სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სულიერი ცხოვარის ჩივილი „მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!“
ჩადენილი ცოდვები მთელ ერს აწევს მხრებზე და პატიებაც მთელმა ერმა უნდა სთხოვოს უფალს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 41

41:1 დასასრულსა გულიჴმის-ყოფისათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი დავითისი
41:2 ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!
41:3 სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?
41:4 იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყჳედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
41:5 ხოლო მე ესე მოვიჴსენი და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკჳრველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა და აღსარებისათა, ჴმითა მედღესასწაულეთათა.
41:6 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
41:7 სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთჳს მოგიჴსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით.
41:8 უფსკრული უფსკრულსა ხადის ჴმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთათა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა გარდამჴდეს.
41:9 დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი; ჩემ მიერ ლოცვა ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა.
41:10 ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ რად მწუხარედ ვრონინებ მე ჭირითა მტერისათა?
41:11 და შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყჳედ რა იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?
41:12 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
ფსალმუნები 42

42:1 მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლითგან არაწმიდისა, კაცისა ცრუსა და მზაკუარისაგან მიჴსენ მე.
42:2 რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვარ მე ჭირითა მტერისათა?
42:3 გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა.
42:4 და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო!
42:5 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდება
ფსალმუნები 43

43:1 დასასრულსა, ძეთა კორესთა, გულისჴმის-ყოფისათჳს
43:2 ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.
43:3 ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი.
43:4 რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი.
43:5 შენ თავადი ხარ მეუფჱ ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი.
43:6 შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა.
43:7 რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე.
43:8 რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე.
43:9 ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე.
43:10 ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა.
43:11 მართლუკუნმაქციენ ჩუენ უფროს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ.
43:12 მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ.
43:13 მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყოს სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისა.
43:14 მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.
43:15 მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.
43:16 მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს
43:17 და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. ჴმისაგან მაყუედრებელისა და ძჳრისმეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა.
43:18 ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი
43:19 და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა.
43:20 რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან.
43:21 უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და გან-თუ-ვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა,
43:22 არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლო გულისა. რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
43:23 განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.
43:24 რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა?
43:25 რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი.
43:26 აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.
ფსალმუნები 44

44:1 დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა
44:2 აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.
44:3 შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.
44:4 შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო,
44:5 შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი.
44:6 ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.
44:7 საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა.
44:8 შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა.
44:9 მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ.
44:10 ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.
44:11 ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა;
44:12 და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას
44:13 და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.
44:14 ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს
44:15 და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ.
44:16 მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა.
44:17 მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.
44:18 მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნები 45

45:1 დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი
45:2 ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.
45:3 ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.
45:4 ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.
45:5 სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან.
45:6 ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.
45:7 შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანა.
45:8 უფალი ძალთა ჩუენთა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
45:9 მოდით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ქმნნა ნიშები ქუეყანასა ზედა.
45:10 დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანასა; მშჳლდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწვას ცეცხლითა.
45:11 მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა.
45:12 უფალი ძალთა ჩუენ თანა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდება

ღირსი ქალწულმოწამე...
მღვდელმოწამე აბდია...
წმიდა მოწამენი: თა...
წმიდა ქალწულმოწამე...
ზიარება
წმიდა მოწამე ბასილ...

გფარავდეს წმიდა მოწამე ევსტათი (პლაკიდა) და მისი ოჯახი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა შიო მღვიმელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

ნათლისღებას გილოცავ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...