სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა ხარებასა ზედა
მოძღვრება მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 71

71:1 ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა
71:2 განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.
71:3 მიიღედ მთათა მშჳდობაჲ ერისა და ბორცუთა სიმართლე.
71:4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლოს ცილისმწამებელი.
71:5 და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე.
71:6 გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.
71:7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.
71:8 და უფლებდეს იგი ზღჳთ-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
71:9 ამის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.
71:10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიასთა და საბაჲსათა ძღუენი მიართუან მას.
71:11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას. ;
71:12 რამეთუ იჴსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.
71:13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნნეს.
71:14 აღნადგინებისაგან და სიცრუისა იჴსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.
71:15 და ცხონდეს და მოეცეს მას ოქროსა მისგან არაბიასა, და ილოცვიდეს მისთჳს სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.
71:16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივა ქუეყანისა.
71:17 იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.
71:18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.
71:19 და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა მისისა უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანა. იყავნ, იყავნ. დიდება
ფსალმუნები 72

72:1 მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა ესესნი, ფსალმუნი ასაფისა, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ, ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.
72:2 ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი.
72:3 რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშჳდობასა რაჲ ცოდვილთასა ვხედევდ.
72:4 რამეთუ არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.
72:5 შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.
72:6 ამისთჳს შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ თჳსი.
72:7 და გამოჴდეს, ვითარცა ცმელისაგან სიცრუჱ მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისათა.
72:8 განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუესა მაღლად ზრახვიდეს.
72:9 დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.
72:10 ამისთჳს მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.
72:11 და თქუეს: ვითარმე აგრძნა ღმერთმან, ანუ არსმეა მეცნიერებაჲ მაღლისა თანა?
72:12 აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.
72:13 და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი.
72:14 და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაჲ ჩემი განთიად.
72:15 და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა, ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.
72:16 და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომაჲ ჩემი ჩემ წინაშე,
72:17 ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი.
72:18 ხოლო ზაკვისა მათისათჳს დასდევ მათთჳს ბოროტი და დაამჴუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.
72:19 ვითარღა იქმნეს მოსაოჴრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უსჯულოებისა მათისათჳს?
72:20 ვითარცა სიზმარი განღჳძებულისა, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ყო.
72:21 რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკმელნი ჩემნი იცვალნეს.
72:22 და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისჴმა-ვყავ;
72:23 ვითარცა პირუტყჳ შევირაცხე შენ წინაშე. და მე მარადის შენ თანა ვარ,
72:24 მიპყარ ჴელი მარჯუენე ჩემი. და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.
72:25 რამეთუ რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რა ვინებე ქუეყანასა ზედა?
72:26 მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.
72:27 რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.
72:28 ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.
ფსალმუნები 73

73:1 რად განგჳშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად? განრისხდა გულისწყრომა შენი ცხოვართა ზედა სამწყსოსა შენისათა.
73:2 მოიჴსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითბან; იჴსენ კუერთხითა მკჳდრობისა შენისათა მთაჲ სიონი ესე, რომელსა დაემკჳდრე მას შინა.
73:3 აიხუენ ჴელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენმე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა?
73:4 და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა,
73:5 დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ცნეს, ვითარცა გამოსავალსა ზესკნელსა. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა
73:6 დაკოდნეს ბჭენი მათნი, რაჲთურთით ცულითა და წერაქჳთა დაამჴუეს იგი.
73:7 დაწუეს ცეცხლით სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისა.
73:8 თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.
73:9 რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარა ვინ არს წინაწარმეტყუელ, და ჩუენ არა ვინ გჳცნნეს მერმეცა.
73:10 ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მჴდომი სახელსა შენსა სრულიად?
73:11 რად გარემიიქცევ ჴელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად?
73:12 ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხორებაჲ შორის ქუეყანისა.
73:13 შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაჲ, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთა წყალთა ზედა.
73:14 შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისა მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.
73:15 შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განაჴმენ მდინარენი ითამისანი.
73:16 შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.
73:17 შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.
73:18 ესე მოიჴსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგნურმან განარისხა სახელი შენი.
73:19 ნუ მისცემ მჴეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.
73:20 მოხედე აღთქმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისათა სახლნი უსჯულოთანი.
73:21 ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხჳლეული; გლახაკი და დავრდომილი აქებდენ სახელსა შენსა.
73:22 აღდეგ, ღმერთო, საჯე შჯა შენი; მოიჴსენე ყუედრებაჲ შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.
73:23 ნუ დაივიწყებ ჴმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაჲ მოძულეთა შენთა ამაღლდა მარადის. დიდება
ფსალმუნები 74

74:1 დასასრულსა, ნუ განხრწნი გალობათჳს, ასაფისი
74:2 აღგიაროთ შენ, ღმერთსა, აღგიაროთ შენ და ვხადოთ სახელსა შენსა; მიუთხრობდე ყოველთა საკჳრველებათა შენთა;
74:3 რაჟამს მოვიღო ჟამი მე სიწრფოებასა ვშჯიდე.
74:4 განკფდა ქუეყანა და ყოველნი მკჳდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.
74:5 ვარქუ უსჯულოთა: ნუ უსჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;
74:6 ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყჳთ ღმრთისათჳს სიცრუესა.
74:7 რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათასა,
74:8 რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.
74:9 რამეთუ სასუმელი ჴელთა შინა უფლისათა ღჳნისა ურწყოსა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა; სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.
74:10 ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.
74:11 და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაჲ მართლისა.
ფსალმუნები 75

75:1 დასასრულსა გალობათასა, ასაფისი, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ
75:2 განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაჱლსა ზედა დიდ არს სახელი მისი.
75:3 იქმნა მშჳდობით ადგილი მისი და სამკჳდრებელი მისი სიონს;
75:4 რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშჳლდთანი, საჭურველი და მახჳლი და ბრძოლაჲ.
75:5 განანათლებ შენ საკჳრველად მთათაგან საუკუნეთა.
75:6 შეძრწუნდეს ყოველნი უგნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაჲ ყოველთა კაცთა სიმდიდრისა ჴელითა მათითა.
75:7 მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისო, ჰრულოდა მათ, რომელნი ზესხდეს ჰუნებსა.
75:8 შენ საშინელ ხარ, და ვინ წინააღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვა შენი.
75:9 რაჟამს ზეცით სასმენელ-ჰყავ მშჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა,
75:10 რაჟამს აღდგებოდა ღმერთი შჯად, განრინებად ყოველთა მშჳდთა ქუეყანისათა.
75:11 რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა.
75:12 ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი
75:13 საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა.

მღვდელმოწამე აბრაა...
წმიდა მოწამე ბასილ...
ღირსნი მამანი: შიო...
ბოლო ჟამის პატრიარ...
დიდმოწამე ევსტათი-...
წმიდა მოწამენი: დე...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მარიამ მაგდალინელი

დათვალიერება...