94 შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
118:95 მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ.
118:96 ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად.
118:97 რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
118:98 უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
118:99 უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
118:100 უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე.
118:101 ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
118:102 სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე.
118:103 რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა.
118:104 მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა.
118:105 სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა.
118:106 ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
118:107 დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
118:108 ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
118:109 სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე.
118:110 დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
118:111 დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
118:112 მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს მოსაბებელისა.
118:113 უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
118:114 შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
118:115 მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
118:116 შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.
118:117 შემეწიე მე, და ვსცხონდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
118:118 შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
118:119 გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი.
118:120 განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
118:121 ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
118:122 შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
118:123 მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
118:124 ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
118:125 მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი.
118:126 ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა;
118:128 ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე.
118:129 საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
118:130 განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა;
118:131 პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება
118:132 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა.
118:133 სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ.
118:134 მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცუნე მცნებანი შენნი.
118:135 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
118:136 ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი.
118:137 მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
118:138 ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
118:139 განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა.
118:140 გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
118:141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
118:142 სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი - ჭეშმარიტ.
118:143 ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
118:144 სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე.
118:145 ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
118:146 ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცუნე წამებანი შენნი.
118:147 აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ:
118:148 აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
118:149 ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე.
118:150 მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს.
118:151 ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
118:152 დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
118:153 იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე.
118:154 საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე.
118:155 შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს.
118:156 წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე.
118:157 მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
118:158 ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს.
118:159 იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
118:160 დასაბამი სიტყუათა მათ შენთა ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
118:161 მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა,
118:162 ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი.
118:163 ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე.
118:164 შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.
118:165 მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
118:166 ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
118:167 დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.
118:168 დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
118:169 მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე.
118:170 შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე.
118:171 აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
118:172 თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
118:173 იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
118:174 მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
118:175 ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე.
118:176 შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდება



ზიარება
ღირსნი მამანი: შიო...
მჯდომარე ანასტასია
წმიდა მოწამენი ფელ...
წმიდა ქალწულმოწამე...
ღირსი ანასტასია (+...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...