სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა მეზვერის და ფარისეველის კვირიაკესა
მტერმაც კი მოიყარა მუხლი მის წინაშე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 87

87:1 დასასრულსა, მალეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისა ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნი ძეთა კორესთა
87:2 უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა;
87:3 შევედინ შენ წინაშე ლოცვა ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
87:4 რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა.
87:5 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი,
87:6 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.
87:7 დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
87:8 ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
87:9 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
87:10 და თუალნი ჩვმნი მოუძლურდეს გლახაკებითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი.
87:11 მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
87:12 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
87:13 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
87:14 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვა ჩემი მიგეწიფოს შენ.
87:15 რადმე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
87:16 გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.
87:17 ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
87:18 გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
87:19 განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. დიდება
ფსალმუნები 88

88:1 გულისჴმის-ყოფისათჳს ეთამ ეზრაიტელისა, ფსალმუნი დავითისი
88:2 წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლამღე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.
88:3 რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი.
88:4 ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;
88:5 უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლამდე საყდარი შენი.
88:6 აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.
88:7 რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?
88:8 ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა.
88:9 უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა.
88:10 შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშჳდებ.
88:11 შენ დაამდაბლე, ვითარცა წყლული, ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისათა განაბნიენ მტერნი შენნი.
88:12 შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა, სოფელი და სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე.
88:13 ჩრდილო და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.
88:14 შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.
88:15 სიმართლე და განკითხვა არს განმზადებაჲ საყდრისა შენისა, წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.
88:16 ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდიან,
88:17 და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.
88:18 რამეთუ სიქადული ძალისა მათისა შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაჲ ჩუენი.
88:19 რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნა და წმიდისა, ისრაჱლ, მეუფისა ჩუენისა.
88:20 მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავსდევ შეწევნა ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.
88:21 ვპოე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას.
88:22 რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.
88:23 არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უსჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.
88:24 და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე.
88:25 წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი;
88:26 და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა - მარჯუენე მისი.
88:27 მან მხადოს მე: მამა ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისა.
88:28 და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროს მეფეთა ქუეყანისათა.
88:29 უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქმა ჩემი ერწმუნოს მას.
88:30 და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი.
88:31 და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,
88:32 სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,
88:33 განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი;
88:34 ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა,
88:35 არცა შევაგინო აღთქმა ჩემი და, რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო.
88:36 ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო მას.
88:37 ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა,
88:38 და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნო ცათა შინა.
88:39 ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი;
88:40 და აქციე აღთქმა მონისა შენისა, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი.
88:41 დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;
88:42 და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოსთა მისთა.
88:43 აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთა და ახარე ყოველთა მტერთა მისთა;
88:44 გარემიაქციე შეწევნა მახჳლისა მისისა და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.
88:45 დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ;
88:46 შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი.
88:47 ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების, ვითარცა ცეცხლი, რისხვა შენი?
88:48 მოიჴსენე შენ, რა არს არსებაჲ ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?
88:49 ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა?
88:50 სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა?
88:51 მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთა, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთა;
88:52 რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.
88:53 კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. იყავნ, იყავნ. დიდება
ფსალმუნები 89

89:1 უფალო, შესავედრებელ-მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.
89:2 პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ.
89:3 ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.
89:4 რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა.
89:5 წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარჴდეს,
89:6 განთიად აღყუავდეს და წარჴდეს, მწუხრი დაჭნეს, და განჴმეს და დაცჳვეს.
89:7 რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულისწყრომითა შენითა შევძრწუნდით.
89:8 დასხენ უსჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხორებაჲ ჩუენი - ნათელსა პირისა შენისასა.
89:9 რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს.
89:10 დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომა და სალმობაჲ; რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშჳდე, და ჩუენ განვისწავლენით.
89:11 ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისა და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაჲ?
89:12 მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა - სიბრძნე შენი.
89:13 მოიქეც, უფალო! ვიდრემდის? და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.
89:14 აღვივსენით ჩუენ ცისკარს წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ
89:15 ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლეს ჩუენ და წელთა, ვიხილეთ ჩუენ ძჳრი.
89:16 და მოხედენ მონათა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
89:17 და იყავნ ნათელი უფლისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა და ქმნული ჴელთა ჩუენთა წარგჳმართე.
ფსალმუნები 90

90:1 ქებაჲ გალობით დავითისი, ზედაწარწერილი ებრაელთა შორის. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს.
90:2 ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
90:3 რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთასა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.
90:4 ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე;
90:5 საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.
90:6 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
90:7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
90:8 ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო.
90:9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
90:10 არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
90:11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა;
90:12 ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;
90:13 ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
90:14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
90:15 ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.
90:16 დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. დიდებაჲ

დიდი აიაზმა
მოდიოდა ნინო მთები...
უფლის ტაძრად მიყვა...
ჩვენთან არს ღმერთი
მშობლებისა და შვილ...
მოვედით ჩემდა ყოვე...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სოფიო

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს ღმერთი მუდამ

დათვალიერება...