სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მზაკვარებისათვის
მოძღვრება ქრისტეს შობის წინა-კვირიაკესა ზედა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 36

36:1 ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
36:2 რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისა ადრე დამოცჳვენ.
36:3 ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრო ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა.
36:4 იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისა.
36:5 განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს;
36:6 და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი - ვითარცა დღე შუვაჲ.
36:7 დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უსჯულოებასა.
36:8 დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები, რათამცა უკეთურებდი.
36:9 რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკჳდრონ ქუეყანა.
36:10 და წუთღა, და არა იყოს უღმრთო და ეძიებდ ადგილსა მისსა და არა ჰპოო;
36:11 ხოლო მშჳდრთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.
36:12 უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
36:13 ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ჰხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი.
36:14 მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა.
36:15 მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ.
36:16 შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა.
36:17 რამეთუ მკლავნი ცოდვილისანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნეს მართალნი უფალმან.
36:18 იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს;
36:19 არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ.
36:20 რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი, განქარდენ.
36:21 ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.
36:22 რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანა, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ.
36:23 უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად.
36:24 რაჟამს დაეცეს და არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა მისსა.
36:25 ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა.
36:26 მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს.
36:27 მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.
36:28 რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას.
36:29 ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და დაემკჳდრნენ უკუნითი უკუნისამდე მას ზედა.
36:30 პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მშჯავრსა.
36:31 შჯული ღმრთისაჲ მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი.
36:32 ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რათამცა მოკლა იგი;
36:33 ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხჳდეს მას.
36:34 დაუთმე უფალსა და დაიცევ გზა მისი, და აგამაღლოს შენ დამკჳდრებად ქუეყანისა, და მოსრვა ცოდვილთა იხილო.
36:35 ვიხილე მე უღმრთო უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა.
36:36 და თანაწარვჰჴედ და, აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი.
36:37 დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშჳდებელისა.
36:38 ხოლო უსჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთა წარწყმდეს.
36:39 ხოლო ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა.
36:40 და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ
ფსალმუნები 37

37:1 ფსალმუნი დავითისი, მოსაჴსენებელად შაბათთა
37:2 უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
37:3 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ჴელი შენი.
37:4 არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა;
37:5 რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
37:6 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
37:7 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
37:8 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება ჴორცთა ჩემთა.
37:9 შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა გულისა ჩემისათა.
37:10 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა ჩემი შენგან არა დაეფარა.
37:11 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
37:12 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან.
37:13 და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს.
37:14 ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თჳსი;
37:15 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ.
37:16 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
37:17 რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
37:18 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
37:19 რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათჳს.
37:20 აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროს; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
37:21 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
37:22 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
37:23 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნები 38

38:1 დასასრულსა, იდითუმისთჳს ფსალმუნი დავითისი
38:2 ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რათა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავდევ საცო პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რა ცოდვილი წინაშე ჩემსა.
38:3 დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან და სალმობაჲ ჩემი განმიახლდა.
38:4 განჴურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი.
38:5 ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳ დღეთა ჩემთა რავდენ არს, რათა უწყოდი, რაღა მაკლს მე.
38:6 ესერა, ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაჲ ჩემი, ვითარცა არარაჲ, არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამავო არს ყოველი კაცი ჴორციელი.
38:7 და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი.
38:8 და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს.
38:9 ყოველთა უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე, საყუედრელად უგნურსა მიმეც მე.
38:10 დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ.
38:11 განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ჴელისა შენისათა მე მოვაკლდი.
38:12 მხილებათა მიერ უსჯულოებისათჳს განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამავო არს ყოველი კაცი.
38:13 შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.
38:14 მილხინე მე, რათა განვისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოვო.
ფსალმუნები 39

39:1 დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
39:2 თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე
39:3 და ისმინა ლოცვისა ჩემისა. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკებისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი.
39:4 და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა.
39:5 ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და არა მიხედნა ამავოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა.
39:6 მრავალ-ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, საკჳრველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და განმრავლდეს უფროს რიცხჳსა.
39:7 შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე.
39:8 მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს.
39:9 ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუვა მუცელსა ჩემსა.
39:10 ვახარე სიმართლე შენი ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა, ესერა, ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი;
39:11 სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის დიდძალსა.
39:12 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემთაგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე.
39:13 რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ; მეწინეს მე უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე.
39:14 გთნდინ, უფალო, ჴსნა ჩემი. უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.
39:15 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნიქცენ და სირცჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.
39:16 მიღებად მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს: მე ვაშა, ვაშა!
39:17 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
39:18 ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთჳს; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდება
ფსალმუნები 40

40:1 დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი
40:2 ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან.
40:3 უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა.
40:4 უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა.
40:5 მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა.
40:6 მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი.
40:7 და შემო-თუ-ვიდეს ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა უსჯულოებაჲ თავისა თჳსისა; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ.
40:8 ჩემთჳს ცუნდრუკობდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს ზრახვიდეს ბოროტსა.
40:9 სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომა?
40:10 და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი.
40:11 არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.
40:12 ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.
40:13 ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე.
40:14 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!

წმიდა მოწამე აბუდი...
უფლის ტაძრად მიყვა...
ღირსი ალექსანდრე -...
წმიდა მღვდელმთავარ...
პატერიკული მოთხრობ...
წმიდა მოწამენი

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის ანდერძი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სოფიო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სერაფიმ საროველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...