სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო
საშობაო ეპისტოლე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 51

51:1 დასასრულსა, გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა
51:2 რაჟამს მოვიდა დიოკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აქიმელიქისსა
51:3 რადმე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უსჯულოებასა მარადღე?
51:4 სიცრუესა ზრახავს ენაჲ შენი; ვითარცა მახჳლი აღლესული, ჰყავ შენ ზაკვაჲ.
51:5 შეიყუარე სიბოროტე უფროს სახიერებისა და სიცრუე უფროს სიმართლისა სიტყჳსა.
51:6 შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაჲ დაქცევისა და ენაჲ მზაკვარი.
51:7 ამისთჳს დაგამჴუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგჴადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთა.
51:8 იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:
51:9 აჰა, ესერა, კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა მისისასა. და განძლიერდა იგი ამავოებითა თჳსითა.
51:10 ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
51:11 აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.
ფსალმუნები 52

52:1 დასასრულსა, მაელეთისთჳს გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისი
52:2 თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინეს უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი.
52:3 ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისჴმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.
52:4 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთამდე.
52:5 არა გულისჴმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა;
52:6 ღმერთსა არა ხადეს. მუნ შეეშინა მათ შაში, სადა-იგი არ იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი.
52:7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი.
ფსალმუნები 53

53:1 დასასრულსა, გალობათა შინა გულისჴმის-ყოფისათჳს დავითისა,
53:2 რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის
53:3 ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.
53:4 ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.
53:5 რამეთუ უცხონი აღდგს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.
53:6 აჰა, ესერა, ღმერთი მწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.
53:7 მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.
53:8 და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუვარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ;
53:9 რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან მიჴსენ მე და მტერთა ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან.
ფსალმუნები 54

54:1 დასასრულსა, გალობათა შინა, გულისჴმის-ყოფისთჳს ფსალმუნი დავითისა
54:2 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.
54:3 მომხედენ და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი
54:4 ჴმითა მტერისათა და ჭირითა ცოდვილისათა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უსჯულოებითა და რისხვით მითქმიდეს მე.
54:5 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისა დამეცა ჩემ ზედა.
54:6 შიში და ძრწოლა მომიჴდა მე და დამფარა მე ბნელმან.
54:7 და ვთქუ: ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, ავფრინდე მე და განვისუენო.
54:8 ესერა, განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
54:9 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულმოკლებისაგან და ნიავქარისა.
54:10 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უსჯულოებაჲ და ჴდომა ქალაქსა შინა.
54:11 დღე და ღამე გარემოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უსჯულოებაჲ და სიცრუჱ და შრომა შორის მათსა.
54:12 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკვა.
54:13 რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი. და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
54:14 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინამძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო,
54:15 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.
54:16 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა, ცოცხლივ შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაჲ იყო სამკჳდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
54:17 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვყავ და უფალმან ისმინა ჩემი;
54:18 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე და ესმეს ჴმისა ჩემისა.
54:19 იჴსენ სული ჩემი მშჳდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყუნეს იგინი ჩემ თანა.
54:20 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
54:21 მიყო ჴელი მისი, რაჲთამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს შჯული მისი.
54:22 განიყვნეს იგინი რისხვითა პირისა მისისათა და მიეახლნეს გულნი მათნი. ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროს ზეთისა და იგინი იყუნეს, ვითარცა ისრისპირნი.
54:23 მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა.
54:24 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰჴადნე იგინი მღჳმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკვართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი? ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაჲ
ფსალმუნები 55

55:1 დასასრულსა, ერისათჳს განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლისწერა, რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხოთესლთა გეთს შინა
55:2 მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე.
55:3 დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ.
55:4 ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩვმნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე ჴორციელმან?
55:6 მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთჳს იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით.
55:7 მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა.
55:8 ამისთჳს არარაჲთა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოჰსრნე.
55:9 ღმერთთ, ცხორებაჲ ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წიუაშე, ვითარცა აღმითქუ მე.
55:10 მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა, ესერა, მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ.
55:11 ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?
55:12 შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგეც შენ ქებისა.
55:13 რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.

კომპიუტერი და ბავშ...
შობა – აკაკი წერეთ...
დიდი აიაზმა
მოდიოდა ნინო მთები...
ღირსნი მამანი მიქა...
მღვდელმოწამე ალექს...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

8 აგვისტოს გმირები

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

გფარავდეს უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სოფიო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...