სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა ღირსისა მამისა ჩვენისა სტეფანე ხირსელისათვის
შენდობის დღე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 108

108:1 დასასრულსა, დავითის ფსალმუნი
108:2 ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ; რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;
108:3 და სიტყჳთა სიძულილისათა მომიცვეს მე, და მბრძოდეს მე ცუდად.
108:4 სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ.
108:5 და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი - სიყუარულისა წილ ჩემისა.
108:6 დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა;
108:7 საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას.
108:8 იქმნნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
108:9 იყვნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი - ქურივ.
108:10 შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.
108:11 აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.
108:12 ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთა;
108:13 იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, და ნათესავსა შინა ერთსა აღიჴოცენ სახელი მისი.
108:14 აიჴსენედ უსჯულოებაჲ მამათა მისთა წინაშე უფლისა, და ცოდვა დედისა მისისა ნუ აღიჴოცებინ.
108:15 იყუნედ წინაშე უფლისა მარადის,
108:16 და მოისპედ ქუეყანით საჴსენებელი მათი ამის წილ, რამეთუ არა მოიჴსენა მან ყოფა წყალობისა
108:17 და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.
108:18 და შეიყუარა წყევა, და მივედინ მისა; და არა ინება კურთხევაჲ, და განეშორენ მისგან. და შეიმოსა წყევა, ვითარცა სამოსელი, და შთაჴდა, ვითარცა წყალი, ნაწლევთა მისთა და, ვითარცა ზეთი, ძუალთა მისთა;
108:19 ეყავნ მას, ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და, ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარეშეირტყამს.
108:20 ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძჳრსა სულისა ჩემისასა.
108:21 და შენ, უფალო, უფალო, ყავ ჩემ თანა სახელისა შენისათჳს, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი.
108:22 მიჴსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.
108:23 და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე, ვითარცა მკალთა.
108:24 მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.
108:25 და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა, მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.
108:26 შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
108:27 და ცნედ, რამეთუ ჴელი შენი ესე არს, და შენ, უფალო, ჰყავ ესე.
108:28 იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონა შენი იხარებდეს.
108:29 შთაიცუედ კდემაჲ, რომელნი მასმენდეს მე, და გარეშეიმოსედ, ვითარცა ორკეცი, სირცხჳლი მათი.
108:30 აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას,
108:31 რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რათა იჴსნას მდევართაგან სული ჩემი. დიდებაჲ
ფსალმუნები 109

109:1 ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
109:2 კუერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
109:3 შენ თანა არს მთავრობაჲ დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა; საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ.
109:4 ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
109:5 უფალი მარჯუენით შენსა, შემუსრნა დღესა რისხვისა მისისა მეფენი.
109:6 საჯოს წარმართთა შორის და აღავსოს მძორებითა, შემუსრნუს თავნი მრავალთანი ქუეყანასა ზედა.
109:7 ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი.
ფსალმუნები 110

110:1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა ზრახვასა შინა წრფელთასა და შესაკრებელსა.
110:2 დიდ არიან საქმენი ღმრთისანი, გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი;
110:3 აღსარებულ და დიდად შუენიერ არიან საქმენი მისნი, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
110:4 საჴსენებელ-ყო საკჳრველებათა მისთა, მოწყალე და შემწყნარებელ უფალი.
110:5 საზრდელი მოსცა მოშიშთა მისთა, მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა.
110:6 და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა
110:7 მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა. საქმენი ჴელთა მისთანი ჭეშმარიტებაჲ და განკითხვა; სარწმუნო არიან ყოველნივე მცნებანი მისნი,
110:8 განმტკიცებულ არიან უკუნითი უკუნისამდე, შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით.
110:9 ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი.
110:10 დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ, ხოლო გულისჴმის-ყოფაჲ კეთილი ყოველთა, რომელთა ყონ იგი, და ქებაჲ მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნები 111

111:1 ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;
111:2 ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთა იკურთხოს;
111:3 დიდებაჲ და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე.
111:4 გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, და შემწყნარებელ და მართალ.
111:5 ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი სასჯელსა შინა;
111:6 რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს,
111:7 საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის;
111:8 განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა. განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთა.
111:9 განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაჲ მისი ამაღლდეს დიდებითა.
111:10 ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულისთქმა ცოდვილისა წარწყმდეს. დიდება
ფსალმუნები 112

112:1 აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა.
112:2 იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე;
112:3 მზისა აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფლისა.
112:4 მაღალ არს ყოველთა თესლთა ზედა უფალი, და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი.
112:5 ვინ არს, ვითარ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი მაღალთა შინა დამკჳდრებულ არს
112:6 და მდაბალთა ჰხედავს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა?
112:7 რომელმან აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი,
112:8 რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;
112:9 რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად.
ფსალმუნები 113

113:1 გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა
113:1 ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ
113:2 იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.
113:2 წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
113:3 ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
113:3 ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა.
113:4 მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
113:4 კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი;
113:5 რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?
113:5 პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ,
113:6 მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?
113:6 ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ,
113:7 პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
113:7 ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა.
113:8 რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა.
113:8 ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
113:9 სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.
113:10 სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
113:11 მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.
113:12 უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა,
113:13 აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.
113:14 შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
113:15 კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.
113:16 ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.
113:17 არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
113:18 არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

მღვდელმოწამე მარკე...
წმიდანნი ორმოცდახუ...
ბავშვთა აღსარება
წმიდა დიდმოწამე არ...
წმიდა ქალწულმოწამე...
ტაძარი და მისი მოწ...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მარიამ მაგდალინელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...